00:00:01
დღეს ჩვენ მსხვერპლზე ვისაუბრებთ.00:00:04
00:00:04
ვიცით, რას ნიშნავს იეჰოვას თაყვანისცემა.00:00:07
00:00:07
ეს იმას ნიშნავს, რომ გაიღო 00:00:10
00:00:10
ან უარი თქვა რაღაცაზე ჩვენი ღვთისთვის, იეჰოვასთვის.00:00:15
00:00:15
როგორც კრებებში, ისე ბეთელში, 00:00:18
00:00:18
უამრავი და-ძმა გვყავს,
რომლებიც ამ მხრივ საუკეთესო მაგალითს გვაძლევენ, 00:00:23
00:00:23
მსხვერპლს იღებენ.00:00:25
00:00:26
თუმცა დღეს ჩვენი მსჯელობის თემა ის კი არ იქნება, რას 00:00:30
00:00:30
ან რამდენს ვიღებთ იეჰოვასთვის,00:00:33
00:00:33
არამედ რატომ ვიღებთ, რა მიზეზით, 00:00:37
00:00:37
რა აღგვძრავს იმისკენ, რომ სხვერპლი გავიღოთ.00:00:40
00:00:40
ერთი ბიბლიური ეპიზოდი შევიხსენოთ.00:00:43
00:00:43
იფთახის ქალიშვილის მაგალითზე ვისაუბროთ.00:00:46
00:00:46
გავიგოთ, რა მოტივი უნდა გვამოძრავებდეს მაშინ, 00:00:50
00:00:50
როცა მსხვერპლს ვიღებთ.00:00:53
00:00:53
ბიბლიის ეს მონაკვეთი კარგად ვიცით. 00:00:56
00:00:56
ისტორია შევიხსენოთ.00:00:58
00:00:58
სანამ იფთახი საბრძოლველად გავიდოდა, 00:01:01
00:01:01
იეჰოვას აღთქმა დაუდო –
თუ მტრებთან ბრძოლაში გაამარჯვებინებდა, 00:01:06
00:01:06
ვინც სახლიდან პირველი გამოეგებებოდა, იეჰოვას მიუძღვნიდა.00:01:10
00:01:11
შემდეგ რა მოხდა?00:01:13
00:01:13
შინ დაბრუნებულ იფთახს ერთადერთი ქალიშვილი შეეგება.00:01:17
00:01:17
მას მთელი დარჩენილი ცხოვრება
იეჰოვასთვის უნდა მიეძღვნა 00:01:21
00:01:21
და კარავში ემსახურა. 00:01:23
00:01:23
ოჯახსაც ვეღარ შექმნიდა.00:01:25
00:01:26
ამ თემაზე მსჯელობა არაერთი მხრივ შეიძლება. 00:01:29
00:01:29
გამორჩეული შემთხვევაა.00:01:31
00:01:32
მაგრამ ყურადღება იფთახის ქალიშვილის რეაქციაზე გავამახვილოთ.00:01:36
00:01:37
როგორ მოიქცა, როცა მამის აღთქმის შესახებ გაიგო?00:01:40
00:01:40
ამ კითხვაზე პასუხს მსაჯულების მე-11 თავში ვიპოვით.00:01:44
00:01:47
საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდა
იფთახის ქალიშვილს მამის აღთქმაზე, 00:01:53
00:01:53
რომელიც მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა.00:01:56
00:01:57
მსაჯულების 11:35-ში 00:02:00
00:02:00
იფთახი ქალიშვილს ასეთ სიტყვებს ეუბნება:00:02:02
00:02:02
„სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“.00:02:05
00:02:05
და შვილის პასუხი?00:02:07
00:02:08
37-ე მუხლში ვკითხულობთ მის სიტყვებს:00:02:11
00:02:11
„გამიშვი ორი თვით, მთაში წავალ“.00:02:13
00:02:13
ანუ მას ფიქრი და ლოცვა სჭირდებოდა.00:02:17
00:02:17
იყო ეს მისი თავდაპირველი პასუხი?00:02:19
00:02:19
ნამდვილად არა.00:02:21
00:02:21
ამავე თავის 36-ე მუხლი წავიკითხოთ:00:02:25
00:02:25
„მან კი მიუგო: „მამა, თუ სიტყვა მიეცი იეჰოვას, შენი სიტყვისამებრ მომექეცი“.00:02:34
00:02:35
ხედავთ, შენი სიტყვისამებრ მომექეციო. 00:02:38
00:02:38
მან მაშინვე დაუჭირა მამას მხარი –00:02:40
00:02:41
უკან არ დაუხევია, არ უყოყმანია.00:02:45
00:02:45
მაგრამ ასეთი განწყობა რატომ ჰქონდა?00:02:49
00:02:50
ნუთუ ვერ ხვდებოდა, რას დათანხმდა?00:02:53
00:02:54
იმიტომ ხომ არ დაუჭირა მამას მხარი,
რომ სხვა გზა არ ჰქონდა?00:02:59
00:02:59
მისი ხათრით ხომ არ გააკეთა ეს არჩევანი?00:03:02
00:03:02
იფთახის ქალიშვილი თავადვე ხსნის მიზეზს, 00:03:06
00:03:06
თუ რატომ დათანხმდა მამას.00:03:08
00:03:08
მუხლის ბოლოს ვკითხულობთ:00:03:10
00:03:10
„შენი სიტყვისამებრ მომექეცი“.00:03:12
00:03:12
შემდეგ კი ხსნის, რატომ:00:03:14
00:03:14
„რადგან შური იძია იეჰოვამ შენს მტრებზე, ამონელებზე“.00:03:21
00:03:21
„შური იძია იეჰოვამ შენს მტრებზე“.00:03:24
00:03:26
იფთახის შვილის სახელი არ ვიცით,00:03:29
00:03:29
მაგრამ ის კი ვიცით, პიროვნულად როგორი იყო.00:03:33
00:03:33
მას ძალიან უყვარდა იეჰოვა და მისი მადლიერი იყო.00:03:37
00:03:37
ამ მიზეზით დაუჭირა მამის აღთქმას მხარი.00:03:41
00:03:41
აფასებდა, რაც იეჰოვამ თავის ხალხს, 00:03:44
00:03:44
მამამისს და თავად მას გაუკეთა.00:03:49
00:03:50
ამონელებზე გამარჯვებას მისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა?00:03:54
00:03:55
ამის გაგება მსაჯულების მე-10 თავიდან შეგვიძლია. 00:03:58
00:03:58
ამონელები 18 წლის მანძილზე ჩაგრავდნენ ისრაელებს.00:04:03
00:04:03
ამ ახალგაზრდა ქალისთვის უცხო არ იყო ჩაგვრა და შევიწროება.00:04:08
00:04:08
სულ ჰქონდა იმის შიში, რომ მტერი თავს დაესხმებოდა ისრაელს.00:04:13
00:04:14
იფთახის ოჯახი იორდანის აღმოსავლეთით ცხოვრობდა. 00:04:18
00:04:18
ეს კი ის ტერიტორია იყო, 00:04:20
00:04:20
რომელსაც ამონელები ხშირად ესხმოდნენ თავს.00:04:23
00:04:24
ბიბლიაც ხაზს უსვამს,
რომ ისინი სასტიკად ჩაგრავდნენ შემოგარენში მცხოვრებთ.00:04:30
00:04:30
ისრაელები იეჰოვას ევედრებოდნენ, 00:04:33
00:04:33
გვიხსენიო ამონელების ხელიდან.00:04:35
00:04:36
ალბათ იფთახის ქალიშვილიც ილოცებდა ამაზე.00:04:40
00:04:41
წარმოიდგინეთ სიტუაცია,
როცა იფთახი ამონელთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა.00:04:46
00:04:46
შინ დაბრუნებულ მამას შვილი სიხარულით შეეგება.00:04:50
00:04:51
მაგრამ, როცა მამას ომში აცილებდა, რას გრძნობდა ის?00:04:57
00:04:57
უეჭველია, ის იამაყებდა,
რომ მამამისი იეჰოვას სახელისთვის იბრძოდა, 00:05:02
00:05:02
თუმცა შიშსაც იგრძნობდა.00:05:05
00:05:05
შეიძლება ეფიქრა, რომ მამას ბოლოჯერ ხედავდა ცოცხალს.00:05:10
00:05:11
ალბათ რამდენს ილოცებდა, რომ იეჰოვას დაეცვა ის ბრძოლაში 00:05:16
00:05:16
და გამარჯვებაშიც დახმარებოდა.00:05:18
00:05:19
წარმოიდგინეთ, ის იგებს გამარჯვების ამბავს და 00:05:23
00:05:23
როცა შინ მშვიდობით დაბრუნებულ მამას ხედავს, 00:05:26
00:05:26
მას დაირის დაკვრით და ცეკვა-ცეკვით ეგებება.00:05:30
00:05:31
იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვას.00:05:34
00:05:34
ის უზომოდ ბედნიერი და მადლიერი იყო.00:05:38
00:05:38
სწორედ ამან აღძრა, რომ მამისთვის დაეჭირა მხარი 00:05:42
00:05:42
და ნებისმიერ მსხვერპლზე წასულიყო.00:05:45
00:05:45
მადლიერება – სწორედ ამის გამო წავიდა ის მსხვერპლზე.00:05:50
00:05:51
ჩვენც იეჰოვას ძლიერი სიყვარული 00:05:54
00:05:54
და მადლიერება გვიბიძგებს, 00:05:56
00:05:56
რომ მისთვის რაღაც დავთმოთ.00:05:58
00:05:59
ვკითხოთ საკუთარ თავს: იეჰოვა რომ არა,
სად ვიქნებოდით?00:06:04
00:06:04
მან სიცოცხლე გვიბოძა, დაგვიახლოვა, 00:06:09
00:06:09
დიდი სულიერი ოჯახი გვაჩუქა.00:06:12
00:06:13
თითოეული იმაზეც დავფიქრდეთ, 00:06:16
00:06:16
პირადად ჩვენთვის რას აკეთებს იეჰოვა,00:06:19
00:06:19
როგორ გვისმენს და გვპასუხობს ლოცვებზე.00:06:23
00:06:24
რა მხრივ გვეხმარება მადლიერების გრძნობა?00:06:28
00:06:28
მადლიერება გვიადვილებს მსხვერპლის გაღებას.00:06:32
00:06:32
თანაც იეჰოვასთვის რაღაცის დათმობას სიხარული მოაქვს.00:06:36
00:06:36
როცა რაღაცას იეჰოვასთვის ვაკეთებთ, 00:06:38
00:06:38
შეიძლება ის მსხვერპლად სულაც არ მივიჩნიოთ.00:06:42
00:06:43
ზოგჯერ ვერც ვიაზრებთ, რა მსხვერპლს ვიღებთ, 00:06:46
00:06:46
მაგრამ იეჰოვა ამჩნევს და აფასებს ამას.00:06:50
00:06:50
საინტერესოა, იფთახის ქალიშვილის
მაგალითიდან როგორ გამოჩნდა ეს?00:06:55
00:06:55
მსაჯულების 11:39.00:06:59
00:06:59
აქ ვკითხულობთ:00:07:01
00:07:01
„ორი თვის შემდეგ მამამისთან დაბრუნდა, 00:07:03
00:07:03
და მანაც შეასრულა დადებული აღთქმა.00:07:06
00:07:06
არ დაწოლილა იფთახის ასული მამაკაცთან“.00:07:10
00:07:10
ამ პატარა მონაკვეთიდან კარგად ჩანს, 00:07:13
00:07:13
რომ მან შეასრულა თავისი აღთქმა.00:07:16
00:07:17
იეჰოვას სურდა, ჩვენც გვცოდნოდა მისი ერთგულების შესახებ.00:07:21
00:07:22
იეჰოვა იამაყებდა მისით.00:07:24
00:07:24
მას შეუმჩნეველი არ დარჩენია, 00:07:25
00:07:25
როგორ შეცვალა ამ მსხვერპლმა მთელი მისი ცხოვრება.00:07:29
00:07:30
საოცარია.00:07:32
00:07:32
აქ იკვეთება კიდევ ერთი საინტერესო დეტალი.00:07:35
00:07:35
კიდევ ვინ შეამჩნია ეს მსხვერპლი?00:07:37
00:07:37
ვინ დაწერა ეს სიტყვები?00:07:39
00:07:40
მიიჩნევა, რომ წიგნ „მსაჯულების“ დამწერი სამუელია.00:07:45
00:07:45
სამუელი და იფთახის ქალიშვილი შესაძლოა
ერთსა და იმავე პერიოდში მსახურობდნენ შილოში.00:07:51
00:07:51
და თუ ეს ასეა, 00:07:53
00:07:53
გამოდის, რომ სამუელმა
მხოლოდ მისი ერთგულების შესახებ კი არ იცოდა,00:07:58
00:07:58
ყოველდღე ხედავდა,
როგორი გულმოდგინებით ემსახურებოდა იეჰოვას.00:08:02
00:08:02
თანაც იმის ფონზე, რაც კარავში ხდებოდა.00:08:06
00:08:06
ალბათ ერთმანეთს კარგად გაუგებდნენ, 00:08:09
00:08:09
რადგან შილოში ორივე ერთი და იმავე მიზეზით აღმოჩნდა.00:08:13
00:08:13
ორივე შემთხვევაში იეჰოვას პირობა მშობელმა დაუდო.00:08:18
00:08:19
ის სამუელს ერთგულების კარგ მაგალითს მისცემდა.00:08:23
00:08:23
ამაზე ჩვენი ახალგაზრდები მახსენდება.00:08:27
00:08:27
ბევრმა სკოლის შემდეგ პიონერობა დაიწყო.00:08:31
00:08:31
ზოგმა 18-19 წლის ასაკში დაიწყო ბეთელში მსახურება.00:08:35
00:08:36
ალბათ ოჯახის დატოვება მოგიწიათ ან კიდევ მეგობრების.00:08:41
00:08:41
შეიძლება პირდაპირ არ გითხრან, 00:08:43
00:08:43
მაგრამ მათთვის სამაგალითო ხართ.00:08:46
00:08:46
ისინი ხედავენ თქვენ მიერ გაღებულ მსხვერპლს.00:08:49
00:08:49
მათ შეუმჩნეველი არ რჩებათ თქვენი გაბრწყინებული თვალები,00:08:53
00:08:53
როგორი აღფრთოვანებით საუბრობთ თქვენს დავალებებზე,00:08:57
00:08:57
ხედავენ, როგორ მიიწევთ წინ სულიერად.00:09:00
00:09:00
თქვენი შესანიშნავი მაგალითით 00:09:02
00:09:02
მათაც ეხმარებით,
რომ ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ 00:09:06
00:09:06
და იეჰოვას უერთგულონ.00:09:08
00:09:09
მოდი შევაჯამოთ, რაზეც ამ მოხსენებაში ვისაუბრეთ.00:09:13
00:09:13
რა აღგვძრავს, რომ იეჰოვასთვის მსხვერპლი გავიღოთ?00:09:17
00:09:17
არც ვალდებულება და არც სხვებისგან აღიარება. 00:09:20
00:09:20
სიყვარული და მადლიერება იმ ყველაფრისთვის, 00:09:23
00:09:23
რაც იეჰოვას ჩვენთვის გაუკეთებია.00:09:25
00:09:25
ჩვენი არჩევანით იეჰოვას განვადიდებთ 00:09:28
00:09:28
და სხვებსაც სტიმულს ვაძლევთ.00:09:31
00:09:31
მოდი მთელი გულით განვაგრძოთ იეჰოვას მსახურება 00:09:34
00:09:34
და გვახსოვდეს, 00:09:36
00:09:36
რომ ის ამჩნევს და აფასებს 00:09:38
00:09:38
მისთვის გაღებულ ნებისმიერ მსხვერპლს.00:09:41
დარსი მაკიუენი: სიყვარულით და მადლიერებით გაღებული მსხვერპლი (მსაჯ. 11:36)
-
დარსი მაკიუენი: სიყვარულით და მადლიერებით გაღებული მსხვერპლი (მსაჯ. 11:36)
დღეს ჩვენ მსხვერპლზე ვისაუბრებთ.
ვიცით, რას ნიშნავს იეჰოვას თაყვანისცემა.
ეს იმას ნიშნავს, რომ გაიღო
ან უარი თქვა რაღაცაზე ჩვენი ღვთისთვის, იეჰოვასთვის.
როგორც კრებებში, ისე ბეთელში,
უამრავი და-ძმა გვყავს,
რომლებიც ამ მხრივ საუკეთესო მაგალითს გვაძლევენ,
მსხვერპლს იღებენ.
თუმცა დღეს ჩვენი მსჯელობის თემა ის კი არ იქნება, რას
ან რამდენს ვიღებთ იეჰოვასთვის,
არამედ რატომ ვიღებთ, რა მიზეზით,
რა აღგვძრავს იმისკენ, რომ სხვერპლი გავიღოთ.
ერთი ბიბლიური ეპიზოდი შევიხსენოთ.
იფთახის ქალიშვილის მაგალითზე ვისაუბროთ.
გავიგოთ, რა მოტივი უნდა გვამოძრავებდეს მაშინ,
როცა მსხვერპლს ვიღებთ.
ბიბლიის ეს მონაკვეთი კარგად ვიცით.
ისტორია შევიხსენოთ.
სანამ იფთახი საბრძოლველად გავიდოდა,
იეჰოვას აღთქმა დაუდო –
თუ მტრებთან ბრძოლაში გაამარჯვებინებდა,
ვინც სახლიდან პირველი გამოეგებებოდა, იეჰოვას მიუძღვნიდა.
შემდეგ რა მოხდა?
შინ დაბრუნებულ იფთახს ერთადერთი ქალიშვილი შეეგება.
მას მთელი დარჩენილი ცხოვრება
იეჰოვასთვის უნდა მიეძღვნა
და კარავში ემსახურა.
ოჯახსაც ვეღარ შექმნიდა.
ამ თემაზე მსჯელობა არაერთი მხრივ შეიძლება.
გამორჩეული შემთხვევაა.
მაგრამ ყურადღება იფთახის ქალიშვილის რეაქციაზე გავამახვილოთ.
როგორ მოიქცა, როცა მამის აღთქმის შესახებ გაიგო?
ამ კითხვაზე პასუხს მსაჯულების მე-11 თავში ვიპოვით.
საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდა
იფთახის ქალიშვილს მამის აღთქმაზე,
რომელიც მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა.
მსაჯულების 11:35-ში
იფთახი ქალიშვილს ასეთ სიტყვებს ეუბნება:
„სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“.
და შვილის პასუხი?
37-ე მუხლში ვკითხულობთ მის სიტყვებს:
„გამიშვი ორი თვით, მთაში წავალ“.
ანუ მას ფიქრი და ლოცვა სჭირდებოდა.
იყო ეს მისი თავდაპირველი პასუხი?
ნამდვილად არა.
ამავე თავის 36-ე მუხლი წავიკითხოთ:
„მან კი მიუგო: „მამა, თუ სიტყვა მიეცი იეჰოვას, შენი სიტყვისამებრ მომექეცი“.
ხედავთ, შენი სიტყვისამებრ მომექეციო.
მან მაშინვე დაუჭირა მამას მხარი –
უკან არ დაუხევია, არ უყოყმანია.
მაგრამ ასეთი განწყობა რატომ ჰქონდა?
ნუთუ ვერ ხვდებოდა, რას დათანხმდა?
იმიტომ ხომ არ დაუჭირა მამას მხარი,
რომ სხვა გზა არ ჰქონდა?
მისი ხათრით ხომ არ გააკეთა ეს არჩევანი?
იფთახის ქალიშვილი თავადვე ხსნის მიზეზს,
თუ რატომ დათანხმდა მამას.
მუხლის ბოლოს ვკითხულობთ:
„შენი სიტყვისამებრ მომექეცი“.
შემდეგ კი ხსნის, რატომ:
„რადგან შური იძია იეჰოვამ შენს მტრებზე, ამონელებზე“.
„შური იძია იეჰოვამ შენს მტრებზე“.
იფთახის შვილის სახელი არ ვიცით,
მაგრამ ის კი ვიცით, პიროვნულად როგორი იყო.
მას ძალიან უყვარდა იეჰოვა და მისი მადლიერი იყო.
ამ მიზეზით დაუჭირა მამის აღთქმას მხარი.
აფასებდა, რაც იეჰოვამ თავის ხალხს,
მამამისს და თავად მას გაუკეთა.
ამონელებზე გამარჯვებას მისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა?
ამის გაგება მსაჯულების მე-10 თავიდან შეგვიძლია.
ამონელები 18 წლის მანძილზე ჩაგრავდნენ ისრაელებს.
ამ ახალგაზრდა ქალისთვის უცხო არ იყო ჩაგვრა და შევიწროება.
სულ ჰქონდა იმის შიში, რომ მტერი თავს დაესხმებოდა ისრაელს.
იფთახის ოჯახი იორდანის აღმოსავლეთით ცხოვრობდა.
ეს კი ის ტერიტორია იყო,
რომელსაც ამონელები ხშირად ესხმოდნენ თავს.
ბიბლიაც ხაზს უსვამს,
რომ ისინი სასტიკად ჩაგრავდნენ შემოგარენში მცხოვრებთ.
ისრაელები იეჰოვას ევედრებოდნენ,
გვიხსენიო ამონელების ხელიდან.
ალბათ იფთახის ქალიშვილიც ილოცებდა ამაზე.
წარმოიდგინეთ სიტუაცია,
როცა იფთახი ამონელთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა.
შინ დაბრუნებულ მამას შვილი სიხარულით შეეგება.
მაგრამ, როცა მამას ომში აცილებდა, რას გრძნობდა ის?
უეჭველია, ის იამაყებდა,
რომ მამამისი იეჰოვას სახელისთვის იბრძოდა,
თუმცა შიშსაც იგრძნობდა.
შეიძლება ეფიქრა, რომ მამას ბოლოჯერ ხედავდა ცოცხალს.
ალბათ რამდენს ილოცებდა, რომ იეჰოვას დაეცვა ის ბრძოლაში
და გამარჯვებაშიც დახმარებოდა.
წარმოიდგინეთ, ის იგებს გამარჯვების ამბავს და
როცა შინ მშვიდობით დაბრუნებულ მამას ხედავს,
მას დაირის დაკვრით და ცეკვა-ცეკვით ეგებება.
იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვას.
ის უზომოდ ბედნიერი და მადლიერი იყო.
სწორედ ამან აღძრა, რომ მამისთვის დაეჭირა მხარი
და ნებისმიერ მსხვერპლზე წასულიყო.
მადლიერება – სწორედ ამის გამო წავიდა ის მსხვერპლზე.
ჩვენც იეჰოვას ძლიერი სიყვარული
და მადლიერება გვიბიძგებს,
რომ მისთვის რაღაც დავთმოთ.
ვკითხოთ საკუთარ თავს: იეჰოვა რომ არა,
სად ვიქნებოდით?
მან სიცოცხლე გვიბოძა, დაგვიახლოვა,
დიდი სულიერი ოჯახი გვაჩუქა.
თითოეული იმაზეც დავფიქრდეთ,
პირადად ჩვენთვის რას აკეთებს იეჰოვა,
როგორ გვისმენს და გვპასუხობს ლოცვებზე.
რა მხრივ გვეხმარება მადლიერების გრძნობა?
მადლიერება გვიადვილებს მსხვერპლის გაღებას.
თანაც იეჰოვასთვის რაღაცის დათმობას სიხარული მოაქვს.
როცა რაღაცას იეჰოვასთვის ვაკეთებთ,
შეიძლება ის მსხვერპლად სულაც არ მივიჩნიოთ.
ზოგჯერ ვერც ვიაზრებთ, რა მსხვერპლს ვიღებთ,
მაგრამ იეჰოვა ამჩნევს და აფასებს ამას.
საინტერესოა, იფთახის ქალიშვილის
მაგალითიდან როგორ გამოჩნდა ეს?
მსაჯულების 11:39.
აქ ვკითხულობთ:
„ორი თვის შემდეგ მამამისთან დაბრუნდა,
და მანაც შეასრულა დადებული აღთქმა.
არ დაწოლილა იფთახის ასული მამაკაცთან“.
ამ პატარა მონაკვეთიდან კარგად ჩანს,
რომ მან შეასრულა თავისი აღთქმა.
იეჰოვას სურდა, ჩვენც გვცოდნოდა მისი ერთგულების შესახებ.
იეჰოვა იამაყებდა მისით.
მას შეუმჩნეველი არ დარჩენია,
როგორ შეცვალა ამ მსხვერპლმა მთელი მისი ცხოვრება.
საოცარია.
აქ იკვეთება კიდევ ერთი საინტერესო დეტალი.
კიდევ ვინ შეამჩნია ეს მსხვერპლი?
ვინ დაწერა ეს სიტყვები?
მიიჩნევა, რომ წიგნ „მსაჯულების“ დამწერი სამუელია.
სამუელი და იფთახის ქალიშვილი შესაძლოა
ერთსა და იმავე პერიოდში მსახურობდნენ შილოში.
და თუ ეს ასეა,
გამოდის, რომ სამუელმა
მხოლოდ მისი ერთგულების შესახებ კი არ იცოდა,
ყოველდღე ხედავდა,
როგორი გულმოდგინებით ემსახურებოდა იეჰოვას.
თანაც იმის ფონზე, რაც კარავში ხდებოდა.
ალბათ ერთმანეთს კარგად გაუგებდნენ,
რადგან შილოში ორივე ერთი და იმავე მიზეზით აღმოჩნდა.
ორივე შემთხვევაში იეჰოვას პირობა მშობელმა დაუდო.
ის სამუელს ერთგულების კარგ მაგალითს მისცემდა.
ამაზე ჩვენი ახალგაზრდები მახსენდება.
ბევრმა სკოლის შემდეგ პიონერობა დაიწყო.
ზოგმა 18-19 წლის ასაკში დაიწყო ბეთელში მსახურება.
ალბათ ოჯახის დატოვება მოგიწიათ ან კიდევ მეგობრების.
შეიძლება პირდაპირ არ გითხრან,
მაგრამ მათთვის სამაგალითო ხართ.
ისინი ხედავენ თქვენ მიერ გაღებულ მსხვერპლს.
მათ შეუმჩნეველი არ რჩებათ თქვენი გაბრწყინებული თვალები,
როგორი აღფრთოვანებით საუბრობთ თქვენს დავალებებზე,
ხედავენ, როგორ მიიწევთ წინ სულიერად.
თქვენი შესანიშნავი მაგალითით
მათაც ეხმარებით,
რომ ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ
და იეჰოვას უერთგულონ.
მოდი შევაჯამოთ, რაზეც ამ მოხსენებაში ვისაუბრეთ.
რა აღგვძრავს, რომ იეჰოვასთვის მსხვერპლი გავიღოთ?
არც ვალდებულება და არც სხვებისგან აღიარება.
სიყვარული და მადლიერება იმ ყველაფრისთვის,
რაც იეჰოვას ჩვენთვის გაუკეთებია.
ჩვენი არჩევანით იეჰოვას განვადიდებთ
და სხვებსაც სტიმულს ვაძლევთ.
მოდი მთელი გულით განვაგრძოთ იეჰოვას მსახურება
და გვახსოვდეს,
რომ ის ამჩნევს და აფასებს
მისთვის გაღებულ ნებისმიერ მსხვერპლს.
-