JW subtitle extractor

ჰაროლდ კორკერნი: იეჰოვა სიბრძნეს გვაძლევს (ფსალმ. 19:7)

Video Other languages Share text Share link Show times

დღეს სიბრძნეზე ვისაუბროთ.
ეს არის ცოდნის
და გონიერების პრაქტიკულად გამოყენების უნარი
გადაწყვეტილებების მისაღებად,
პრობლემების გადასაჭრელად,
საფრთხის ასარიდებლად
და საჭიროების შემთხვევაში
პრაქტიკული რჩევის მისაცემად.
ცხადია, საკუთარ გონებას
და სიბრძნეს ვერ დავეყრდნობით.
ნამდვილი სიბრძნის წყარო მხოლოდ იეჰოვაა.
მას უნდა მივენდოთ.
რატომ?
მე-19 ფსალმუნის მე-7 მუხლში,
ამასთან დაკავშირებით ვკითხულობთ:
„იეჰოვას რჩევა სანდოა,
დააბრძენებს გამოუცდელს“.
რატომ შეგვიძლია ვენდოთ სიბრძნეს,
რომელიც იეჰოვასგან მომდინარეობს
და რომელსაც ის თავისი სიტყვის,
წმინდა სულის
და ხელმძღვანელი
საბჭოს მეშვეობით გვიმჟღავნებს?
რა გვაძლევს ნდობის საფუძველს?
იესოს მიერ ნათქვამი ერთი მარტივი ჭეშმარიტება,
რომელიც მათეს 11:19-ში წერია.
გახსოვთ?
„სიბრძნე საქმეებით მტკიცდება“.
ღვთისგან მომდინარე სიბრძნე
ნებისმიერ შემთხვევაში გვეხმარება,
რომ ჩვენი ცხოვრება
უკეთესობისკენ შევცვალოთ.
სწორი გადაწყვეტილებების მიღებას
ყოველთვის ვცდილობთ.
თუმცა არასრულყოფილების გამო
ხშირად არ გამოგვდის.
შეზღუდულები ვართ.
მოდი რამდენიმე მხარეზე ვიმსჯელოთ,
როცა რაღაც ბრძნული და გონივრული
შეიძლება მოგვეჩვენოს,
თუმცა სინამდვილეში ღვთიურ
სიბრძნეზე საერთოდ არ იყოს დაფუძნებული.
პირველი მაგალითი.
შეიძლება ვინმე მთელი გულით
და კარგი მოტივებით
ცდილობდეს სხვის დახმარებას,
მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ
მისი რჩევა ბრძნული იქნება?
ამ კითხვაზე პასუხს
მათეს მე-16 თავში
მოყვანილი შემთხვევა გაგვცემს.
აქ იესო
მოწაფეებს უხსნის,
რომ დიდი ტანჯვის ატანა მოუწევს,
ბოლოს მოკლავენ კიდეც.
საინტერესოა, პეტრეს რეაქცია
ამის მოსმენაზე.
22-ე მუხლში ვკითხულობთ,
რომ პეტრე მის გადარწმუნებას შეეცადა:
„შეიწყალე თავი, უფალო!
ნუ დამართებ თავს ამას!“.
კარგი მოტივები ჰქონდა?
კი.
უნდოდა დახმარებოდა?
კი.
იყო მისი რჩევა ბრძნული?
არა.
თუ რატომ, ამას 23-ე მუხლში
ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან ვიგებთ:
„დაბრკოლება ხარ ჩემთვის,
რადგან ღვთიურზე კი არა,
ადამიანურზე ფიქრობ!“
მძაფრი რეაქციაა.
მიზეზი ის იყო, რომ
ის დედამიწაზე იეჰოვას ნების
შესასრულებლად მოვიდა,
რაც მის სიკვდილსაც მოიაზრებდა.
ამიტომ, არ უნდოდა რაიმე მაინც
გამხდარიყო ხელის შემშლელი,
რომ თავისი დავალება
პირნათლად შეესრულებინა.
პეტრეს კარგი მოტივი კი ჰქონდა,
მაგრამ ღვთიური სიბრძნე არა.
მეორე მაგალითი.
წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც დიდ
განსაცდელშია და ძალიან იტანჯება.
მას ის სჭირდება,
რაც ცოტათი მაინც მოჰგვრის შვებას.
ამ დროს კი ვიღაც ერთი შეხედვით
პრაქტიკულ რჩევას სთავაზობს.
მაგრამ არის ბრძნული?
მოდი ეხლა 1 სამუელის 26-ე თავი მოვძებნოთ.
აქ ასეთი სიტუაციაა მოთხრობილი:
დავითი მისი მოკვლის სურვილით
შეპყრობილ საულს გაურბის,
ის განსაცდელშია,
მას დიდი საფრთხე ემუქრება,
მაგრამ უდაბნოში დავითი იგებს,
სად არის დაბანაკებული საული.
ღამით ის და აბიშაი მათ ბანაკში ჩადიან
და ხედავენ, რომ ყველას სძინავს,
მათ შორის საულსაც.
1 სამუელის 26:8-ში აბიშაის
სიტყვებს ვკითხულობთ:
„აბიშაიმ დავითს უთხრა:
„ხელში ჩაგიგდო დღეს ღმერთმა შენი მტერი.
გთხოვ, მიმიშვი, რომ შუბის ერთი
დარტყმით დავაკლა მიწას ისე,
რომ მეორედ დარტყმა აღარ დამჭირდეს!“.
რის თქმა უნდოდა აბიშაის?
იეჰოვამ საჩუქარი გაგიკეთა,
შენს ხელთაა, მოკალი
და ერთხელ და სამუდამოდ შვებით ამოისუნთქე.
მეც შენთან ვარ.
რა თქვა დავითმა?
მოეწონა აბიშაის რჩევა?
ნამდვილად არა.
მან თქვა: „ვის აღუმართავს ხელი იეჰოვას ცხებულზე
და უდანაშაულო დარჩენილა?!“.
მე-10 მუხლში ამბობს:
„თავად იეჰოვა დაღუპავს მას“.
აქვე მე-11 მუხლიც,
ძალიან კარგად ჩანს დავითის დამოკიდებულება:
„იეჰოვამ დამიფაროს, რომ რამე
დავუშავო იეჰოვას ცხებულს!”.
დავითი სიტუაციას იეჰოვას თვალით აფასებდა.
მას ნამდვილად არ უნდოდა იეჰოვას განაწყენება
და ისეთი რჩევის გამოყენება,
რომელიც მის პრობლემას
დროებით მოაგვარებდა.
მსგავსად,
არც სხვას უნდა მივცეთ
და არც ჩვენ უნდა მივიღოთ
არაბიბლიური რჩევა,
მხოლოდ იმიტომ,
რომ განსაცდელს წერტილი დაესვას.
კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ.
ჩვენზე იმან შეიძლება მოახდინოს გავლენა:
პირველი, ვინ გვეუბნება სათქმელს
და როგორ გვეუბნება.
შეიძლება ისე მოხდეს,
რომ ამით განვსაზღვროთ,
ბრძნულია თუ არა რჩევა.
ვნახოთ, რატომ შეიძლება მოხდეს ასე.
ეკლესიასტეს წიგნი მოვძებნოთ,
მე-9 თავზე გადავშალოთ.
გახსოვთ, ჩვენ ახლა იმაზე ვმსჯელობთ,
რატომ არ უნდა მოახდინოს გავლენა ჩვენზე,
პირველი, ვინ გვეუბნება სათქმელს
და როგორ გვეუბნება.
მე-16 მუხლი:
„სიბრძნე ძლევამოსილებას სჯობია;
თუმცა ღარიბის სიბრძნეს არაფრად აგდებენ
და მის სიტყვებს ყურს არ უგდებენ“.
მე-17 მუხლი:
„ჯობია, ბრძენის მშვიდი სიტყვა იღო ყურად,
ვიდრე იმის ყვირილს უსმინო,
ვინც სულელებზე ბატონობს“.
რა იგულისხმება ამ მუხლებში?
თუ ვინმე დამაჯერებლად მსჯელობს,
თან ავტორიტეტიც აქვს და სტატუსიც,
ხალხმა შეიძლება ავტომატურად დაასკვნას,
რომ ის გონივრულ რაღაცას ამბობს.
მაშინაც, თუ სინამდვილეში ასე არაა.
ასეც ხდება.
მეორე მხრივ,
თუ ისეთი ვინმე ამბობს რამეს,
ვინც წყნარი,
ნაკლებად მჭევრმეტყველი და ავტორიტეტულია.
შეიძლება, ვინმემ დაასკვნას,
რომ გონივრულს ვერაფერს იტყვის.
მსგავს პრობლემას თავის დროზე
მოციქული პავლეც წააწყდა.
ტიმოთესთვის მიწერილი
1-ელი წერილი მოვძებნოთ.
აქ პავლე მათზე საუბრობს,
ვინც რწმენას განუდგა
და ისეთ რაღაცეებს ასწავლიდა,
რაც არასწორი იყო.
მე-7 მუხლი მოვძებნოთ.
ვნახოთ, რა წერია ცრუ მასწავლებლებზე:
„უნდათ კანონის მასწავლებლები იყვნენ,
მაგრამ არც ის გაეგებათ, რასაც ამბობენ,
და არც ის, რასაც დაჟინებით ამტკიცებენ“.
გარეგნულად ავტორიტეტულები ჩანდნენ.
დამაჯერებლად, ენთუზიაზმით საუბრობდნენ,
მაგრამ ცდებოდნენ.
პავლეს სიტყვებთან დაკავშირებით
„საკვლევ ცნობარში“
საინტერესო აზრია გამოთქმული.
მოდი წავიკითხავ:
„პავლემ იცოდა, რაოდენ დიდ
შთაბეჭდილებას ახდენს
ადამიანზე თავის დაჭერის მანერა,
ნიჭი, ძლიერი ხასიათი
და მჭევრმეტყველება,
და რომ ძლევამოსილთა ნათქვამს
უფრო ისმენენ,
ვიდრე გაჭირვებული ბრძენის
წყნარად ნათქვამ სიტყვებს“.
საინტერესო აზრია.
რა ჩანს აქედან?
ზოგი შეიძლება მოხიბლოს დამაჯერებელმა
და ავტორიტეტულად ნათქვამმა
ხმამაღალმა სიტყვებმა.
მაგრამ გვახსოვდეს,
დამაჯერებლობა
და მჭექარე ხმა,
ვერცერთ შემთხვევაში
სუსტ არგუმენტს ვერ გადაწონის.
ამიტომ არ გვინდა ჩვენზე
გავლენა მოახდინოს იმან,
ვინ ამბობს
და როგორ ამბობს სათქმელს.
ჩანს ნათქვამში ღვთიური სიბრძნე?
ესაა მთავარი.
ღვთიური სიბრძნე რომ მივიღოთ,
ორ თვისებას უნდა ვავლენდეთ.
მოხსენების ბოლოს ამასაც შევეხოთ.
ეს ორი თვისება კი
თავმდაბლობა და მოკრძალებაა.
თავმდაბალს ახსოვს,
რომ ზოგჯერ სხვებს მასზე
უკეთესი იდეები აქვთ.
მოკრძალებულ ადამიანს კი კარგად ესმის
საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი.
იგავების წიგნიდან ვიგებთ,
რატომ არის კარგი თავმდაბლობის
და მოკრძალების გამოვლენა.
იგავების მე-18 თავი მოვძებნოთ
და წავიკითხოთ მე-17 მუხლი.
აქ წერია:
„სასამართლოში პირველი
გამომსვლელი მართალი ჩანს,
სანამ მეორე არ მოვა და თავისას არ იტყვის“.
მაგალითად, ძმების შეხვედრაზე,
რომელიმე ძმა შეიძლება ფიქრობდეს,
რომ შესანიშნავი აზრი აქვს.
მაგრამ როცა ამ შეხვედრაზე სხვა
ძმები კითხვებს დაუსვამენ,
შეიძლება მიხვდეს,
რომ მისი იდეა არც ისეთი კარგია.
ძმები რას გააკეთებენ?
ისინი შეეცდებიან საკითხი
ობიექტურად განიხილონ
და თავიანთი მსჯელობა ბიბლიაზე დააფუძნონ.
დღევანდელი განხილვიდან გავიგეთ,
რომ ღვთიური სიბრძნე ფასდაუდებელია
და გვინდა ჩვენც მივიღოთ ის.
ამიტომ ვიფრთხილოთ, რომ ადამიანური
სიბრძნე არ მივიჩნიოთ ღვთიურ სიბრძნედ.