JW subtitle extractor

ისაკ მარეი: იეჰოვა სურვილსაც აღგვიძრავს და მოქმედების ძალასაც გვაძლევს (ფილ. 2:13)

Video Other languages Share text Share link Show times

დღევანდელი დღის მუხლი
ფილიპელების 2:13
ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამამხნევებელი მუხლია მათთვის,
ვინც გულგატეხილია.
აქ ვკითხულობთ:
„ღმერთი თავისი ნებისამებრ მოქმედებს თქვენში;
ის სურვილსაც აღგიძრავთ
და მოქმედების ძალასაც გაძლევთ“.
ორ რამეს ვხედავთ ამ სიტყვებიდან:
ჩვენი დახმარება ღვთის ნებაა,
ანუ მისი სურვილი.
მეორე,
ის ძალას გვაძლევს,
თავის წმინდა სულს,
რომელიც სამყაროში ყველაზე აღმატებული,
ყველაზე ძლიერი ძალაა.
ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვა ჩვენი მეგობარია
და ასე იქნება მარადიულად.
ყველანაირად ვუფრთხილდებით ამ მეგობრობას,
ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ.
მაგრამ ისიც კარგად ვიცით,
რომ სატანა ყველაფერს აკეთებს ამ კავშირის გასაწყვეტად.
ის განსაცდელების მეშვეობით ცდილობს, გაგვტეხოს
და შეგვისუსტოს იეჰოვასთან მეგობრობის სურვილი.
ვნახოთ ეს აზრი.
1 თესალონიკელების მე-3 თავი.
მოვძებნოთ,
კითხვას მე-2 მუხლიდან დავიწყებთ.
აქ ვკითხულობთ:
„გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა ტიმოთე, ღვთის მსახური,
ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის მქადაგებელი,
რომ განემტკიცებინეთ და ენუგეშებინეთ,
რათა გაგძლიერებოდათ რწმენა“.
მე-3 მუხლიც ვნახოთ:
„არ შეგრყეოდათ ის ამ განსაცდელების გამო“.
ბოლოს კი პავლე ასეთ რამეს ამბობს:
„თქვენ ხომ იცით,
რომ ასეთ სატანჯველს ვერ გავექცევით“.
სატანის მიზანია,
ამ განსაცდელებით რწმენა შეგვირყიოს.
რას ნიშნავს ეს?
ეს იმას ნიშნავს, რომ განსაცდელებმა
შეიძლება შეგვისუსტოს იეჰოვასადმი ნდობა.
სატანა ცდილობს, ჩვენივე ემოციები
და გრძნობები გამოიყენოს ამ მიზნის მისაღწევად
და ხელი აგვაღებინოს იეჰოვას მსახურებაზე.
დროდადრო შეიძლება
საშინელი იმედგაცრუება დაგვეუფლოს.
რა უნდა სატანას?
მას უნდა, გვაფიქრებინოს,
რომ ჩვენი პრობლემების მიღმა იეჰოვა დგას.
ის იწვევს ჩვენს განსაცდელებს.
ის ცდილობს,
ეჭვის მარცვალი ჩათესოს ჩვენს გონებაში.
შეიძლება ვიფიქროთ,
რატომ დაუშვა იეჰოვამ,
რომ ასეთ განსაცდელებს შევხვედროდი?
რამეში ხომ არ შევცდი?
რა გავაკეთე ისეთი,
რომ იეჰოვა ასეთი განაწყენებული და გაბრაზებულია ჩემზე?
ნეტავ ისევ ვუყვარვარ?
და თუ განსაცდელებს ბოლო არ უჩანს,
შეიძლება იმდენად დავითრგუნოთ,
რომ ყველაფერზე ხელი ავიღოთ.
შეიძლება თავი ელიასავით ვიგრძნოთ.
ალბათ გახსოვთ,
რა გრძნობები დაეუფლა,
როცა დედოფალ იზებელს გაურბოდა.
ის უდაბნოში იყო,
ბუჩქის ძირას იჯდა.
იეჰოვას სთხოვდა, ნუღარ მაცოცხლებო.
უნდოდა, იქვე მომკვდარიყო.
და იეჰოვამ რა გააკეთა?
მას ანგელოზი გაუგზავნა,
რომელმაც წყალი და პური მიუტანა.
ამან ამ დასუსტებულ კაცს იმხელა ძალა შემატა,
რომ 40 დღე და ღამის განმავლობაში
სრულიად უჭმელ-უსმელმა 500 კმ-მდე გაიარა
და ხორების მთასთან მივიდა.
იეჰოვამ აქაც იზრუნა ელიას გაძლიერებაზე –
დავალება მისცა, მიზანი, და ანუგეშა,
დაარწმუნა, რომ ძალიან უყვარდა.
შედეგად, ელიამაც შეძლო მსახურების გაგრძელება.
ჩვენზე რაღას ვიტყვით?
იეჰოვამ ზუსტად იცის, რასთან გვიწევს ჭიდილი,
რას განვიცდით.
მისი სურვილია, რომ მარადიულად ვიცხოვროთ.
მან უდიდესი ფასი გადაიხადა ჩვენ გამოსასყიდად, თითოეულისთვის.
ასე რომ,
როგორ უნდა შევხედოთ ჩვენს განსაცდელებს?
ფილიპელების მე-2 თავი მოვძებნოთ.
აქ პავლეს იესოს მაგალითი მოჰყავს.
ის, თუ რა განწყობა ჰქონდა
და როგორ უმკლავდებოდა განსაცდელებს,
ჩვენც ბევრ რამეს გვასწავლის.
ესე იგი, ფილიპელების 2:5-დან დავიწყოთ კითხვა.
აქ ვკითხულობთ:
„ისეთივე აზროვნება გქონდეთ,
როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა.
თუმცა ის ღვთის მსგავსი იყო“,
„ღვთის მსგავსი“,
მე-7 მუხლიდან გავაგრძელოთ:
„ყველაფერზე უარი თქვა,
მონის სახე მიიღო
და ადამიანად მოგვევლინა“.
როცა დედამიწაზე ჩამოვიდა,
მთელ ძალაუფლებაზე უარი თქვა,
რაც ზეცაში ჰქონდა,
ყველაფერი დატოვა,
უმწეო ბავშვად მოევლინა
და დედამიწაზე იზრდებოდა.
მას შემდეგაც,
რაც ზრდასრული მამაკაცი გახდა,
წინანდელს მისი ეს მდგომარეობა
ოდნავაც ვერ შეედრებოდა.
მე-8 მუხლიც ვნახოთ:
„უფრო მეტიც“,
უბრალოდ ადამიანი კი არ გახდა,
ნახეთ, რა წერია:
„როცა ადამიანად მოგვევლინა,
თავი დაიმდაბლა
და მორჩილი იყო სიცოცხლის ბოლომდე,
წამების ძელზე სიკვდილამდე“.
ეს ნამდვილად არ იყო იესოსთვის ადვილი,
საკმაოდ რთული იყო.
ეს რომ კარგად დავინახოთ,
მოდი ლუკას 22-ე თავი მოვძებნოთ.
ვნახოთ 42-ე მუხლი,
საიდანაც კარგად ჩანს იესოს გრძნობები.
22:42
აქ ვკითხულობთ:
„მამა, თუ გსურს, ამარიდე ეს სასმისი,
თუმცა იყოს არა ჩემი ნება,
არამედ შენი“.
შესანიშნავი განწყობაა!
ლოცვის შემდეგ იესოს ანგელოზი მოევლინა ციდან
და გაამხნევა.
44-ე მუხლიც ვნახოთ:
„მძიმე განცდებში მყოფი
უფრო მხურვალედ ლოცულობდა.
მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცა
და მიწას ეპკურებოდა“.
წარმოგიდგენიათ,
როგორ იტანჯებოდა შინაგანად იესო?
45-ე მუხლიც წავიკითხოთ:
„ლოცვა რომ დაასრულა, მოწაფეებთან მივიდა“.
46-ე მუხლიდან ჩანს, რას ეუბნება მათ,
ესეც წავიკითხოთ:
„რატომ გძინავთ?
წამოდექით და ილოცეთ, რათა არ ცდუნდეთ“.
იეჰოვამ გააძლიერა ის.
უკან დახევას არ აპირებდა
და ისე გაძლიერდა, რომ სხვებსაც ამხნევებდა.
ფილიპელების მე-2 თავს დავუბრუნდეთ.
ვნახოთ, რა გააკეთა იეჰოვამ
და როგორ დაუფასა იესოს ეს განწყობა.
მე-9 მუხლი
აქ ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:
„ამიტომაც ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა
და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი“.
ხედავთ, როგორ გააძლიერა იეჰოვამ იესო,
რამხელა ძალაუფლება მისცა?
ის უკვდავია.
ისეთი ძალაუფლება უბოძა,
როგორიც მანამდე არ ჰქონია.
ის გაანადგურებს სატანას
და მთელ მის სისტემას.
დედამიწა სრულიად სხვაგვარი იქნება.
მილიარდებს აღადგენს მკვდრეთით
და მარადიულ სიცოცხლეს უბოძებს.
იესო ამას აღმატებული ძალით,
წმინდა სულით შეძლებს.
მაგრამ ჩვენზე რას ვიტყვით?
ჩვენგან რა მოლოდინები აქვს იეჰოვას?
ვნახოთ ფილიპელების 2:12 წავიკითხოთ,
2:12
აი, რას ელის იეჰოვა თითოეული ჩვენგანისგან,
მე-2 ნაწილი:
„კვლავაც იღვაწეთ ხსნისთვის შიშითა და კანკალით“.
ხსნისთვის ყველამ პირადად უნდა იზრუნოს.
მაგრამ ამ მუხლში ისიცაა ნათქვამი,
რომ ხსნისთვის „შიშითა და კანკალით“ უნდა ვიღვაწოთ.
რადგან სუსტები და არასრულყოფილები ვართ,
იეჰოვაზე მინდობა გვჭირდება.
იეჰოვას შეუძლია სურვილიც აღგვიძრას
და მოქმედების ძალაც მოგვცეს.
მოდი თითოეულმა იესოს ორ რამეში მივბაძოთ:
პირველი, მან შეასრულა იეჰოვას ნება
და მეორე, მხურვალედ ლოცულობდა.
რომ შევაჯამოთ,
ოთხი მხარე.
პირველი, იეჰოვა თავისი ნებისამებრ მოქმედებს ჩვენში,
მას უნდა, წარმატებული ვიყოთ.
მეორე, ის გვაძლევს წმინდა სულს,
სამყაროში ყველაზე ძლიერ ძალას.
მესამე, აღგვიძრავს სურვილს, შევასრულოთ მისი ნება.
და მეოთხე, ამისთვის ძალასაც გვაძლევს.
ასე რომ, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ
ფილიპელების 4:13-ში ჩაწერილი სიტყვები:
„ყველაფრის ძალა შემწევს
ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“.