00:00:01
თავდადება, ნდობა, პატივისცემა00:00:05
00:00:05
და მასზე დამოკიდებულება, ვისაც ლოცვას აღუვლენთ,00:00:09
00:00:09
ყველაფერ ამას ლოცვაში გამოვხატავთ.00:00:11
00:00:12
დამეთანხმებით, რომ ლოცვა მართლაც განსაკუთრებული ძღვენია,00:00:15
00:00:15
რომელიც არ უნდა გავაუბრალოოთ.00:00:18
00:00:19
მოდი ამ მოხსენებაში იმაზე ვიმსჯელოთ,00:00:22
00:00:22
თუ როგორ უნდა ვილოცოთ.00:00:23
00:00:24
შეიძლება არცთუ ისე რთული კითხვაა.00:00:27
00:00:27
ლოცვას ხომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში00:00:29
00:00:29
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.00:00:32
00:00:32
სხვათაშორის, ამ კითხვის ირგვლივ 00:00:35
00:00:35
იესომაც იმსჯელა თავის ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად.00:00:38
00:00:38
გთხოვთ, ჩემთან ერთად მოძებნოთ ლუკას მე-11 თავი.00:00:42
00:00:43
ახ.წ. 32 წელია.00:00:46
00:00:47
ასე ექვსი თვეა დარჩენილი იესო ზეცად ამაღლებამდე.00:00:51
00:00:51
ამ დროს იესო იუდეის მახლობლად იმყოფება.00:00:54
00:00:54
მასთან ერთი მოწაფე მიდის00:00:56
00:00:57
და იესოს ერთი მნიშვნელოვანი თხოვნით მიმართავს.00:01:00
00:01:01
ამ თავის დასაწყისშივე ჩანს, რას სთხოვს ის იესოს.00:01:04
00:01:05
პირველი მუხლი წავიკითხოთ:00:01:07
00:01:10
„ერთხელ იესო ლოცულობდა.00:01:12
00:01:12
ლოცვა რომ დაასრულა, ერთ-ერთმა მოწაფემ უთხრა:00:01:16
00:01:16
„უფალო, იოანემ თავის მოწაფეებს ასწავლა ლოცვა00:01:20
00:01:20
და ჩვენც გვასწავლე“.00:01:22
00:01:23
„უფალო, ჩვენც გვასწავლე ლოცვა“,00:01:26
00:01:26
აი მისი თხოვნა.00:01:28
00:01:28
ამ მოწაფის სიტყვებში თავმდაბლობა ჩანდა,00:01:32
00:01:32
მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მის წარმომავლობას.00:01:36
00:01:36
ის ებრაელი იყო.00:01:37
00:01:37
ლოცვას კი მათ ცხოვრებაში და თაყვანისცემაში00:01:40
00:01:40
დიდი ადგილი ეკავა.00:01:42
00:01:42
პირველ საუკუნეში ადგილობრივ სინაგოგებში00:01:45
00:01:45
ებრაული წერილების წასაკითხად00:01:47
00:01:47
გრაგნილების ასლები ჰქონდათ,00:01:50
00:01:50
რომლებსაც ყოველ შაბათს რეგულარულად კითხულობდნენ.00:01:53
00:01:54
ამ მოწაფეს ხანას ისტორიაც ეცოდინებოდა,00:01:56
00:01:56
ის, თუ როგორ უღვრიდა იეჰოვას გულს ლოცვაში.00:02:00
00:02:00
არც დანიელის ამბავი იქნებოდა მისთვის უცხო,00:02:03
00:02:03
რომელიც იეჰოვას თავისი ხალხის კეთილდღეობას შესთხოვდა.00:02:07
00:02:07
ის 21 დღის განმავლობაში ელოდებოდა ლოცვაზე პასუხს.00:02:11
00:02:12
დიდი თევზის მუცელში მყოფი იონას ლოცვაც ემახსოვრებოდა.00:02:16
00:02:16
გამოდის, მას წმინდა წერილები კარგად უნდა სცოდნოდა.00:02:19
00:02:20
როგორც წესი, ებრაელები ყოველ დილას
დაახლოებით ცხრა საათისთვის,00:02:24
00:02:24
შუადღისთვის კი დაახლოებით სამი საათისთვის ლოცულობდნენ.00:02:28
00:02:28
სწორედ დღის ამ მონაკვეთებში სწირავდნენ დასაწვავ მსხვერპლს 00:02:31
00:02:31
იერუსალიმის ტაძარში.00:02:33
00:02:34
თუ იუდეველი არც იერუსალიმის ტაძრის სიახლოვეს იყო00:02:38
00:02:38
და არც სინაგოგის მახლობლად,00:02:40
00:02:40
რომ შესულიყო და იქ ელოცა,00:02:43
00:02:43
მას შეეძლო ღვთისთვის იქ მიემართა,00:02:45
00:02:45
სადაც იმ მომენტში იყო.00:02:46
00:02:46
ასე რომ, ლოცვას ებრაელების ცხოვრებაში00:02:49
00:02:49
მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.00:02:51
00:02:51
იესოს ეს მოწაფე ის ადამიანი იყო,00:02:54
00:02:54
ვინც ხშირად ლოცულობდა.00:02:55
00:02:56
ამიტომ ლოგიკურია კითხვა გაგვიჩნდეს,00:02:58
00:02:58
რა იგულისხმებოდა მის სიტყვებში, ლოცვა გვასწავლეო.00:03:02
00:03:02
ამ მოწაფემ კარგად იცოდა, როგორ უნდა ელოცა.00:03:05
00:03:05
მას უბრალოდ ის აინტერესებდა,00:03:07
00:03:07
თუ რა უნდა გაეკეთებინა,00:03:09
00:03:09
რომ მისი ლოცვები უფრო შინაარსიანი ყოფილიყო00:03:12
00:03:12
და იეჰოვას, თავის ზეციერ მამასაც,
მეტად დაახლოებოდა.00:03:16
00:03:17
ერთი რამ თუ შეამჩნიეთ?00:03:19
00:03:19
ვისთან მივიდა მოწაფე თხოვნით?00:03:22
00:03:22
ის ღვთის ძესთან,00:03:23
00:03:24
ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილთან, მივიდა.00:03:27
00:03:27
არავინ იცნობდა მამას ისე კარგად,00:03:30
00:03:30
როგორც იესო.00:03:31
00:03:32
ამიტომ ეჭვი არ გვეპარება,00:03:34
00:03:34
რომ მოწაფის ეს თხოვნა 00:03:35
00:03:35
იესოსაც და იეჰოვასაც ძალიან გაახარებდათ.00:03:39
00:03:40
ამ მოწაფეს ჩვენც ბევრი რამით ვგავართ.00:03:42
00:03:43
მაგალითად, ვიცით როგორ ვილოცოთ.00:03:45
00:03:45
ლოცვას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში00:03:47
00:03:47
განსაკუთრებული ადგილი უკავია.00:03:50
00:03:50
დილის პროგრამის დასაწყისში 00:03:51
00:03:51
და დასასრულსაც ვლოცულობთ ხოლმე.00:03:54
00:03:55
ჩვენ კრების შეხვედრებზეც ვლოცულობთ.00:03:57
00:03:58
უხუცესებიც ვლოცულობთ,00:04:00
00:04:00
როცა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას ვაპირებთ.00:04:03
00:04:04
ჩვენ მაშინაც ვლოცულობთ, 00:04:06
00:04:06
როცა მსახურებაში გავდივართ,00:04:08
00:04:08
ბიბლიის შესწავლას ვატარებთ,00:04:10
00:04:10
ოჯახური თაყვანისცემის საღამო გვაქვს,00:04:12
00:04:12
ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია.00:04:14
00:04:15
გარდა ამისა, კიდევ ერთი რამ გვაქვს საერთო იესოს მოწაფესთან:00:04:18
00:04:19
ჩვენც გვინდა,00:04:20
00:04:21
რომ უფრო მეტად მივბაძოთ ქრისტეს.00:04:23
00:04:24
გვინდა, რომ იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარული00:04:26
00:04:26
უფრო ძლიერი და მტკიცე იყოს.00:04:29
00:04:30
ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს ზეციერ მამას ლოცვით მივმართავთ,00:04:33
00:04:34
უფრო და უფრო ვუახლოვდებით მას.00:04:36
00:04:36
ეს ახლაც ასეა 00:04:38
00:04:38
და ასე იქნება მთელი მარადიულობის განმავლობაშიც.00:04:41
00:04:41
ყოველი მომდევნო ლოცვა 00:04:43
00:04:43
იეჰოვასთან დაახლოების საშუალებაა.00:04:45
00:04:46
ახლა ვნახოთ, როგორ უპასუხა იესომ მოწაფის თხოვნას 00:04:50
00:04:50
და წავიკითხოთ ლუკას მე-11 თავიდან მომდევნო სამი მუხლი:00:04:54
00:04:56
„მან უთხრა მათ:00:04:57
00:04:57
„როცა ილოცებთ, ასე თქვით: 00:04:59
00:04:59
მამა, განიწმინდოს შენი სახელი.00:05:02
00:05:02
მოვიდეს შენი სამეფო.00:05:04
00:05:04
მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური.00:05:07
00:05:07
გვაპატიე ჩვენი ცოდვები, 00:05:10
00:05:10
რადგან ჩვენც ვპატიობთ ყველა ჩვენს მოვალეს.00:05:13
00:05:13
დაგვეხმარე, არ ავყვეთ ცდუნებას“.00:05:17
00:05:18
დავფიქრდეთ, რისი სწავლა შეგვიძლია იესოს გაცემული პასუხიდან. 00:05:23
00:05:23
მან მოწაფეს მარტივად უპასუხა,00:05:25
00:05:26
საქმე არ გაურთულა.00:05:27
00:05:27
საუბრის დროს იესომ ზუსტად იგივე სიტყვები გამოიყენა,00:05:32
00:05:32
რაც წელიწადნახევრის წინ 00:05:33
00:05:33
მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა.00:05:35
00:05:36
აქედან დავინახეთ, რომ ყველაზე მთავარი, 00:05:38
00:05:38
რაზეც უნდა ვილოცოთ,00:05:40
00:05:40
იეჰოვას სახელის განწმენდა 00:05:42
00:05:42
და მისი ნების შესრულებაა.00:05:44
00:05:45
ბოლოს კი შეგვიძლია პირად საჭიროებებზეც ვილოცოთ00:05:48
00:05:48
და ისიც ვითხოვოთ,
რომ ერთგულების შენარჩუნება შევძლოთ.00:05:52
00:05:52
ჩვენს ლოცვებში მთავარი იეჰოვაა,00:05:55
00:05:55
მერე – ჩვენ, ეს თქვა იესომაც.00:05:57
00:05:58
მისი პასუხი მარტივი,00:06:00
00:06:00
ღრმაშინაარსიანი და გასაგები იყო.00:06:03
00:06:03
ჩვენს ლოცვებშიც უნდა ჩანდეს,
რომ ჯერ იეჰოვაა, მერე – ჩვენ.00:06:07
00:06:08
იესო დღესაც ეხმარება თავმდაბალ ადამიანებს,00:06:11
00:06:11
რომ უფრო მეტად დაუახლოვდნენ იეჰოვას.00:06:13
00:06:14
ბოლო წლების მანძილზე 00:06:15
00:06:15
ძალიან კარგი რჩევები მივიღეთ ლოცვასთან დაკავშირებით.00:06:19
00:06:19
პირველი: შეარჩიეთ მშვიდი გარემო.00:06:23
00:06:24
მარკოზის 1:35-ში იესოზე ვკითხულობთ:00:06:27
00:06:27
„დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, 00:06:30
00:06:30
ადგა, გარეთ გავიდა, 00:06:32
00:06:32
ერთ უკაცრიელ ადგილას მივიდა00:06:34
00:06:34
და ლოცვა დაიწყო“.00:06:35
00:06:36
თქვენთვის როგორია მშვიდი გარემო?00:06:39
00:06:39
როდის ან სად შეგიძლიათ, რომ ილოცოთ?00:06:43
00:06:43
ჩვენ გვინდა, რომ შესაფერისი დრო 00:06:45
00:06:45
და ადგილი შევარჩიოთ იეჰოვასთან სასაუბროდ.00:06:48
00:06:48
ერთი დაქორწინებული და აღნიშნავს:00:06:51
00:06:51
„ყოველდღე სკვერში ვსეირნობ,00:06:53
00:06:53
იქ შემიძლია განვმარტოვდე,00:06:55
00:06:55
გონება მოვიკრიბო და იეჰოვას ვესაუბრო“.00:06:58
00:06:59
მეორე რჩევა:00:07:00
00:07:01
ილოცეთ აუჩქარებლად.00:07:03
00:07:04
სანამ იესო მოციქულებს აირჩევდა,00:07:06
00:07:06
მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა.00:07:09
00:07:09
აქედან რას ვსწავლობთ?00:07:11
00:07:12
ჩვენ მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა ვილოცოთ.00:07:15
00:07:15
კარგი იქნება, თუ დროს გამოვყოფთ,00:07:17
00:07:18
აუჩქარებლად ვილოცებთ 00:07:20
00:07:20
და ლოცვის ხანგრძლივობასაც გავზრდით.00:07:23
00:07:23
ხშირად ახლო მეგობრებს 00:07:24
00:07:24
გვიანობამდეც კი უგრძელდებათ საუბარი,00:07:27
00:07:27
მაშინაც კი, თუ დილით საქმეები აქვთ.00:07:29
00:07:29
მათ სიამოვნებთ ურთიერთობა.00:07:32
00:07:32
გვინდა, იეჰოვასთანაც მსგავსი დამოკიდებულება გვქონდეს,00:07:35
00:07:35
როცა მას ვესაუბრებით.00:07:37
00:07:37
ახლა მესამე რჩევაზე ვისაუბროთ:00:07:40
00:07:40
ჩვენ მხოლოდ კონკრეტულ დროს კი არა,00:07:42
00:07:43
ყოველთვის უნდა ვილოცოთ, როცა ამის საშუალება გვაქვს.00:07:46
00:07:47
კარგი მეგობრები ხშირად წერენ და ურეკავენ ერთმანეთს,00:07:51
00:07:51
შეიძლება დაუგეგმავადაც ნახონ ერთმანეთი.00:07:54
00:07:54
რატომ?00:07:55
00:07:55
იმიტომ, რომ გონებაში სულ ჰყავთ თავიანთი მეგობარი.00:07:58
00:07:58
გვსურს, იეჰოვასთანაც მსგავსი ურთიერთობა გვქონდეს.00:08:02
00:08:02
მთელი დღე ვფიქრობდეთ მასზე,00:08:04
00:08:04
ასე ვთქვათ, კონტაქტზე ვიყოთ.00:08:06
00:08:06
იესოც ასე იქცეოდა.00:08:08
00:08:08
როცა მისმა მიმდევრებმა 00:08:10
00:08:10
მსახურებაში გადამხდარი
კარგი შემთხვევების შესახებ უამბეს,00:08:14
00:08:14
ასეთი რამ თქვა:00:08:15
00:08:15
„მამა, ცისა და დედამიწის უფალო,00:08:18
00:08:18
გაქებ ყველას წინაშე,00:08:20
00:08:20
რადგან ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარე00:08:23
00:08:23
და ბავშვებს გაუმჟღავნე“.00:08:25
00:08:26
მოდი მეოთხე რჩევაზეც ვიმსჯელოთ:00:08:29
00:08:30
ლოცვაში ერთსა და იმავეს ხომ არ იმეორებთ?00:08:33
00:08:33
შესაძლოა ისეც მოხდეს,00:08:35
00:08:35
რომ ჩვენი ლოცვები მექანიკური გახდეს.00:08:38
00:08:39
და თუ ეს ასეა,00:08:40
00:08:41
სანამ ვილოცებთ, კარგი იქნება,00:08:43
00:08:43
თუ წინასწარ დავფიქრდებით,00:08:45
00:08:45
რის თქმას ვაპირებთ იეჰოვასთვის.00:08:47
00:08:48
მაგალითად, ვიფიქროთ ლოცვის ნიმუშიდან რამდენიმე საკითხზე00:08:52
00:08:53
ან სრულად როგორ დავიხარჯოთ იეჰოვასთვის,00:08:56
00:08:56
როგორ გავართვათ თავი უკეთესად იმ საქმეს,
რომელსაც დაგვავილებენ.00:09:00
00:09:01
მსახურებაზე რაღას ვიტყვით?00:09:02
00:09:02
როგორ დავიწყოთ ბიბლიის შესწავლები?00:09:05
00:09:06
ვთხოვთ იეჰოვას, გვაპატიოს ცოდვები?00:09:08
00:09:09
ან ვიყოთ მიმტევებლები სხვების მიმართ?00:09:11
00:09:11
ლოცვამდე ასეთ საკითხებზე დაფიქრება
ნამდვილად ღირს.00:09:15
00:09:15
ასე უფრო შინაარსიანი გახდება ჩვენი ლოცვები.00:09:18
00:09:19
და ბოლო, მეხუთე რჩევა:00:09:21
00:09:21
მთელი გულით და სულით ვილოცოთ.00:09:24
00:09:24
ნამდვილი ურთიერთობები გულწრფელ ემოციებზე დგას.00:09:28
00:09:29
ფსალმუნებშიც არაერთხელ ვხვდებით ამის მაგალითს.00:09:32
00:09:32
ამიტომ არც ჩვენ უნდა მოგვერიდოს ლოცვაში
ჩვენი გრძნობების გამოხატვის.00:09:37
00:09:37
ფსალმუნის 13:1, 2 შეგვიძლია ვნახოთ:00:09:40
00:09:40
„იეჰოვა, როდემდე გეყოლები დავიწყებული? 00:09:44
00:09:44
სამუდამოდ?00:09:45
00:09:45
როდემდე მომარიდებ პირს? 00:09:47
00:09:47
როდემდე უნდა ვდარდობდე,00:09:49
00:09:49
როდემდე უნდა ვიყო გულდამწუხრებული?“.00:09:51
00:09:52
დააკვირდით,
როგორ უღვრის ფსალმუნმომღერალი იეჰოვას გულს 00:09:56
00:09:56
და როგორ უზიარებს ტკივილს?00:09:58
00:09:59
თუ ლოცვაში ჩვენს ემოციებს გამოვხატავთ,00:10:02
00:10:02
იეჰოვასთანაც ახლო ურთიერთობა გვექნება.00:10:05
00:10:05
ლოცვები ერთგვარი ხიდია იეჰოვასთან დასამეგობრებლად.00:10:09
00:10:09
ხიდმა კი თავისი ფუნქცია რომ არ დაკარგოს,00:10:12
00:10:12
ამისთვის შემოწმება, 00:10:13
00:10:13
შეკეთება 00:10:14
00:10:14
და აღდგენითი სამუშაოებია საჭირო.00:10:17
00:10:17
თუ ყოველ ღონეს ვიხმართ,00:10:18
00:10:18
რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ლოცვის ხარისხი,00:10:21
00:10:21
შევძლებთ ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას
00:10:24
00:10:24
ჩვენს მამასა და მეგობართან, იეჰოვასთან.00:10:27
მაიკლ ბენკსი: როგორ უნდა ვილოცოთ? (ლუკ. 11:1-4)
-
მაიკლ ბენკსი: როგორ უნდა ვილოცოთ? (ლუკ. 11:1-4)
თავდადება, ნდობა, პატივისცემა
და მასზე დამოკიდებულება, ვისაც ლოცვას აღუვლენთ,
ყველაფერ ამას ლოცვაში გამოვხატავთ.
დამეთანხმებით, რომ ლოცვა მართლაც განსაკუთრებული ძღვენია,
რომელიც არ უნდა გავაუბრალოოთ.
მოდი ამ მოხსენებაში იმაზე ვიმსჯელოთ,
თუ როგორ უნდა ვილოცოთ.
შეიძლება არცთუ ისე რთული კითხვაა.
ლოცვას ხომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
სხვათაშორის, ამ კითხვის ირგვლივ
იესომაც იმსჯელა თავის ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად.
გთხოვთ, ჩემთან ერთად მოძებნოთ ლუკას მე-11 თავი.
ახ.წ. 32 წელია.
ასე ექვსი თვეა დარჩენილი იესო ზეცად ამაღლებამდე.
ამ დროს იესო იუდეის მახლობლად იმყოფება.
მასთან ერთი მოწაფე მიდის
და იესოს ერთი მნიშვნელოვანი თხოვნით მიმართავს.
ამ თავის დასაწყისშივე ჩანს, რას სთხოვს ის იესოს.
პირველი მუხლი წავიკითხოთ:
„ერთხელ იესო ლოცულობდა.
ლოცვა რომ დაასრულა, ერთ-ერთმა მოწაფემ უთხრა:
„უფალო, იოანემ თავის მოწაფეებს ასწავლა ლოცვა
და ჩვენც გვასწავლე“.
„უფალო, ჩვენც გვასწავლე ლოცვა“,
აი მისი თხოვნა.
ამ მოწაფის სიტყვებში თავმდაბლობა ჩანდა,
მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მის წარმომავლობას.
ის ებრაელი იყო.
ლოცვას კი მათ ცხოვრებაში და თაყვანისცემაში
დიდი ადგილი ეკავა.
პირველ საუკუნეში ადგილობრივ სინაგოგებში
ებრაული წერილების წასაკითხად
გრაგნილების ასლები ჰქონდათ,
რომლებსაც ყოველ შაბათს რეგულარულად კითხულობდნენ.
ამ მოწაფეს ხანას ისტორიაც ეცოდინებოდა,
ის, თუ როგორ უღვრიდა იეჰოვას გულს ლოცვაში.
არც დანიელის ამბავი იქნებოდა მისთვის უცხო,
რომელიც იეჰოვას თავისი ხალხის კეთილდღეობას შესთხოვდა.
ის 21 დღის განმავლობაში ელოდებოდა ლოცვაზე პასუხს.
დიდი თევზის მუცელში მყოფი იონას ლოცვაც ემახსოვრებოდა.
გამოდის, მას წმინდა წერილები კარგად უნდა სცოდნოდა.
როგორც წესი, ებრაელები ყოველ დილას
დაახლოებით ცხრა საათისთვის,
შუადღისთვის კი დაახლოებით სამი საათისთვის ლოცულობდნენ.
სწორედ დღის ამ მონაკვეთებში სწირავდნენ დასაწვავ მსხვერპლს
იერუსალიმის ტაძარში.
თუ იუდეველი არც იერუსალიმის ტაძრის სიახლოვეს იყო
და არც სინაგოგის მახლობლად,
რომ შესულიყო და იქ ელოცა,
მას შეეძლო ღვთისთვის იქ მიემართა,
სადაც იმ მომენტში იყო.
ასე რომ, ლოცვას ებრაელების ცხოვრებაში
მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.
იესოს ეს მოწაფე ის ადამიანი იყო,
ვინც ხშირად ლოცულობდა.
ამიტომ ლოგიკურია კითხვა გაგვიჩნდეს,
რა იგულისხმებოდა მის სიტყვებში, ლოცვა გვასწავლეო.
ამ მოწაფემ კარგად იცოდა, როგორ უნდა ელოცა.
მას უბრალოდ ის აინტერესებდა,
თუ რა უნდა გაეკეთებინა,
რომ მისი ლოცვები უფრო შინაარსიანი ყოფილიყო
და იეჰოვას, თავის ზეციერ მამასაც,
მეტად დაახლოებოდა.
ერთი რამ თუ შეამჩნიეთ?
ვისთან მივიდა მოწაფე თხოვნით?
ის ღვთის ძესთან,
ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილთან, მივიდა.
არავინ იცნობდა მამას ისე კარგად,
როგორც იესო.
ამიტომ ეჭვი არ გვეპარება,
რომ მოწაფის ეს თხოვნა
იესოსაც და იეჰოვასაც ძალიან გაახარებდათ.
ამ მოწაფეს ჩვენც ბევრი რამით ვგავართ.
მაგალითად, ვიცით როგორ ვილოცოთ.
ლოცვას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში
განსაკუთრებული ადგილი უკავია.
დილის პროგრამის დასაწყისში
და დასასრულსაც ვლოცულობთ ხოლმე.
ჩვენ კრების შეხვედრებზეც ვლოცულობთ.
უხუცესებიც ვლოცულობთ,
როცა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას ვაპირებთ.
ჩვენ მაშინაც ვლოცულობთ,
როცა მსახურებაში გავდივართ,
ბიბლიის შესწავლას ვატარებთ,
ოჯახური თაყვანისცემის საღამო გვაქვს,
ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია.
გარდა ამისა, კიდევ ერთი რამ გვაქვს საერთო იესოს მოწაფესთან:
ჩვენც გვინდა,
რომ უფრო მეტად მივბაძოთ ქრისტეს.
გვინდა, რომ იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარული
უფრო ძლიერი და მტკიცე იყოს.
ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს ზეციერ მამას ლოცვით მივმართავთ,
უფრო და უფრო ვუახლოვდებით მას.
ეს ახლაც ასეა
და ასე იქნება მთელი მარადიულობის განმავლობაშიც.
ყოველი მომდევნო ლოცვა
იეჰოვასთან დაახლოების საშუალებაა.
ახლა ვნახოთ, როგორ უპასუხა იესომ მოწაფის თხოვნას
და წავიკითხოთ ლუკას მე-11 თავიდან მომდევნო სამი მუხლი:
„მან უთხრა მათ:
„როცა ილოცებთ, ასე თქვით:
მამა, განიწმინდოს შენი სახელი.
მოვიდეს შენი სამეფო.
მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური.
გვაპატიე ჩვენი ცოდვები,
რადგან ჩვენც ვპატიობთ ყველა ჩვენს მოვალეს.
დაგვეხმარე, არ ავყვეთ ცდუნებას“.
დავფიქრდეთ, რისი სწავლა შეგვიძლია იესოს გაცემული პასუხიდან.
მან მოწაფეს მარტივად უპასუხა,
საქმე არ გაურთულა.
საუბრის დროს იესომ ზუსტად იგივე სიტყვები გამოიყენა,
რაც წელიწადნახევრის წინ
მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა.
აქედან დავინახეთ, რომ ყველაზე მთავარი,
რაზეც უნდა ვილოცოთ,
იეჰოვას სახელის განწმენდა
და მისი ნების შესრულებაა.
ბოლოს კი შეგვიძლია პირად საჭიროებებზეც ვილოცოთ
და ისიც ვითხოვოთ,
რომ ერთგულების შენარჩუნება შევძლოთ.
ჩვენს ლოცვებში მთავარი იეჰოვაა,
მერე – ჩვენ, ეს თქვა იესომაც.
მისი პასუხი მარტივი,
ღრმაშინაარსიანი და გასაგები იყო.
ჩვენს ლოცვებშიც უნდა ჩანდეს,
რომ ჯერ იეჰოვაა, მერე – ჩვენ.
იესო დღესაც ეხმარება თავმდაბალ ადამიანებს,
რომ უფრო მეტად დაუახლოვდნენ იეჰოვას.
ბოლო წლების მანძილზე
ძალიან კარგი რჩევები მივიღეთ ლოცვასთან დაკავშირებით.
პირველი: შეარჩიეთ მშვიდი გარემო.
მარკოზის 1:35-ში იესოზე ვკითხულობთ:
„დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა,
ადგა, გარეთ გავიდა,
ერთ უკაცრიელ ადგილას მივიდა
და ლოცვა დაიწყო“.
თქვენთვის როგორია მშვიდი გარემო?
როდის ან სად შეგიძლიათ, რომ ილოცოთ?
ჩვენ გვინდა, რომ შესაფერისი დრო
და ადგილი შევარჩიოთ იეჰოვასთან სასაუბროდ.
ერთი დაქორწინებული და აღნიშნავს:
„ყოველდღე სკვერში ვსეირნობ,
იქ შემიძლია განვმარტოვდე,
გონება მოვიკრიბო და იეჰოვას ვესაუბრო“.
მეორე რჩევა:
ილოცეთ აუჩქარებლად.
სანამ იესო მოციქულებს აირჩევდა,
მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა.
აქედან რას ვსწავლობთ?
ჩვენ მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა ვილოცოთ.
კარგი იქნება, თუ დროს გამოვყოფთ,
აუჩქარებლად ვილოცებთ
და ლოცვის ხანგრძლივობასაც გავზრდით.
ხშირად ახლო მეგობრებს
გვიანობამდეც კი უგრძელდებათ საუბარი,
მაშინაც კი, თუ დილით საქმეები აქვთ.
მათ სიამოვნებთ ურთიერთობა.
გვინდა, იეჰოვასთანაც მსგავსი დამოკიდებულება გვქონდეს,
როცა მას ვესაუბრებით.
ახლა მესამე რჩევაზე ვისაუბროთ:
ჩვენ მხოლოდ კონკრეტულ დროს კი არა,
ყოველთვის უნდა ვილოცოთ, როცა ამის საშუალება გვაქვს.
კარგი მეგობრები ხშირად წერენ და ურეკავენ ერთმანეთს,
შეიძლება დაუგეგმავადაც ნახონ ერთმანეთი.
რატომ?
იმიტომ, რომ გონებაში სულ ჰყავთ თავიანთი მეგობარი.
გვსურს, იეჰოვასთანაც მსგავსი ურთიერთობა გვქონდეს.
მთელი დღე ვფიქრობდეთ მასზე,
ასე ვთქვათ, კონტაქტზე ვიყოთ.
იესოც ასე იქცეოდა.
როცა მისმა მიმდევრებმა
მსახურებაში გადამხდარი
კარგი შემთხვევების შესახებ უამბეს,
ასეთი რამ თქვა:
„მამა, ცისა და დედამიწის უფალო,
გაქებ ყველას წინაშე,
რადგან ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარე
და ბავშვებს გაუმჟღავნე“.
მოდი მეოთხე რჩევაზეც ვიმსჯელოთ:
ლოცვაში ერთსა და იმავეს ხომ არ იმეორებთ?
შესაძლოა ისეც მოხდეს,
რომ ჩვენი ლოცვები მექანიკური გახდეს.
და თუ ეს ასეა,
სანამ ვილოცებთ, კარგი იქნება,
თუ წინასწარ დავფიქრდებით,
რის თქმას ვაპირებთ იეჰოვასთვის.
მაგალითად, ვიფიქროთ ლოცვის ნიმუშიდან რამდენიმე საკითხზე
ან სრულად როგორ დავიხარჯოთ იეჰოვასთვის,
როგორ გავართვათ თავი უკეთესად იმ საქმეს,
რომელსაც დაგვავილებენ.
მსახურებაზე რაღას ვიტყვით?
როგორ დავიწყოთ ბიბლიის შესწავლები?
ვთხოვთ იეჰოვას, გვაპატიოს ცოდვები?
ან ვიყოთ მიმტევებლები სხვების მიმართ?
ლოცვამდე ასეთ საკითხებზე დაფიქრება
ნამდვილად ღირს.
ასე უფრო შინაარსიანი გახდება ჩვენი ლოცვები.
და ბოლო, მეხუთე რჩევა:
მთელი გულით და სულით ვილოცოთ.
ნამდვილი ურთიერთობები გულწრფელ ემოციებზე დგას.
ფსალმუნებშიც არაერთხელ ვხვდებით ამის მაგალითს.
ამიტომ არც ჩვენ უნდა მოგვერიდოს ლოცვაში
ჩვენი გრძნობების გამოხატვის.
ფსალმუნის 13:1, 2 შეგვიძლია ვნახოთ:
„იეჰოვა, როდემდე გეყოლები დავიწყებული?
სამუდამოდ?
როდემდე მომარიდებ პირს?
როდემდე უნდა ვდარდობდე,
როდემდე უნდა ვიყო გულდამწუხრებული?“.
დააკვირდით,
როგორ უღვრის ფსალმუნმომღერალი იეჰოვას გულს
და როგორ უზიარებს ტკივილს?
თუ ლოცვაში ჩვენს ემოციებს გამოვხატავთ,
იეჰოვასთანაც ახლო ურთიერთობა გვექნება.
ლოცვები ერთგვარი ხიდია იეჰოვასთან დასამეგობრებლად.
ხიდმა კი თავისი ფუნქცია რომ არ დაკარგოს,
ამისთვის შემოწმება,
შეკეთება
და აღდგენითი სამუშაოებია საჭირო.
თუ ყოველ ღონეს ვიხმართ,
რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ლოცვის ხარისხი,
შევძლებთ ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას
ჩვენს მამასა და მეგობართან, იეჰოვასთან.
-