JW subtitle extractor

გეიჯ ფლიგლი: მოყვასი საკუთარი თავივით გვიყვარდეს (იაკ. 2:8)

Video Other languages Share text Share link Show times

დღეს სახელმწიფოების უმეტესობას კონსტიტუცია აქვს.
რა არის კონსტიტუცია?
ეს არის ძირითადი კანონი,
რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს საზოგადოებრივ
და პოლიტიკურ მოწყობას.
კონსტიტუცია თითოეული მოქალაქის
ფუნდამენტურ უფლებებსაც იცავს.
საინტერესოა,
ღვთის სამეფოს კონსტიტუციაზე რა შეიძლება ითქვას.
რას იტყოდით?
მისი ძირითადი აზრი რომ გადმოვცეთ,
ეს არის ღვთის და მოყვასის სიყვარული.
ერთ-ერთ მხარეზე იაკობის 2:8 საუბრობს.
მოდი მოვძებნოთ ეს მუხლი და ვნახოთ, რა წერია აქ:
„თუ აღმატებულ კანონს ისე ასრულებთ“,
სქოლიოს მიხედვით სამეფო კანონს,
„როგორც დაწერილია:
„მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“, კარგია“.
მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს.
რომელიმე სახელმწიფო კანონში სიტყვა სიყვარული გამოყენებულია?
შეიძლება, საერთოდ არა.
არადა იაკობი მოყვასის სიყვარულს სამეფო კანონს უწოდებს.
იეჰოვას და იესოს ნამდვილად აქვთ უფლება,
ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებით
დაადგინონ კანონები.
რატომ არის მოყვასის სიყვარული საუკეთესო კანონი?
იმიტომ, რომ ის მის ქვეშერვდომთა შორის
ერთობასა და მშვიდობას უწყობს ხელს.
პრინციპში, ღვთის სამეფოსგან ნაკლები მოლოდინი არც გვაქვს.
რეალურად, თუ ადამიანებს ერთმანეთი მეტად ეყვარებათ,
ცალკეული კანონები აღარ იქნება საჭირო
მოქალაქეების უფლებების დასაცავად.
იმიტომ, რომ ყველა სხვის დახმარებაზე იქნება ორიენტირებული.
როგორ ვლინდება მოყვასის სიყვარული?
საქმეში როგორ ჩანს ეს?
დავითის ცხოვრებიდან ერთი შემთხვევა განვიხილოთ.
ვნახოთ 2 სამუელის მე-17 თავი.
ამ დროს დავითი იერუსალიმიდან გაქცეულია.
თან ათასობით ერთგული მსახური ახლავს.
ის საკუთარ ვაჟს, აბესალომს, გაურბის,
რომელსაც მისი მოკვლა და ტახტის ხელში ჩაგდება უნდა.
დავითი ჩრდილოეთით მიდის,
კვეთს იორდანეს და მახანაიმში ჩადის.
ეს გამაგრებული ქალაქია,
სადაც დავითი თავის დაცვას შეძლებს.
მაგრამ რამდენად შეძლებდა მახანაიმის მოსახლეობა,
ეზრუნა ამ რაოდენობის ადამიანზე,
ამ გათანგულ და მშიერ-მწყურვალ ხალხზე?
ვინ შეძლებდა, რომ აუცილებლით მოემარაგებინა ისინი?
ვინ გამოიჩენდა მოყვასის მიმართ სიყვარულს?
ვნახოთ ამ კითხვაზე პასუხი.
27-ე მუხლიდან წავიკითხოთ:
„როგორც კი დავითი მახანაიმში ჩავიდა,
ნახაშის ვაჟმა შობიმ ამონელთა რაბიდან,
ამიელის ვაჟმა მაქირმა ლო-დებარიდან
და გალაადელმა ბარზილაიმ როგელიმიდან
მოიტანეს ქვეშაგები,
თასები, თიხის ჭურჭელი,
ხორბალი, ქერი, ფქვილი,
მოხალული მარცვლეული, ცერცვი, ოსპი,
მოხალული თესლი, თაფლი, კარაქი,
ცხვარი და ყველი
დავითისა და მასთან მყოფი ხალხისთვის,
რადგან ამბობდნენ, დაღლილი
და მშიერ-მწყურვალი იქნებაო უდაბნოდან მოსული ხალხი“.
იფიქრეს, რა სჭირდებოდათ და ჩაუტანეს.
ყოჩაღ ამათ!
აი, ზუსტად ამას ჰქვია მოყვასის სიყვარული.
ესე იგი, საიდან იყვნენ შობი, მაქირი და ბარზილაი?
რაბიდან, ლო-დებარიდან და როგელიმიდან
და მახანაიმში ჩავიდნენ.
არადა ისინი დაახლოებით 30 კმ-ის მოშორებით ცხოვრობდნენ.
მახანაიმში რომ ჩასულიყვნენ
და მოყვასისადმი სიყვარული გამოევლინათ,
მათ ძალიან ცუდი გზა უნდა გაევლოთ.
და რა ჩაიტანეს?
ის, რაც გამოადგებოდათ:
ქვეშაგები, თასები, თიხის ჭურჭელი,
ხორბალი, ქერი, ხორცი, ყველი.
ალბათ როგორ გაუხარდებოდათ
დავითს და მის ხალხს ამდენი რამის დანახვა.
მაგრამ როგორ ჩაიტანეს?
მათ არც სატვირთო მანქანები ჰყავდათ და არც მატარებლები.
ან ურმით წაიღებდნენ,
ან ვირებს აჰკიდებდნენ ზურგზე.
არადა გაგანია სამოქალაქო ომი იყო და
აბესალომს ყველგან ჰყავდა ჯაშუშები გაგზავნილი.
ამხელა ბარგით მახანაიმში შეუმჩნევლად ვერ ჩავიდოდნენ.
გამოდის, რომ ბარზილაის,
შობის და მაქირს სიყვარულის გამოსავლენად
დიდი გაბედულება სჭირდებოდათ.
შეიძლება ეფიქრათ, რომ შორი გზა იყო გასავლელი,
მაგრამ არა!
მათ უკან არ დაიხიეს, სიყვარული რომ გამოევლინათ
დავითის და მისი ხალხის მიმართ.
მარტივი გზა არ აურჩევიათ.
რატომ?
დავითის გულის მოგება ხომ არ უნდოდათ?
აშკარად არა!
როგორც გვახსოვს,
როცა დავითმა ბარზილაი სამეფო კარზე მიიწვია,
ის არ დასთანხმდა.
აშკარაა, ამ ერთგული მამაკაცების აღმძვრელი ძალა
იეჰოვას სული და
დავითისა და მისი ხალხის მიმართ ინტერესი იყო.
შესაძლოა, მათზე გავლენა დავითის მაგალითმაც მოახდინა.
როგორი იყო დავითი?
როგორ ადამიანად იცნობდნენ მას?
ძუნწი კაცის სახელი ჰქონდა
თუ ხელგაშლილი კაცის?
პასუხი ვიცით.
მაქირმა კარგად იცოდა,
თუ რამხელა სიკეთე გაუკეთა დავითმა მეფიბოშეთს.
რატომ ვამბობთ ამას?
მეფიბოშეთი ლო-დებარში, მაქირის სახლში, ცხოვრობდა,
სანამ დავითი თავისთან მოიხმობდა
და იერუსალიმში გადაიყვანდა, რომ იქ ეზრუნა მასზე.
აქვე შეგვიძლია, კიდევ ერთი შემთხვევა გავიხსენოთ.
ეს მაშინ ხდება, როდესაც დავითმა
შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადაატანინა.
ისევ მე-2 სამუელი,
ამჯერად 6:18, 19 მუხლები მოვძებნოთ.
„დაასრულა დავითმა დასაწვავი მსხვერპლისა
და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვა
და დალოცა ხალხი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, სახელით.
ჩამოურიგა მთელ ხალხს,
მთელ ისრაელს, კაცსაც და ქალსაც, თითო რგოლისებური პური
და ფინიკისა და ქიშმიშის თითო-თითო კვერი,
რის შემდეგაც ყველანი
თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ“.
წარმოგიდგენიათ, რამდენი პური
და ქიშმიშის კვერი უნდა დაერიგებინა,
რომ მთელ ხალხს, მთელ ისრაელს შეხვედროდა?
შეიძლება უბრალო რამ იყო,
მაგრამ დავითმა განურჩევლად ყველას ჩამოურიგა.
საკვლევ ცნობარში ამასთან დაკავშირებით
ასეთი რამ წერია:
„ძველ დროში ზოგიერთი ქიშმიშის კვერი
შესაძლოა ქიშმიშისა და ფქვილისგან მზადდებოდა“.
ალბათ ისეთი გემო ექნებოდა, ქიშმიშიან პურს რომ აქვს.
მაგრამ ფაქტია,
მდიდარმაც და ღარიბმაც,
ყველამ განურჩევლად მიიღო დავითის ეს საჩუქარი.
შეიძლება იქ იმ დროს შობი,
მაქირი და ბარზილაიც ყოფილიყვნენ.
ნეტავ, ამან ხომ არ მოახდინა მათზე დიდი შთაბეჭდილება?
ეს ხომ არ გახდა მოგვიანებით მათი აღმძვრელი?
ზუსტად არ ვიცით,
მაგრამ ის კი ვიცით, რომ დავითს იეჰოვა ხედავდა
და აფასებდა მის მიერ გამოვლენილ სიყვარულს.
ჩვენს დროს რომ დავუკავშიროთ.
იოანეს პირველი წერილი მოვძებნოთ.
ვნახოთ მე-3 თავი
და მე-17 და მე-18 მუხლები ამოვიკითხოთ.
აქ მოციქული ღვთის შთაგონებით ამბობს:
„ვისაც საშუალება აქვს
და ხედავს გაჭირვებაში მყოფ ძმას,
მაგრამ მისი გასაჭირი გულთან ახლოს არ მიაქვს,
როგორღა იტყვის, ღმერთი მიყვარსო?!
შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით,
არამედ საქმით, გულწრფელად“.
სწორედ ასეთ სიყვარულს ვხედავთ იეჰოვას ხალხში.
აქ მოციქული იოანე
მოყვასის სიყვარულს ღვთის სიყვარულს უკავშირებს.
როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს,
თუ და-ძმები გვიყვარს,
ასე იეჰოვას მიმართაც ვავლენთ სიყვარულს.
თუ გვიყვარს არა სიტყვით, არამედ საქმით,
იეჰოვა ჩვენზეც ისე იზრუნებს, როგორც დავითზე იზრუნა.
სავარაუდოდ 41-ე ფსალმუნი დავითმა
იმ დროს დაწერა,
როცა თავის ვაჟს აბესალომს გაურბოდა.
პირველ მუხლში ის ამბობს,
რომ: „ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს;
იეჰოვა იხსნის მას უბედურების ჟამს“.
გვანუგეშებს ეს სიტყვები.
იეჰოვას ორგანიზაცია,
იეჰოვას ხალხი, როგორ ხელმძღვანელობს სამეფო კანონით,
რომ უყვარდეს მოყვასი?
მაგალითად, ბოლო 15 თვეში
სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი სტიქია მოხდა
და ხალხი დაზარალდა.
ჩვენმა ორგანიზაციამ 2023 წლის იანვრიდან მოყოლებული,
დაზარალებულთა დასახმარებლად,
11 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი გამოყო.
ერთ ქვეყანაში, სადაც საშინელი გვალვა იყო,
ჩვენი 13 500 და-ძმის დასახმარებლად
და საკვების შესაძენად
ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო.
ყველა მაუწყებელმა მიიღო ოთხი თვის მარაგი:
25 კილო სიმინდი,
3 კილო ლობიო,
1 კილო გამომშრალი თევზი
და 2 ლიტრი ზეთი.
იეჰოვას ხალხს მოყვასი საკუთარი თავივით უყვარს
და თავის ზეციერ მამას ჰბაძავს.
რა დავინახეთ?
ჩვენ ვემორჩილებით ღვთის სამეფოს კონსტიტუციას
და და-ძმების მიმართ სიყვარულს ვავლენთ.
ზოგჯერ სხვების დასახმარებლად კომფორტს ვთმობთ.
ჩვენ გვჯერა, რომ უბედურების ჟამს
იეჰოვა არც ჩვენ დაგვტოვებს მარტო
და ძალას შეგვმატებს,
კვლავაც გამოვავლინოთ სიყვარული.