00:00:00
მათეს 5:9-დან ჩანს უმნიშვნელოვანესი მიზეზი,00:00:04
00:00:04
თუ რატომაც უნდა ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი.00:00:07
00:00:07
იესო აქ ამბობს,00:00:09
00:00:09
რომ მშვიდობისმყოფელი ბედნიერია.00:00:11
00:00:11
ერთი შეხედვით მარტივი ფორმულაა,00:00:15
00:00:15
მაგრამ გასაკეთებლად არც ისე მარტივი.00:00:18
00:00:18
ერთ-ერთ სირთულეზე ვიმსჯელოთ.00:00:21
00:00:21
ამაზე იაკობის მე-3 თავშია საუბარი.00:00:25
00:00:25
მოვძებნოთ იაკობის 3:5:00:00:30
00:00:31
„ასევეა ენაც, სხეულის პატარა ნაწილია, 00:00:36
00:00:36
მაგრამ ბევრს ტრაბახობს. 00:00:38
00:00:38
პატარა ცეცხლსაც ხომ შეუძლია 00:00:40
00:00:40
დიდი ტყის გადაბუგვა!“.00:00:42
00:00:43
მე-8 მუხლიც ვნახოთ:00:00:45
00:00:45
„ენას ვერავინ ათვინიერებს. 00:00:48
00:00:48
ის უმართავი და მავნებელია, 00:00:50
00:00:50
და მომაკვდინებელი გესლით არის სავსე“.00:00:54
00:00:54
ენის მოთვინიერება 00:00:56
00:00:56
არც მშვიდობისმყოფელისთვისაა ადვილი.00:00:59
00:01:00
ეს ორგანო ჭამაში,00:01:02
00:01:02
სუნთქვასა და საუბარში მონაწილეობს.00:01:05
00:01:05
იაკობი ენას მეტყველების კონტექსტში იყენებს.00:01:09
00:01:09
ზოგიერთ ენაში სიტყვა ენა სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება.00:01:15
00:01:15
მაგალითად, შეიძლება მიანიშნებდეს ორგანოზე00:01:18
00:01:18
ან საკომუნიკაციო საშუალებაზე.00:01:21
00:01:21
ყოველდღიურადაც ვიყენებთ ბევრ ისეთ გამოთქმას,00:01:25
00:01:25
რომელიც ამ ორგანოს სამეტყველო ფუნქციას უსვამს ხაზს.00:01:29
00:01:29
მაგალითად, მშობლიური ენა,00:01:31
00:01:31
მახვილი ენა, მწარე ენა.00:01:34
00:01:34
იაკობიც ამბობს, რომ ენა ცეცხლია.00:01:37
00:01:37
მას ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.00:01:40
00:01:40
პატარა ნაპერწკალმაც კი
შეიძლება მთელი ტყე გადაბუგოს.00:01:44
00:01:44
მშვიდობისმყოფელიც არასრულყოფილია,00:01:47
00:01:47
ამიტომ მანაც უნდა მოახმაროს ძალისხმევა ენის ალაგმვას,00:01:51
00:01:51
როცა გაღიზიანებულია.00:01:53
00:01:53
ენას 4 ძირითადი გემოს გარჩევა შეუძლია: 00:01:57
00:01:57
ტკბილი, მარილიანი, მჟავე და მწარე.00:02:01
00:02:01
ენის წვერი მგრძნობიარეა ტკბილისადმი,00:02:04
00:02:04
ხოლო ენის კიდეები მჟავე და მლაშე გემოებს აღიქვამს.00:02:09
00:02:09
მწარე გემოზე რაღას ვიტყვით?00:02:11
00:02:11
როგორც ვიცით,00:02:13
00:02:13
მასზე განსაკუთრებით ენის ძირი რეაგირებს.00:02:16
00:02:16
გემოს აღქმას მეტყველებას ბიბლიაც უკავშირებს.00:02:21
00:02:21
მაგალითად, იობის 34:3-ში ვკითხულობთ:00:02:25
00:02:25
„სიტყვებს ყური არჩევს,00:02:27
00:02:27
საჭმლის გემოს – ენა“.00:02:29
00:02:29
შეიძლება ისიც გაგახსენდეთ,00:02:32
00:02:32
რაც პავლემ კოლოსელების 4:6-ში თქვა: 00:02:35
00:02:35
„თქვენი საუბარი ყოველთვის მადლიანი იყოს, 00:02:39
00:02:39
მარილით შეზავებული, 00:02:41
00:02:41
რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“.00:02:44
00:02:44
გამოდის, მშვიდობისმყოფელის საუბარი გემრიელია.00:02:49
00:02:49
იაკობის 3:10-შიც სრული ჭეშმარიტება წერია:00:02:54
00:02:54
„ერთი და იმავე პირიდან ამოდის დიდებაც და წყევლაც“.00:03:00
00:03:00
ანუ ჩვენი პირიდან00:03:02
00:03:02
ტკბილი სიტყვებიც ამოდის და მწარეც.00:03:05
00:03:05
შეიძლება სხვებს ტკბილად ვესაუბრებოდეთ
მსახურებაში ან კრებაში,00:03:10
00:03:10
მაგრამ სახლში თუ სამუშაოზე 00:03:12
00:03:12
მწარე სიტყვებს ვამბობდეთ.00:03:14
00:03:14
და მაინც, რატომ გვემართება ხოლმე ასე?00:03:18
00:03:18
როგორც იესოს სიტყვებიდან ჩანს,00:03:21
00:03:21
ენა იმას ავლენს,00:03:23
00:03:23
რაც გულსა და გონებაში გვაქვს.00:03:25
00:03:25
მათეს 12:34-დან ვხედავთ,00:03:28
00:03:28
რომ გულში მოჭარბებულს,00:03:31
00:03:31
პირი ლაპარაკობს.00:03:32
00:03:33
როგორც ვთქვით,00:03:34
00:03:34
მწარეზე ენის ძირია მგრძნობიარე.00:03:37
00:03:37
სიღრმიდან ამოდის მწარე სიტყვებიც00:03:40
00:03:40
ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით,00:03:43
00:03:43
იმას ავლენს, 00:03:44
00:03:44
რაც ადამიანს გულსა და გონებაში აქვს.00:03:48
00:03:48
გამოდის, ჩვენი საუბრებიდან ჩანს,00:03:52
00:03:52
სინამდვილეში რას ვფიქრობთ ვინმეზე.00:03:54
00:03:55
როგორც სურათიდან ვხედავთ,00:03:57
00:03:57
ჩვენი სიტყვებიდან ჩანს,00:03:58
00:03:58
ვცემთ თუ არა პატივს 00:04:00
00:04:00
და ვაფასებთ თუ არა ადამიანს.00:04:03
00:04:03
მარცხენა მხარეს ვხედავთ,00:04:05
00:04:05
რომ ერთი და მეორეს პირში ახლის სათქმელს.00:04:09
00:04:09
ფაქტია, როცა რამეს ვამბობთ,00:04:11
00:04:11
ისე მარტივად ვეღარ წავშლით,00:04:13
00:04:13
როგორც დაბეჭდილ ტექსტს კომპიუტერში.00:04:16
00:04:16
ამიტომ, როცა ჩვენი სიტყვებით00:04:18
00:04:18
გულს ვტკენთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს,00:04:21
00:04:21
მშვიდობისმყოფელი გულწრფელად მოიხდის ბოდიშს.00:04:24
00:04:24
როგორც ჩანს, ეს დაც ზუსტად ასე იქცევა00:04:27
00:04:27
მას შემდეგ, რაც დაფიქრდება,00:04:30
00:04:30
რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე.00:04:32
00:04:33
მოდი ამჯერად იგავების 12:18 მოვძებნოთ.00:04:37
00:04:38
ამ მუხლიდან კარგად ჩანს,00:04:40
00:04:41
რატომ უნდა დავფიქრდეთ, სანამ რამეს ვიტყვით.00:04:45
00:04:45
აქ წერია:00:04:47
00:04:47
„დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა,00:04:51
00:04:51
ბრძენის ენა კი – მკურნალივით“.00:04:54
00:04:54
ენა შეიძლება მახვილს დაემსგავსოს.00:04:58
00:04:58
მწარე სიტყვებმა ადამიანს შეიძლება ისეთი დაღი დაასვას,00:05:03
00:05:03
რომ ჭრილობა დიდხანს ვერ მოიშუშოს.00:05:06
00:05:06
შეიძლება დათრგუნულები ვიყოთ 00:05:08
00:05:08
და მაშინ გაგვახსენდეს ეს სიტყვები.00:05:11
00:05:11
თქვენც ხომ არ მოგსვლიათ ისე,00:05:13
00:05:13
რომ გულდამძიმებულებს 00:05:15
00:05:15
წლების წინ ნათქვამიც კი გაგხსენებიათ?00:05:19
00:05:19
ამის საპირისპიროდ, ბრძენის ენა,00:05:21
00:05:21
რომელიც მშვიდობას უწყობს ხელს, კურნავს.00:05:25
00:05:25
მოდი ბიბლიიდან იობის შემთხვევა გავიხსენოთ.00:05:29
00:05:29
ვიცით, რომ ის ფიზიკურად ძალიან იტანჯებოდა,00:05:33
00:05:33
თუმცა გაცილებით დიდი ტკივილი სხვების ნათქვამმა მიაყენა.00:05:38
00:05:38
იობის 19:2 მოვძებნოთ და თან სურათს დავაკვირდეთ. 00:05:43
00:05:43
ნახეთ, როგორ იგრძნო იობმა თავი
ბილდადის მწარე სიტყვების გამო.00:05:48
00:05:48
ის ამბობს:00:05:50
00:05:50
„როდემდე უნდა მიშფოთებდეთ სულს00:05:53
00:05:53
და როდემდე უნდა მმუსრავდეთ სიტყვებით?!“.00:05:56
00:05:56
ხედავთ, როგორ მძაფრად განიცდის იობი ნათქვამს.00:06:00
00:06:00
იმას კი არ ამბობს, გული მატკინეთ და მაწყენინეთო,00:06:04
00:06:04
ამბობს მმუსრავთ,00:06:06
00:06:06
ბოლოს მიიღებთო თქვენი სიტყვებით,00:06:08
00:06:08
მისი ვაი-ნუგეშისმცემლების კრიტიკა 00:06:11
00:06:11
მახვილის არაერთ ჩაცემას ჰგავდა,00:06:14
00:06:14
მათ სიტყვებს ბიბლიაში 9 თავი უკავია.00:06:17
00:06:17
ისიც რა მტკივნეული იქნებოდა იობისთვის,00:06:21
00:06:21
რომ ერთხელაც არ მიუმართავთ მისთვის სახელით.00:06:25
00:06:25
უბრალოდ მის ადგილას წარმოიდგინეთ თავი.00:06:28
00:06:28
ამ სიტუაციაში იობს უნდა გადაეწყვიტა, 00:06:32
00:06:32
რა არჩევანს გააკეთებდა.00:06:34
00:06:35
ერთი მხრივ, მას შეიძლება ეფიქრა,00:06:38
00:06:38
თუ უკეთ გავხდები,00:06:41
00:06:41
ნახეთ, თუ სამივეს პასუხი არ მოგთხოვოთ!00:06:45
00:06:45
მაგრამ მან მშვიდობისმყოფელობა არჩია.00:06:49
00:06:49
ახლა იობის 42:8 ვნახოთ00:06:53
00:06:53
და თან სურათს დავაკვირდეთ.00:06:55
00:06:57
ამ მუხლში ვკითხულობთ,00:06:59
00:06:59
თუ რა მითითებას იღებს იეჰოვასგან იობი:00:07:02
00:07:03
„ჩემი მსახური იობი ილოცებს თქვენთვის“.00:07:08
00:07:08
ფაქტობრივად, იეჰოვამ იობს უთხრა,00:07:11
00:07:11
რომ თუ თავის მეგობრებთან მშვიდობის აღდგენა 00:07:15
00:07:15
და უარყოფითი გრძნობებისგან გათავისუფლება უნდოდა,00:07:18
00:07:18
უნდა ელოცა მათთვის.00:07:20
00:07:22
ეს კი00:07:23
00:07:23
ურთულესი ნაბიჯია მშვიდობისმყოფელი ადამიანისთვისაც კი.00:07:28
00:07:28
განსაკუთრებით მაშინ,00:07:30
00:07:30
როდესაც მასზე ლოცვა უწევს,00:07:32
00:07:32
ვინც დიდი ტკივილი მიაყენა მას.00:07:35
00:07:35
როგორც მე-10 მუხლიდან ვიგებთ,00:07:37
00:07:37
იეჰოვამ იობს მხოლოდ ლოცვის შემდეგ მოაშორა უბედურება 00:07:42
00:07:42
და დაუბრუნა ყველაფერი, რაც დაკარგა.00:07:45
00:07:46
სწორედ ასე მოქცევა დაეხმარა იობს,00:07:50
00:07:50
წყენა გულში არ ჩაედო00:07:52
00:07:52
და გაეგრძელებინა ცხოვრება.00:07:55
00:07:55
იობმა მომდევნო 140 წელი ბედნიერად განვლო.00:08:00
00:08:00
უმთავრესად კი ბედნიერი იმით იქნებოდა,00:08:03
00:08:03
რომ იეჰოვასთან მშვიდობიანი ურთიერთობა შეინარჩუნა.00:08:08
00:08:08
ასე რომ, მშვიდობისმყოფელი ბედნიერი მაშინ არის,00:08:12
00:08:12
როცა სამაგიეროს გადახდას პატიებას ამჯობინებს.00:08:16
00:08:17
ბოლოს კიდევ ერთ მხარეზე დავფიქრდეთ,00:08:20
00:08:20
როგორ ვიყოთ მშვიდობისმყოფელი.00:08:22
00:08:22
როგორ ვიქცევით,00:08:23
00:08:23
როცა ჩვენი მეგობარი სხვებს ურღვევს მშვიდობას?00:08:27
00:08:27
დავაიგნორებთ? 00:08:29
00:08:29
თუ მშვიდობას შევუწყობთ ხელს?00:08:31
00:08:32
დააკვირდით, რას ამბობს დავითი ფსალმუნის 141:5-ში.00:08:39
00:08:39
გვინდა, განსაკუთრებული ყურადღება00:08:42
00:08:42
ამ მუხლის 1-ელ ნაწილს მივაქციოთ,00:08:44
00:08:44
სადაც ასეთ რამეს ვკითხულობთ:00:08:47
00:08:47
„თუ მართალი გამკიცხავს,00:08:49
00:08:49
ეს სიყვარულის ნიშანი იქნება ჩემთვის“.00:08:53
00:08:53
შეიძლება ეს მთლად
მშვიდობისმყოფელის საქციელს არ ჰგავდეს.00:08:57
00:08:57
ფაქტია, ზოგი მეგობარი00:08:59
00:08:59
თავსაც კი იკავებს ამ ნაბიჯის გადადგმისგან. 00:09:02
00:09:02
ეშინიათ, როგორ მიიღებს მეგობარი რჩევას 00:09:05
00:09:05
და არც ურთიერთობის გაფუჭება უნდათ.00:09:08
00:09:08
პარადოქსია, რომ00:09:10
00:09:10
ყველაზე მეტად მათ უჭირთ რჩევის მიღება,00:09:14
00:09:14
ვინც სხვებს ადვილად აყენებს შეურაცხყოფას.00:09:18
00:09:18
თუმცა, თუ ნამდვილი მეგობრები ვართ,00:09:22
00:09:22
თავს არ შევიკავებთ რჩევის მიცემისგან.00:09:25
00:09:25
რბილადაც რომ მივცეთ რჩევა,00:09:29
00:09:29
ჭრილობაზე დადებული მალამოს მსგავსად,00:09:32
00:09:32
თავიდან შეიძლება მტკივნეული იყოს,00:09:34
00:09:34
თუმცა შედეგად ღირს.00:09:37
00:09:37
მაგრამ, თუ ჩვენი მეგობარი რჩევას მიიღებს,00:09:41
00:09:41
სხვებთან ურთიერთობასაც გააუმჯობესებს 00:09:44
00:09:44
და ჩვენც ბედნიერები ვიქნებით,00:09:46
00:09:46
რომ მშვიდობას შევუწყეთ ხელი.00:09:48
00:09:50
ამბობენ, რომ ძაღლი სხვებთან საკომუნიკაციოდ 00:09:54
00:09:54
და დასამეგობრებლად კუდს იყენებს.00:09:58
00:09:58
ჩვენი საკომუნიკაციო, საურთიერთო საშუალება ენაა.00:10:03
00:10:03
ამიტომ, თუ გვინდა ბედნიერები ვიყოთ 00:10:07
00:10:07
და მშვიდობას შევუწყოთ ხელი,00:10:09
00:10:09
ენაზე მარილით შეზავებული სიტყვები უნდა გვქონდეს.00:10:13
პოლ გილისი: „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი“ (მათ. 5:9)
-
პოლ გილისი: „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი“ (მათ. 5:9)
მათეს 5:9-დან ჩანს უმნიშვნელოვანესი მიზეზი,
თუ რატომაც უნდა ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი.
იესო აქ ამბობს,
რომ მშვიდობისმყოფელი ბედნიერია.
ერთი შეხედვით მარტივი ფორმულაა,
მაგრამ გასაკეთებლად არც ისე მარტივი.
ერთ-ერთ სირთულეზე ვიმსჯელოთ.
ამაზე იაკობის მე-3 თავშია საუბარი.
მოვძებნოთ იაკობის 3:5:
„ასევეა ენაც, სხეულის პატარა ნაწილია,
მაგრამ ბევრს ტრაბახობს.
პატარა ცეცხლსაც ხომ შეუძლია
დიდი ტყის გადაბუგვა!“.
მე-8 მუხლიც ვნახოთ:
„ენას ვერავინ ათვინიერებს.
ის უმართავი და მავნებელია,
და მომაკვდინებელი გესლით არის სავსე“.
ენის მოთვინიერება
არც მშვიდობისმყოფელისთვისაა ადვილი.
ეს ორგანო ჭამაში,
სუნთქვასა და საუბარში მონაწილეობს.
იაკობი ენას მეტყველების კონტექსტში იყენებს.
ზოგიერთ ენაში სიტყვა ენა სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება.
მაგალითად, შეიძლება მიანიშნებდეს ორგანოზე
ან საკომუნიკაციო საშუალებაზე.
ყოველდღიურადაც ვიყენებთ ბევრ ისეთ გამოთქმას,
რომელიც ამ ორგანოს სამეტყველო ფუნქციას უსვამს ხაზს.
მაგალითად, მშობლიური ენა,
მახვილი ენა, მწარე ენა.
იაკობიც ამბობს, რომ ენა ცეცხლია.
მას ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.
პატარა ნაპერწკალმაც კი
შეიძლება მთელი ტყე გადაბუგოს.
მშვიდობისმყოფელიც არასრულყოფილია,
ამიტომ მანაც უნდა მოახმაროს ძალისხმევა ენის ალაგმვას,
როცა გაღიზიანებულია.
ენას 4 ძირითადი გემოს გარჩევა შეუძლია:
ტკბილი, მარილიანი, მჟავე და მწარე.
ენის წვერი მგრძნობიარეა ტკბილისადმი,
ხოლო ენის კიდეები მჟავე და მლაშე გემოებს აღიქვამს.
მწარე გემოზე რაღას ვიტყვით?
როგორც ვიცით,
მასზე განსაკუთრებით ენის ძირი რეაგირებს.
გემოს აღქმას მეტყველებას ბიბლიაც უკავშირებს.
მაგალითად, იობის 34:3-ში ვკითხულობთ:
„სიტყვებს ყური არჩევს,
საჭმლის გემოს – ენა“.
შეიძლება ისიც გაგახსენდეთ,
რაც პავლემ კოლოსელების 4:6-ში თქვა:
„თქვენი საუბარი ყოველთვის მადლიანი იყოს,
მარილით შეზავებული,
რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“.
გამოდის, მშვიდობისმყოფელის საუბარი გემრიელია.
იაკობის 3:10-შიც სრული ჭეშმარიტება წერია:
„ერთი და იმავე პირიდან ამოდის დიდებაც და წყევლაც“.
ანუ ჩვენი პირიდან
ტკბილი სიტყვებიც ამოდის და მწარეც.
შეიძლება სხვებს ტკბილად ვესაუბრებოდეთ
მსახურებაში ან კრებაში,
მაგრამ სახლში თუ სამუშაოზე
მწარე სიტყვებს ვამბობდეთ.
და მაინც, რატომ გვემართება ხოლმე ასე?
როგორც იესოს სიტყვებიდან ჩანს,
ენა იმას ავლენს,
რაც გულსა და გონებაში გვაქვს.
მათეს 12:34-დან ვხედავთ,
რომ გულში მოჭარბებულს,
პირი ლაპარაკობს.
როგორც ვთქვით,
მწარეზე ენის ძირია მგრძნობიარე.
სიღრმიდან ამოდის მწარე სიტყვებიც
ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით,
იმას ავლენს,
რაც ადამიანს გულსა და გონებაში აქვს.
გამოდის, ჩვენი საუბრებიდან ჩანს,
სინამდვილეში რას ვფიქრობთ ვინმეზე.
როგორც სურათიდან ვხედავთ,
ჩვენი სიტყვებიდან ჩანს,
ვცემთ თუ არა პატივს
და ვაფასებთ თუ არა ადამიანს.
მარცხენა მხარეს ვხედავთ,
რომ ერთი და მეორეს პირში ახლის სათქმელს.
ფაქტია, როცა რამეს ვამბობთ,
ისე მარტივად ვეღარ წავშლით,
როგორც დაბეჭდილ ტექსტს კომპიუტერში.
ამიტომ, როცა ჩვენი სიტყვებით
გულს ვტკენთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს,
მშვიდობისმყოფელი გულწრფელად მოიხდის ბოდიშს.
როგორც ჩანს, ეს დაც ზუსტად ასე იქცევა
მას შემდეგ, რაც დაფიქრდება,
რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე.
მოდი ამჯერად იგავების 12:18 მოვძებნოთ.
ამ მუხლიდან კარგად ჩანს,
რატომ უნდა დავფიქრდეთ, სანამ რამეს ვიტყვით.
აქ წერია:
„დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა,
ბრძენის ენა კი – მკურნალივით“.
ენა შეიძლება მახვილს დაემსგავსოს.
მწარე სიტყვებმა ადამიანს შეიძლება ისეთი დაღი დაასვას,
რომ ჭრილობა დიდხანს ვერ მოიშუშოს.
შეიძლება დათრგუნულები ვიყოთ
და მაშინ გაგვახსენდეს ეს სიტყვები.
თქვენც ხომ არ მოგსვლიათ ისე,
რომ გულდამძიმებულებს
წლების წინ ნათქვამიც კი გაგხსენებიათ?
ამის საპირისპიროდ, ბრძენის ენა,
რომელიც მშვიდობას უწყობს ხელს, კურნავს.
მოდი ბიბლიიდან იობის შემთხვევა გავიხსენოთ.
ვიცით, რომ ის ფიზიკურად ძალიან იტანჯებოდა,
თუმცა გაცილებით დიდი ტკივილი სხვების ნათქვამმა მიაყენა.
იობის 19:2 მოვძებნოთ და თან სურათს დავაკვირდეთ.
ნახეთ, როგორ იგრძნო იობმა თავი
ბილდადის მწარე სიტყვების გამო.
ის ამბობს:
„როდემდე უნდა მიშფოთებდეთ სულს
და როდემდე უნდა მმუსრავდეთ სიტყვებით?!“.
ხედავთ, როგორ მძაფრად განიცდის იობი ნათქვამს.
იმას კი არ ამბობს, გული მატკინეთ და მაწყენინეთო,
ამბობს მმუსრავთ,
ბოლოს მიიღებთო თქვენი სიტყვებით,
მისი ვაი-ნუგეშისმცემლების კრიტიკა
მახვილის არაერთ ჩაცემას ჰგავდა,
მათ სიტყვებს ბიბლიაში 9 თავი უკავია.
ისიც რა მტკივნეული იქნებოდა იობისთვის,
რომ ერთხელაც არ მიუმართავთ მისთვის სახელით.
უბრალოდ მის ადგილას წარმოიდგინეთ თავი.
ამ სიტუაციაში იობს უნდა გადაეწყვიტა,
რა არჩევანს გააკეთებდა.
ერთი მხრივ, მას შეიძლება ეფიქრა,
თუ უკეთ გავხდები,
ნახეთ, თუ სამივეს პასუხი არ მოგთხოვოთ!
მაგრამ მან მშვიდობისმყოფელობა არჩია.
ახლა იობის 42:8 ვნახოთ
და თან სურათს დავაკვირდეთ.
ამ მუხლში ვკითხულობთ,
თუ რა მითითებას იღებს იეჰოვასგან იობი:
„ჩემი მსახური იობი ილოცებს თქვენთვის“.
ფაქტობრივად, იეჰოვამ იობს უთხრა,
რომ თუ თავის მეგობრებთან მშვიდობის აღდგენა
და უარყოფითი გრძნობებისგან გათავისუფლება უნდოდა,
უნდა ელოცა მათთვის.
ეს კი
ურთულესი ნაბიჯია მშვიდობისმყოფელი ადამიანისთვისაც კი.
განსაკუთრებით მაშინ,
როდესაც მასზე ლოცვა უწევს,
ვინც დიდი ტკივილი მიაყენა მას.
როგორც მე-10 მუხლიდან ვიგებთ,
იეჰოვამ იობს მხოლოდ ლოცვის შემდეგ მოაშორა უბედურება
და დაუბრუნა ყველაფერი, რაც დაკარგა.
სწორედ ასე მოქცევა დაეხმარა იობს,
წყენა გულში არ ჩაედო
და გაეგრძელებინა ცხოვრება.
იობმა მომდევნო 140 წელი ბედნიერად განვლო.
უმთავრესად კი ბედნიერი იმით იქნებოდა,
რომ იეჰოვასთან მშვიდობიანი ურთიერთობა შეინარჩუნა.
ასე რომ, მშვიდობისმყოფელი ბედნიერი მაშინ არის,
როცა სამაგიეროს გადახდას პატიებას ამჯობინებს.
ბოლოს კიდევ ერთ მხარეზე დავფიქრდეთ,
როგორ ვიყოთ მშვიდობისმყოფელი.
როგორ ვიქცევით,
როცა ჩვენი მეგობარი სხვებს ურღვევს მშვიდობას?
დავაიგნორებთ?
თუ მშვიდობას შევუწყობთ ხელს?
დააკვირდით, რას ამბობს დავითი ფსალმუნის 141:5-ში.
გვინდა, განსაკუთრებული ყურადღება
ამ მუხლის 1-ელ ნაწილს მივაქციოთ,
სადაც ასეთ რამეს ვკითხულობთ:
„თუ მართალი გამკიცხავს,
ეს სიყვარულის ნიშანი იქნება ჩემთვის“.
შეიძლება ეს მთლად
მშვიდობისმყოფელის საქციელს არ ჰგავდეს.
ფაქტია, ზოგი მეგობარი
თავსაც კი იკავებს ამ ნაბიჯის გადადგმისგან.
ეშინიათ, როგორ მიიღებს მეგობარი რჩევას
და არც ურთიერთობის გაფუჭება უნდათ.
პარადოქსია, რომ
ყველაზე მეტად მათ უჭირთ რჩევის მიღება,
ვინც სხვებს ადვილად აყენებს შეურაცხყოფას.
თუმცა, თუ ნამდვილი მეგობრები ვართ,
თავს არ შევიკავებთ რჩევის მიცემისგან.
რბილადაც რომ მივცეთ რჩევა,
ჭრილობაზე დადებული მალამოს მსგავსად,
თავიდან შეიძლება მტკივნეული იყოს,
თუმცა შედეგად ღირს.
მაგრამ, თუ ჩვენი მეგობარი რჩევას მიიღებს,
სხვებთან ურთიერთობასაც გააუმჯობესებს
და ჩვენც ბედნიერები ვიქნებით,
რომ მშვიდობას შევუწყეთ ხელი.
ამბობენ, რომ ძაღლი სხვებთან საკომუნიკაციოდ
და დასამეგობრებლად კუდს იყენებს.
ჩვენი საკომუნიკაციო, საურთიერთო საშუალება ენაა.
ამიტომ, თუ გვინდა ბედნიერები ვიყოთ
და მშვიდობას შევუწყოთ ხელი,
ენაზე მარილით შეზავებული სიტყვები უნდა გვქონდეს.
-