JW subtitle extractor

მარკ სკოტი: დაისახეთ მიზნები, რომლებიც განადიდებს იეჰოვას (1 კორ. 9:26)

Video Other languages Share text Share link Show times

კომენტარი, რომელიც დღევანდელ მუხლზეა დაფუძნებული,
აღებულია სასწავლო სტატიიდან,
სადაც საუბარია მიზნების დასახვაზე
და იმ სიხარულზე, რომელიც მიზნების მიღწევას მოაქვს.
სიტყვა „მიზანი“,
რომელსაც „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“ ვხდებით,
ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „სკოპოს“.
ეს სიტყვა ბევრ თანამედროვე სიტყვაშიც გვხვდება.
შეიძლება გაგახსენდათ კიდეც – მიკროსკოპი, ტელესკოპი;
ხელსაწყოები,
რომლებიც სამიზნე ობიექტის ახლოს მოსატანადაა შექმნილი.
ან შესაძლოა სნაიპერი გაგახსენდეთ,
რომელიც ოპტიკურ სამიზნეში იხედება,
რომ მიზანში მოარტყას.
ის ალალბედზე კი არ ისვრის,
არამედ კონკრეტულ ობიექტს ირჩევს და მას უმიზნებს.
ეს მაგალითები კარგად აღწერს,
რამდენად მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში მიზანი გქონდეს.
მიზანი გვაძლევს სწორ მიმართულებას,
გვეხმარება ფოკუსირებაში
და ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს.
პავლე მოციქულსაც ესმოდა,
რამდენად მნიშვნელოვანია მიზნის ქონა.
ეს კარგად ჩანს მისი სიტყვებიდან.
მოდი ვნახოთ 1 კორინთელების 9:26:
„მე კი უმიზნოდ არ გავრბივარ
და მუშტებს ჰაერში არ ვიქნევ“.
ბიბლიის სასწავლო გამოცემაში
ამ მუხლთან ასეთი კომენტარია მოცემული:
„ქრისტიანის ძალისხმევა მიზანმიმართული უნდა იყოს,
მიზანი კი მარადიული სიცოცხლეა“.
როცა მიზნებს ვისახავთ,
ამით იეჰოვასაც ვბაძავთ.
მაგალითად, ეფესოელების 3:11-ში ნათქვამია,
რომ იეჰოვას აქვს მარადიული განზრახვა,
რომელიც მან ქრისტესთან მიმართებით განიზრახა.
ისევ სასწავლო ბიბლიას რომ დავუბრუნდეთ,
ამ კონტექსტში
სიტყვა „განზრახვა“ მიუთითებს ღვთის მიზანზე,
კერძოდ, მის სურვილზე,
რომ ადამის ურჩობის მიუხედავად
სისრულეში მოიყვანოს ის,
რაც კაცობრიობისთვის ჰქონდა ჩაფიქრებული.
ბევრმა თქვენგანმა, ვინც ამ პროგრამას ადევნებთ თვალს,
უკვე დაისახეთ გარკვეული მიზნები
და მიაღწიეთ კიდეც მათ.
ამისთვის ნამდვილად იმსახურებთ ქებას.
რამ აღგძრათ ამისკენ?
რატომ გადაწყვიტეთ, დაგესახათ სულიერი მიზნები
და გაგეფართოებინათ მსახურება?
შეიძლება ნაცნობების
ან ოჯახის წევრების მაგალითმა აღგძრათ ამისკენ.
ამ ფოტოზე ძმა ჯორჯ იანგს ხედავთ.
ის საკმაოდ ახალგაზრდა, 53 წლის ასაკში, დაიღუპა.
მაგრამ სიკვდილამდე სამ სხვადასხვა კონტინენტზე,
თითქმის 15 ქვეყანაში, იმსახურა მისიონერად.
სამი კვირის წინ
მე და ჩემი მეუღლე მის შვილთაშვილს შევხვდით.
ის ახლა მოხალისე მშენებლად
აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მსახურობს.
მანამდე მან უკვე 7 ქვეყანაში იმსახურა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი პაპის გზას ადგას.
ერთი რამ ფაქტია,
ზოგჯერ ოჯახის წევრების მაგალითი
ჩვენთვის შთაგონების წყაროა.
შეიძლება მსახურებაში მეტის კეთების სურვილი
სარაიონოს, ბეთელელის, ან მისიონერის სიტყვებმა აღგვიძრა,
როცა ისინი ენთუზიაზმით გვიყვებოდნენ
თავიანთი მსახურების შესახებ.
შეიძლება „ერთგული და გონიერი მონის“
სიტყვებმა იმოქმედა ჩვენზე.
მაგალითად,
1979 წლის ივნისის „სამეფო მსახურებაში“
სტატია დაიბეჭდა ასეთი სათაურით,
„ახალგაზრდა ძმებო,
მზად ხართ ამ განსაკუთრებული მსახურებისთვის?“.
მეც ამის შემდეგ დავისახე მიზნად ბეთელში მსახურება.
რეგიონული კონგრესის რომელიმე მოხსენებამ
ხომ არ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?
შეიძლება მომხსენებელმა
ასეთი პირდაპირი და დამაფიქრებელი შეკითხვა დასვა:
შეგიძლია იეჰოვას ლოცვაში აუხსნა,
რატომ არ ხარ სრული დროით მსახური?
სათქმელს პირდაპირ ამბობს, თუმცა დაგაფიქრებს.
ვინმეზე შეიძლება რომელიმე
იეჰოვას მოწმის ბიოგრაფიამაც იმოქმედა.
ასე იყო ჩემი მეუღლის შემთხვევაშიც.
როცა ის ბიბლიას სწავლობდა,
საათობით კითხულობდა ხოლმე ძველ ჟურნალებს.
მას განსაკუთრებით გამოცდილი და-ძმების ბიოგრაფიები ამხევებდა.
ამ ყველაფერს შეუძლია აღგვძრას,
დავისახოთ მიზნები და გავაფართოოთ მსახურება.
თუმცა დისციპლინა და გაბედულებაა საჭირო,
რომ კონკრეტული მიზანი დაისახო
და შესაბამისი ნაბიჯები გადადგა.
თითოეული თქვენგანი ხართ შესაქები,
რომ სწორედ ასე იქცევით.
თქვენ შეგიძლიათ სხვებიც წაახალისოთ,
რომ დაისახონ მიზნები.
შეიძლება გაგიკვირდეთ,
მაგრამ ზოგჯერ ერთი მარტივი კითხვის
დასმაც კი საკმარისია ამისთვის.
მაგალითად ვკითხოთ:
რას აპირებს სკოლის დამთავრების შემდეგ?
პენსიაზე გასვლის შემდეგ?
ამ დროს სინამდვილეში ვეკითხებით,
რა მიზნები გაქვს?
მიზნის დასახვამდე მნიშვნელოვანია, დაფიქრდე,
რისი გაღება მოგიწევს ამ მიზნის მისაღწევად.
თუმცა მეორე მხრივ,
არც ის პრინციპი უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან,
რომელიც ეკლესიასტეს 11:4-შია ჩაწერილი.
აქ ვკითხულობთ: „ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს;
ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის“.
ასე რომ, ზოგჯერ უბრალოდ უნდა ადგე და იმოქმედო.
მინდა ერთი დის, მალინდა კიფერის, შემთხვევა მოგიყვეთ.
და მალინდა 24 წლის იყო, როცა ძმა რასელს ესაუბრა,
რომ სურდა წიგნების დამტარებლად ემსახურა,
თუმცა ბოლომდე არ იყო დარწმუნებული,
შეძლებდა თუ არა ამ საქმის შესრულებას.
ის ფიქრობდა,
რომ ჯერ ბიბლიური ცოდნა უნდა გაეღრმავებინა.
გასაკვირი არაა, რატომ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება.
მას ჭეშმარიტება, სულ რაღაც, ერთი წლის გაგებული ჰქონდა.
რასელმა და მალინდას უთხრა:
„თუ იმას დაელოდები, რომ ყველაფერი ისწავლო,
ვერასდროს დაიწყებ მსახურებას.
მაგრამ თუ დაიწყებ მსახურებას,
ცოდნასაც თანდათან შეიძენ“.
ამ სიტყვებმა მალინდა აღძრა,
რომ სრული დროით მსახურება დაეწყო.
ის 1983 წელს, 100 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
მან 76 წელი იმსახურა სრული დროით.
მალინდამ თქვა: „ბედნიერი ვარ,
რომ ახალგაზრდობიდანვე დავიწყე პიონერად მსახურება
და სამეფოს ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებდი“.
როცა მიზნებს ვისახავთ,
რაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ შეცდომა არ დავუშვათ?
მაგალითად, ჩვენი მიზანი შეიძლება ზოგადი იყოს
და არ იყოს კონკრეტული.
შეიძლება იეჰოვას ლოცვაში ვთხოვოთ,
რომ უკეთესი ადამიანები გავხდეთ
ან უკეთესი მსახურები გავხდეთ.
ასეთი სათხოვარი ცოტა ზოგადია.
უკეთესია, თუ ჩვენი ლოცვები უფრო კონკრეტული იქნება.
მაგალითად, იეჰოვა, დამეხმარე, ადვილად არ გავბრაზდე;
დამეხმარე, მოვიშორო უწმინდური ფიქრები;
ანდაც დამეხმარე, იეჰოვა,
მსახურებაში მეტი სიხარული ვიგრძნო.
ასეთი ლოცვები გაცილებით უკეთესია.
მეორე მხრივ,
ზედმეტად არ უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენს მიზნებზე.
მაგალითად, თუ ბეთელში არ ვიმსახურებ
ბედნიერი ვერ ვიქნები.
არადა კარგად ვიცით, რომ ეს ასე არაა.
რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ იეჰოვასთვის,
ის ყველგან მოგვანიჭებს სიხარულს.
მზადყოფნის სული უნდა გვქონდეს,
რომ სადაც იეჰოვას ორგანიზაცია ჩათვლის საჭიროდ,
იქ ვიმსახუროთ.
ისიც დასაფიქრებელია,
მხოლოდ კონკრეტულ დავალებებზე
ხომ არ ვართ ორიენტირებული.
როგორც პავლე მოციქული
1 ტიმოთეს 4:15-ში ამბობს,
წარმატებაში ცუდი არაფერია.
მაგრამ უნდა გვესმოდეს, რა იგულისხმება ამაში.
წარმატება კონკრეტულ დავალებებთან
და პასუხისმგებლობასთან არ უნდა გავაიგივოთ.
მაგალითად, უხუცესობასთან
ან განყოფილების ზედამხედველობასთან.
მომსახურეებო, თქვენ ისწრაფვით უხუცესობისკენ
და ამაში ცუდი არაფერია.
პირიქით, თუ პავლეს სიტყვებით ვიტყვით,
რომელიც ტიმოთეს მისწერა,
„კარგი საქმე გდომებიათ“.
მაგრამ არ უნდა იფიქროთ, რომ უხუცესობა
მხოლოდ მოხსენებების წარმოთქმა,
სხვების სწავლება და ტაშის ხმის მოსმენაა.
ეს დავალება მწყემსვას გულისხმობს.
ანუ მზად იყო, მოუსმინო გულდამძიმებულ და-ძმებს;
მზად იყო, დაეხმარო სხვებს
შენთვის არახელსაყრელ დროსაც კი;
მოინახულო ავადმყოფები;
ეცადო, სიყვარულით შეუსწორო აზროვნება შემცოდველს,
მაშინაც კი, თუ ის უარს გეუბნება დახმარებაზე
და უფრო მეტიც, ღიზიანდება.
თუ რას გულისხმობდა პავლე „წარმატებაში“,
კარგად ჩანს მისი წერილის კონტექსტიდან.
კერძოდ, 1 ტიმოთეს 4:12-დან.
აქ ის ამბობს:
„სამაგალითო იყავი ერთგულთათვის საუბარში,
საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში“.
ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ამ საკითხთან დაკავშირებით,
პავლე ეფესოელების წერილშიც საუბრობს,
4:13-ში ის ამბობს:
„გავხდეთ ზრდადასრულებულნი და მივაღწიოთ მოწიფულობას,
ქრისტეს რომ ჰქონდა“.
სასწავლო ბიბლიაში ამ მუხლთან დაკავშირებით წერია:
„თითოეულმა ქრისტიანმა მიზნად უნდა დაისახოს,
რომ გახდეს მოწიფული,
სულიერად ზრდადასრულებული“.
იეჰოვას ძალიან ვახარებთ,
როცა ჩვენი მიზნებით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ის.
მოდი ყველანაირად ვეცადოთ,
რომ ჩვენი ყველა მიზანი
ჩვენი მამის,
იეჰოვას, სახელის განწმენდას მოემსახუროს.