00:00:01
მოემზადეთ მომავლისთვის.00:00:04
00:00:05
ფაქტია, როცა ვიცით, მომავალში რა გველის,00:00:08
00:00:08
ბევრად მარტივია, ყველაფრისთვის წინასწარ მოვემზადოთ.00:00:11
00:00:11
დევნებზე რაღას ვიტყვით? რამდენად შესაძლებელია წინასწარ მომზადება?00:00:16
00:00:16
2 ტიმოთეს 3:12-ში წერია:00:00:20
00:00:20
„ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება“.00:00:25
00:00:26
აქედან იმას ვიგებთ, რომ დევნას თავიდან ვერ ავირიდებთ.00:00:30
00:00:30
ამას კი არ ვვარაუდობთ, დარწმუნებული ვართ, რომ მოხდება.00:00:34
00:00:34
რა სახის დევნას შეიძლება, შევხვდეთ?00:00:37
00:00:37
ალბათ ყველას გაგვახსენდება ისეთი მომენტი,00:00:40
00:00:40
როცა ქადაგების გამო ხალხი ცუდად, უხეშად მოგვპყრობია.00:00:44
00:00:45
თუმცა იეჰოვას მხარდაჭერაც გვიგრძნია.00:00:48
00:00:48
დღეს რას აკეთებს იეჰოვა, რომ დევნებს მომზადებული შევხვდეთ?00:00:52
00:00:53
დღევანდელი დღის მუხლის კომენტარი ყურადღებას ამახვილებს 1 პეტრეში ჩაწერილ სიტყვებზე.00:00:58
00:00:59
პეტრემ ეს წერილი ახ. წ. 62–64 წლებში დაწერა,00:01:04
00:01:04
რამდენიმე თვით ადრე, სანამ პავლე ტიმოთეს მეორე წერილს მისწერდა.00:01:10
00:01:10
პირველი საუკუნის ქრისტიანები მძიმე განსაცდელებს ხვდებოდნენ,00:01:14
00:01:14
მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა.00:01:17
00:01:17
ზოგჯერ ხალხი შეცდომით ასკვნიდა,00:01:19
00:01:19
რომ ისინი რომის წინააღმდეგ ამბოხებულები იყვნენ,00:01:23
00:01:23
იგივე ზელოტები.00:01:24
00:01:24
ალბათ ასე იმიტომ ფიქრობდნენ,
რომ ქრისტიანები მხარს არ უჭერდნენ იმპერატორს 00:01:28
00:01:28
და არც წარმართულ ცერემონიებში იღებდნენ მონაწილეობას.00:01:32
00:01:32
ახ. წ. 64 წელს რომში გაჩენილმა ხანძარმა
ქალაქის თითქმის მეოთხედი გაანადგურა.00:01:40
00:01:40
გავრცელდა ხმები, რომ ეს იმპერატორ ნერონის ბრალი იყო.00:01:43
00:01:43
თავის დასაცავად მან დანაშაული ქრისტიანებს გადააბრალა.00:01:47
00:01:47
როგორც ჩანს, ამის გამო დაიწყო ქრისტიანების სასტიკი დევნა.00:01:50
00:01:51
ახ. წ. 66 წელს რომის ჯარმა ცესტიუს გალუსის მეთაურობით იერუსალიმს ალყა შემოარტყა.00:01:58
00:01:58
ამიტომ პეტრეს პირველი წერილი00:02:00
00:02:00
და ტიმოთეს მიმართ მიწერილი მეორე წერილი,00:02:03
00:02:03
მართლაც, დროული და დამხმარე იქნებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის.00:02:08
00:02:08
ასე უკეთ მოემზადებოდნენ ისინი იმ მოვლენებისთვის, 00:02:12
00:02:12
რომლებიც მათ წინ ელოდათ.00:02:14
00:02:14
დღეს გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.00:02:17
00:02:17
ღვთის ხალხზე არაერთ სიცრუეს ავრცელებენ.00:02:20
00:02:20
ჩვენ ხომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ.00:02:22
00:02:22
რა დაგვეხმარება, რომ გავუძლოთ მოსალოდნელ დევნებს00:02:26
00:02:26
და მივბაძოთ იმ 155 და-ძმას,00:02:29
00:02:30
რომლებსაც სასჯელის მოხდა, სულ მცირე, 7 ქვეყანაში უწევთ?00:02:35
00:02:35
ვნახოთ 3 მხარე, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:00:02:39
00:02:39
პირველი, 1 პეტრეს 3-14-ია,00:02:42
00:02:42
საიდანაც ვიგებთ, რომ არ უნდა შეგვეშინდეს იმის, რისიც სხვებს ეშინიათ.00:02:46
00:02:46
შემდეგი 1 პეტრეს 4:14-ია:00:02:49
00:02:49
იეჰოვა წმინდა სულს გვაძლევს და მისი დახმარების იმედიც უნდა გვქონდეს. 00:02:54
00:02:54
და ბოლო, 1 პეტრეს 5:9−14:00:02:57
00:02:57
ვენდოთ ჩვენს და-ძმებს და დავაფასოთ ისინი. 00:03:00
00:03:00
სამივე მხარე სხვადასხვა თავის მე-14 მუხლში წერია,00:03:04
00:03:04
ამიტომ დამახსოვრება არ გაგვიჭირდება.00:03:06
00:03:07
მოდი 1 პეტრეს 3:14 ვნახოთ.00:03:11
00:03:11
აქ ასეთ რამეს ვკითხულობთ:00:03:13
00:03:13
„რომც დაიტანჯოთ სიმართლის გამო, მაინც ბედნიერები იქნებით.00:03:18
00:03:18
ნუ შეგეშინდებათ იმის, რისიც სხვებს ეშინიათ, და ნუ აფორიაქდებით.00:03:24
00:03:25
დღის მუხლის კომენტარში აღნიშნულია,00:03:27
00:03:27
რომ შიში მძლავრი იარაღია, რომელსაც ეშმაკი იყენებს.00:03:31
00:03:32
ის ასე ცდილობს, უარი გვათქმევინოს იეჰოვას მსახურებაზე.00:03:35
00:03:36
მუხლში წერია,00:03:37
00:03:38
ნუ შეგეშინდებათო იმის, რისიც სხვებს ეშინიათ.00:03:41
00:03:41
ვინ არიან ეს სხვები?00:03:43
00:03:43
ჩვენი მდევნელები.00:03:45
00:03:45
თუმცა ისინიც იგულისხმებიან, ვინც მათსავით აზროვნებენ. 00:03:49
00:03:49
და რისი ეშინიათ?00:03:50
00:03:50
დაცინვის, დამარცხების და სიკვდილის.00:03:54
00:03:54
დავითისა და გოლიათის მაგალითი შევიხსენოთ,00:03:56
00:03:57
რომელიც 1 სამუელის 17-შია ჩაწერილი.00:04:00
00:04:00
გოლიათი ფიქრობდა, რომ თავისი სიმაღლით, ხელშუბით, მახვილით,00:04:05
00:04:05
საჭურვლითა და ფარით შეძლებდა გამარჯვებას.00:04:08
00:04:08
სწორედ ამ ფაქტორებმა მოახდინა გავლენა მეფე საულზეც.00:04:11
00:04:12
40 დღის მანძილზე ისრაელი ჯარისკაცებიდან00:04:15
00:04:15
არავის ეყო გამბედაობა, რომ გოლიათს შებრძოლებოდა.00:04:19
00:04:19
საბოლოოდ, საული დათანხმდა დავითს, საბრძოლველად გასულიყო 00:04:23
00:04:23
და ისეთი საჭურვლით შემოსა, როგორითაც გოლიათი იყო შემოსილი.00:04:27
00:04:27
საულიც იმავე რაღაცებზე ამყარებდა იმედს, რაზეც გოლიათი:00:04:32
00:04:32
ძალაზე, იარაღზე, საჭურველზე,00:04:36
00:04:36
ანუ შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივ, ადამიანურ ძალაზე.00:04:41
00:04:41
დაახლოებით 3-მეტრიანი გოლიათი 00:04:43
00:04:43
მარტივად დაამარცხებდა ერთ ჩვეულებრივ მეომარს.00:04:47
00:04:47
მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, 00:04:48
00:04:48
ის მის წინააღმდეგ საომარი სამოსლით გამოვიდოდა თუ მის გარეშე.00:04:53
00:04:53
მიუხედავად ამისა, დავითმა საჭურვლის მოხსნა და ისე გასვლა გადაწყვიტა.00:04:57
00:04:57
მას არ ეშინოდა იმის, რაც გოლიათს და საულს აშინებდათ.00:05:02
00:05:02
დავითმა კარგად იცოდა, რომ ეს ღვთის ბრძოლა იყო.00:05:06
00:05:06
ის მიენდო ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება.00:05:10
00:05:10
ჩვენც ამ ძალაზე უნდა ვიყოთ დაიმედებული.00:05:13
00:05:13
ალბათ წაგიკითხავთ ვიტალი ილინიხის ბიოგრაფია,00:05:16
00:05:16
რომელიც პატიმრობის შემდეგ, ასეთ რამეს იხსენებდა:00:05:19
00:05:20
„რაც უფრო მძიმე განსაცდელების გადატანა გვიწევს,00:05:23
00:05:23
მით მეტად ვუახლოვდებით იეჰოვას.00:05:25
00:05:26
იეჰოვა მეთუნეა და თუ ის უშვებს ცეცხლოვან განსაცდელებს,00:05:29
00:05:29
მათ ატანაშიც დამეხმარება,00:05:31
00:05:31
რაც ჩემს გამოწრთობას მოემსახურება.00:05:34
00:05:34
თუ ვფიქრობ, რომ მეტის ატანა აღარ შემიძლია,00:05:37
00:05:37
იეჰოვას უნდა ვთხოვო „ძალა,00:05:39
00:05:39
რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“.00:05:41
00:05:41
ჩვენი მდევნელები წინ ვერ აღუდგებიან იეჰოვას ძალას.00:05:44
00:05:45
ხელს ვერ შეუშლიან მას, დაგვეხმაროს,00:05:47
00:05:47
იზრუნოს ჩვენზე და დაგვაჯილდოოს.00:05:50
00:05:50
თუ იეჰოვას ვუერთგულებთ, ის ღირსებას დაგვიბრუნებს,00:05:54
00:05:54
სრულად გაგვამარჯვებინებს და მარადიულ სიცოცხლეს გვიბოძებს.00:05:59
00:05:59
ამგვარად, არ დავემსგავსებით მათ, ვისაც რწმენა არ აქვს.00:06:02
00:06:02
არაფრის შეგვეშინდება,00:06:04
00:06:04
რწმენის თვალით დავამარცხებთ შიშს.00:06:07
00:06:07
მეორე, რაც დევნების ატანაში დაგვეხმარება,00:06:10
00:06:10
1 პეტრეს 4:14-ში ჩაწერილზე ფიქრია.00:06:13
00:06:13
ამ მუხლში ვკითხულობთ:00:06:15
00:06:15
„თუ ქრისტეს სახელისთვის შეურაცხგყოფენ,00:06:18
00:06:18
ბედნიერები ხართ,00:06:20
00:06:20
რადგან დიდების სული,
ღვთის სული, თქვენზეა დავანებული“.00:06:25
00:06:25
როცა იესოს სახელისთვის შეურაცხგვყოფენ, 00:06:28
00:06:28
ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის სული ჩვენზე მოქმედებს,00:06:31
00:06:31
რაც გვეხმარება, გავუძლოთ განსაცდელებს და არ დავნებდეთ.00:06:35
00:06:36
ანტონ ოსტაპენკო ციხეში გატარებულ პერიოდს ასე აღწერს:00:06:40
00:06:40
„იეჰოვამ სრულად მაჩვენა, როგორი ღმერთია.00:06:43
00:06:43
ამან ძალიან აღმაფრთოვანა.00:06:44
00:06:45
ის ჩემთვის მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთად კი არა, 00:06:48
00:06:48
მოსიყვარულე მამადაც იქცა,00:06:50
00:06:50
რომელსაც კარგად ესმის ჩემი მდგომარეობა.00:06:53
00:06:53
ისე მიდგას მხარში, რომ ამას ვერც კი წარმოვიდგენდი 00:06:57
00:06:57
და თანაც ყოველთვის საჭირო დროს“.00:06:59
00:07:00
მართლაც, იეჰოვას იმედით ვართ ძლიერი.00:07:03
00:07:03
გაბედულად მივიწევთ სულ წინ, რადგან ვიცით, ვინ გვყავს გვერდით.00:07:08
00:07:09
და ბოლოს, მესამე დამხმარე საშუალება,00:07:12
00:07:12
1 პეტრეს 5:9–14 მუხლები,00:07:15
00:07:16
რაც ჩვენი ერთგული და-ძმების დაფასებაში დაგვეხმარება.00:07:19
00:07:20
იზოლატორში ყოფნის დროს ძმა ანატოლი ვილიტკევიჩი 00:07:23
00:07:23
ბლოკნოტში იწერდა იმ ბიბლიური პერსონაჟების მაგალითებს,00:07:27
00:07:28
რომლებმაც დევნას გაუძლეს.00:07:30
00:07:30
ანატოლი ამბობს:00:07:32
00:07:32
„მახსოვდა, რომ იეჰოვამ მათ არ ააცილა განსაცდელები,00:07:35
00:07:35
თუმცა არასოდეს მიუტოვებია ისინი.00:07:38
00:07:38
ამაზე ფიქრი ძალიან მაძლიერებდა“.00:07:40
00:07:40
ანატოლის მეუღლის წერილებიც ძალიან ამხნევებდა.00:07:43
00:07:44
ის გვიყვება: 00:07:45
00:07:45
„წერილებს ალიონამ ჩვენი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების რამდენიმე ფოტოც დაურთო.00:07:50
00:07:50
როცა ამ ფოტოებს ვუყურებდი,00:07:52
00:07:52
ვიხსენებდი საინტერესო შემთხვევებს, რაც მათთან ერთად მქონდა,00:07:56
00:07:56
ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლებოდა,
რომ ისინი ჩემ გვერდით იყვნენ“.00:08:00
00:08:01
მას რწმენას უმტკიცებდა ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებზე ფიქრი.00:08:05
00:08:05
ჩვენ, ღვთის ხალხს, ერთობა გვაქვს.00:08:10
00:08:10
ფაქტია, ერთ დღესაც დევნის ობიექტები ყველა გავხდებით,00:08:15
00:08:15
თუმცა ისეთივე სულისკვეთება უნდა გვქონდეს,00:08:18
00:08:18
როგორიც ძმა დიმიტრი გოლიკს ჰქონდა,00:08:20
00:08:20
ის ამბობს:00:08:21
00:08:21
„დევნისთვის წინასწარ შევამზადე გონება,00:08:24
00:08:24
მუდმივად ვცდილობდი რწმენის განმტკიცებას.00:08:27
00:08:27
დევნების დროს მთავარი ის კი არ არის, რამდენად ჭკვიანები ვართ 00:08:31
00:08:31
ან რამდენად კარგად შეგვიძლია დავემალოთ მდევნელებს,00:08:34
00:08:34
არამედ იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება.00:08:37
00:08:37
იესოსაც შეეძლო დამალვოდა მტრებს,00:08:40
00:08:40
მაგრამ ეს არ იყო მისი მიზანი.00:08:41
00:08:41
ჩვენ იესოს მოწაფეები ვართ 00:08:43
00:08:43
და ჩვენი მიზანი სირთულეებისთვის თავის არიდება კი არა,00:08:47
00:08:47
ამ განსაცდელების ღირსეულად ატანაა“.00:08:50
00:08:51
ასე რომ, როგორ შეგვიძლია, წინასწარ მოვემზადოთ დევნებისთვის?00:08:55
00:08:55
როცა ვიგებთ, როგორ უძლებენ ჩვენი და-ძმები დევნებს,00:08:58
00:08:59
ვრწმუნდებით, რომ მათი იეჰოვასადმი თაყვანისცემა ზედაპირული არაა.00:09:03
00:09:04
პირიქით, ისინი უფრო მეტად უახლოვდებიან იეჰოვას.00:09:07
00:09:08
ეს და-ძმები ფიქრობენ, აფასებენ 00:09:10
00:09:10
და იყენებენ იეჰოვასგან მომდინარე ყველა სწავლებას.00:09:14
00:09:14
განსაცდელები მათ რწმენას უძლიერებს 00:09:17
00:09:17
და არ ეშინიათ იმის, რისიც სხვებს ეშინიათ.00:09:21
00:09:21
ყოველთვის მიჰყვებიან ღვთის სულის ხელმძღვანელობას
და ენდობიან მას.00:09:26
00:09:26
გარდა ამისა, იმასაც აჩვენებენ,00:09:28
00:09:28
რომ ძალიან უყვართ ერთგული თანაქრისტიანები
და დიდად აფასებენ მათ.00:09:33
00:09:33
თუ ჩვენც ასე მოვიქცევით, 00:09:35
00:09:35
ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ დევნების ასტანად00:09:38
00:09:38
და როცა ეს დრო დადგება, 00:09:39
00:09:39
მზადყოფნით შევხვდებით განსაცდელებს, რომლებიც წინ გველის.00:09:44
დეივიდ შეფერი: მოემზადეთ მომავლისთვის (2 ტიმ. 3:12)
მოემზადეთ მომავლისთვის.
ფაქტია, როცა ვიცით, მომავალში რა გველის,
ბევრად მარტივია, ყველაფრისთვის წინასწარ მოვემზადოთ.
დევნებზე რაღას ვიტყვით? რამდენად შესაძლებელია წინასწარ მომზადება?
2 ტიმოთეს 3:12-ში წერია:
„ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება“.
აქედან იმას ვიგებთ, რომ დევნას თავიდან ვერ ავირიდებთ.
ამას კი არ ვვარაუდობთ, დარწმუნებული ვართ, რომ მოხდება.
რა სახის დევნას შეიძლება, შევხვდეთ?
ალბათ ყველას გაგვახსენდება ისეთი მომენტი,
როცა ქადაგების გამო ხალხი ცუდად, უხეშად მოგვპყრობია.
თუმცა იეჰოვას მხარდაჭერაც გვიგრძნია.
დღეს რას აკეთებს იეჰოვა, რომ დევნებს მომზადებული შევხვდეთ?
დღევანდელი დღის მუხლის კომენტარი ყურადღებას ამახვილებს 1 პეტრეში ჩაწერილ სიტყვებზე.
პეტრემ ეს წერილი ახ. წ. 62–64 წლებში დაწერა,
რამდენიმე თვით ადრე, სანამ პავლე ტიმოთეს მეორე წერილს მისწერდა.
პირველი საუკუნის ქრისტიანები მძიმე განსაცდელებს ხვდებოდნენ,
მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა.
ზოგჯერ ხალხი შეცდომით ასკვნიდა,
რომ ისინი რომის წინააღმდეგ ამბოხებულები იყვნენ,
იგივე ზელოტები.
ალბათ ასე იმიტომ ფიქრობდნენ,
რომ ქრისტიანები მხარს არ უჭერდნენ იმპერატორს
და არც წარმართულ ცერემონიებში იღებდნენ მონაწილეობას.
ახ. წ. 64 წელს რომში გაჩენილმა ხანძარმა
ქალაქის თითქმის მეოთხედი გაანადგურა.
გავრცელდა ხმები, რომ ეს იმპერატორ ნერონის ბრალი იყო.
თავის დასაცავად მან დანაშაული ქრისტიანებს გადააბრალა.
როგორც ჩანს, ამის გამო დაიწყო ქრისტიანების სასტიკი დევნა.
ახ. წ. 66 წელს რომის ჯარმა ცესტიუს გალუსის მეთაურობით იერუსალიმს ალყა შემოარტყა.
ამიტომ პეტრეს პირველი წერილი
და ტიმოთეს მიმართ მიწერილი მეორე წერილი,
მართლაც, დროული და დამხმარე იქნებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის.
ასე უკეთ მოემზადებოდნენ ისინი იმ მოვლენებისთვის,
რომლებიც მათ წინ ელოდათ.
დღეს გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.
ღვთის ხალხზე არაერთ სიცრუეს ავრცელებენ.
ჩვენ ხომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ.
რა დაგვეხმარება, რომ გავუძლოთ მოსალოდნელ დევნებს
და მივბაძოთ იმ 155 და-ძმას,
რომლებსაც სასჯელის მოხდა, სულ მცირე, 7 ქვეყანაში უწევთ?
ვნახოთ 3 მხარე, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:
პირველი, 1 პეტრეს 3-14-ია,
საიდანაც ვიგებთ, რომ არ უნდა შეგვეშინდეს იმის, რისიც სხვებს ეშინიათ.
შემდეგი 1 პეტრეს 4:14-ია:
იეჰოვა წმინდა სულს გვაძლევს და მისი დახმარების იმედიც უნდა გვქონდეს.
და ბოლო, 1 პეტრეს 5:9−14:
ვენდოთ ჩვენს და-ძმებს და დავაფასოთ ისინი.
სამივე მხარე სხვადასხვა თავის მე-14 მუხლში წერია,
ამიტომ დამახსოვრება არ გაგვიჭირდება.
მოდი 1 პეტრეს 3:14 ვნახოთ.
აქ ასეთ რამეს ვკითხულობთ:
„რომც დაიტანჯოთ სიმართლის გამო, მაინც ბედნიერები იქნებით.
ნუ შეგეშინდებათ იმის, რისიც სხვებს ეშინიათ, და ნუ აფორიაქდებით.
დღის მუხლის კომენტარში აღნიშნულია,
რომ შიში მძლავრი იარაღია, რომელსაც ეშმაკი იყენებს.
ის ასე ცდილობს, უარი გვათქმევინოს იეჰოვას მსახურებაზე.
მუხლში წერია,
ნუ შეგეშინდებათო იმის, რისიც სხვებს ეშინიათ.
ვინ არიან ეს სხვები?
ჩვენი მდევნელები.
თუმცა ისინიც იგულისხმებიან, ვინც მათსავით აზროვნებენ.
და რისი ეშინიათ?
დაცინვის, დამარცხების და სიკვდილის.
დავითისა და გოლიათის მაგალითი შევიხსენოთ,
რომელიც 1 სამუელის 17-შია ჩაწერილი.
გოლიათი ფიქრობდა, რომ თავისი სიმაღლით, ხელშუბით, მახვილით,
საჭურვლითა და ფარით შეძლებდა გამარჯვებას.
სწორედ ამ ფაქტორებმა მოახდინა გავლენა მეფე საულზეც.
40 დღის მანძილზე ისრაელი ჯარისკაცებიდან
არავის ეყო გამბედაობა, რომ გოლიათს შებრძოლებოდა.
საბოლოოდ, საული დათანხმდა დავითს, საბრძოლველად გასულიყო
და ისეთი საჭურვლით შემოსა, როგორითაც გოლიათი იყო შემოსილი.
საულიც იმავე რაღაცებზე ამყარებდა იმედს, რაზეც გოლიათი:
ძალაზე, იარაღზე, საჭურველზე,
ანუ შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივ, ადამიანურ ძალაზე.
დაახლოებით 3-მეტრიანი გოლიათი
მარტივად დაამარცხებდა ერთ ჩვეულებრივ მეომარს.
მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა,
ის მის წინააღმდეგ საომარი სამოსლით გამოვიდოდა თუ მის გარეშე.
მიუხედავად ამისა, დავითმა საჭურვლის მოხსნა და ისე გასვლა გადაწყვიტა.
მას არ ეშინოდა იმის, რაც გოლიათს და საულს აშინებდათ.
დავითმა კარგად იცოდა, რომ ეს ღვთის ბრძოლა იყო.
ის მიენდო ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება.
ჩვენც ამ ძალაზე უნდა ვიყოთ დაიმედებული.
ალბათ წაგიკითხავთ ვიტალი ილინიხის ბიოგრაფია,
რომელიც პატიმრობის შემდეგ, ასეთ რამეს იხსენებდა:
„რაც უფრო მძიმე განსაცდელების გადატანა გვიწევს,
მით მეტად ვუახლოვდებით იეჰოვას.
იეჰოვა მეთუნეა და თუ ის უშვებს ცეცხლოვან განსაცდელებს,
მათ ატანაშიც დამეხმარება,
რაც ჩემს გამოწრთობას მოემსახურება.
თუ ვფიქრობ, რომ მეტის ატანა აღარ შემიძლია,
იეჰოვას უნდა ვთხოვო „ძალა,
რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“.
ჩვენი მდევნელები წინ ვერ აღუდგებიან იეჰოვას ძალას.
ხელს ვერ შეუშლიან მას, დაგვეხმაროს,
იზრუნოს ჩვენზე და დაგვაჯილდოოს.
თუ იეჰოვას ვუერთგულებთ, ის ღირსებას დაგვიბრუნებს,
სრულად გაგვამარჯვებინებს და მარადიულ სიცოცხლეს გვიბოძებს.
ამგვარად, არ დავემსგავსებით მათ, ვისაც რწმენა არ აქვს.
არაფრის შეგვეშინდება,
რწმენის თვალით დავამარცხებთ შიშს.
მეორე, რაც დევნების ატანაში დაგვეხმარება,
1 პეტრეს 4:14-ში ჩაწერილზე ფიქრია.
ამ მუხლში ვკითხულობთ:
„თუ ქრისტეს სახელისთვის შეურაცხგყოფენ,
ბედნიერები ხართ,
რადგან დიდების სული,
ღვთის სული, თქვენზეა დავანებული“.
როცა იესოს სახელისთვის შეურაცხგვყოფენ,
ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის სული ჩვენზე მოქმედებს,
რაც გვეხმარება, გავუძლოთ განსაცდელებს და არ დავნებდეთ.
ანტონ ოსტაპენკო ციხეში გატარებულ პერიოდს ასე აღწერს:
„იეჰოვამ სრულად მაჩვენა, როგორი ღმერთია.
ამან ძალიან აღმაფრთოვანა.
ის ჩემთვის მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთად კი არა,
მოსიყვარულე მამადაც იქცა,
რომელსაც კარგად ესმის ჩემი მდგომარეობა.
ისე მიდგას მხარში, რომ ამას ვერც კი წარმოვიდგენდი
და თანაც ყოველთვის საჭირო დროს“.
მართლაც, იეჰოვას იმედით ვართ ძლიერი.
გაბედულად მივიწევთ სულ წინ, რადგან ვიცით, ვინ გვყავს გვერდით.
და ბოლოს, მესამე დამხმარე საშუალება,
1 პეტრეს 5:9–14 მუხლები,
რაც ჩვენი ერთგული და-ძმების დაფასებაში დაგვეხმარება.
იზოლატორში ყოფნის დროს ძმა ანატოლი ვილიტკევიჩი
ბლოკნოტში იწერდა იმ ბიბლიური პერსონაჟების მაგალითებს,
რომლებმაც დევნას გაუძლეს.
ანატოლი ამბობს:
„მახსოვდა, რომ იეჰოვამ მათ არ ააცილა განსაცდელები,
თუმცა არასოდეს მიუტოვებია ისინი.
ამაზე ფიქრი ძალიან მაძლიერებდა“.
ანატოლის მეუღლის წერილებიც ძალიან ამხნევებდა.
ის გვიყვება:
„წერილებს ალიონამ ჩვენი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების რამდენიმე ფოტოც დაურთო.
როცა ამ ფოტოებს ვუყურებდი,
ვიხსენებდი საინტერესო შემთხვევებს, რაც მათთან ერთად მქონდა,
ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლებოდა,
რომ ისინი ჩემ გვერდით იყვნენ“.
მას რწმენას უმტკიცებდა ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებზე ფიქრი.
ჩვენ, ღვთის ხალხს, ერთობა გვაქვს.
ფაქტია, ერთ დღესაც დევნის ობიექტები ყველა გავხდებით,
თუმცა ისეთივე სულისკვეთება უნდა გვქონდეს,
როგორიც ძმა დიმიტრი გოლიკს ჰქონდა,
ის ამბობს:
„დევნისთვის წინასწარ შევამზადე გონება,
მუდმივად ვცდილობდი რწმენის განმტკიცებას.
დევნების დროს მთავარი ის კი არ არის, რამდენად ჭკვიანები ვართ
ან რამდენად კარგად შეგვიძლია დავემალოთ მდევნელებს,
არამედ იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება.
იესოსაც შეეძლო დამალვოდა მტრებს,
მაგრამ ეს არ იყო მისი მიზანი.
ჩვენ იესოს მოწაფეები ვართ
და ჩვენი მიზანი სირთულეებისთვის თავის არიდება კი არა,
ამ განსაცდელების ღირსეულად ატანაა“.
ასე რომ, როგორ შეგვიძლია, წინასწარ მოვემზადოთ დევნებისთვის?
როცა ვიგებთ, როგორ უძლებენ ჩვენი და-ძმები დევნებს,
ვრწმუნდებით, რომ მათი იეჰოვასადმი თაყვანისცემა ზედაპირული არაა.
პირიქით, ისინი უფრო მეტად უახლოვდებიან იეჰოვას.
ეს და-ძმები ფიქრობენ, აფასებენ
და იყენებენ იეჰოვასგან მომდინარე ყველა სწავლებას.
განსაცდელები მათ რწმენას უძლიერებს
და არ ეშინიათ იმის, რისიც სხვებს ეშინიათ.
ყოველთვის მიჰყვებიან ღვთის სულის ხელმძღვანელობას
და ენდობიან მას.
გარდა ამისა, იმასაც აჩვენებენ,
რომ ძალიან უყვართ ერთგული თანაქრისტიანები
და დიდად აფასებენ მათ.
თუ ჩვენც ასე მოვიქცევით,
ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ დევნების ასტანად
და როცა ეს დრო დადგება,
მზადყოფნით შევხვდებით განსაცდელებს, რომლებიც წინ გველის.
-