00:00:01
როგორც დღევანდელი დღის მუხლიდან და მოცემული კომენტარიდან ჩანს,00:00:05
00:00:05
დიდ გასაჭირში ჩვენი გადარჩენა შესაძლოა იმაზე იყოს დამოკიდებული,00:00:10
00:00:10
ვიქნებით თუ არა მცირედში მორჩილები 00:00:13
00:00:13
და მივყვებით თუ არა ნებისმიერ მითითებას.00:00:16
00:00:17
მსგავსი აზრები წლების მანძილზე ჟღერდებოდა „საგუშაგო კოშკში“.00:00:22
00:00:22
მოდი ვნახოთ.00:00:23
00:00:23
აი, რა ეწერა 2007 წლის „საგუშაგოში“:00:00:27
00:00:27
„სრულიად დასაშვებია, რომ დიდი გასაჭირის მოახლოებასთან ერთად 00:00:32
00:00:32
კონკრეტული მითითებები მივიღოთ.00:00:35
00:00:35
ამ განსაცდელებით სავსე დღეების გადატანა 00:00:39
00:00:39
იეჰოვას სხვა ერთგულ მსახურებთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული“.00:00:44
00:00:46
2012 წლის აპრილის „საგუშაგო კოშკი“:00:00:50
00:00:50
„დიდი გასაჭირის დროს ქრისტიანები უნდა მიჰყვნენ იმ მითითებებს,00:00:54
00:00:54
რომლებიც ღვთის სიტყვაშია მოცემული00:00:57
00:00:57
და რომლებსაც მისი ორგანიზაცია გვაძლევს.00:01:01
00:01:01
ჩვენი ხსნა მორჩილებაზეა დამოკიდებული.00:01:05
00:01:06
2022 წლის „საგუშაგო“,00:01:09
00:01:09
აქ წერია:00:01:10
00:01:10
„ზოგჯერ შეიძლება „მონისგან“ მიღებული მითითებები 00:01:13
00:01:13
ბოლომდე არ გვესმოდეს.00:01:15
00:01:15
მაგალითად, რატომ უნდა მივიღოთ გარკვეული ზომები 00:01:19
00:01:19
სტიქიური უბედურებისთვის მოსამზადებლად,00:01:22
00:01:22
თუ ჩვენს ტერიტორიაზე სტიქიის ალბათობა მცირეა“.00:01:25
00:01:26
2023 წლის ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“:00:01:30
00:01:31
„ხომ არ გაგიჭირდათ პანდემიის დასაწყისში ხელმძღვანელობის მიყოლა? 00:01:35
00:01:35
მაგალითად, როცა ძმებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში 00:01:39
00:01:39
აღარ შევკრებილიყავით დარბაზებში 00:01:41
00:01:41
და აღარ გვემსახურა კარდაკარ.00:01:43
00:01:43
და მაინც, თქვენ მიჰყევით ხელმძღვანელობას 00:01:46
00:01:46
და ასეთი სახით ერთობასაც შეუწყვეთ ხელი 00:01:49
00:01:49
და იეჰოვასაც გაუხარეთ გული.00:01:51
00:01:51
ახლა თითოეული ჩვენგანი 00:01:53
00:01:53
უფრო მეტად ვართ მზად, რომ დავემორჩილოთ იმ მითითებებს, 00:01:57
00:01:57
რომელთაც „დიდი გასაჭირის“ დროს მივიღებთ“.00:02:01
00:02:01
და ბოლოს, 2024 წლის თებერვლის „საგუშაგო“:00:02:06
00:02:07
„ხანდახან შეიძლება გაგვიჭირდეს ღვთის ხელმძღვანელობის მიყოლა, 00:02:11
00:02:11
განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, 00:02:14
00:02:14
როცა მითითებებს არასრულყოფილი ადამიანების მეშვეობით ვიღებთ.00:02:18
00:02:18
მაგალითად, შეიძლება რჩევა არ დაემთხვას ჩვენს შეხედულებებს00:02:23
00:02:23
ან ვიფიქროთ, რომ მიღებული მითითება საღ აზრსაა მოკლებული 00:02:28
00:02:28
და შეუძლებელია იეჰოვასგან მომდინარეობდეს“.00:02:33
00:02:33
როგორც დავინახეთ, წლების განმავლობაში არაერთხელ გაესვა ხაზი,00:02:38
00:02:38
რომ მორჩილები უნდა ვიყოთ.00:02:40
00:02:41
როგორც დღევანდელი მუხლის კომენტარში იყო აღნიშნული 00:02:44
00:02:44
ასე მაშინაც უნდა მოვიქცეთ, თუ მიღებული მითითებები 00:02:48
00:02:48
არაპრაქტიკული, არალოგიკური
და უცნაური გვეჩვენება.00:02:52
00:02:53
რატომ?00:02:54
00:02:54
ძველ დროში გადავინაცვლოთ და გავიხსენოთ ის პერიოდი,00:02:58
00:02:58
როცა იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა.00:03:02
00:03:03
ხომ არ გახსენდებათ რომელიმე მითითება, 00:03:06
00:03:06
რომელიც იმ დროს
უცნაური, არაპრაქტიკული და არალოგიკურიც კი ჩანდა?00:03:12
00:03:13
რა მოხდა თავიდან?00:03:14
00:03:14
იეჰოვამ მოსეს და აარონს დაავალა,00:03:17
00:03:17
რომ ფარაონისთვის ისრაელის გაშვება ეთხოვათ.00:03:21
00:03:21
და შედეგი რა იყო?00:03:23
00:03:24
ფარაონმა ბრძანა, რომ ისრაელებს ნამჯა00:03:26
00:03:26
თავად უნდა შეეგროვებინათ აგურების საკეთებლად,00:03:29
00:03:29
თანაც უწინდელი რაოდენობის.00:03:32
00:03:32
ანუ სიტუაცია კი არ გამოსწორდა, უფრო გაუარესდა.00:03:37
00:03:37
შემდეგ პირველი სასჯელი: ნილოსი სისხლად გადაიქცა.00:03:43
00:03:44
თუმცა იმავეს გაკეთება, 00:03:47
00:03:47
ფარაონის გრძნეულმა ქურუმებმაც შეძლეს 00:03:50
00:03:50
და მათაც გადააქციეს წყალი სისხლად.00:03:53
00:03:54
ამიტომ ფარაონი გაჯიუტდა.00:03:56
00:03:57
შემდეგი სასჯელი: ბაყაყები.00:04:01
00:04:01
ფარაონის გრძნეულმა ქურუმებმა ამჯერადაც შეძლეს იმავეს გაკეთება.00:04:07
00:04:07
ამ მომენტში მოსეს და აარონს შეიძლება ეფიქრათ: „იეჰოვა, მგონი ეს არ ამართლებს, არაა ეფექტური“.00:04:18
00:04:18
მაგრამ სასჯელები ამით არ დამთავრებულა.00:04:23
00:04:23
მათი გამეორება ეგვიპტელმა გრძნეულმა ქურუმებმა უკვე ვეღარ შეძლეს.00:04:28
00:04:28
მეტიც, აღიარეს, რომ ამაში ღვთის ხელი ერია.00:04:32
00:04:34
მეათე სასჯელამდე ისრაელებმა მითითება მიიღეს,00:04:38
00:04:38
რომ ერთი წლის ცხვარი დაეკლათ,00:04:40
00:04:40
ცეცხლზე შეეწვათ, არ მოეხარშათ, ძვლები არ გადაეტეხათ, 00:04:45
00:04:45
დილამდე არ შეენახათ, მორჩენილი ცეცხლში დაეწვათ00:04:50
00:04:50
და ჭამის დროს წელზე სარტყელი უნდა შემოერტყათ,00:04:53
00:04:53
ფეხზე სანდლები ჩაეცვათ და ხელში ჯოხი სჭეროდათ,00:04:57
00:04:57
თანაც ჩქარა ეჭამათ.00:04:59
00:05:00
ბევრი მითითება იყო. 00:05:02
00:05:02
ესმოდათ ისრაელებს, რატომ მიეცათ ეს მითითებები?00:05:05
00:05:06
ხომ არ ფიქრობდნენ: „ნეტავ რატომ არ უნდა გადავუტეხოთ ცხვარს ძვლები?“.00:05:11
00:05:12
იეჰოვას ახსნა არ მოუყოლებია.00:05:14
00:05:14
სინამდვილეში ეს მითითება წინასწარმეტყველური სახის იყო 00:05:18
00:05:18
და სანამ ეს წინასწარმეტყველება შესრულდებოდა, 15 საუკუნეზე მეტი უნდა გასულიყო.00:05:25
00:05:26
ისე, ხომ შეიძლება, რომ ვინმეს ეფიქრა:00:05:31
00:05:31
„მოსე, შენთან ბოდიში, 00:05:33
00:05:33
მაგრამ ეგ პირადი საქმე ხომ არ არის,00:05:36
00:05:36
საჭმელს როგორ მოვამზადებთ?00:05:39
00:05:39
მე მოხარშული მირჩევნია,
თუნდაც ქვაბში ჩადებისას ძვლები გადაუტყდეს.00:05:44
00:05:45
როცა სწრაფად ვჭამ, ცოტა არ იყოს, მონელება მიჭირს“.00:05:49
00:05:50
ზოგმა შეიძლება წუწუნიც კი დაიწყო,00:05:53
00:05:53
მაგრამ როგორ მოიქცნენ?00:05:55
00:05:55
მითითებებს მაინც დაემორჩილნენ.00:05:58
00:05:58
გამოსვლის 12:28-ში ნათქვამია:00:06:01
00:06:01
„წავიდნენ ისრაელები და ზუსტად ისე გააკეთეს, 00:06:04
00:06:04
როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსესა და აარონისთვის; 00:06:07
00:06:07
ზუსტად ისე გააკეთეს“.00:06:10
00:06:12
მეათე სასჯელის შემდეგ იეჰოვამ ისრაელებს
კიდევ ერთი უცნაური მითითება მისცა.00:06:18
00:06:18
და რა იყო ეს მითითება?00:06:20
00:06:21
„წადით ეგვიპტელებთან და ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები 00:06:25
00:06:25
და ტანსაცმელი სთხოვეთ“.00:06:27
00:06:27
საინტერესოა, ამ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდნენ ისრაელები?00:06:32
00:06:33
ხომ არ იტყოდნენ: „მოსე, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა?00:06:38
00:06:38
ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს – ყველამ პირმშო დაკარგა,00:06:43
00:06:43
როგორ მივიდეთ და როგორ ვუთხრათ,00:06:47
00:06:47
გთხოვთ, ოქრო-ვერცხლი და თქვენი ტანსაცმელი მოგვეცითო.00:06:51
00:06:51
ამის თხოვნა უხერხული არ არის?!“.00:06:54
00:06:54
სინამდვილეში როგორ იყო?00:06:57
00:06:57
ეს იყო მრავალწლიანი იძულებითი მონობის საფასური, 00:07:02
00:07:02
რომლის გადახდაც ეგვიპტელებს ისრაელებისთვის მართებდათ.00:07:06
00:07:06
ისინი ეგვიპტეში ხომ სტუმრად ჩავიდნენ? 00:07:09
00:07:09
ამ ხალხის მონობა ნამდვილად არ მართებდათ.00:07:12
00:07:12
ისრაელი ძალით დაიმონეს.00:07:15
00:07:16
მოდი ისევ მიღებულ მითითებას დავუბრუნდეთ.00:07:19
00:07:19
ისინი მასაც დაემორჩილნენ და როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, 00:07:24
00:07:24
იეჰოვამაც კეთილგანწყობა მოაპოვებინა ეგვიპტელთა თვალში –00:07:28
00:07:28
მათ ყველაფერი მისცეს 00:07:30
00:07:30
და სწორედ ამის წყალობით შეძლეს წლების შემდეგ კარვის აგება.00:07:35
00:07:36
ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა, 00:07:40
00:07:40
რომ ისრაელები მოებრუნებინა და წითელ ზღვასთან დაბანაკებულიყვნენ.00:07:45
00:07:46
რეალურად რას ნიშნავდა ეს?00:07:48
00:07:49
მათ უკან ფარაონი იყო თავისი საომარი ეტლებით, 00:07:53
00:07:53
წინ კი წითელი ზღვა და გზა არსად ჩანდა.00:07:57
00:07:57
ეს მითითება სწორი იყო?00:08:00
00:08:01
თუ პირიქით, არალოგიკური და სახიფათო?00:08:06
00:08:07
ჩვენი მხრივ, რისი სწავლა შეგვიძლია?00:08:10
00:08:10
როგორ მოვიქცევით, თუ ორგანიზაციისგან ისეთ მითითებას მივიღებთ, 00:08:14
00:08:14
რომელიც არაეფექტური ჩანს?00:08:17
00:08:17
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მითითება კიდევ უფრო გაგვირთულებს ცხოვრებას,00:08:21
00:08:21
როგორც ისრაელებს მოუწიათ აგურებისთვის ნამჯის მოგროვება.00:08:26
00:08:26
იმ შემთხვევაზე რაღას ვიტყვით, თუ ისე გვეჩვენება,00:08:30
00:08:30
თითქოს ესა თუ ის მითითება პირად არჩევანს გვიზღუდავს,00:08:34
00:08:34
მაგალითად ისეთ საკითხებში, როგორებიცაა, რა მოვამზადოთ,
როგორ მოვამზადოთ ან რა ვჭამოთ?00:08:42
00:08:43
როგორ მოიქცევით მაშინ, თუკი ბოლომდე არ გვესმის, 00:08:47
00:08:47
რატომ, რისთვის მოგვცეს ესა თუ ის მითითება,00:08:51
00:08:51
თუნდაც ასე იყოს კვირების, თვეების, წლების მანძილზე.00:08:56
00:08:57
ან კიდევ, რას გავაკეთებთ, თუ ორგანიზაციისგან მიღებული მითითებები 00:09:02
00:09:02
არც ისე უსაფრთხო გვეჩვენება,00:09:05
00:09:05
როგორც ეს ისრაელების შემთხვევაში წითელ ზღვასთან მოხდა?00:09:09
00:09:09
რა გაგვიადვილებს მორჩილებას?00:09:12
00:09:12
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს:00:09:14
00:09:14
თითოეული სასჯელი ეგვიპტელებს იეჰოვამ დაატეხა თავს, 00:09:18
00:09:18
მაგრამ ეს მოსეს და აარონის ხელით ხდებოდა.00:09:21
00:09:21
ეს დღესაც ასეა.00:09:23
00:09:23
ჩვენ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ
და ყველაფერი დღითი დღე უფრო რთულდება.00:09:29
00:09:29
თუმცა იეჰოვა ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით 00:09:33
00:09:33
ხელმძღვანელობის გარეშე არ გვტოვებს –00:09:35
00:09:35
ბრძნულ მითითებებს გვაძლევს.00:09:37
00:09:37
რას ვსწავლობთ?00:09:39
00:09:39
დღესვე უნდა ვავლენდეთ ნდობას იეჰოვასა და მათ მიმართ, 00:09:42
00:09:42
ვისი მეშვეობითაც ხელმძღვანელობას გვიწევს.00:09:45
00:09:45
მცირედშიც კი მორჩილები უნდა ვიყოთ.00:09:48
00:09:49
ეს ჩვენ არა მარტო დიდი გასაჭირისთვის მოგვამზადებს,00:09:52
00:09:54
არამედ, თუ ფსალმუნის 45:16-ს გავითვალისწინებთ, 00:09:58
00:09:58
ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდსაც მომზადებული შევხვდებით.00:10:03
00:10:03
ასე რომ, მაშინაც მიყვებით მითითებებს,
თუ ისინი პირად შეხედულებებს არ დაემთხვევა?00:10:09
00:10:09
რაზეა ეს დამოკიდებული?00:10:11
00:10:11
იმაზე, დღეს როგორ ვრეაგირებთ იეჰოვასგან მიღებულ ხელმძღვანელობაზე.00:10:15
ჯონათან სმიტი: მცირედშიც მორჩილი იყავით (ლუკ. 16:10)
როგორც დღევანდელი დღის მუხლიდან და მოცემული კომენტარიდან ჩანს,
დიდ გასაჭირში ჩვენი გადარჩენა შესაძლოა იმაზე იყოს დამოკიდებული,
ვიქნებით თუ არა მცირედში მორჩილები
და მივყვებით თუ არა ნებისმიერ მითითებას.
მსგავსი აზრები წლების მანძილზე ჟღერდებოდა „საგუშაგო კოშკში“.
მოდი ვნახოთ.
აი, რა ეწერა 2007 წლის „საგუშაგოში“:
„სრულიად დასაშვებია, რომ დიდი გასაჭირის მოახლოებასთან ერთად
კონკრეტული მითითებები მივიღოთ.
ამ განსაცდელებით სავსე დღეების გადატანა
იეჰოვას სხვა ერთგულ მსახურებთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული“.
2012 წლის აპრილის „საგუშაგო კოშკი“:
„დიდი გასაჭირის დროს ქრისტიანები უნდა მიჰყვნენ იმ მითითებებს,
რომლებიც ღვთის სიტყვაშია მოცემული
და რომლებსაც მისი ორგანიზაცია გვაძლევს.
ჩვენი ხსნა მორჩილებაზეა დამოკიდებული.
2022 წლის „საგუშაგო“,
აქ წერია:
„ზოგჯერ შეიძლება „მონისგან“ მიღებული მითითებები
ბოლომდე არ გვესმოდეს.
მაგალითად, რატომ უნდა მივიღოთ გარკვეული ზომები
სტიქიური უბედურებისთვის მოსამზადებლად,
თუ ჩვენს ტერიტორიაზე სტიქიის ალბათობა მცირეა“.
2023 წლის ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“:
„ხომ არ გაგიჭირდათ პანდემიის დასაწყისში ხელმძღვანელობის მიყოლა?
მაგალითად, როცა ძმებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში
აღარ შევკრებილიყავით დარბაზებში
და აღარ გვემსახურა კარდაკარ.
და მაინც, თქვენ მიჰყევით ხელმძღვანელობას
და ასეთი სახით ერთობასაც შეუწყვეთ ხელი
და იეჰოვასაც გაუხარეთ გული.
ახლა თითოეული ჩვენგანი
უფრო მეტად ვართ მზად, რომ დავემორჩილოთ იმ მითითებებს,
რომელთაც „დიდი გასაჭირის“ დროს მივიღებთ“.
და ბოლოს, 2024 წლის თებერვლის „საგუშაგო“:
„ხანდახან შეიძლება გაგვიჭირდეს ღვთის ხელმძღვანელობის მიყოლა,
განსაკუთრებით იმ შემთხვევებში,
როცა მითითებებს არასრულყოფილი ადამიანების მეშვეობით ვიღებთ.
მაგალითად, შეიძლება რჩევა არ დაემთხვას ჩვენს შეხედულებებს
ან ვიფიქროთ, რომ მიღებული მითითება საღ აზრსაა მოკლებული
და შეუძლებელია იეჰოვასგან მომდინარეობდეს“.
როგორც დავინახეთ, წლების განმავლობაში არაერთხელ გაესვა ხაზი,
რომ მორჩილები უნდა ვიყოთ.
როგორც დღევანდელი მუხლის კომენტარში იყო აღნიშნული
ასე მაშინაც უნდა მოვიქცეთ, თუ მიღებული მითითებები
არაპრაქტიკული, არალოგიკური
და უცნაური გვეჩვენება.
რატომ?
ძველ დროში გადავინაცვლოთ და გავიხსენოთ ის პერიოდი,
როცა იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა.
ხომ არ გახსენდებათ რომელიმე მითითება,
რომელიც იმ დროს
უცნაური, არაპრაქტიკული და არალოგიკურიც კი ჩანდა?
რა მოხდა თავიდან?
იეჰოვამ მოსეს და აარონს დაავალა,
რომ ფარაონისთვის ისრაელის გაშვება ეთხოვათ.
და შედეგი რა იყო?
ფარაონმა ბრძანა, რომ ისრაელებს ნამჯა
თავად უნდა შეეგროვებინათ აგურების საკეთებლად,
თანაც უწინდელი რაოდენობის.
ანუ სიტუაცია კი არ გამოსწორდა, უფრო გაუარესდა.
შემდეგ პირველი სასჯელი: ნილოსი სისხლად გადაიქცა.
თუმცა იმავეს გაკეთება,
ფარაონის გრძნეულმა ქურუმებმაც შეძლეს
და მათაც გადააქციეს წყალი სისხლად.
ამიტომ ფარაონი გაჯიუტდა.
შემდეგი სასჯელი: ბაყაყები.
ფარაონის გრძნეულმა ქურუმებმა ამჯერადაც შეძლეს იმავეს გაკეთება.
ამ მომენტში მოსეს და აარონს შეიძლება ეფიქრათ: „იეჰოვა, მგონი ეს არ ამართლებს, არაა ეფექტური“.
მაგრამ სასჯელები ამით არ დამთავრებულა.
მათი გამეორება ეგვიპტელმა გრძნეულმა ქურუმებმა უკვე ვეღარ შეძლეს.
მეტიც, აღიარეს, რომ ამაში ღვთის ხელი ერია.
მეათე სასჯელამდე ისრაელებმა მითითება მიიღეს,
რომ ერთი წლის ცხვარი დაეკლათ,
ცეცხლზე შეეწვათ, არ მოეხარშათ, ძვლები არ გადაეტეხათ,
დილამდე არ შეენახათ, მორჩენილი ცეცხლში დაეწვათ
და ჭამის დროს წელზე სარტყელი უნდა შემოერტყათ,
ფეხზე სანდლები ჩაეცვათ და ხელში ჯოხი სჭეროდათ,
თანაც ჩქარა ეჭამათ.
ბევრი მითითება იყო.
ესმოდათ ისრაელებს, რატომ მიეცათ ეს მითითებები?
ხომ არ ფიქრობდნენ: „ნეტავ რატომ არ უნდა გადავუტეხოთ ცხვარს ძვლები?“.
იეჰოვას ახსნა არ მოუყოლებია.
სინამდვილეში ეს მითითება წინასწარმეტყველური სახის იყო
და სანამ ეს წინასწარმეტყველება შესრულდებოდა, 15 საუკუნეზე მეტი უნდა გასულიყო.
ისე, ხომ შეიძლება, რომ ვინმეს ეფიქრა:
„მოსე, შენთან ბოდიში,
მაგრამ ეგ პირადი საქმე ხომ არ არის,
საჭმელს როგორ მოვამზადებთ?
მე მოხარშული მირჩევნია,
თუნდაც ქვაბში ჩადებისას ძვლები გადაუტყდეს.
როცა სწრაფად ვჭამ, ცოტა არ იყოს, მონელება მიჭირს“.
ზოგმა შეიძლება წუწუნიც კი დაიწყო,
მაგრამ როგორ მოიქცნენ?
მითითებებს მაინც დაემორჩილნენ.
გამოსვლის 12:28-ში ნათქვამია:
„წავიდნენ ისრაელები და ზუსტად ისე გააკეთეს,
როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსესა და აარონისთვის;
ზუსტად ისე გააკეთეს“.
მეათე სასჯელის შემდეგ იეჰოვამ ისრაელებს
კიდევ ერთი უცნაური მითითება მისცა.
და რა იყო ეს მითითება?
„წადით ეგვიპტელებთან და ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები
და ტანსაცმელი სთხოვეთ“.
საინტერესოა, ამ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდნენ ისრაელები?
ხომ არ იტყოდნენ: „მოსე, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა?
ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს – ყველამ პირმშო დაკარგა,
როგორ მივიდეთ და როგორ ვუთხრათ,
გთხოვთ, ოქრო-ვერცხლი და თქვენი ტანსაცმელი მოგვეცითო.
ამის თხოვნა უხერხული არ არის?!“.
სინამდვილეში როგორ იყო?
ეს იყო მრავალწლიანი იძულებითი მონობის საფასური,
რომლის გადახდაც ეგვიპტელებს ისრაელებისთვის მართებდათ.
ისინი ეგვიპტეში ხომ სტუმრად ჩავიდნენ?
ამ ხალხის მონობა ნამდვილად არ მართებდათ.
ისრაელი ძალით დაიმონეს.
მოდი ისევ მიღებულ მითითებას დავუბრუნდეთ.
ისინი მასაც დაემორჩილნენ და როგორც ბიბლიიდან ვიგებთ,
იეჰოვამაც კეთილგანწყობა მოაპოვებინა ეგვიპტელთა თვალში –
მათ ყველაფერი მისცეს
და სწორედ ამის წყალობით შეძლეს წლების შემდეგ კარვის აგება.
ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა,
რომ ისრაელები მოებრუნებინა და წითელ ზღვასთან დაბანაკებულიყვნენ.
რეალურად რას ნიშნავდა ეს?
მათ უკან ფარაონი იყო თავისი საომარი ეტლებით,
წინ კი წითელი ზღვა და გზა არსად ჩანდა.
ეს მითითება სწორი იყო?
თუ პირიქით, არალოგიკური და სახიფათო?
ჩვენი მხრივ, რისი სწავლა შეგვიძლია?
როგორ მოვიქცევით, თუ ორგანიზაციისგან ისეთ მითითებას მივიღებთ,
რომელიც არაეფექტური ჩანს?
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მითითება კიდევ უფრო გაგვირთულებს ცხოვრებას,
როგორც ისრაელებს მოუწიათ აგურებისთვის ნამჯის მოგროვება.
იმ შემთხვევაზე რაღას ვიტყვით, თუ ისე გვეჩვენება,
თითქოს ესა თუ ის მითითება პირად არჩევანს გვიზღუდავს,
მაგალითად ისეთ საკითხებში, როგორებიცაა, რა მოვამზადოთ,
როგორ მოვამზადოთ ან რა ვჭამოთ?
როგორ მოიქცევით მაშინ, თუკი ბოლომდე არ გვესმის,
რატომ, რისთვის მოგვცეს ესა თუ ის მითითება,
თუნდაც ასე იყოს კვირების, თვეების, წლების მანძილზე.
ან კიდევ, რას გავაკეთებთ, თუ ორგანიზაციისგან მიღებული მითითებები
არც ისე უსაფრთხო გვეჩვენება,
როგორც ეს ისრაელების შემთხვევაში წითელ ზღვასთან მოხდა?
რა გაგვიადვილებს მორჩილებას?
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს:
თითოეული სასჯელი ეგვიპტელებს იეჰოვამ დაატეხა თავს,
მაგრამ ეს მოსეს და აარონის ხელით ხდებოდა.
ეს დღესაც ასეა.
ჩვენ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ
და ყველაფერი დღითი დღე უფრო რთულდება.
თუმცა იეჰოვა ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით
ხელმძღვანელობის გარეშე არ გვტოვებს –
ბრძნულ მითითებებს გვაძლევს.
რას ვსწავლობთ?
დღესვე უნდა ვავლენდეთ ნდობას იეჰოვასა და მათ მიმართ,
ვისი მეშვეობითაც ხელმძღვანელობას გვიწევს.
მცირედშიც კი მორჩილები უნდა ვიყოთ.
ეს ჩვენ არა მარტო დიდი გასაჭირისთვის მოგვამზადებს,
არამედ, თუ ფსალმუნის 45:16-ს გავითვალისწინებთ,
ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდსაც მომზადებული შევხვდებით.
ასე რომ, მაშინაც მიყვებით მითითებებს,
თუ ისინი პირად შეხედულებებს არ დაემთხვევა?
რაზეა ეს დამოკიდებული?
იმაზე, დღეს როგორ ვრეაგირებთ იეჰოვასგან მიღებულ ხელმძღვანელობაზე.
-