JW subtitle extractor

დეივიდ სპლეინი: რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია (იაკ. 2:17)

Video Other languages Share text Share link Show times

დღეს იაკობის წიგნიდან
ერთ მუხლზე ვიმსჯელებთ.
მარტინ ლუთერი,
პროტესტანტიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი,
დიდად პატივს არ სცემდა იაკობის წერილს.
ის მას „ჩალის ეპისტოლეს“ უწოდებდა.
მისი აზრით, იქ ღირებული ბევრი არაფერი ეწერა.
მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა ესთერის,
ებრაელების, იუდას
და გამოცხადების წიგნის მიმართ.
იაკობს რომ დავუბრუნდეთ.
ლუთერს ყველაზე დიდი პრეტენზია
მის შემდეგ სიტყვებთან ჰქონდა,
რწმენა, საქმეების გარეშე მკვდარია.
სინამდვილეში ლუთერს არ ესმოდა,
რას გულისხმობდა იაკობი.
მისი აზრით, იაკობს მიაჩნდა,
რომ საქმეებით ხსნის მოპოვებაა შესაძლებელი.
ლუთერი კი იმას ამტკიცებდა,
რომ ხსნა მხოლოდ რწმენით მიიღწევა.
უბრალოდ წარმოიდგინეთ,
ლუთერი იმასაც კი ამტკიცებდა,
რომ იაკობის წიგნი საერთოდ არ იყო ქრისტიანის დაწერილი,
და რომ ეს წიგნი იუდეველმა დაწერა,
რომელსაც ქრისტიანობის არაფერი გაეგებოდა.
არადა ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო,
რომ ლუთერმა უბრალოდ სწორად ვერ გაიგო იაკობის სიტყვები.
რა იგულისხმა იაკობმა?
რწმენა ყველას გვჭირდება,
თუმცა მას ვერ ვხედავთ.
მაშინ საიდან გავიგოთ,
რომ კაცს რწმენა აქვს?
პასუხი ნათელია – საქმეებიდან.
სწორედ საქმეები ადასტურებს იმას,
რომ კაცს რწმენა აქვს.
ხოლო ხსნა ქრისტეს მსხვერპლისადმი რწმენითაა შესაძლებელი.
აქედან რას ვსწავლობთ?
თუ რომელიმე ბიბლიურ მუხლს
ან პუბლიკაციაში მოცემულ აზრს ვერ ვწვდებით,
ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს,
რომ ჩვენ არ გვესმის რაღაც, ვერ ვწვდებით.
და სწორედ ამიტომ იეჰოვას ვთხოვთ, დაგვეხმაროს,
გავიგოთ წაკითხული.
მარტინ ლუთერის მსგავსად
დღესაც ბევრი ევანგელისტი თვლის,
რომ რწმენა საქმეებზე უპირატესია.
მათ შეიძლება გვითხრან:
რატომ დადიხართ კარდაკარ?
გგონიათ, ასე ხსნას დაიმსახურებთ?
ვიცით, რომ ეს ასე არ არის.
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ,
რომ მხოლოდ იესოს დაღვრილ სისხლს
შეუძლია, ცოდვებისგან განგვწმინდოს.
ქადაგებისკენ კი იეჰოვას სიყვარული გვიბიძგებს
და, რა თქმა უნდა, ხალხის.
გვინდა, ბევრს გავაგებინოთ იეჰოვას შესახებ სიმართლე,
რადგან მასზე უამრავი სიცრუეა გავრცელებული.
ჩვენ ხომ მოწმეები ვართ,
ამიტომ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ.
ძალიან კარგი აზრი აღნიშნა
ყოველწლიურ შეხვედრაზე ძმა ჯეიკობ რამფმა.
გახსოვთ?
მან თქვა,
რომ იესოს იმდენად ეწვოდა გული ხალხის ტანჯვის დანახვაზე,
რომ ერთი წუთითაც კი არ უნდოდა,
გადაედო ხალხის განკურნება.
ამიტომაც არც შაბათს იკავებდა ის თავს
ხალხის დახმარებისგან.
არ ეუბნებოდა,
ხვალ მოდით აქა და აქო.
არა, ასე არ იყო.
იესო იქვე კურნავდა მათ.
არადა იცოდა, რომ
ფარისევლები პრობლემებს შეუქმნიდნენ.
ხალხის განკურნება შაბათ დღეს
ალბათ ხვდებით, რომ ძალიან
დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.
მოსეს კანონის თანახმად,
შაბათის დამრღვევი უნდა მომკვდარიყო.
სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ფარისევლები,
რომ იესოსთვის შაბათის დარღვევაში დაედოთ ბრალი.
ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია იესოსგან?
არ ვფიქრობთ,
არა უშავს, თუ ხალხს ჩვენ ვერ ვუქადაგებთ,
იეჰოვა მაინც მიხედავს მათ „დიდ გასაჭირში“.
ხალხი გასაჭირშია.
მათ ნუგეში ახლა სჭირდებათ.
იეჰოვას გაცნობა დღესვე სჭირდებათ.
მათ დღესვე სჭირდებათ ის,
რაც ცხოვრებას უკეთესობისკენ შეუცვლით
და მომავლის იმედს ჩაუსახავთ.
იესოზე რას ვიტყოდით?
არის დაინტერესებული იმით, რას ვაკეთებთ?
ევანგელისტებივით ხომ არ ფიქრობს,
რომ მხოლოდ რწმენა საკმარისია?
თავად მისი სიტყვები ვნახოთ.
მოდი რამდენიმე მუხლი წავიკითხოთ იმ წიგნიდან,
რომელიც მარტინ ლუთერს დიდად არ მოსწონდა.
გამოცხადების მე-2 თავი მოვძებნოთ.
პირადად იესოსგან მოვისმინოთ,
რამდენად მნიშვნელოვანია საქმეები.
ესე იგი, გამოცხადების მე-2 თავი.
დასაწყისისთვის მე-2 და მე-5 მუხლები ამოვიკითხოთ.
ის ამ სიტყვებს ეფესოს კრებას ეუბნება.
აქ ვკითხულობთ:
„ვიცი შენი საქმეები,
შენი შრომა [და] მოთმინება“.
ეს მე-2 მუხლი იყო,
მეხუთეც ვნახოთ:
„ამიტომ გაიხსენე, რა დაკარგე,
მოინანიე და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები“.
ორივე მუხლში ყურადღება საქმეებზე მახვილდება.
ვნახოთ, თიატირის კრებას რა უთხრა იესომ
და მე-19 მუხლი წავიკითხოთ.
ისმის ასეთი კითხვაც:
იმასაც ამჩნევს იესო,
რამდენად ვიხარჯებით მსახურებაში?
მე-19 მუხლი.
იესო თიატირის კრებას
ასეთ სიტყვებს ეუბნება:
„ვიცი შენი საქმეები,
შენი სიყვარული, რწმენა,
მსახურება, მოთმინება“,
და დააკვირდით,
„ის, რომ შენი უკანასკნელი საქმეები
პირვანდელზე უკეთესია“.
რა გამოდის?
იესო ამჩნევს ჩვენს საქმეებს.
ხედავს, როცა ცოტა მეტს ვქადაგებთ,
ვიდრე ვგეგმავდით.
ამჩნევს, რომ ქადაგების შესაძლებლობას
არსად არ ვუშვებთ ხელიდან,
მაგალითად, მაღაზიებში.
არც ის რჩება მხედველობიდან,
როცა მობინადრეს ვერგებით
და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგაც ვაკითხავთ განმეორებით.
იესო ხედავს ასეთ პატარ-პატარა
მსხვერპლზე რომ მივდივართ
და ძალიან აფასებს.
ის, რასაც დღეს იეჰოვას ხალხი აკეთებს,
მართლაც საოცარია.
მაგრამ სატანა სულ გვაკრიტიკებს.
მას ხომ ჩვენი ძმების „ბრალმდებელი“ ეწოდება.
ალბათ ჩვენზე ამბობს,
ეხლა ანგარიშების ჩაბარება რომ აღარ მოეთხოვებათ,
მინიმუმსაც დასჯერდებიან.
მარტო იმდენს იმსახურებენ,
რომ გრაფაში მონიშნონ, დიახ, ვიმსახურეო.
ჩვენი გულმოდგინე და-ძმები ამტკიცებენ,
თუ როგორი მატყუარაა სატანა.
შეიძლება საათებს აღარ ვაბარებთ,
მაგრამ ბევრი თავისი სიტუაციის გათვალისწინებით
გონივრულ მიზანს ისახავს.
რატომ ვახსენეთ სიტყვა გონივრული?
სიტუაციები განსხვავდება.
რასაც ახალგაზრდა დაისახავს მიზნად,
შეიძლება არაგონივრული აღმოჩნდეს
ხანდაზმულის შემთხვევაში.
თუმცა ასაკის მიუხედავად,
მაინც ბევრის გაკეთება შეუძლიათ.
ზოგი ყოველთვიურ მიზნებს ისახავს.
თვის დასაწყისში კალენდარს გადახედავენ ხოლმე,
რა გეგმები აქვთ უქმეებზე.
ვაა, ამ კვირას ჩემი დის ქორწილში ვარ წასასვლელი.
კარგი, მაგრამ წინ ხომ კიდევაა შაბათ-კვირები.
ჩვენ იეჰოვას სხვა სახითაც ვუმტკიცებთ სიყვარულს –
კომფორტის ზონიდან გამოვდივართ ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ ზოგი ჩვენი და-ძმისთვის
კომფორტის ზონიდან გამოსვლა იმას ნიშნავს,
რომ კარდაკარ იმსახუროს.
განსაკუთრებით კოვიდპანდემიის შემდეგ
გაუჭირდა ზოგს უბანზე მსახურება.
ისინი მესიჯებით და წერილებით ქადაგებას შეეჩვივნენ.
ამიტომ ისევ მიწერა
ან სტენდი ურჩევნიათ.
ორივე კარგია.
მაგრამ ფაქტია,
რომ სტენდთან ყველას ვერ შევხვდებით
და წერილსაც ყველას ვერ მივწერთ.
მიუკერძოებლობა გვმართებს.
ამიტომაც ღმერთს გაბედულებას ვთხოვთ
და კარდაკარ მივდივართ.
გვჯერა, რომ იესო ამას ამჩნევს,
აფასებს ჩვენს გულმოდგინებას და გაბედულებას.
ისინიც, ვინც ბეთელში მოხალისედ მსახურობენ,
სიყვარულის გამოვლენის კარგ მაგალითს გვაძლევენ.
თუ პიონერები არიან,
მესამე კვირას უკვე შესრულებული ექნებათ „ნორმა“.
მაგრამ თვის ბოლოს მსახურებისგან არ ისვენებენ,
რადგან ესმით,
რომ მათი დახმარება გვჭირდება
და ამიტომ თავს არ ზოგავენ.
ამას ძალიან ვაფასებთ.
იესომ რწმენა საქმეებს დაუკავშირა.
გავიხსენოთ, რა უთხრა მან თავის მოწაფეებს
სიკვდილის წინა ღამეს:
„ვისაც მე ვწამვარ“,
პრინციპში „მეფე ჯეიმზის თარგმანშიც“ ასეა ნათქვამი,
„ისიც იმავეს გააკეთებს,
რასაც მე ვაკეთებ“.
და რას აკეთებდა იესო?
ის უბრალოდ ქადაგებდა.