JW subtitle extractor

რობერტ სირანკო: გჯერათ სასწაულების? (საქ. 24:15)

Video Other languages Share text Share link Show times

გჯერათ სასწაულების?
თუ ეჭვი არ გეპარებათ იმაში,
რომ გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ,
გამოდის, რომ გჯერათ.
სასწაული განსაცვიფრებელი და საკვირველი მოვლენაა,
რომელსაც ზეადამიანურ ძალას ანუ ღმერთს მიაწერენ.
მხოლოდ იეჰოვას შეეძლო განეზრახა,
რომ გარდაცვლილებისთვის სიცოცხლე დაებრუნებინა.
პავლეს მტკიცედ სწამდა მკვდრეთით აღდგომის.
როცა ახალგაზრდა ევტიქე მესამე სართულიდან გადმოვარდა,
თვითმხილველმა ექიმმა ლუკამ თქვა, რომ ის მოკვდა.
ამ დროს მოციქული პავლეც იქ იყო.
მან ღვთის ძალის დახმარებით ევტიქე აღადგინა.
ეს ცოტა ხნით ადრე მოხდა,
სანამ პავლე იუდეველი გამგებლის წინაშე წარდგებოდა.
მან გაბედულად დაიცვა თავისი რწმენა და წარმოთქვა სიტყვები,
რომლებსაც დღევანდელი დღის მუხლში ვკითხულობთ.
ვნახოთ საქმეები 24:15.
მოდი ერთად წავიკითხოთ ეს მუხლი,
პავლე ამბობს: „ამათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი,
რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა,
მართლებისაც და უმართლოებისაც“.
იმედი, რომელზეც პავლე საუბრობდა,
არც ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა და არც ბრმა ოპტიმიზმი.
ამ იმედს მყარი საფუძველი ჰქონდა.
ეს საფუძველი ღვთის დაპირებებისადმი ურყევი,
მტკიცე რწმენა იყო.
ორ შემთხვევაში, სანამ იესო მკვდარს გააცოცხლებდა,
მანამდე თქვა, რომ ჯერ რწმენა უნდა გამოევლინათ.
ასე ამ სასწაულის დაჯერება არ გაუჭირდებოდათ.
მაგალითად, ლუკას 8:50-ში ვკითხულობთ იესოს სიტყვებს,
რომლებიც მან იაიროსს უთხრა:
„ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს, და იცოცხლებს“.
ამ სიტყვების თქმიდან მალევე იესომ გოგონა აღადგინა.
კიდევ ერთი შემთხვევა იოანეს 11:25-შია ჩაწერილი.
აქ იესო მართას ესაუბრება თავის გარდაცვლილ ძმაზე
და ამბობს: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე.
ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება“.
ამის შემდეგ თავის საყვარელ მეგობარს,
ლაზარეს, სიცოცხლე დაუბრუნა.
რწმენა აღდგომის იმედს უფრო გვიძლიერებს და უტყუარს ხდის.
საინტერესოა, როგორ?
პავლემაც იცოდა, რა არის რწმენა
და მისი მნიშვნელობა ებრაელების 11:1-ში განმარტა.
რწმენით ადამიანს შეუძლია აღდგომის სასწაული დაიჯეროს.
როგორც მუხლშია აღნიშნული, რწმენა ორ მხარეს მოიცავს.
პირველი,
„რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ“.
როცა ადამიანს რწმენა აქვს,
მტკიცედ სჯერა, რომ იეჰოვას დაპირებები უტყუარია
და აუცილებლად შესრულდება.
ბიბლიაში მკვდრეთით აღდგომის 9 შემთხვევაა მოყვანილი.
სამი ებრაულში,
დანარჩენი კი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს.
ბიბლიაშიც ეს შემთხვევები მან ჩააწერინა ადამიანებს.
ამიტომ სრულად შეგვიძლია ვენდოთ.
დარწმუნებულნი ვართ,
რომ ჩვენი საყვარელი გარდაცვლილი ადამიანები დაგვიბრუნდებიან.
მეორე,
რწმენა „უხილავი სინამდვილის აშკარა მტკიცებულებაა“.
ჩვენს ვიდეოებში გაცოცხლებულია ის სცენები,
რომლებშიც ასახულია წარსულში მომხდარი აღდგომის შემთხვევები
და ისიც, რომ მომავალშიც იქნება მკვდრეთით აღდგომა.
ეს კადრები არაფერია იმასთან შედარებით,
რასაც საკუთარი თვალით მომავალში ვნახავთ,
თავად გავხდებით მკვდრეთით აღდგომის მოწმე.
მაგრამ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც ამაში გვარწმუნებს?
რატომ შეიძლება იმის თქმა,
რომ გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ?
იესომ მთაზე ქადაგებისას ახსნა, რატომ უნდა გვერწმუნა ეს?
მოდი მათეს მე-6 თავიდან ერთი მომენტი შევიხსენოთ.
იესომ მსმენელებს მოუწოდა,
რომ ზედმეტად არ ეწუხათ
და არ ენერვიულათ მატერიალურზე.
ამის ნაცვლად, მათ ასეთი რამ უთხრა:
„უპირველესად, ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე
და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“.
ებრაელებიდან შევიხსენეთ, რომელ ორ მხარეს მოიცავს რწმენა.
საინტერესოა, იესომ როგორ გამოიყენა რწმენის ეს მხარეები?
მათეს 6:32-ში იესო ამბობს:
„თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს“.
თვით ღვთის ძე, იესო, ჰპირდებოდა მათ,
რომ მამა იზრუნებდა მათ ფიზიკურ საჭიროებებზე.
ეს დაპირება იყო იმის საფუძვლიანი მოლოდინი,
რასაც იმედოვნებდნენ.
იესომ მათ უხილავი სინამდვილის აშკარა მტკიცებულებაც უჩვენა.
მათეს 6:26-ში ის ამბობს:
„დააკვირდით ცის ფრინველებს:
ისინი არც თესავენ, არც მკიან,
არც ბეღლებში აგროვებენ,
მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ“.
28-ე მუხლში აგრძელებს:
„ისწავლეთ მინდვრის შროშნებისგან;
ისინი ხომ ისე იზრდებიან, რომ არც შრომობენ და არც ართავენ“.
ეს იმაში გვარწმუნებს, რომ თუ იეჰოვას პირველ ადგილზე დავაყენებთ,
ის იზრუნებს ჩვენზე.
მინდვრის შროშნების მაგალითზე დაფიქრება დაგვეხმარება,
გავიძლიეროთ მკვდრეთით აღდგომის იმედი.
ის, თუ როგორ იზრდებიან ისინი, გვარწმუნებს,
რომ იეჰოვას ყველაფრის გაკეთების ძალა შესწევს.
„შროშანად“ ნათარგმნი სიტყვა,
როგორ ჩანს, მოიცავს ყვავილთა ისეთ ნაირსახეობას,
როგორიცაა ტიტა, ფრინტა,
სუმბული, ზამბახი და ხმალა.
ყველა მათგანს ერთი რამ აქვს საერთო –
ზრდის პროცესი.
მოდი ცოტა მეტი ვისაუბროთ ამაზე.
ყვავილის ეს სახეობები მრავალწლოვანი მცენარეებია.
ისინი ბოლქვით მრავლდებიან და არა თესლით.
ყოველ წელს ჭკნებიან, ასე ვთქვათ, კვდებიან
და ისევ ახლიდან ყვავილობენ.
ხელში ახლა ტიტის ბოლქვი მიჭირავს.
დააკვირდით, არც ისეთი დიდია,
თუმცა მასში ყველა ის რესურსია,
რაც ხელახალი ზრდისთვის და ყვავილობისთვის სჭირდება.
ის შედგება ფესვისგან, ღეროსგან, ფოთლებისგან,
კვირტისგან და საკვები მარაგისგან.
ცივი და ხანგრძლივი ზამთრის განმავლობაში
ბოლქვები ნიადაგში მიძინებულია,
რაც იმას ნიშნავს,
რომ გარკვეული პერიოდი მათი ზრდა შეჩერებულია.
თუმცა გაზაფხულზე მიძინებული ბოლქვი გამოღვიძებას იწყებს
ანუ ღივდება.
ბოლქვი იქამდე განაგრძობს გაღივებას,
სანამ ნიადაგიდან თავს არ ამოყოფს
და თვალისთვის შესამჩნევი არ გახდება.
როცა ეს პროცესი სრულდება, ერთი რამ აშკარა ხდება,
რომ ყვავილი ცოცხალია,
მიუხედავად იმისა, რომ ზრდის პროცესი არ ჩანდა.
ასე რომ, შროშნის მაგალითიდან,
მისი ზრდის პროცესიდან,
ორი რამის სწავლა შეგვიძლია.
პირველი, თუ როგორ მოსავს იეჰოვა მათ,
რაც გვარწმუნებს, რომ ის ჩვენზეც იზრუნებს.
და მეორე,
როცა ვაკვირდებით მცენარეების სასიცოცხლო ციკლს,
მათ ზრდას,
ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა
გარდაცვლილებსაც დაუბრუნებს სიცოცხლეს.
როცა შემოქმედებას ვაკვირდებით,
კიდევ უფრო გვიმტკიცდება იმის იმედი,
რასაც იეჰოვა მომავალში გააკეთებს.
ეჭვი არ გვეპარება იმაში, რასაც ბიბლია ამბობს,
რომ ძალიან მალე ჩვენს საყვარელ გარდაცვლილებს,
სიცოცხლე დაუბრუნდებათ.
იეჰოვას უსაზღვრო მეხსიერება აქვს.
მას თითოეული ადამიანის დნმ ახსოვს.
აღდგენილებს ზუსტად ისეთივე გენეტიკური მასალა ექნებათ,
რაც მანამდე ჰქონდათ.
იეჰოვა ისეთებს აღადგენს, როგორებიც სიკვდილამდე იყვნენ.
აღდგენილებს ისეთივე გარეგნობა,
მეტყველება და აზროვნება ექნებათ,
როგორიც სიკვდილამდე ჰქონდათ.
ახლობლებსაც არ გაუჭირდებათ მათი ცნობა.
ერთად მოვძებნოთ ესაიას 26-ე თავი.
ამ თავში ესაია საინტერესოდ აღწერს
მკვდრეთით აღდგომის სასწაულს.
მე-19 მუხლი ვნახოთ და წავიკითხოთ, რას წერს ის მკვდრეთით აღდგომაზე.
აქ ვკითხულობთ: „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები.
წამოდგებიან ჩემი ხალხის გვამები.
გაიღვიძეთ და სიხარულით შესძახეთ,
მტვერში დამკვიდრებულებო!
თქვენი ნამი დილის ნამივითაა,
მიწა გააცოცხლებს მკვდრებს“.
მართლაც, რა საოცრადაა ეს აღწერილი!
მუხლში წერია, რომ გარდაცვლილები გაიღვიძებენ
და სიხარულით შესძახებენ.
მოუთმენლად ველით იმ დროს,
როცა ახალ ქვეყნიერებაში ეს სიტყვები შესრულდება.
ჩვენს საყვარელ გარდაცვლილებს
საკუთარი თვალით ვიხილავთ და ჩავეხუტებით.
როცა გაზაფხულზე თქვენ თვალწინ შროშნები გადაიშლება,
ისინი, ასე ვთქვათ, გაიღვიძებენ,
გონებაში გქონდეთ ის, რაც წინ გელით.
კიდევ ერთი საინტერესო ბიბლიური მონაკვეთი ვნახოთ.
27-ე ფსალმუნში ფსალმუნმომღერალ დავითის სიტყვებს ვკითხულობთ.
მოდი ყოველთვის გვქონდეს გულსა და გონებაში სიტყვები,
რომლებიც მე-13 და მე-14 მუხლებში წერია:
„რა მეშველებოდა,
რომ არ მქონოდა იმის რწმენა,
რომ ვიხილავდი ამ ცის ქვეშ,
თუ რაოდენ კარგია იეჰოვა!
იეჰოვას იმედი გქონდეს,
გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე!
იეჰოვაზე დაამყარე იმედი!“.
რატომ შეგვიძლია გვქონდეს იმის უტყუარი იმედი,
რომ მალე შევხვდებით ჩვენს საყვარელ ადამიანებს?
მიზეზი ისაა,
რომ ეჭვი არ გვეპარება პავლეს სიტყვების ჭეშმარიტებაში:
გვაქვს „ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა“.