00:00:00
დღეს იმაზე ვიმსჯელოთ,00:00:02
00:00:02
როგორ გავხდეთ იონათანისნაირი მეგობრები.00:00:05
00:00:06
ჩვენი დღევანდელი განხილვა 1 სამუელის 18:1-ს ეფუძნება.00:00:10
00:00:10
ამიტომ მოდი მოვძებნოთ ეს მონაკვეთი00:00:13
00:00:14
და ვნახოთ კონტექსტი.00:00:15
00:00:15
დავითი გოლიათს ამარცხებს და ამის შემდეგ,00:00:19
00:00:19
ფაქტობრივად მაშინვე,00:00:20
00:00:20
ისინი ერთმანეთის კარგი მეგობრები ხდებიან.00:00:23
00:00:24
პირველი მუხლი ვნახოთ:00:00:25
00:00:26
„დავითისა და საულის საუბრის მოსმენის შემდეგ 00:00:30
00:00:30
საკუთარი თავივით შეუყვარდა იონათანს დავითი”.00:00:34
00:00:35
და დააკვირდით,00:00:36
00:00:36
„ისინი ძმებივით გახდნენ“.00:00:38
00:00:39
დავფიქრდეთ, რა დაედო საფუძვლად მათ ურთიერთობას,00:00:43
00:00:43
მეგობრობას?00:00:44
00:00:45
მარტივად თუ ვიტყვით, ეს იეჰოვას სიყვარული იყო.00:00:48
00:00:49
სანამ ისინი დამეგობრდებოდნენ,00:00:51
00:00:51
თითოეულმა იმაზე იზრუნა,00:00:53
00:00:53
რომ ახლო ურთიერთობა ჰქონოდა იეჰოვასთან.00:00:56
00:00:56
დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით,00:00:59
00:00:59
რომ ერთმანეთთან ახლო და მტკიცე ურთიერთობები რომ გვქონდეს,00:01:02
00:01:03
ორივე მხარეს ჯერ იეჰოვასთან უნდა გვაკავშირებდეს ახლო, 00:01:06
00:01:06
მეგობრული ურთიერთობა.00:01:08
00:01:09
როგორც დღევანდელი მუხლის კომენტარშია აღნიშნული,00:01:12
00:01:12
იონათანი იმის მოწმე გახდა,00:01:14
00:01:14
როგორ დაამარცხებინა იეჰოვამ დავითს გოლიათი.00:01:17
00:01:18
იონათანი სადღაც 50 წელს იქნებოდა მიღწეული,00:01:21
00:01:21
ტახტის მემკვიდრე და გამორჩეული ვაჟკაცი იყო.00:01:24
00:01:24
დავითი კი, როგორც ჩანს, ამ დროს 20 წლისაც არ იყო.00:01:28
00:01:28
ჰოდა, წარმოიდგინეთ,00:01:30
00:01:30
როგორ უსმენს იონათანი ამ პატარა ბიჭს,00:01:33
00:01:33
როგორ შეებრძოლა იეჰოვას სახელით გოლიათს.00:01:36
00:01:37
რთული მისახვედრი არაა,00:01:39
00:01:39
რატომ შეუყვარდათ იონათანს და სხვებს დავითი,00:01:42
00:01:42
ეს პატარა ბიჭი.00:01:44
00:01:44
ის თავდაჯერებული და საკუთარ თავზე დაიმედებული არ იყო00:01:48
00:01:48
და არც თავის წარმოჩენის სურვილი ამოძრავებდა.00:01:51
00:01:52
მართალია, დავითი ასაკით დიდი არ ყოფილა,00:01:55
00:01:55
მაგრამ სულიერად მოწიფული, 00:01:57
00:01:57
ჩამოყალიბებული ადამიანი იყო,00:01:59
00:01:59
რომელსაც იეჰოვას მიმართ ძლიერი რწმენა ჰქონდა.00:02:03
00:02:03
დავითის მონათხრობზე 00:02:05
00:02:05
იონათანს შესაძლოა ის მოვლენები გახსენებოდა,00:02:08
00:02:09
რომლებიც წლების წინ გადახდა თავს.00:02:11
00:02:11
გახსოვთ ის შემთხვევა, 00:02:13
00:02:13
როცა იონათანი საჭურველთმტვირთველთან ერთად00:02:16
00:02:16
ფილისტიმელთა რაზმს შეებრძოლა?00:02:18
00:02:19
საინტერესოა მისი სიტყვები.00:02:21
00:02:22
სანამ შესაბრძოლებლად წავიდოდნენ,00:02:24
00:02:24
თავის საჭურველთმტვირთველს იონათანმა უთხრა:00:02:27
00:02:28
„ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას, რომ გაგვამარჯვებინოს“.00:02:32
00:02:33
აქედან რას ვხედავთ?00:02:34
00:02:35
კარგად ჩანს, რომ დავითის შემთხვევისა არ იყოს,00:02:38
00:02:38
იონათანსაც სჯეროდა, რომ იეჰოვას დახმარებით,00:02:41
00:02:41
ორ კაცსაც არ გაუჭირდებოდა 00:02:43
00:02:43
მთელი საგუშაგო რაზმის დამარცხება.00:02:45
00:02:46
რას ვსწავლობთ?00:02:48
00:02:48
იონათანი და დავითი იმის წყალობით დამეგობრდნენ00:02:52
00:02:52
და იმის წყალობით შეინარჩუნეს ახლო მეგობრობა,00:02:55
00:02:55
რომ ორივეს მთელი გულით უყვარდა იეჰოვა.00:02:58
00:02:59
დღესაც სწორედ ეს არის საუკეთესო საძირკველი მეგობრობისთვის.00:03:03
00:03:04
თუ გვინდა, რომ კარგი მეგობრები გვყავდეს00:03:07
00:03:07
და სხვებისთვისაც შევძლოთ კარგი მეგობრობის გაწევა,00:03:10
00:03:11
იეჰოვასთან ძლიერი მეგობრობა უნდა გვაკავშირებდეს,00:03:14
00:03:14
ესაა მთავარი.00:03:16
00:03:17
ახლა 1 სამუელის 18:3-ს დავაკვირდეთ,00:03:21
00:03:21
სადაც ნათქვამია,00:03:23
00:03:23
რომ „იონათანს საკუთარი თავივით უყვარდა დავითი“,00:03:28
00:03:28
თავისი მეგობარი.00:03:29
00:03:30
შეიძლება თქვენც გაგიგიათ ზოგის მოსაზრება,00:03:33
00:03:33
რომ თითქოს იონათანსა და დავითს 00:03:35
00:03:35
ჰომოსექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ.00:03:37
00:03:38
თუმცა ამ დამახინჯებულ შეხედულებას ბიბლია მხარს არ უჭერს.00:03:43
00:03:44
ვნახოთ ორი მიზეზი:00:03:45
00:03:45
პირველი,00:03:46
00:03:46
ბიბლიურ დროში და ახლო აღმოსავლეთის კულტურაში00:03:50
00:03:50
ჩვეულებრივი რამ იყო თბილი გრძნობების გამოხატვა ისეთი ფორმებით,00:03:54
00:03:54
როგორებიცაა ჩახუტება და კოცნა.00:03:56
00:03:56
თუნდაც მამაკაცებს შორის.00:03:58
00:03:59
არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი,00:04:01
00:04:01
რაც გამორიცხავს იონათანთან და დავითთან დაკავშირებულ00:04:04
00:04:04
ზემოთქმულ მოსაზრებას.00:04:06
00:04:06
მეორე მიზეზი,00:04:08
00:04:08
ორივეს უყვარდა იეჰოვა00:04:10
00:04:10
და მისი თვალსაზრისიც იცოდნენ სწორსა და არასწორზე.00:04:13
00:04:13
როგორც წარსულში, ისე დღეს,00:04:16
00:04:16
ღვთისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის უზნეობა.00:04:19
00:04:20
1 სამუელის 20:42-დან ვიგებთ,00:04:23
00:04:23
რომ მათ მეგობრობის ფიციც00:04:25
00:04:25
იეჰოვას სახელით ჰქონდათ დადებული.00:04:28
00:04:29
ჩვენს პუბლიკაციაშიც იყო აღნიშნული,
რომ ამის დაშვება შეუძლებელია,00:04:33
00:04:33
რადგან ასე თავიანთი ურთიერთობის ფუნდამენტის,00:04:36
00:04:36
იეჰოვასთან მეგობრობის წინააღმდეგ წავიდოდნენ.00:04:39
00:04:40
ძალიან ლოგიკურია, არა?00:04:42
00:04:43
რატომ იყო იონათანის სიყვარული
დავითისა თუ სხვების მიმართ 00:04:47
00:04:47
ასეთი სამაგალითო?00:04:48
00:04:49
რატომ ღირს, მივბაძოთ მას
ამგვარი სიყვარულის გამოვლენაში?00:04:53
00:04:53
იმიტომ, რომ ის იეჰოვას ჰბაძავდა00:04:56
00:04:56
და მის მსგავსად უანგარო სიყვარულს ავლენდა.00:05:00
00:05:01
ჩემთან ერთად მოძებნეთ
1 კორინთელების მე-13 თავი,00:05:04
00:05:05
წავიკითხოთ 4–8 მუხლები.00:05:08
00:05:08
ამ მუხლებიდან ვიგებთ, როგორია ღვთიური სიყვარული,00:05:12
00:05:12
მისი გამოხატვის 16 მხარე.00:05:14
00:05:15
ამ ბიბლიური მონაკვეთის წაკითხვისას00:05:18
00:05:18
გონებაში იონათანი წარმოვიდგინოთ00:05:20
00:05:20
და აქ მოცემული მას დავუკავშიროთ:00:05:23
00:05:25
„სიყვარული სულგრძელი და კეთილია. 00:05:29
00:05:29
სიყვარულს არ შურს, 00:05:31
00:05:31
სიყვარული არ ტრაბახობს, 00:05:32
00:05:32
არ ყოყოჩობს, 00:05:34
00:05:34
უწესოდ არ იქცევა, 00:05:35
00:05:35
მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს,00:05:38
00:05:38
არ ღიზიანდება 00:05:39
00:05:39
და წყენას გულში არ იდებს, 00:05:42
00:05:42
უმართლობით არ ხარობს, 00:05:44
00:05:44
არამედ სიმართლე ახარებს, 00:05:46
00:05:46
ყველაფერს იტანს, 00:05:48
00:05:48
ყველაფერი სწამს, 00:05:49
00:05:49
ყველაფრის იმედი აქვს 00:05:51
00:05:51
და ყველაფერს ითმენს.00:05:53
00:05:53
სიყვარული არასოდეს მთავრდება“.00:05:56
00:05:57
ჩანდა იონათანის ცხოვრებიდან, რომ მისი სიყვარულიც ასეთი იყო?00:06:01
00:06:01
დააკვირდით მე-4 მუხლის დასაწყისს:00:06:04
00:06:04
„სიყვარული სულგრძელია“.00:06:06
00:06:06
ორიგინალში ეს სიტყვა გულისხმობს მიზანმიმართულ მოთმინებას00:06:10
00:06:10
ან რისხვაში სინელეს. 00:06:12
00:06:12
და როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი?00:06:15
00:06:16
ის უბრალოდ რაღაცას კი არ იტანს, 00:06:18
00:06:18
შეგნებულ თავშეკავებას ავლენს,00:06:20
00:06:20
ანუ მიზანმიმართულად ითმენს იმ იმედით,00:06:23
00:06:23
რომ სიტუაცია გაუმჯობესდება.00:06:25
00:06:25
ასე მოიქცა იონათანიც.00:06:27
00:06:27
გავიხსენოთ მამამისის შემთხვევა.00:06:29
00:06:29
იეჰოვამ უარყო საული, 00:06:31
00:06:31
თუმცა მეფობა მაინც შეუნარჩუნა.00:06:33
00:06:33
იონათანს რა რეაქცია ჰქონდა ამაზე?00:06:35
00:06:36
მიუხედავად იმისა, რომ საულის იეჰოვასთან ურთიერთობა00:06:39
00:06:39
უფრო და უფრო უარესდებოდა,00:06:41
00:06:41
ის მაინც გვერდში ედგა მამას.00:06:44
00:06:44
სიყვარული, რომელსაც მის მიმართ ავლენდა,00:06:47
00:06:47
სულგრძელი იყო.00:06:48
00:06:49
ბიბლიიდან კარგად ვიცით,00:06:51
00:06:51
რომ იონათანი საულს00:06:53
00:06:53
ღვთის მტრებთან ბრძოლაში ყოველთვის მხარში ედგა.00:06:57
00:06:57
მოგვიანებით, დავითმა
თავის სამგლოვიარო სიმღერაში დაწერა,00:07:01
00:07:01
რომ სიკვდილმაც ვერ გაყარა იონათანი და საული.00:07:04
00:07:06
მაგრამ როგორ მოიქცა იონათანი,00:07:08
00:07:08
როცა საული მთელ თავის ჯართან ერთად00:07:10
00:07:11
დავითს დასდევდა, რომ მოეკლა?00:07:13
00:07:13
აუბა მამას მხარი 00:07:15
00:07:15
და გაისვარა ხელი ასეთი კარგი კაცის სისხლში?00:07:18
00:07:19
ბიბლიაში არსადაა ნათქვამი,00:07:21
00:07:21
რომ იონათანს საულისთვის ერთხელ მაინც აება მხარი.00:07:25
00:07:25
მიზეზი?00:07:26
00:07:27
იონათანი ყოველთვის ემორჩილებოდა იეჰოვას კანონებს.00:07:31
00:07:32
1 კორინთელების 13:6-ის სიტყვებით თუ ვიტყვით,00:07:35
00:07:35
იონათანი არასდროს ხარობდა უმართლობით,00:07:38
00:07:38
ის იეჰოვას ერთგული იყო.00:07:40
00:07:40
დავითს, თავის მეგობარსაც, ერთგულობდა 00:07:43
00:07:43
და იმ ფიცსაც,00:07:45
00:07:45
რომელიც ერთმანეთს შორის დადეს.00:07:47
00:07:48
1 კორინთელების მე-13 თავიდან სიყვარულზე კიდევ ერთ რამეს ვიგებთ:00:07:53
00:07:53
„სიყვარული კეთილია“.00:07:55
00:07:55
როცა დავითს რთული პერიოდები ჰქონდა, 00:07:58
00:07:58
იონათანი მხარში ედგა.00:08:00
00:08:00
1 სამუელის 23:16-ში ჩანს,00:08:04
00:08:04
რომ ჩავიდა ის დავითთან 00:08:05
00:08:05
და იეჰოვას მხარდაჭერაში დაარწმუნა.00:08:08
00:08:08
ორივეს იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა,00:08:11
00:08:11
ეს იყო მათი მეგობრობის საძირკველი.00:08:13
00:08:13
იონათანმა ყველაფერი გააკეთა,00:08:15
00:08:15
რომ დავითი მამამისისგან დაეცვა.00:08:18
00:08:19
ბიბლიიდან სიყვარულზე იმასაც ვიგებთ, 00:08:21
00:08:21
რომ მას არ შურს.00:08:22
00:08:23
ადამიანური გადასახედიდან რომ დავფიქრდეთ,00:08:26
00:08:26
იონათანს არაერთი მიზეზის გამო შეიძლება გასჩენოდა შური,00:08:30
00:08:30
მაგრამ ასე არ მომხდარა00:08:32
00:08:32
მიუხედავად იმისა, რომ მამამისის ტახტზე მის ნაცვლად00:08:36
00:08:36
დავითი უნდა ასულიყო.00:08:37
00:08:38
რატომ?00:08:39
00:08:40
იმიტომ, რომ ღვთიური სიყვარული00:08:42
00:08:42
საკუთარ თავზე არ ფიქრობს.00:08:44
00:08:44
იონათანს უანგარო სიყვარული ჰქონდა იეჰოვას მიმართ.00:08:48
00:08:49
აგრეთვე დავითის და თავისი მამის, საულის, მიმართაც.00:08:54
00:08:55
ალბათ დამეთანხმებით, რომ იონათანმა00:08:57
00:08:57
ნამდვილი მეგობრობის
ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა.00:09:00
00:09:01
ახლაც და მომავალშიც,00:09:03
00:09:03
რაც უფრო მეტად ვიფიქრებთ იონათანის მაგალითზე,00:09:06
00:09:06
მის მსგავსად ჩვენც შევძლებთ,
შევიძინოთ ნამდვილი მეგობრები00:09:10
00:09:10
და შევინარჩუნოთ ისინი.00:09:12
00:09:12
მაგალითად, იონათანის მსგავსად
შეგვიძლია სულგრძელი ვიყოთ00:09:16
00:09:16
განურჩევლად ჩვენი მეგობრების 00:09:18
00:09:18
და ოჯახის წევრების მიმართ.00:09:20
00:09:21
გჯეროდეთ,00:09:22
00:09:22
იეჰოვა ჩვენც დაგვეხმარება,00:09:24
00:09:24
საკუთარ თავზე წინ სხვები დავაყენოთ,00:09:27
00:09:27
მათ საჭიროებებზე ვიფიქროთ.00:09:29
00:09:30
იონათანის მსგავსად,00:09:32
00:09:32
ჩვენც გვინდა დავინახოთ, რა არის იეჰოვას ნება 00:09:35
00:09:35
და მხარი დავუჭიროთ მის გადაწყვეტილებებს. 00:09:38
00:09:38
საკუთარ თავზე წინ იეჰოვა უნდა დავაყენოთ.00:09:41
00:09:42
ფაქტია, რაც ყველას გვინდა და გვჭირდება,00:09:45
00:09:45
ნამდვილი მეგობრების შეძენაა.00:09:47
00:09:48
რაც უფრო მეტად ვიძლიერებთ იეჰოვასთან ურთიერთობას,00:09:52
00:09:53
ჩვენი სხვებთან მეგობრობის საძირკველიც 00:09:55
00:09:55
უფრო მყარი და მტკიცე ხდება.00:09:57
00:09:58
გარდა იმისა, რომ უფრო მეტად ვუახლოვდებით ჩვენს და-ძმებს,00:10:02
00:10:02
ვუმეგობრდებით ჩვენს წინამძღოლსაც.00:10:04
00:10:04
ყოველდღე მსოფლიოში დღითი დღე მძიმდება მდგომარეობა,00:10:08
00:10:08
ამიტომ გვინდა, იონათანს მივბაძოთ 00:10:11
00:10:11
და ვიყოთ ნამდვილი მეგობრები.00:10:13
ჯოელ დელინგერი: მიჰბაძეთ იონათანს და იყავით ნამდვილი მეგობარი (1 სამ. 18:1)
-
ჯოელ დელინგერი: მიჰბაძეთ იონათანს და იყავით ნამდვილი მეგობარი (1 სამ. 18:1)
დღეს იმაზე ვიმსჯელოთ,
როგორ გავხდეთ იონათანისნაირი მეგობრები.
ჩვენი დღევანდელი განხილვა 1 სამუელის 18:1-ს ეფუძნება.
ამიტომ მოდი მოვძებნოთ ეს მონაკვეთი
და ვნახოთ კონტექსტი.
დავითი გოლიათს ამარცხებს და ამის შემდეგ,
ფაქტობრივად მაშინვე,
ისინი ერთმანეთის კარგი მეგობრები ხდებიან.
პირველი მუხლი ვნახოთ:
„დავითისა და საულის საუბრის მოსმენის შემდეგ
საკუთარი თავივით შეუყვარდა იონათანს დავითი”.
და დააკვირდით,
„ისინი ძმებივით გახდნენ“.
დავფიქრდეთ, რა დაედო საფუძვლად მათ ურთიერთობას,
მეგობრობას?
მარტივად თუ ვიტყვით, ეს იეჰოვას სიყვარული იყო.
სანამ ისინი დამეგობრდებოდნენ,
თითოეულმა იმაზე იზრუნა,
რომ ახლო ურთიერთობა ჰქონოდა იეჰოვასთან.
დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით,
რომ ერთმანეთთან ახლო და მტკიცე ურთიერთობები რომ გვქონდეს,
ორივე მხარეს ჯერ იეჰოვასთან უნდა გვაკავშირებდეს ახლო,
მეგობრული ურთიერთობა.
როგორც დღევანდელი მუხლის კომენტარშია აღნიშნული,
იონათანი იმის მოწმე გახდა,
როგორ დაამარცხებინა იეჰოვამ დავითს გოლიათი.
იონათანი სადღაც 50 წელს იქნებოდა მიღწეული,
ტახტის მემკვიდრე და გამორჩეული ვაჟკაცი იყო.
დავითი კი, როგორც ჩანს, ამ დროს 20 წლისაც არ იყო.
ჰოდა, წარმოიდგინეთ,
როგორ უსმენს იონათანი ამ პატარა ბიჭს,
როგორ შეებრძოლა იეჰოვას სახელით გოლიათს.
რთული მისახვედრი არაა,
რატომ შეუყვარდათ იონათანს და სხვებს დავითი,
ეს პატარა ბიჭი.
ის თავდაჯერებული და საკუთარ თავზე დაიმედებული არ იყო
და არც თავის წარმოჩენის სურვილი ამოძრავებდა.
მართალია, დავითი ასაკით დიდი არ ყოფილა,
მაგრამ სულიერად მოწიფული,
ჩამოყალიბებული ადამიანი იყო,
რომელსაც იეჰოვას მიმართ ძლიერი რწმენა ჰქონდა.
დავითის მონათხრობზე
იონათანს შესაძლოა ის მოვლენები გახსენებოდა,
რომლებიც წლების წინ გადახდა თავს.
გახსოვთ ის შემთხვევა,
როცა იონათანი საჭურველთმტვირთველთან ერთად
ფილისტიმელთა რაზმს შეებრძოლა?
საინტერესოა მისი სიტყვები.
სანამ შესაბრძოლებლად წავიდოდნენ,
თავის საჭურველთმტვირთველს იონათანმა უთხრა:
„ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას, რომ გაგვამარჯვებინოს“.
აქედან რას ვხედავთ?
კარგად ჩანს, რომ დავითის შემთხვევისა არ იყოს,
იონათანსაც სჯეროდა, რომ იეჰოვას დახმარებით,
ორ კაცსაც არ გაუჭირდებოდა
მთელი საგუშაგო რაზმის დამარცხება.
რას ვსწავლობთ?
იონათანი და დავითი იმის წყალობით დამეგობრდნენ
და იმის წყალობით შეინარჩუნეს ახლო მეგობრობა,
რომ ორივეს მთელი გულით უყვარდა იეჰოვა.
დღესაც სწორედ ეს არის საუკეთესო საძირკველი მეგობრობისთვის.
თუ გვინდა, რომ კარგი მეგობრები გვყავდეს
და სხვებისთვისაც შევძლოთ კარგი მეგობრობის გაწევა,
იეჰოვასთან ძლიერი მეგობრობა უნდა გვაკავშირებდეს,
ესაა მთავარი.
ახლა 1 სამუელის 18:3-ს დავაკვირდეთ,
სადაც ნათქვამია,
რომ „იონათანს საკუთარი თავივით უყვარდა დავითი“,
თავისი მეგობარი.
შეიძლება თქვენც გაგიგიათ ზოგის მოსაზრება,
რომ თითქოს იონათანსა და დავითს
ჰომოსექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ.
თუმცა ამ დამახინჯებულ შეხედულებას ბიბლია მხარს არ უჭერს.
ვნახოთ ორი მიზეზი:
პირველი,
ბიბლიურ დროში და ახლო აღმოსავლეთის კულტურაში
ჩვეულებრივი რამ იყო თბილი გრძნობების გამოხატვა ისეთი ფორმებით,
როგორებიცაა ჩახუტება და კოცნა.
თუნდაც მამაკაცებს შორის.
არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი,
რაც გამორიცხავს იონათანთან და დავითთან დაკავშირებულ
ზემოთქმულ მოსაზრებას.
მეორე მიზეზი,
ორივეს უყვარდა იეჰოვა
და მისი თვალსაზრისიც იცოდნენ სწორსა და არასწორზე.
როგორც წარსულში, ისე დღეს,
ღვთისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის უზნეობა.
1 სამუელის 20:42-დან ვიგებთ,
რომ მათ მეგობრობის ფიციც
იეჰოვას სახელით ჰქონდათ დადებული.
ჩვენს პუბლიკაციაშიც იყო აღნიშნული,
რომ ამის დაშვება შეუძლებელია,
რადგან ასე თავიანთი ურთიერთობის ფუნდამენტის,
იეჰოვასთან მეგობრობის წინააღმდეგ წავიდოდნენ.
ძალიან ლოგიკურია, არა?
რატომ იყო იონათანის სიყვარული
დავითისა თუ სხვების მიმართ
ასეთი სამაგალითო?
რატომ ღირს, მივბაძოთ მას
ამგვარი სიყვარულის გამოვლენაში?
იმიტომ, რომ ის იეჰოვას ჰბაძავდა
და მის მსგავსად უანგარო სიყვარულს ავლენდა.
ჩემთან ერთად მოძებნეთ
1 კორინთელების მე-13 თავი,
წავიკითხოთ 4–8 მუხლები.
ამ მუხლებიდან ვიგებთ, როგორია ღვთიური სიყვარული,
მისი გამოხატვის 16 მხარე.
ამ ბიბლიური მონაკვეთის წაკითხვისას
გონებაში იონათანი წარმოვიდგინოთ
და აქ მოცემული მას დავუკავშიროთ:
„სიყვარული სულგრძელი და კეთილია.
სიყვარულს არ შურს,
სიყვარული არ ტრაბახობს,
არ ყოყოჩობს,
უწესოდ არ იქცევა,
მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს,
არ ღიზიანდება
და წყენას გულში არ იდებს,
უმართლობით არ ხარობს,
არამედ სიმართლე ახარებს,
ყველაფერს იტანს,
ყველაფერი სწამს,
ყველაფრის იმედი აქვს
და ყველაფერს ითმენს.
სიყვარული არასოდეს მთავრდება“.
ჩანდა იონათანის ცხოვრებიდან, რომ მისი სიყვარულიც ასეთი იყო?
დააკვირდით მე-4 მუხლის დასაწყისს:
„სიყვარული სულგრძელია“.
ორიგინალში ეს სიტყვა გულისხმობს მიზანმიმართულ მოთმინებას
ან რისხვაში სინელეს.
და როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი?
ის უბრალოდ რაღაცას კი არ იტანს,
შეგნებულ თავშეკავებას ავლენს,
ანუ მიზანმიმართულად ითმენს იმ იმედით,
რომ სიტუაცია გაუმჯობესდება.
ასე მოიქცა იონათანიც.
გავიხსენოთ მამამისის შემთხვევა.
იეჰოვამ უარყო საული,
თუმცა მეფობა მაინც შეუნარჩუნა.
იონათანს რა რეაქცია ჰქონდა ამაზე?
მიუხედავად იმისა, რომ საულის იეჰოვასთან ურთიერთობა
უფრო და უფრო უარესდებოდა,
ის მაინც გვერდში ედგა მამას.
სიყვარული, რომელსაც მის მიმართ ავლენდა,
სულგრძელი იყო.
ბიბლიიდან კარგად ვიცით,
რომ იონათანი საულს
ღვთის მტრებთან ბრძოლაში ყოველთვის მხარში ედგა.
მოგვიანებით, დავითმა
თავის სამგლოვიარო სიმღერაში დაწერა,
რომ სიკვდილმაც ვერ გაყარა იონათანი და საული.
მაგრამ როგორ მოიქცა იონათანი,
როცა საული მთელ თავის ჯართან ერთად
დავითს დასდევდა, რომ მოეკლა?
აუბა მამას მხარი
და გაისვარა ხელი ასეთი კარგი კაცის სისხლში?
ბიბლიაში არსადაა ნათქვამი,
რომ იონათანს საულისთვის ერთხელ მაინც აება მხარი.
მიზეზი?
იონათანი ყოველთვის ემორჩილებოდა იეჰოვას კანონებს.
1 კორინთელების 13:6-ის სიტყვებით თუ ვიტყვით,
იონათანი არასდროს ხარობდა უმართლობით,
ის იეჰოვას ერთგული იყო.
დავითს, თავის მეგობარსაც, ერთგულობდა
და იმ ფიცსაც,
რომელიც ერთმანეთს შორის დადეს.
1 კორინთელების მე-13 თავიდან სიყვარულზე კიდევ ერთ რამეს ვიგებთ:
„სიყვარული კეთილია“.
როცა დავითს რთული პერიოდები ჰქონდა,
იონათანი მხარში ედგა.
1 სამუელის 23:16-ში ჩანს,
რომ ჩავიდა ის დავითთან
და იეჰოვას მხარდაჭერაში დაარწმუნა.
ორივეს იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა,
ეს იყო მათი მეგობრობის საძირკველი.
იონათანმა ყველაფერი გააკეთა,
რომ დავითი მამამისისგან დაეცვა.
ბიბლიიდან სიყვარულზე იმასაც ვიგებთ,
რომ მას არ შურს.
ადამიანური გადასახედიდან რომ დავფიქრდეთ,
იონათანს არაერთი მიზეზის გამო შეიძლება გასჩენოდა შური,
მაგრამ ასე არ მომხდარა
მიუხედავად იმისა, რომ მამამისის ტახტზე მის ნაცვლად
დავითი უნდა ასულიყო.
რატომ?
იმიტომ, რომ ღვთიური სიყვარული
საკუთარ თავზე არ ფიქრობს.
იონათანს უანგარო სიყვარული ჰქონდა იეჰოვას მიმართ.
აგრეთვე დავითის და თავისი მამის, საულის, მიმართაც.
ალბათ დამეთანხმებით, რომ იონათანმა
ნამდვილი მეგობრობის
ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა.
ახლაც და მომავალშიც,
რაც უფრო მეტად ვიფიქრებთ იონათანის მაგალითზე,
მის მსგავსად ჩვენც შევძლებთ,
შევიძინოთ ნამდვილი მეგობრები
და შევინარჩუნოთ ისინი.
მაგალითად, იონათანის მსგავსად
შეგვიძლია სულგრძელი ვიყოთ
განურჩევლად ჩვენი მეგობრების
და ოჯახის წევრების მიმართ.
გჯეროდეთ,
იეჰოვა ჩვენც დაგვეხმარება,
საკუთარ თავზე წინ სხვები დავაყენოთ,
მათ საჭიროებებზე ვიფიქროთ.
იონათანის მსგავსად,
ჩვენც გვინდა დავინახოთ, რა არის იეჰოვას ნება
და მხარი დავუჭიროთ მის გადაწყვეტილებებს.
საკუთარ თავზე წინ იეჰოვა უნდა დავაყენოთ.
ფაქტია, რაც ყველას გვინდა და გვჭირდება,
ნამდვილი მეგობრების შეძენაა.
რაც უფრო მეტად ვიძლიერებთ იეჰოვასთან ურთიერთობას,
ჩვენი სხვებთან მეგობრობის საძირკველიც
უფრო მყარი და მტკიცე ხდება.
გარდა იმისა, რომ უფრო მეტად ვუახლოვდებით ჩვენს და-ძმებს,
ვუმეგობრდებით ჩვენს წინამძღოლსაც.
ყოველდღე მსოფლიოში დღითი დღე მძიმდება მდგომარეობა,
ამიტომ გვინდა, იონათანს მივბაძოთ
და ვიყოთ ნამდვილი მეგობრები.
-