00:00:01
მე და ჩემს მეუღლეს ბედნიერი
ქორწინება გვქონდა.00:00:05
00:00:05
ორი გოგონა გვყავდა.00:00:06
00:00:06
ჩემი ქმარი უხუცესი იყო.00:00:08
00:00:08
მე პიონერად ვმსახურობდი.00:00:11
00:00:11
კრებაში აქტიური ოჯახი ვიყავით.00:00:13
00:00:14
თუმცა ერთ დღეს მოულოდნელად
ყველაფერი შეიცვალა.00:00:17
00:00:18
ჩემი ქმარი დაიღუპა.00:00:20
00:00:20
თავს საშინლად ვგრძნობდი.00:00:22
00:00:23
სიტყვა ქვრივის გაგონებაც
კი მაღიზიანებდა.00:00:26
00:00:28
ის ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო.00:00:30
00:00:30
ბედნიერი ვიყავი,
რომ მას კრების საქმეებში მხარს ვუჭერდი,00:00:34
00:00:34
მაგრამ წამებში ყველაფერი შეიცვალა, ძალები გამომეცალა.00:00:38
00:00:39
არაფრის თავი არ მქონდა,00:00:41
00:00:41
ჩემს თავზე ფიზიკურად ზრუნვაც აღარ შემეძლო,00:00:46
00:00:47
სხვების დახმარება მჭირდებოდა.00:00:49
00:00:50
საკუთარი თავი დავკარგე.00:00:52
00:00:52
მეგონა, არავისთვის არაფერს ვნიშნავდი.00:00:55
00:00:57
პირველი, რაც ამ რთული
პერიოდის გადატანაში დამეხმარა,00:01:00
00:01:00
ჩემი მეგობრების გვერდში დგომა, მხარდაჭერა იყო.00:01:04
00:01:05
ჩემს ერთ შეტყობინებაზეც კი, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი,00:01:10
00:01:10
მაშინვე მწერდნენ, რა გავაკეთოთ,
რით დაგეხმაროთო.00:01:13
00:01:13
უარს ნუ ეტყვით მეგობრებს დახმარებაზე,00:01:16
00:01:16
იყავით გახსნილი,00:01:17
00:01:17
ნუ მოგერიდებათ თქვენს გრძნობებზე საუბარი.00:01:20
00:01:20
ცხოვრებაში ცუდი პერიოდები ყველას გვაქვს.00:01:24
00:01:24
უხუცესებსაც დაელაპარაკეთ.00:01:26
00:01:26
ნუ იფიქრებთ, რომ ტვირთი ხართ.00:01:28
00:01:28
მათი ლოცვები ძალებს ნამდვილად შეგმატებთ.00:01:32
00:01:32
კიდევ ერთი, რამაც მანუგეშა, ნეემიას სიტყვები იყო.00:01:35
00:01:35
მან თქვა: „იეჰოვასგან მომდინარე სიხარული თქვენი ძალაა“.00:01:40
00:01:40
თითქმის ყოველდღე ვუმეორებდი საკუთარ თავს ამ სიტყვებს –
იეჰოვასგან მომდინარე სიხარული. 00:01:46
00:01:46
ვიცოდი, რომ თუ ეს სიხარული მექნებოდა, ძალებსაც აღვიდგენდი.00:01:51
00:01:52
ქმრის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე თვეში პიონერობა განვაახლე,
რაც ჩემთვის ღუზასავით იყო.00:01:58
00:01:59
ჩემს ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა.00:02:01
00:02:01
ვიცოდი, კვირის მანძილზე რა უნდა მეკეთებინა.00:02:04
00:02:04
ახლა უკვე მქონდა საწოლიდან ადგომის მიზეზი.00:02:07
00:02:07
სხვებთან ჩემს იმედზე უნდა მესაუბრა.00:02:10
00:02:10
ეს მეხმარებოდა, სრული სურათი დამენახა00:02:13
00:02:13
და მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირებულიყავი.00:02:15
00:02:16
მაშინაც კი, თუ იცი, რომ კრების მსვლელობისას 00:02:19
00:02:19
ან სიმღერის დროს ტირილისგან თავს ვერ შეიკავებ,00:02:22
00:02:22
მაინც უნდა ეცადო, რომ დაესწრო შეხვედრებს და და-ძმებთან ერთად იყო.00:02:27
00:02:27
ბუნებრივია, თუ ზოგჯერ თავს ასე გრძნობ.00:02:31
00:02:32
მაგრამ შეხვედრები გვეხმარება,00:02:34
00:02:34
რომ თანაქრისტიანებთან და იეჰოვასთან
ერთად ვებრძოლოთ საწუხარს.00:02:38
00:02:38
ჩემს ლოცვებს იეჰოვამ არაერთხელ უპასუხა, ესეც ძალიან დამეხმარა.00:02:43
00:02:46
სიტყვებით რთულია, გადმოსცე ეს ემოცია.00:02:48
00:02:50
როცა რაღაცაზე ლოცულობ, რაღაცას მთელი გულით ითხოვ00:02:56
00:02:57
და ეს მხოლოდ იეჰოვამ იცის,00:02:59
00:02:59
მერე კი ვიღაც გეხმარება, ხვდები ვინ გიპასუხა.00:03:05
00:03:05
ერთ საღამოს, ჩვენი თანაცხოვრების პერიოდს ვიხსენებდი
და იმაზე ვფიქრობდი, 00:03:11
00:03:11
რომ აბსოლუტურად ყველა წყვილს აქვს
თავისი მოგონებები, რომლებიც მხოლოდ მათ იციან.00:03:16
00:03:16
მაგალითად, სასაცილო ისტორიები, ხუმრობები,
რომლებიც მხოლოდ მათ ესმით.00:03:21
00:03:21
პირველი სახლის შეძენის და მოწყობის მომენტები.00:03:24
00:03:24
გონებაში მეც ამომიტივტივდა ასეთი მოგონებები.00:03:27
00:03:27
მერე გავაანალიზე, ადამიანი ვისთან ერთადაც ეს ყველაფერი გამოვიარე,00:03:32
00:03:32
გვერდით აღარ მყავდა.00:03:33
00:03:34
თუმცა იმასაც მივხვდი,
რომ ჩვენს ამ მოგონებებს იეჰოვაც ინახავს.00:03:38
00:03:39
იეჰოვასთან ასე ახლოს თავი არასდროს მიგრძნია.00:03:42
00:03:42
იმ პატარა ბავშვს ვგავდი, რომელიც მამის ფეხს ხელს არ უშვებს
და მაგრად ეჭიდება,00:03:48
00:03:48
ის ერთადერთია, ვისაც ჩვენს ისტორიაში ყველა დეტალი ახსოვს,
ჩემზე უკეთესადაც კი.00:03:55
00:03:55
მისთვის ძვირფასია ეს მოგონებები.00:03:57
00:03:58
მხოლოდ მას შეუძლია, რომ ჩემს ქმარს ეს ძვირფასი წუთები გაახსენოს.00:04:02
00:04:04
მივხვდი, რომ იეჰოვას თვალსაზრისი ქვრივებზე00:04:07
00:04:07
სრულიად განსხვავდება იმ შეხედულებებისგან,
რაც დღეს ქვეყნიერებაშია გავრცელებული.00:04:13
00:04:13
მან ისრაელებს მითითებები მისცა,
როგორ მოქცეოდნენ ქრივებს.00:04:18
00:04:18
ამ ყველაფერმა დამანახა,
რომ იეჰოვასთვის სულ ერთი არ ვარ,00:04:22
00:04:22
ვახსოვარ და მხარში მიდგას.00:04:24
00:04:27
ახლა სიტყვა ქვრივის გაგონებაზე აღარ ვღიზიანდები.00:04:30
00:04:31
ეჭვი არ მეპარება, რომ იეჰოვა მიცავს და ზრუნავს ჩემზე.00:04:36
00:04:37
ის პირადად ინტერესდება ჩემით.00:04:39
00:04:39
მჯერა, რომ ამ რთულ პერიოდს
მისი დახმარებით, აუცილებლად გადავიტან.00:04:45
ჰოლი ვუდი: თქვენ შეძლებთ ცხოვრების ხალისის დაბრუნებას, თუ მეუღლე დაგეღუპათ
-
ჰოლი ვუდი: თქვენ შეძლებთ ცხოვრების ხალისის დაბრუნებას, თუ მეუღლე დაგეღუპათ
მე და ჩემს მეუღლეს ბედნიერი
ქორწინება გვქონდა.
ორი გოგონა გვყავდა.
ჩემი ქმარი უხუცესი იყო.
მე პიონერად ვმსახურობდი.
კრებაში აქტიური ოჯახი ვიყავით.
თუმცა ერთ დღეს მოულოდნელად
ყველაფერი შეიცვალა.
ჩემი ქმარი დაიღუპა.
თავს საშინლად ვგრძნობდი.
სიტყვა ქვრივის გაგონებაც
კი მაღიზიანებდა.
ის ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო.
ბედნიერი ვიყავი,
რომ მას კრების საქმეებში მხარს ვუჭერდი,
მაგრამ წამებში ყველაფერი შეიცვალა, ძალები გამომეცალა.
არაფრის თავი არ მქონდა,
ჩემს თავზე ფიზიკურად ზრუნვაც აღარ შემეძლო,
სხვების დახმარება მჭირდებოდა.
საკუთარი თავი დავკარგე.
მეგონა, არავისთვის არაფერს ვნიშნავდი.
პირველი, რაც ამ რთული
პერიოდის გადატანაში დამეხმარა,
ჩემი მეგობრების გვერდში დგომა, მხარდაჭერა იყო.
ჩემს ერთ შეტყობინებაზეც კი, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი,
მაშინვე მწერდნენ, რა გავაკეთოთ,
რით დაგეხმაროთო.
უარს ნუ ეტყვით მეგობრებს დახმარებაზე,
იყავით გახსნილი,
ნუ მოგერიდებათ თქვენს გრძნობებზე საუბარი.
ცხოვრებაში ცუდი პერიოდები ყველას გვაქვს.
უხუცესებსაც დაელაპარაკეთ.
ნუ იფიქრებთ, რომ ტვირთი ხართ.
მათი ლოცვები ძალებს ნამდვილად შეგმატებთ.
კიდევ ერთი, რამაც მანუგეშა, ნეემიას სიტყვები იყო.
მან თქვა: „იეჰოვასგან მომდინარე სიხარული თქვენი ძალაა“.
თითქმის ყოველდღე ვუმეორებდი საკუთარ თავს ამ სიტყვებს –
იეჰოვასგან მომდინარე სიხარული.
ვიცოდი, რომ თუ ეს სიხარული მექნებოდა, ძალებსაც აღვიდგენდი.
ქმრის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე თვეში პიონერობა განვაახლე,
რაც ჩემთვის ღუზასავით იყო.
ჩემს ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა.
ვიცოდი, კვირის მანძილზე რა უნდა მეკეთებინა.
ახლა უკვე მქონდა საწოლიდან ადგომის მიზეზი.
სხვებთან ჩემს იმედზე უნდა მესაუბრა.
ეს მეხმარებოდა, სრული სურათი დამენახა
და მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირებულიყავი.
მაშინაც კი, თუ იცი, რომ კრების მსვლელობისას
ან სიმღერის დროს ტირილისგან თავს ვერ შეიკავებ,
მაინც უნდა ეცადო, რომ დაესწრო შეხვედრებს და და-ძმებთან ერთად იყო.
ბუნებრივია, თუ ზოგჯერ თავს ასე გრძნობ.
მაგრამ შეხვედრები გვეხმარება,
რომ თანაქრისტიანებთან და იეჰოვასთან
ერთად ვებრძოლოთ საწუხარს.
ჩემს ლოცვებს იეჰოვამ არაერთხელ უპასუხა, ესეც ძალიან დამეხმარა.
სიტყვებით რთულია, გადმოსცე ეს ემოცია.
როცა რაღაცაზე ლოცულობ, რაღაცას მთელი გულით ითხოვ
და ეს მხოლოდ იეჰოვამ იცის,
მერე კი ვიღაც გეხმარება, ხვდები ვინ გიპასუხა.
ერთ საღამოს, ჩვენი თანაცხოვრების პერიოდს ვიხსენებდი
და იმაზე ვფიქრობდი,
რომ აბსოლუტურად ყველა წყვილს აქვს
თავისი მოგონებები, რომლებიც მხოლოდ მათ იციან.
მაგალითად, სასაცილო ისტორიები, ხუმრობები,
რომლებიც მხოლოდ მათ ესმით.
პირველი სახლის შეძენის და მოწყობის მომენტები.
გონებაში მეც ამომიტივტივდა ასეთი მოგონებები.
მერე გავაანალიზე, ადამიანი ვისთან ერთადაც ეს ყველაფერი გამოვიარე,
გვერდით აღარ მყავდა.
თუმცა იმასაც მივხვდი,
რომ ჩვენს ამ მოგონებებს იეჰოვაც ინახავს.
იეჰოვასთან ასე ახლოს თავი არასდროს მიგრძნია.
იმ პატარა ბავშვს ვგავდი, რომელიც მამის ფეხს ხელს არ უშვებს
და მაგრად ეჭიდება,
ის ერთადერთია, ვისაც ჩვენს ისტორიაში ყველა დეტალი ახსოვს,
ჩემზე უკეთესადაც კი.
მისთვის ძვირფასია ეს მოგონებები.
მხოლოდ მას შეუძლია, რომ ჩემს ქმარს ეს ძვირფასი წუთები გაახსენოს.
მივხვდი, რომ იეჰოვას თვალსაზრისი ქვრივებზე
სრულიად განსხვავდება იმ შეხედულებებისგან,
რაც დღეს ქვეყნიერებაშია გავრცელებული.
მან ისრაელებს მითითებები მისცა,
როგორ მოქცეოდნენ ქრივებს.
ამ ყველაფერმა დამანახა,
რომ იეჰოვასთვის სულ ერთი არ ვარ,
ვახსოვარ და მხარში მიდგას.
ახლა სიტყვა ქვრივის გაგონებაზე აღარ ვღიზიანდები.
ეჭვი არ მეპარება, რომ იეჰოვა მიცავს და ზრუნავს ჩემზე.
ის პირადად ინტერესდება ჩემით.
მჯერა, რომ ამ რთულ პერიოდს
მისი დახმარებით, აუცილებლად გადავიტან.
-