00:00:01
დღეს ჩვენი განხილვა დაეფუძნება 00:00:03
00:00:03
119-ე ფსალმუნის ერთ-ერთ მუხლს,00:00:06
00:00:06
კერძოდ, 160-ეს.00:00:08
00:00:08
ამ მუხლში ვკითხულობთ:00:00:10
00:00:10
„შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“.00:00:14
00:00:14
მართლაც ასეა.00:00:16
00:00:16
იეჰოვამ ნამდვილად შესანიშნავი საჩუქარი გაგვიკეთა,00:00:19
00:00:19
რომ თავისი სიტყვის მეშვეობით
ჭეშმარიტება გაგვაგებინა.00:00:23
00:00:23
სწორედ ეს სიტყვა, ბიბლია, ადგენს იმის სტანდარტს,00:00:27
00:00:27
თუ რა არის სიმართლე და რა – სიცრუე.00:00:30
00:00:30
როგორც ვიცით, პერიოდს,
რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ,00:00:34
00:00:34
„ინფორმაციულ ეპოქას“ უწოდებენ.00:00:36
00:00:36
ადრე საათები,00:00:38
00:00:38
ზოგჯერ დღეებიც კი გვჭირდებოდა იმისთვის,00:00:40
00:00:40
რომ რაიმე ინფორმაცია მოგვეძიებინა,00:00:43
00:00:43
თუმცა ახლა სულ სხვა დროა.00:00:45
00:00:45
ყველას გვაქვს ინტერნეტი,00:00:47
00:00:47
ამიტომ რაიმეს მოძიება სირთულეს აღარ წარმოადგენს.00:00:51
00:00:51
ზოგჯერ წამებიც კი საკმარისია იმისთვის,00:00:54
00:00:54
რომ სასურველი ინფორმაცია მოვიძიოთ.00:00:56
00:00:56
თუმცა ერთიც უნდა აღინიშნოს:00:00:59
00:00:59
თავისთავად ის ფაქტი,00:01:01
00:01:01
რომ ამდენი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი,00:01:03
00:01:03
იმას სულაც არ ნიშნავს,00:01:05
00:01:05
რომ ის ზუსტი და სანდოა,00:01:07
00:01:07
ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით,00:01:10
00:01:10
ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული.00:01:13
00:01:13
იცით, 2016 წელს00:01:15
00:01:15
ოქსფორდის ლექსიკონმა
წლის სიტყვად რა შეარჩია?00:01:19
00:01:19
ეს იყო „პოსტსიმართლე“.00:01:21
00:01:21
ალბათ ზოგიერთს გეცნოთ.00:01:23
00:01:23
საინტერესოა, თუ რას ნიშნავს ეს ტერმინი.00:01:26
00:01:26
ერთგან ასეთი რამ იყო აღნიშნული: 00:01:28
00:01:28
„ტერმინი „პოსტსიმართლე“ გამოიყენება
ისეთი ვითარების აღსანიშნავად,00:01:33
00:01:33
როცა ობიექტური ფაქტები00:01:35
00:01:35
საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე 00:01:37
00:01:37
ნაკლებ გავლენას ახდენს,00:01:39
00:01:39
ვიდრე ემოციები და პირადი წარმოდგენები“.00:01:43
00:01:43
ანუ რა გამოდის?00:01:44
00:01:44
ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს გრძნობები 00:01:48
00:01:48
და პირადი შეხედულებები.00:01:49
00:01:49
ეს განსაზღვრავს,
რას დაიჯერებენ და რას – არა.00:01:53
00:01:53
ეს იმას ნიშნავს,00:01:54
00:01:54
რომ ადამიანების შეცდომაში შეყვანა
ძალიან მარტივია,00:01:58
00:01:58
განსაკუთრებით კი მაშინ, 00:02:01
00:02:01
როცა მიღებული ინფორმაცია ზუსტად ემთხვევა იმას,00:02:05
00:02:05
რასაც ვფიქრობთ და რისიც გვჯერა.00:02:08
00:02:08
მოვიყვანოთ მაგალითი.00:02:10
00:02:10
სამ სათაურს წაგიკითხავთ.00:02:12
00:02:12
თქვენი აზრით,
რომელი შეესაბამება სიმართლეს?00:02:15
00:02:16
„დღეში სამი ფინჯანი ყავის დალევა კუჭის კიბოს იწვევს“.00:02:21
00:02:22
მეორე: „ყავის რეგულარული დალევა 00:02:25
00:02:25
ინსულტის რისკს ამცირებს 00:02:27
00:02:27
და სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის“.00:02:29
00:02:29
მესამე: „კვლევების თანახმად,00:02:33
00:02:33
ყავის ნაცვლად ჩაის დალევა 00:02:35
00:02:35
გულის დაავადებებს აგარიდებთ“.00:02:38
00:02:39
რას ფიქრობთ,00:02:40
00:02:40
ამ სამი სათაურიდან რომელი
შეესაბამება სიმართლეს?00:02:44
00:02:44
როგორც უკვე აღვნიშნეთ,00:02:46
00:02:46
ადამიანები მარტივად იჯერებენ იმას,00:02:49
00:02:49
რაც მათ აზრებს ემთხვევა.00:02:51
00:02:51
ასე რომ, თუ თქვენ ყავის მოყვარული ხართ,00:02:53
00:02:53
ის სათაური მოგეწონებოდათ,00:02:55
00:02:55
რომელიც ყავის დადებით თვისებებზე საუბრობს.00:02:58
00:02:58
მაგრამ თუ თქვენ ყავა არ გიყვართ და მეტიც,00:03:01
00:03:01
იმასაც ფიქრობთ,
რომ ის საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის,00:03:04
00:03:04
მაშინ პირველი სათაური მოგეწონებოდათ.00:03:07
00:03:07
მაგრამ თუ ყავას ჩაის დალევას ამჯობინებთ,00:03:10
00:03:10
მაშინ ალბათ არჩევანს ბოლო 00:03:12
00:03:12
მესამე სათაურზე შეაჩერებდით.00:03:14
00:03:14
რას ფიქრობთ, რომელია სიმართლე?00:03:17
00:03:17
სინამდვილეში არც ერთი არაა რეალური.00:03:19
00:03:19
უნდა გამოგიტყდეთ და, სამივე სათაური ჩემი მოგონილია.00:03:23
00:03:23
უბრალოდ იმის ჩვენება მინდოდა,00:03:25
00:03:25
რომ მარტივად ვიჯერებთ იმას,
რაც გვინდა.00:03:28
00:03:28
როგორ შეუძლია ბიბლიას ჩვენი დახმარება?00:03:31
00:03:31
მართალია, ბიბლია ყველაფერზე
დაწვრილებით არ საუბრობს 00:03:35
00:03:35
და ყველა საკითხს დეტალურად არ განიხილავს,00:03:38
00:03:38
მაგრამ გვაწვდის სახელმძღვანელო პრინციპებს,00:03:40
00:03:40
რომლებიც ინფორმაციის შეფასებაში გვეხმარება.00:03:43
00:03:43
ასე უფრო მარტივია იმის განსაზღვრა,00:03:45
00:03:45
თუ რა არის სიმართლე და რა – სიცრუე.00:03:48
00:03:48
ამ საკითხთან დაკავშირებით00:03:50
00:03:50
ძალიან კარგი სტატია გვაქვს ჩვენს ვებსაიტზე00:03:53
00:03:53
სათაურით: „თავი დაიცავით დეზინფორმაციისგან“.00:03:56
00:03:56
მოდი რამდენიმე ბიბლიურ პრინციპზე ვიმსჯელოთ,00:03:59
00:03:59
რომლებიც ამ სტატიაში იყო მოცემული.00:04:01
00:04:01
ვნახოთ პირველი.00:04:02
00:04:03
იგავების წიგნი, მე-14 თავი, მე-15 მუხლი.00:04:08
00:04:09
აქ წერია:00:04:10
00:04:10
„გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა,00:04:14
00:04:14
წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“.00:04:18
00:04:19
რას გულისხმობს, რას ნიშნავს ეს სიტყვები:00:04:22
00:04:22
„აკვირდება თავის ნაბიჯებს“?00:04:24
00:04:24
როგორც ერთ ნაშრომში იყო აღნიშნული:00:04:26
00:04:26
„ეს ფრაზა გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება 00:04:29
00:04:29
და ნიშნავს, რომ იყო ფრთხილი,00:04:32
00:04:32
წინდახედული ან მიხვედრილი,00:04:34
00:04:34
რათა დეზინფორმაციამ შეცდომაში არ შეგიყვანოს“.00:04:37
00:04:37
დამეთანხმებით, მართლაც კარგი განმარტებაა.00:04:40
00:04:40
დღესდღეობით ჩვენ გარშემო 00:04:42
00:04:42
ბევრი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება.00:04:45
00:04:45
ვხვდებით ეგრეთ წოდებულ „დიფფეიკ“ ვიდეოებს.00:04:48
00:04:48
გსმენიათ მათზე რაიმე?00:04:50
00:04:50
ესაა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით
შექმნილი ვიდეოები,00:04:54
00:04:54
სადაც ადამიანები იმას ამბობენ და აკეთებენ,00:04:57
00:04:57
რაც სინამდვილეში არასოდეს უთქვამთ და გაუკეთებიათ.00:05:00
00:05:00
ისინი შეიძლება იყვნენ როგორც პოლიტიკოსები,00:05:03
00:05:03
ისე სხვა ცნობილი პირები.00:05:04
00:05:04
სახიფათოა.00:05:06
00:05:06
მართლაც გონიერება გვმართებს.00:05:09
00:05:09
მაშინვე არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი,00:05:11
00:05:11
რასაც მოვისმენთ ან დავინახავთ.00:05:13
00:05:13
მითუმეტეს მაშინ, როცა ინფორმაცია
ემთხვევა იმას, რისიც გვჯერა.00:05:18
00:05:18
განვიხილოთ მეორე პრინციპი.00:05:20
00:05:20
1 თესალონიკელების მე-5 თავი მოვძებნოთ,00:05:23
00:05:23
21-ე მუხლი.00:05:25
00:05:27
ამ მუხლში ასეთ რამეს ვკითხულობთ:00:05:30
00:05:30
„ყოველივე შეამოწმეთ, დარწმუნდით, 00:05:33
00:05:33
რა არის კარგი და მას ჩაეჭიდეთ“.00:05:36
00:05:36
აქედან გამომდინარე,00:05:38
00:05:38
როგორ დავრწმუნდეთ, რა არის სიმართლე?00:05:41
00:05:41
ამისთვის ორ კითხვაზე უნდა დავფიქრდეთ: 00:05:43
00:05:43
პირველი, საიდან არის ეს ინფორმაცია აღებული?00:05:47
00:05:47
რომელ წყაროს ეფუძნება?00:05:48
00:05:48
სიფრთხილეა საჭირო.00:05:50
00:05:50
რომელიმე ვებსაიტი შეიძლება სანდო ჩანდეს,00:05:53
00:05:53
ვიზუალურად მიმზიდველი იყოს 00:05:55
00:05:55
და მისამართიც საეჭო არ ჩანდეს,00:05:58
00:05:58
მაგრამ ესენი არ განსაზღვრავს ინფორმაციის უტყუარობას.00:06:02
00:06:02
მეორე კითხვა:00:06:04
00:06:04
არის ინფორმაცია განახლებული და ზუსტი?00:06:07
00:06:07
დააკვირდით თარიღებს,00:06:09
00:06:09
დამადასტურებელ ფაქტებს და მტკიცებულებებს,00:06:12
00:06:12
რაც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, 00:06:15
00:06:15
შეესაბამება თუ არა მიღებული ინფორმაცია სიმართლეს.00:06:18
00:06:18
აქაც სიფრთხილეა საჭირო.00:06:20
00:06:20
ხშირად გარკვეული მტკიცებულებები,00:06:23
00:06:23
რომლებიც ამა თუ იმ აზრს უჭერს მხარს,00:06:26
00:06:26
შეიძლება ისეთი ვებსაიტებიდან იყოს აღებული,00:06:29
00:06:29
რომლებიც სანდო სულაც არაა 00:06:30
00:06:30
და დეზინფორმაციას ავრცელებს.00:06:32
00:06:32
ამიტომ დაკვირვებულები უნდა ვიყოთ.00:06:35
00:06:35
ერთი მაგალითი მოვიყვანოთ.00:06:37
00:06:37
დავუშვათ, 4-დან 3 დოქტორი00:06:39
00:06:39
რეკომენდაციას უწევს ამა თუ იმ პროდუქტს.00:06:42
00:06:42
ჰმ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?00:06:44
00:06:44
ამაში შეიძლება ის იგულისხმებოდეს,00:06:47
00:06:47
რომ კვლევაში ჩართული მილიონი დოქტორიდან00:06:50
00:06:50
750 000-ს, ანუ ოთხიდან სამს, მოსწონდეს ეს პროდუქტი.00:06:55
00:06:55
გამოდის, რომ უმრავლესობა ერთ აზრზეა
და თვლის, რომ ეს კარგია.00:06:59
00:06:59
ეს მონაცემი უკვე რაღაცას ამბობს.00:07:01
00:07:02
მაგრამ ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს,00:07:04
00:07:04
რომ გამოკითხეს 8 დოქტორი,00:07:06
00:07:06
რომელთაგანაც 6-ს მოსწონს ის პროდუქტი
და თვლის, რომ ის კარგია.00:07:10
00:07:11
არის ეს ორი მონაცემი ერთი და იგივე?00:07:13
00:07:13
რა თქმა უნდა, არა!00:07:15
00:07:15
უნდა დავრწმუნდეთ,
რომ სწორად გვესმის წაკითხული.00:07:18
00:07:18
თუმცა ისიც საკითხავია, რეალურად ვინ გამოკითხეს –00:07:22
00:07:22
ისტორიის, ფილოსოფიის,00:07:26
00:07:26
სამართლის თუ ვეტერინარიის მედიცინის დოქტორი.00:07:30
00:07:30
ფაქტია, ინფორმაცია შეიძლება ისე იყოს შეფუთული,00:07:35
00:07:35
რომ დამაჯერებელი და სანდო ჩანდეს.00:07:38
00:07:38
დარწმუნდით, რომ ყველა ფაქტი იცით.00:07:41
00:07:41
მესამე პრინციპიც ვნახოთ.00:07:43
00:07:43
იგავების 28-ე თავის 26-ე მუხლი.00:07:47
00:07:48
ამ მუხლში ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:00:07:51
00:07:51
„საკუთარ თავზე დაიმედებული უგუნურია“.00:07:55
00:07:55
უგუნური00:07:56
00:07:56
ჰო, ცოტა არ იყოს, პირდაპირი ნათქვამია,00:08:00
00:08:00
მაგრამ ბიბლია ასე აფასებს. 00:08:02
00:08:02
ზემოხსენებულ სტატიაში აღნიშნულია:00:08:05
00:08:05
„ჩვენ მიდრეკილნი ვართ იმისკენ, 00:08:07
00:08:07
რომ ისეთი ინფორმაცია დავიჯეროთ, 00:08:09
00:08:09
რაც გვინდა, რომ მართალი იყოს“. 00:08:11
00:08:11
ამიტომ საკუთარ თავს ასეთი კითხვა უნდა დავუსვათ:00:08:15
00:08:15
მხოლოდ იმიტომ ხომ არ ვენდობი ინფორმაციას,00:08:17
00:08:17
რომ უბრალოდ მინდა ასე იყოს?00:08:20
00:08:20
და ბოლო, მეოთხე პრინციპი.00:08:23
00:08:23
გამოსვლის 23-ე თავი, 1-ელი მუხლი.00:08:28
00:08:28
აქ ვკითხულობთ:00:08:30
00:08:30
„არ გაავრცელო ცრუ ამბავი“.00:08:33
00:08:33
ამაზე რას იტყვით?00:08:35
00:08:35
ესეც საკმაოდ პირდაპირი, მკაფიო ნათქვამია.00:08:38
00:08:38
რას ვსწავლობთ?00:08:40
00:08:40
არასდროს უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია,00:08:43
00:08:43
თუ ბოლომდე დარწმუნებული არ ვართ,00:08:45
00:08:45
რომ ეს ინფორმაცია ზუსტი და სანდოა.00:08:49
00:08:49
ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, წაშალო ინფორმაცია,00:08:53
00:08:53
ვიდრე ვინმეს გაუგზავნო.00:08:55
00:08:56
რა ვისწავლეთ ამ მოხსენებიდან?00:08:58
00:08:59
სიმართლის წყარო ღვთის სიტყვაა.00:09:02
00:09:02
ბიბლია ადგენს იმის სტანდარტს,00:09:04
00:09:04
თუ რა არის სიმართლე და რა – სიცრუე.00:09:06
00:09:06
მართალია, ის ყველაფერზე დაწვრილებით არ საუბრობს 00:09:10
00:09:10
და ყველა საკითხს დეტალურად არ განიხილავს,00:09:13
00:09:13
მაგრამ გვაწვდის სახელმძღვანელო პრინციპებს,00:09:15
00:09:15
რომლებიც ინფორმაციის შეფასებას გვიადვილებს.00:09:18
00:09:18
იეჰოვა გვეხმარება, არ აღმოვჩნდეთ
დეზინფორმაციის მახეში 00:09:22
00:09:22
და ყველაფერი მარტივად არ დავიჯეროთ.00:09:25
00:09:25
სწორედ ასე გვხელმძღვანელობს იეჰოვა 00:09:27
00:09:27
და ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ გვასწავლის.00:09:30
მარკ სანდერსონი: თავი დაიცავით დეზინფორმაციისგან (ფსალმ. 119:160)
-
მარკ სანდერსონი: თავი დაიცავით დეზინფორმაციისგან (ფსალმ. 119:160)
დღეს ჩვენი განხილვა დაეფუძნება
119-ე ფსალმუნის ერთ-ერთ მუხლს,
კერძოდ, 160-ეს.
ამ მუხლში ვკითხულობთ:
„შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“.
მართლაც ასეა.
იეჰოვამ ნამდვილად შესანიშნავი საჩუქარი გაგვიკეთა,
რომ თავისი სიტყვის მეშვეობით
ჭეშმარიტება გაგვაგებინა.
სწორედ ეს სიტყვა, ბიბლია, ადგენს იმის სტანდარტს,
თუ რა არის სიმართლე და რა – სიცრუე.
როგორც ვიცით, პერიოდს,
რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ,
„ინფორმაციულ ეპოქას“ უწოდებენ.
ადრე საათები,
ზოგჯერ დღეებიც კი გვჭირდებოდა იმისთვის,
რომ რაიმე ინფორმაცია მოგვეძიებინა,
თუმცა ახლა სულ სხვა დროა.
ყველას გვაქვს ინტერნეტი,
ამიტომ რაიმეს მოძიება სირთულეს აღარ წარმოადგენს.
ზოგჯერ წამებიც კი საკმარისია იმისთვის,
რომ სასურველი ინფორმაცია მოვიძიოთ.
თუმცა ერთიც უნდა აღინიშნოს:
თავისთავად ის ფაქტი,
რომ ამდენი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი,
იმას სულაც არ ნიშნავს,
რომ ის ზუსტი და სანდოა,
ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით,
ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული.
იცით, 2016 წელს
ოქსფორდის ლექსიკონმა
წლის სიტყვად რა შეარჩია?
ეს იყო „პოსტსიმართლე“.
ალბათ ზოგიერთს გეცნოთ.
საინტერესოა, თუ რას ნიშნავს ეს ტერმინი.
ერთგან ასეთი რამ იყო აღნიშნული:
„ტერმინი „პოსტსიმართლე“ გამოიყენება
ისეთი ვითარების აღსანიშნავად,
როცა ობიექტური ფაქტები
საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე
ნაკლებ გავლენას ახდენს,
ვიდრე ემოციები და პირადი წარმოდგენები“.
ანუ რა გამოდის?
ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს გრძნობები
და პირადი შეხედულებები.
ეს განსაზღვრავს,
რას დაიჯერებენ და რას – არა.
ეს იმას ნიშნავს,
რომ ადამიანების შეცდომაში შეყვანა
ძალიან მარტივია,
განსაკუთრებით კი მაშინ,
როცა მიღებული ინფორმაცია ზუსტად ემთხვევა იმას,
რასაც ვფიქრობთ და რისიც გვჯერა.
მოვიყვანოთ მაგალითი.
სამ სათაურს წაგიკითხავთ.
თქვენი აზრით,
რომელი შეესაბამება სიმართლეს?
„დღეში სამი ფინჯანი ყავის დალევა კუჭის კიბოს იწვევს“.
მეორე: „ყავის რეგულარული დალევა
ინსულტის რისკს ამცირებს
და სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის“.
მესამე: „კვლევების თანახმად,
ყავის ნაცვლად ჩაის დალევა
გულის დაავადებებს აგარიდებთ“.
რას ფიქრობთ,
ამ სამი სათაურიდან რომელი
შეესაბამება სიმართლეს?
როგორც უკვე აღვნიშნეთ,
ადამიანები მარტივად იჯერებენ იმას,
რაც მათ აზრებს ემთხვევა.
ასე რომ, თუ თქვენ ყავის მოყვარული ხართ,
ის სათაური მოგეწონებოდათ,
რომელიც ყავის დადებით თვისებებზე საუბრობს.
მაგრამ თუ თქვენ ყავა არ გიყვართ და მეტიც,
იმასაც ფიქრობთ,
რომ ის საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის,
მაშინ პირველი სათაური მოგეწონებოდათ.
მაგრამ თუ ყავას ჩაის დალევას ამჯობინებთ,
მაშინ ალბათ არჩევანს ბოლო
მესამე სათაურზე შეაჩერებდით.
რას ფიქრობთ, რომელია სიმართლე?
სინამდვილეში არც ერთი არაა რეალური.
უნდა გამოგიტყდეთ და, სამივე სათაური ჩემი მოგონილია.
უბრალოდ იმის ჩვენება მინდოდა,
რომ მარტივად ვიჯერებთ იმას,
რაც გვინდა.
როგორ შეუძლია ბიბლიას ჩვენი დახმარება?
მართალია, ბიბლია ყველაფერზე
დაწვრილებით არ საუბრობს
და ყველა საკითხს დეტალურად არ განიხილავს,
მაგრამ გვაწვდის სახელმძღვანელო პრინციპებს,
რომლებიც ინფორმაციის შეფასებაში გვეხმარება.
ასე უფრო მარტივია იმის განსაზღვრა,
თუ რა არის სიმართლე და რა – სიცრუე.
ამ საკითხთან დაკავშირებით
ძალიან კარგი სტატია გვაქვს ჩვენს ვებსაიტზე
სათაურით: „თავი დაიცავით დეზინფორმაციისგან“.
მოდი რამდენიმე ბიბლიურ პრინციპზე ვიმსჯელოთ,
რომლებიც ამ სტატიაში იყო მოცემული.
ვნახოთ პირველი.
იგავების წიგნი, მე-14 თავი, მე-15 მუხლი.
აქ წერია:
„გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა,
წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“.
რას გულისხმობს, რას ნიშნავს ეს სიტყვები:
„აკვირდება თავის ნაბიჯებს“?
როგორც ერთ ნაშრომში იყო აღნიშნული:
„ეს ფრაზა გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება
და ნიშნავს, რომ იყო ფრთხილი,
წინდახედული ან მიხვედრილი,
რათა დეზინფორმაციამ შეცდომაში არ შეგიყვანოს“.
დამეთანხმებით, მართლაც კარგი განმარტებაა.
დღესდღეობით ჩვენ გარშემო
ბევრი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება.
ვხვდებით ეგრეთ წოდებულ „დიფფეიკ“ ვიდეოებს.
გსმენიათ მათზე რაიმე?
ესაა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით
შექმნილი ვიდეოები,
სადაც ადამიანები იმას ამბობენ და აკეთებენ,
რაც სინამდვილეში არასოდეს უთქვამთ და გაუკეთებიათ.
ისინი შეიძლება იყვნენ როგორც პოლიტიკოსები,
ისე სხვა ცნობილი პირები.
სახიფათოა.
მართლაც გონიერება გვმართებს.
მაშინვე არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი,
რასაც მოვისმენთ ან დავინახავთ.
მითუმეტეს მაშინ, როცა ინფორმაცია
ემთხვევა იმას, რისიც გვჯერა.
განვიხილოთ მეორე პრინციპი.
1 თესალონიკელების მე-5 თავი მოვძებნოთ,
21-ე მუხლი.
ამ მუხლში ასეთ რამეს ვკითხულობთ:
„ყოველივე შეამოწმეთ, დარწმუნდით,
რა არის კარგი და მას ჩაეჭიდეთ“.
აქედან გამომდინარე,
როგორ დავრწმუნდეთ, რა არის სიმართლე?
ამისთვის ორ კითხვაზე უნდა დავფიქრდეთ:
პირველი, საიდან არის ეს ინფორმაცია აღებული?
რომელ წყაროს ეფუძნება?
სიფრთხილეა საჭირო.
რომელიმე ვებსაიტი შეიძლება სანდო ჩანდეს,
ვიზუალურად მიმზიდველი იყოს
და მისამართიც საეჭო არ ჩანდეს,
მაგრამ ესენი არ განსაზღვრავს ინფორმაციის უტყუარობას.
მეორე კითხვა:
არის ინფორმაცია განახლებული და ზუსტი?
დააკვირდით თარიღებს,
დამადასტურებელ ფაქტებს და მტკიცებულებებს,
რაც დაგეხმარებათ განსაზღვროთ,
შეესაბამება თუ არა მიღებული ინფორმაცია სიმართლეს.
აქაც სიფრთხილეა საჭირო.
ხშირად გარკვეული მტკიცებულებები,
რომლებიც ამა თუ იმ აზრს უჭერს მხარს,
შეიძლება ისეთი ვებსაიტებიდან იყოს აღებული,
რომლებიც სანდო სულაც არაა
და დეზინფორმაციას ავრცელებს.
ამიტომ დაკვირვებულები უნდა ვიყოთ.
ერთი მაგალითი მოვიყვანოთ.
დავუშვათ, 4-დან 3 დოქტორი
რეკომენდაციას უწევს ამა თუ იმ პროდუქტს.
ჰმ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?
ამაში შეიძლება ის იგულისხმებოდეს,
რომ კვლევაში ჩართული მილიონი დოქტორიდან
750 000-ს, ანუ ოთხიდან სამს, მოსწონდეს ეს პროდუქტი.
გამოდის, რომ უმრავლესობა ერთ აზრზეა
და თვლის, რომ ეს კარგია.
ეს მონაცემი უკვე რაღაცას ამბობს.
მაგრამ ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს,
რომ გამოკითხეს 8 დოქტორი,
რომელთაგანაც 6-ს მოსწონს ის პროდუქტი
და თვლის, რომ ის კარგია.
არის ეს ორი მონაცემი ერთი და იგივე?
რა თქმა უნდა, არა!
უნდა დავრწმუნდეთ,
რომ სწორად გვესმის წაკითხული.
თუმცა ისიც საკითხავია, რეალურად ვინ გამოკითხეს –
ისტორიის, ფილოსოფიის,
სამართლის თუ ვეტერინარიის მედიცინის დოქტორი.
ფაქტია, ინფორმაცია შეიძლება ისე იყოს შეფუთული,
რომ დამაჯერებელი და სანდო ჩანდეს.
დარწმუნდით, რომ ყველა ფაქტი იცით.
მესამე პრინციპიც ვნახოთ.
იგავების 28-ე თავის 26-ე მუხლი.
ამ მუხლში ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:
„საკუთარ თავზე დაიმედებული უგუნურია“.
უგუნური
ჰო, ცოტა არ იყოს, პირდაპირი ნათქვამია,
მაგრამ ბიბლია ასე აფასებს.
ზემოხსენებულ სტატიაში აღნიშნულია:
„ჩვენ მიდრეკილნი ვართ იმისკენ,
რომ ისეთი ინფორმაცია დავიჯეროთ,
რაც გვინდა, რომ მართალი იყოს“.
ამიტომ საკუთარ თავს ასეთი კითხვა უნდა დავუსვათ:
მხოლოდ იმიტომ ხომ არ ვენდობი ინფორმაციას,
რომ უბრალოდ მინდა ასე იყოს?
და ბოლო, მეოთხე პრინციპი.
გამოსვლის 23-ე თავი, 1-ელი მუხლი.
აქ ვკითხულობთ:
„არ გაავრცელო ცრუ ამბავი“.
ამაზე რას იტყვით?
ესეც საკმაოდ პირდაპირი, მკაფიო ნათქვამია.
რას ვსწავლობთ?
არასდროს უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია,
თუ ბოლომდე დარწმუნებული არ ვართ,
რომ ეს ინფორმაცია ზუსტი და სანდოა.
ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, წაშალო ინფორმაცია,
ვიდრე ვინმეს გაუგზავნო.
რა ვისწავლეთ ამ მოხსენებიდან?
სიმართლის წყარო ღვთის სიტყვაა.
ბიბლია ადგენს იმის სტანდარტს,
თუ რა არის სიმართლე და რა – სიცრუე.
მართალია, ის ყველაფერზე დაწვრილებით არ საუბრობს
და ყველა საკითხს დეტალურად არ განიხილავს,
მაგრამ გვაწვდის სახელმძღვანელო პრინციპებს,
რომლებიც ინფორმაციის შეფასებას გვიადვილებს.
იეჰოვა გვეხმარება, არ აღმოვჩნდეთ
დეზინფორმაციის მახეში
და ყველაფერი მარტივად არ დავიჯეროთ.
სწორედ ასე გვხელმძღვანელობს იეჰოვა
და ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ გვასწავლის.
-