00:00:01
დღევანდელი დღის მუხლის კომენტარი პატიებაზე ამახვილებს ყურადღებას.00:00:06
00:00:06
განსაკუთრებით კი იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდა იესო პეტრე მოციქულს.00:00:13
00:00:14
ალბათ გასაკვირი არ არის, თუ რატომ აირჩია იესომ პეტრე
12 მოციქულს შორის.00:00:22
00:00:22
ის იყო გაბედული, თავმდაბალი და გულთბილი ადამიანი.00:00:29
00:00:29
ჯერ გაბედულებაზე ვისაუბროთ.00:00:31
00:00:31
ის მალევე იწყებდა მოქმედებას.00:00:34
00:00:34
მაგალითად, როცა იესომ
მას და ანდრიას შესთავაზა მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ,00:00:39
00:00:39
მათ ბევრი არ უფიქრიათ და არ უთქვამთ:
„იცი, ჩვენ ოჯახი გყავს და უნდა დავფიქრდეთ“.00:00:45
00:00:45
ბიბლიაში ვკითხულობთ: „მათ მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ“.00:00:52
00:00:52
მოგვიანებით, როცა იესომ წყალზე გაიარა,00:00:55
00:00:55
პეტრე მხოლოდ ამ საოცარ სანახაობას კი არ დასჯერდა,
ადგა და თავადაც სცადა წყალზე გავლა.00:01:02
00:01:02
შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მოციქულ პეტრეს ძალიან ჰგავხართ.00:01:08
00:01:08
სულ ახალი რაღაცების კეთება გინდათ.00:01:11
00:01:11
კი არ გაშინებთ, პირიქით, მოგწონთ ახალი გამოცდილებები.00:01:15
00:01:15
ზღვაში პარაშუტით ფრენა? ეგ რა არის?00:01:19
00:01:19
აი, თურმე რა ყოფილა, ხომ არ ვცადო?00:01:21
00:01:21
ალბათ თქვენც ასე იტყოდით.00:01:23
00:01:23
თუმცა დანარჩენები შეიძლება სხვა მოციქულებს ჰგავდეთ
და ნავში უსაფრთხოდ ყოფნა გვერჩივნოს.00:01:31
00:01:31
როგორც ვიცით, იესომ სწორედ პეტრეს ჩააბარა ზეციერი სამეფოს გასაღებები.00:01:36
00:01:36
რთული არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომ შეაჩერა იესომ მასზე არჩევანი.00:01:41
00:01:41
პეტრეს ამ საქმის შესრულებაში სწორედ გაბედულება და მზადყოფნა დაეხმარებოდა.00:01:46
00:01:46
როგორ უნდა გამოეყენებინა პეტრეს მეორე და მესამე გასაღებები?00:01:51
00:01:51
მას სამარიელები და უცხოტომელები ძმებად უნდა ჩაეთვალა.00:01:55
00:01:55
რომ დავფიქრდეთ:
ალბათ ამ დავალებას ისეთ ადამიანს არ ანდობდით,00:01:59
00:01:59
ვინც ამბობს: „მთელი ცხოვრებაა იუდეველი ვარ,
მგონი, ვერ შევძლებ, იქნებ სხვა ვინმე მოგეძებნა“.00:02:05
00:02:05
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ,
პეტრე დაემორჩილა იესოს და დავალება უყოყმანოდ მიიღო.00:02:12
00:02:12
პეტრეს მზადყოფნის სული ჰქონდა.00:02:15
00:02:15
მას უნდოდა ახალი დავალების შესრულება.00:02:18
00:02:18
ასე რომ, იესომ საქმისთვის შესაფერისი ადამიანი შეარჩია.00:02:22
00:02:22
ისეთი, ვინც სიახლეებს მარტივად იღებს.00:02:26
00:02:26
მოდი ახლა, პეტრეს თავმდაბლობაზეც ვისაუბროთ.00:02:29
00:02:29
რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ის თავმდაბალი იყო?00:02:32
00:02:32
მას არ ერიდებოდა კითხვების დასმა,
როცა რაღაცას ვერ იგებდა.00:02:36
00:02:36
დღეს, ალბათ, ყველას გვამხნევებს ის სიტყვები,
რაც იესომ პეტრეს უთხრა:00:02:42
00:02:42
თუ რწმენის გამო დავტოვეთ დედა, მამა, ძმა, და, სახლი, მას ასმაგად მივიღებთ.00:02:49
00:02:49
იესოს ეს იმედისმომცემი დაპირება პეტრეს მიერ დასმული კითხვის პასუხი იყო.00:02:55
00:02:55
პეტრემ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა იესოს.00:02:58
00:02:58
მან ჰკითხა: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას,..შვიდჯერ?“00:03:04
00:03:04
კარგია, რომ ვიცით იესოს აზრი ამაზე. 00:03:07
00:03:07
მისი პასუხიდან გამომდინარე, შეგვიძლია იმის თქმა,
რომ და-ძმებს შეცდომები არ უნდა დავუთვალოთ. 00:03:14
00:03:14
და ჩვენ რატომ გვამხნევებს ეს?00:03:16
00:03:16
იმიტომ, რომ ვიგებთ იესოს და იეჰოვას დამოკიდებულებას.00:03:20
00:03:20
ეს გვარწმუნებს, რომ არც ისინი გვითვლიან შეცდომებს.00:03:24
00:03:24
და მაინც,
კონკრეტულად რა პასუხი გასცა იესომ პეტრეს ამ შეკითხვას:00:03:30
00:03:30
„უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას?“.00:03:34
00:03:34
რას ვიგებთ ბიბლიიდან? რა უპასუხა იესომ?
რამდენჯერ აპატიეო ძმას?00:03:39
00:03:39
77-ჯერ, თუ 70-ჯერ შვიდჯერ? 00:03:43
00:03:43
მათ შორის დიდი სხვაობაა. სად 77 და სად 70-ჯერ შვიდი ანუ 490. 00:03:50
00:03:50
რატომ ვსვამთ ამ კითხვას?00:03:52
00:03:52
რადგან მეფე ჯეიმზის თარგმანში იესოს ეს სიტყვები ასე ითარგმნა:00:03:57
00:03:57
7-ჯერ კი არა, 70-ჯერ შვიდჯერ.00:04:02
00:04:02
სინამდვილეში, ბერძნული ენა საშუალებას გვაძლევს,00:04:06
00:04:06
რომ ეს სიტყვები ვთარგმნოთ ან 77 ან 70 გამრავლებული შვიდზე.00:04:12
00:04:12
ასე რომ, მთარგმნელებზეა დამოკიდებული, რომელს აირჩევენ.00:04:16
00:04:16
1940 წელს, როცა ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანზე მუშაობდნენ,00:04:22
00:04:22
კომიტეტს უნდა გადაეწყვიტა, რომელს აირჩევდა – 70-ჯერ შვიდს თუ 77-ს.00:04:29
00:04:29
რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება?00:04:32
00:04:32
მათ გაითვალისწინეს პეტრეს მიერ დასმულ კითხვაში
გამოყენებული სიტყვა „შვიდჯერ“.00:04:37
00:04:37
პეტრი აქ მათემატიკურ გამოთვლებს არ აკეთებდა.00:04:41
00:04:42
როცა პეტრემ ეს კითხვა იესოს დაუსვა,
მას უბრალოდ რაოდენობა აინტერესებდა00:04:48
00:04:48
ანუ რამდენჯერ უნდა ეპატიებინა ძმისთვის.00:04:51
00:04:51
ასე რომ, იესომაც პეტრეს მსგავსად, თავის პასუხში სიტყვა
„ჯერ“ არა გამრავლების, არამედ რაოდენობის აღსანიშნად გამოიყენა.00:05:01
00:05:01
ასე რომ, იესომ იგულისხმა 77-ჯერ და არა 70 გამრავლებული შვიდზე.00:05:07
00:05:07
ეს ინფორმაცია ახალი ქვეყნიერების თარგმანის მიმართ
ნდობას უფრო გვიმტკიცებს.00:05:13
00:05:13
პეტრეს თავმდაბლობა იქიდანაც ჩანს,
თუ როგორ რეაგირებდა საკუთარ შეცდომებზე.00:05:19
00:05:19
როცა იესომ სხვა მოციქულების წინაშე შეაგონა,
პეტრე მდგომარეობიდან არ გამოსულა და არ გაბრაზებულა, ასე რომ მისცა რჩევა.00:05:28
00:05:28
არ მიუტოვებია იესო, მიიღო რჩევა და განაგრძო მსახურება.00:05:35
00:05:35
პეტრეს მსგავსად, ჩვენც გვჭირდება შინაგანი ძალა
და თავმდაბლობა საიმისოდ, რომ სწორი რეაქცია გვქონდეს რჩევაზე.00:05:45
00:05:45
რატომ მისცა იესომ მოციქულების წინაშე პეტრეს რჩევა?00:05:49
00:05:49
ხომ შეეძლო, ცალკე, პირადად ეთქვა მისთვის?00:05:53
00:05:53
პუბლიკაციებში ერთი შესაძლო მიზეზია დასახელებული. 00:05:57
00:05:57
ბიბლიიდან ერთ საინტერესო დეტალს ვიგებთ.00:06:00
00:06:00
მაშინ, როცა იესომ პეტრეს რჩევა მისცა,
მან ამ დროს სხვა მოციქულებსაც გადახედა.00:06:06
00:06:06
შესაძლოა, სხვა მოციქულებიც იმავეს ფიქრობდნენ,
რასაც მოციქული პეტრე.00:06:13
00:06:13
ანუ გამოდის, რომ ეს რჩევა ყველას მისამართით იყო ნათქვამი.00:06:18
00:06:18
მოგვიანებით, როცა უკვე პავლე მოციქულმა მისცა რჩევა პეტრეს იმის გამო,00:06:24
00:06:24
თუ როგორ ეპყრობოდა უცხოტომელ ქრისტიანებს,00:06:27
00:06:27
მას არ უთქვამს: „მე იესოსთან ერთად ვმსახურობდი,
შენი ზედამხედველი ვარ, როგორ ბედავ?!“00:06:34
00:06:34
ჩვენც, რა პასუხისმგებლობაც არ უნდა გვქონდეს,
რჩევა უნდა მივიღოთ.00:06:39
00:06:39
ვისთანაც ხშირად ვურთიერთობთ, მეტად ამჩნევენ ჩვენს სუსტ მხარეებს.
ამიტომ უნდა მიგვითითონ კიდეც.00:06:47
00:06:47
როცა იესომ მოციქულებს უთხრა,
რომ უნდა ეტანჯა და მომკვდარიყო, პეტრი აფორიაქდა.00:06:54
00:06:54
შეიძლება ეფიქრა: შენ ხომ მესია ხარ, დავითის ტახტის მემკვიდრე,00:07:00
00:07:00
შენმა სამეფომ მარადიულად უნდა იმმართველოს,
ასე უბრალოდ ვერ მოვკვდები.00:07:05
00:07:05
რა გააკეთა პეტრემ?00:07:07
00:07:07
რჩევა მისცა იესოს.00:07:11
00:07:11
რას ვიგებთ იესოს შესახებ ამ შემთხვევიდან? ის უშუალო იყო.00:07:17
00:07:17
არ მოგერიდებოდა რაიმეს თქმა.00:07:20
00:07:20
იმდენად მეგობრული იყო,
რომ პეტრე მომენტალურად ზღვარს გადავიდა.00:07:26
00:07:26
მას დაავიწყდა, რომ ღვთის ძეს ელაპარაკებოდა.00:07:30
00:07:30
თქვენც მოგსვლიათ ასე?00:07:32
00:07:32
მაგალითად, მას, ვის მიმართაც დიდი მოწიწება გაქვთ, ისე გაუშინაურდით,
რომ არასაკადრისი რამ უთხარით.00:07:40
00:07:40
შეიძლება, მის პირად ღირსებასაც კი შეეხეთ.00:07:43
00:07:43
რა თქმა უნდა, მერე ალბათ ინანეთ.00:07:46
00:07:46
ყველას მოგვსვლია.00:07:47
00:07:47
პეტრეს გამორჩა, რომ ღვთის ძეს ელაპარაკებოდა.
მას, ვინც განსაკუთრებულ დავალებას ასრულებდა.00:07:54
00:07:54
პეტრეს ცუდი მოტივი არ ჰქონია.00:07:57
00:07:57
მას უყვარდა იესო და არ უნდოდა, რომ დატანჯულიყო.00:08:00
00:08:00
მას, უბრალოდ, არასწორი ხედვა ჰქონდა.00:08:03
00:08:03
ალბათ, ვერ იაზრებდა მესიის როლს და ამიტომაც ეცადა მის შეჩერებას.00:08:08
00:08:08
პეტრე გულთბილიც იყო.00:08:10
00:08:10
როცა პავლე გაქრისტიანდა და იერუსალიმში ჩავიდა,
მხოლოდ პეტრე იყო მზად მის დასახმარებლად.00:08:18
00:08:18
სხვა ქრისტიანებს არაფრის გაკეთება არ სურდათ.00:08:21
00:08:21
ასე რომ, გულთბილი კაცი იყო.00:08:24
00:08:24
დროდადრო ვმსჯელობთ ხოლმე იმ შეცდომებზე, რაც პეტრეს დაუშვია.00:08:29
00:08:29
თუმცა ვიცით, როგორ ეპყრობოდა მას იესო და რამდენი რამ უპატიები მისთვის.00:08:35
00:08:35
მართლაც, საოცარია, როცა ადამიანს პატიება შეუძლია.00:08:39
00:08:39
მართალია, პეტრე მოციქულმა არაერთი შეცდომა დაუშვა,
მაგრამ კარგიც გააკეთა.00:08:46
00:08:46
მსგავსად, გვინდა,
რომ სხვებს ჩვენზე კარგიც გაახსენდეთ ხოლმე.00:08:51
00:08:51
პეტრე გულმოდგინედ მსახურობდა,
თავგანწირვის სულით გამოირჩეოდა და სიკვდილამდე ერთგული იყო.00:08:59
00:08:59
ის დღეს ერთ-ერთია, ვინც გვხელმძღვანელობს.00:09:02
00:09:02
თუ ზედამხედველად მსახურობთ, რას ისურვებდით,
რომ სხვებს თქვენში დაენახათ?00:09:08
00:09:08
აშკარაა, რომ პეტრეს მაგალითზე დაფიქრება,
ბევრ კარგ რამეს გვასწავლის და შეგვიძლია მივბაძოთ მას.00:09:16
დეივიდ სპლეინი: პეტრეს ღირსეული თვისებები (ფსალმ. 86:5)
-
დეივიდ სპლეინი: პეტრეს ღირსეული თვისებები (ფსალმ. 86:5)
დღევანდელი დღის მუხლის კომენტარი პატიებაზე ამახვილებს ყურადღებას.
განსაკუთრებით კი იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდა იესო პეტრე მოციქულს.
ალბათ გასაკვირი არ არის, თუ რატომ აირჩია იესომ პეტრე
12 მოციქულს შორის.
ის იყო გაბედული, თავმდაბალი და გულთბილი ადამიანი.
ჯერ გაბედულებაზე ვისაუბროთ.
ის მალევე იწყებდა მოქმედებას.
მაგალითად, როცა იესომ
მას და ანდრიას შესთავაზა მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ,
მათ ბევრი არ უფიქრიათ და არ უთქვამთ:
„იცი, ჩვენ ოჯახი გყავს და უნდა დავფიქრდეთ“.
ბიბლიაში ვკითხულობთ: „მათ მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ“.
მოგვიანებით, როცა იესომ წყალზე გაიარა,
პეტრე მხოლოდ ამ საოცარ სანახაობას კი არ დასჯერდა,
ადგა და თავადაც სცადა წყალზე გავლა.
შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მოციქულ პეტრეს ძალიან ჰგავხართ.
სულ ახალი რაღაცების კეთება გინდათ.
კი არ გაშინებთ, პირიქით, მოგწონთ ახალი გამოცდილებები.
ზღვაში პარაშუტით ფრენა? ეგ რა არის?
აი, თურმე რა ყოფილა, ხომ არ ვცადო?
ალბათ თქვენც ასე იტყოდით.
თუმცა დანარჩენები შეიძლება სხვა მოციქულებს ჰგავდეთ
და ნავში უსაფრთხოდ ყოფნა გვერჩივნოს.
როგორც ვიცით, იესომ სწორედ პეტრეს ჩააბარა ზეციერი სამეფოს გასაღებები.
რთული არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომ შეაჩერა იესომ მასზე არჩევანი.
პეტრეს ამ საქმის შესრულებაში სწორედ გაბედულება და მზადყოფნა დაეხმარებოდა.
როგორ უნდა გამოეყენებინა პეტრეს მეორე და მესამე გასაღებები?
მას სამარიელები და უცხოტომელები ძმებად უნდა ჩაეთვალა.
რომ დავფიქრდეთ:
ალბათ ამ დავალებას ისეთ ადამიანს არ ანდობდით,
ვინც ამბობს: „მთელი ცხოვრებაა იუდეველი ვარ,
მგონი, ვერ შევძლებ, იქნებ სხვა ვინმე მოგეძებნა“.
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ,
პეტრე დაემორჩილა იესოს და დავალება უყოყმანოდ მიიღო.
პეტრეს მზადყოფნის სული ჰქონდა.
მას უნდოდა ახალი დავალების შესრულება.
ასე რომ, იესომ საქმისთვის შესაფერისი ადამიანი შეარჩია.
ისეთი, ვინც სიახლეებს მარტივად იღებს.
მოდი ახლა, პეტრეს თავმდაბლობაზეც ვისაუბროთ.
რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ის თავმდაბალი იყო?
მას არ ერიდებოდა კითხვების დასმა,
როცა რაღაცას ვერ იგებდა.
დღეს, ალბათ, ყველას გვამხნევებს ის სიტყვები,
რაც იესომ პეტრეს უთხრა:
თუ რწმენის გამო დავტოვეთ დედა, მამა, ძმა, და, სახლი, მას ასმაგად მივიღებთ.
იესოს ეს იმედისმომცემი დაპირება პეტრეს მიერ დასმული კითხვის პასუხი იყო.
პეტრემ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა იესოს.
მან ჰკითხა: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას,..შვიდჯერ?“
კარგია, რომ ვიცით იესოს აზრი ამაზე.
მისი პასუხიდან გამომდინარე, შეგვიძლია იმის თქმა,
რომ და-ძმებს შეცდომები არ უნდა დავუთვალოთ.
და ჩვენ რატომ გვამხნევებს ეს?
იმიტომ, რომ ვიგებთ იესოს და იეჰოვას დამოკიდებულებას.
ეს გვარწმუნებს, რომ არც ისინი გვითვლიან შეცდომებს.
და მაინც,
კონკრეტულად რა პასუხი გასცა იესომ პეტრეს ამ შეკითხვას:
„უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას?“.
რას ვიგებთ ბიბლიიდან? რა უპასუხა იესომ?
რამდენჯერ აპატიეო ძმას?
77-ჯერ, თუ 70-ჯერ შვიდჯერ?
მათ შორის დიდი სხვაობაა. სად 77 და სად 70-ჯერ შვიდი ანუ 490.
რატომ ვსვამთ ამ კითხვას?
რადგან მეფე ჯეიმზის თარგმანში იესოს ეს სიტყვები ასე ითარგმნა:
7-ჯერ კი არა, 70-ჯერ შვიდჯერ.
სინამდვილეში, ბერძნული ენა საშუალებას გვაძლევს,
რომ ეს სიტყვები ვთარგმნოთ ან 77 ან 70 გამრავლებული შვიდზე.
ასე რომ, მთარგმნელებზეა დამოკიდებული, რომელს აირჩევენ.
1940 წელს, როცა ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანზე მუშაობდნენ,
კომიტეტს უნდა გადაეწყვიტა, რომელს აირჩევდა – 70-ჯერ შვიდს თუ 77-ს.
რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება?
მათ გაითვალისწინეს პეტრეს მიერ დასმულ კითხვაში
გამოყენებული სიტყვა „შვიდჯერ“.
პეტრი აქ მათემატიკურ გამოთვლებს არ აკეთებდა.
როცა პეტრემ ეს კითხვა იესოს დაუსვა,
მას უბრალოდ რაოდენობა აინტერესებდა
ანუ რამდენჯერ უნდა ეპატიებინა ძმისთვის.
ასე რომ, იესომაც პეტრეს მსგავსად, თავის პასუხში სიტყვა
„ჯერ“ არა გამრავლების, არამედ რაოდენობის აღსანიშნად გამოიყენა.
ასე რომ, იესომ იგულისხმა 77-ჯერ და არა 70 გამრავლებული შვიდზე.
ეს ინფორმაცია ახალი ქვეყნიერების თარგმანის მიმართ
ნდობას უფრო გვიმტკიცებს.
პეტრეს თავმდაბლობა იქიდანაც ჩანს,
თუ როგორ რეაგირებდა საკუთარ შეცდომებზე.
როცა იესომ სხვა მოციქულების წინაშე შეაგონა,
პეტრე მდგომარეობიდან არ გამოსულა და არ გაბრაზებულა, ასე რომ მისცა რჩევა.
არ მიუტოვებია იესო, მიიღო რჩევა და განაგრძო მსახურება.
პეტრეს მსგავსად, ჩვენც გვჭირდება შინაგანი ძალა
და თავმდაბლობა საიმისოდ, რომ სწორი რეაქცია გვქონდეს რჩევაზე.
რატომ მისცა იესომ მოციქულების წინაშე პეტრეს რჩევა?
ხომ შეეძლო, ცალკე, პირადად ეთქვა მისთვის?
პუბლიკაციებში ერთი შესაძლო მიზეზია დასახელებული.
ბიბლიიდან ერთ საინტერესო დეტალს ვიგებთ.
მაშინ, როცა იესომ პეტრეს რჩევა მისცა,
მან ამ დროს სხვა მოციქულებსაც გადახედა.
შესაძლოა, სხვა მოციქულებიც იმავეს ფიქრობდნენ,
რასაც მოციქული პეტრე.
ანუ გამოდის, რომ ეს რჩევა ყველას მისამართით იყო ნათქვამი.
მოგვიანებით, როცა უკვე პავლე მოციქულმა მისცა რჩევა პეტრეს იმის გამო,
თუ როგორ ეპყრობოდა უცხოტომელ ქრისტიანებს,
მას არ უთქვამს: „მე იესოსთან ერთად ვმსახურობდი,
შენი ზედამხედველი ვარ, როგორ ბედავ?!“
ჩვენც, რა პასუხისმგებლობაც არ უნდა გვქონდეს,
რჩევა უნდა მივიღოთ.
ვისთანაც ხშირად ვურთიერთობთ, მეტად ამჩნევენ ჩვენს სუსტ მხარეებს.
ამიტომ უნდა მიგვითითონ კიდეც.
როცა იესომ მოციქულებს უთხრა,
რომ უნდა ეტანჯა და მომკვდარიყო, პეტრი აფორიაქდა.
შეიძლება ეფიქრა: შენ ხომ მესია ხარ, დავითის ტახტის მემკვიდრე,
შენმა სამეფომ მარადიულად უნდა იმმართველოს,
ასე უბრალოდ ვერ მოვკვდები.
რა გააკეთა პეტრემ?
რჩევა მისცა იესოს.
რას ვიგებთ იესოს შესახებ ამ შემთხვევიდან? ის უშუალო იყო.
არ მოგერიდებოდა რაიმეს თქმა.
იმდენად მეგობრული იყო,
რომ პეტრე მომენტალურად ზღვარს გადავიდა.
მას დაავიწყდა, რომ ღვთის ძეს ელაპარაკებოდა.
თქვენც მოგსვლიათ ასე?
მაგალითად, მას, ვის მიმართაც დიდი მოწიწება გაქვთ, ისე გაუშინაურდით,
რომ არასაკადრისი რამ უთხარით.
შეიძლება, მის პირად ღირსებასაც კი შეეხეთ.
რა თქმა უნდა, მერე ალბათ ინანეთ.
ყველას მოგვსვლია.
პეტრეს გამორჩა, რომ ღვთის ძეს ელაპარაკებოდა.
მას, ვინც განსაკუთრებულ დავალებას ასრულებდა.
პეტრეს ცუდი მოტივი არ ჰქონია.
მას უყვარდა იესო და არ უნდოდა, რომ დატანჯულიყო.
მას, უბრალოდ, არასწორი ხედვა ჰქონდა.
ალბათ, ვერ იაზრებდა მესიის როლს და ამიტომაც ეცადა მის შეჩერებას.
პეტრე გულთბილიც იყო.
როცა პავლე გაქრისტიანდა და იერუსალიმში ჩავიდა,
მხოლოდ პეტრე იყო მზად მის დასახმარებლად.
სხვა ქრისტიანებს არაფრის გაკეთება არ სურდათ.
ასე რომ, გულთბილი კაცი იყო.
დროდადრო ვმსჯელობთ ხოლმე იმ შეცდომებზე, რაც პეტრეს დაუშვია.
თუმცა ვიცით, როგორ ეპყრობოდა მას იესო და რამდენი რამ უპატიები მისთვის.
მართლაც, საოცარია, როცა ადამიანს პატიება შეუძლია.
მართალია, პეტრე მოციქულმა არაერთი შეცდომა დაუშვა,
მაგრამ კარგიც გააკეთა.
მსგავსად, გვინდა,
რომ სხვებს ჩვენზე კარგიც გაახსენდეთ ხოლმე.
პეტრე გულმოდგინედ მსახურობდა,
თავგანწირვის სულით გამოირჩეოდა და სიკვდილამდე ერთგული იყო.
ის დღეს ერთ-ერთია, ვინც გვხელმძღვანელობს.
თუ ზედამხედველად მსახურობთ, რას ისურვებდით,
რომ სხვებს თქვენში დაენახათ?
აშკარაა, რომ პეტრეს მაგალითზე დაფიქრება,
ბევრ კარგ რამეს გვასწავლის და შეგვიძლია მივბაძოთ მას.
-