JW subtitle extractor

მარკ სკოტი: „იმედი არ გაგვაწბილებს“ (რომ. 5:5)

Video Other languages Share text Share link Show times

დღეს სატანის ქვეყნიერებაში
ბევრს იმედი აქვს დაკარგული
და იმედგაცრუებაც, სამწუხაროდ,
უკვე ჩვეულებრივი რამაა.
პოლიტიკოსები გამუდმებით იძლევიან დაპირებებს,
თუმცა არ ასრულებენ.
რელიგიური წინამძღოლებიც
სიცრუეში ამყოფებენ თავიანთ მრევლს.
ორგულობა, ღალატი დღეს
უკვე აღარავის უკვირს;
და სადამდე მიიყვანა ადამიანები
ამდენმა ტყუილმა და იმედგაცრუებამ?
ამის გამო ბევრმა საერთოდ დაკარგა ნდობა
და კარგსაც აღარაფერს მოელიან.
ამიტომ როცა მათ სასიხარულო ცნობას ვუზიარებთ,
რა გასაკვირია, რომ სკეპტიკურად
არიან განწყობილი?!
მაგრამ თუ ადამიანი გაიგებს,
როგორ ზედმიწევნით ასრულებდა
და ასრულებს იეჰოვა თავის სიტყვას
და თანდათანობით დარწმუნდება მის სანდოობაში,
რა იქნება შედეგი?
მის გულში იმედის ნაპერწკალი გაჩნდება,
და საბოლოოდ,
მისი შეხედულება მომავალზე აბსოლუტურად შეიცვლება.
ის სიხარულით დაელოდება იმ დროს,
როცა უსამართლობა წარსულს ჩაჰბარდება,
როცა მარადიულად იცხოვრებს
და საყვარელ გარდაცვლილ
ახლობლებსაც შეხვდება.
როგორ გახსოვთ,
ამ იმედზე საუბრობს მოციქული პავლე
დღევანდელ მუხლში?
არა.
გთხოვთ ჩემთან ერთად მოძებნოთ
რომაელების მე-5 თავი
და ვნახოთ ამ მუხლის კონტექსტი.
3–5 მუხლებში პავლე ამბობს:
„გასაჭირშიც ვიხაროთ,
რადგან ვიცით, რომ გასაჭირი
მოთმინებას წარმოშობს, 
მოთმინების შედეგი ღვთის მოწონებაა,
ღვთის მოწონებისა კი – იმედი,
ხოლო იმედი არ გაგვაწბილებს“.
მიაქციეთ ყურადღება,
რომ ამ ჩამონათვალში პავლე
იმედს ბოლოს მოიხსენიებს,
ანუ იმედი რაღაცის შედეგია.
როცა ქრისტიანი რაიმე სირთულეს
ან გასაჭირს შეხვდება,
მოთმინებით გადაიტანს მას
და ღვთის მოწონებას დაიმსახურებს,
ამის შემდეგ მას უკვე აქვს იმედი.
როგორც ბიბლიის სასწავლო გამოცემის
დამატებითი მასალიდან ვიგებთ,
აქ პავლე არ საუბრობს იმ იმედზე,
რომელიც სასიხარულო ცნობის
გაგებისას გვიჩნდება,
არამედ მას მხედველობაში აქვს
ის განმტკიცებული იმედი,
რომელიც მხოლოდ განსაცდელის
გადატანის შემდეგ შეიძლება გვქონდეს.
და-ძმებო, დარწმუნებული ვარ,
რომ თქვენ გაქვთ ასეთი ძლიერი,
განმტკიცებული იმედი,
რადგან არაერთი განსაცდელი
ერთგულად გადაგიტანიათ.
თქვენი რწმენის გამო არაერთხელ
დაგიმსახურებიათ იეჰოვას მოწონება.
ისიც ეჭვგარეშეა,
რომ ამ ყველაფრის შემდეგ
თქვენი იმედი ერთიორად გაძლიერდა
და ახლა უფრო
დიდი სიხარულით ელით ჯილდოს.
რატომ არის ჩვენთვის
ასე ძვირფასი ეს იმედი?
იმიტომ, რომ ყველანი ვხვდებით იმედგაცრუებას.
მნიშვნელობა არ აქვს,
რა პასუხისმგებლობა გვაქვს
ან რამდენს ვაკეთებთ იეჰოვასთვის.
1997 წლის სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“
ერთი შვეიცარიელი დის,
ენის ისტორია იყო მოთხრობილი,
რომელიც ბიბლიურ სკოლა გალაადში მიიწვიეს.
ის მისიონერობაზე ოცნებობდა,
თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა.
სკოლის შემდეგ ის ბეთელში,
მთარგმნელობით განყოფილებაში მიიწვიეს.
მას უარი არ უთქვამს ამ დავალებაზე.
რა დაეხმარა, რომ ამ ახალ რეალობას მორგებოდა?
როგორც ის ამბობს,
ბეთელში საკმაოდ
ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი,
ამიტომ გადაწყვიტა, რომ თავისი გრძნობები
და არჩევანი უკანა პლანზე გადაეწია.
იმავე სტატიაში ასეთი აზრი ეწერა:
თუ თქვენც მოგცემენ იმ დავალებას,
რომელიც დიდად არ გინდოდათ,
კარგი იქნება, თუ ენის მიჰბაძავთ.
ჩვენი გრძნობები, არჩევანი თუ სურვილები
ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის.
მთავარია, ნებისმიერ დავალებას,
რომელიც სამეფოს საქმის
შესრულებას უკავშირდება,
პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ.
შემდეგ კი იგავების 14:23 იყო მოყვანილი,
სადაც ნათქვამია:
„ყოველგვარი შრომა სასარგებლოა“.
ბოლოს კი ეწერა, რომ მსახურებაში
ნებისმიერი დავალების შესრულება
სამეფოს საქმის წინსვლას უწყობს ხელს.
კიდევ დიდხანს შეიძლება
ვილაპარაკოთ იმაზე,
თუ რამდენი რამ იწვევს ჩვენს იმედგაცრუებას.
მაგრამ ახლა მოდი სამ მხარეზე
გავამახვილოთ ყურადღება
თუ რატომ არის იმედი
საუკეთესო საშუალება
იმედგაცრუების დასაძლევად.
მოვძებნოთ ესაიას წინასწარმეტყველება,
მე-40 თავი, 30, 31 მუხლები წავიკითხოთ.
აქ წერია:
„ყმაწვილები დაიღლებიან და დაიქანცებიან,
ჭაბუკები წაიბორძიკებენ და დაეცემიან,
იეჰოვაზე მინდობილები კი
ძალ-ღონეს მოიკრებენ.
არწივივით გაშლიან ფრთებს,
ირბენენ და არ დაიქანცებიან,
ივლიან და არ დაიღლებიან“.
იმედგაცრუება გულს გვიტეხს
და ძალებს გვაცლის.
ჩვენს ვებ-საიტზე
ახალ ამბებში ერთი რუსი ძმის,
სერგეის სიტყვები იყო მოყვანილი,
მან თქვა: „ბუნებრივია,
როცა გული გიტყდება,
ძალა გეცლება და
უარყოფითი ფიქრები მოგდის“.
მაგრამ, როგორც ესაია ამბობს,
იმედი ძალღონით გვავსებს
და ერთგულების შენარჩუნებაში გვეხმარება.
მეორე მიზეზზე, თუ რატომ არის
იმედი მნიშვნელოვანი,
საუბრობს 1 თესალონიკელების 5:8.
აქ პავლეს ძალიან საინტერესო
შედარება მოჰყავს.
1 თესალონიკელების 5:8:
„ჩვენ კი, ვინც დღის ძეები ვართ,
ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ
რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით,
მუზარადად კი ხსნის იმედი გვქონდეს“.
როგორც მუზარადი იცავს მეომარს
ბრძოლის დროს,
ასევე იცავს იმედი ჩვენს გონებას.
ის გვეხმარება, რომ დამთრგუნველ
ფიქრებს გასაქანი არ მივცეთ
და ხშირად ვიფიქროთ ღვთის დაპირებებზე.
ამის წყალობით შევძლებთ,
რომ სწორი ხედვა შევინარჩუნოთ
ჩვენს პრობლემებზე
და იმედგაცრუების გამო
გული არ გავიტეხოთ.
თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის
ადვილი არაა.
არასრულყოფილების გამო
ზოგჯერ გვაქვს ცდუნება,
რომ ჩვენი მდგომარეობა
სხვისას შევადაროთ
ან ჩვენს იმედგაცრუებასა თუ პრობლემებში
სხვები დავადანაშაულოთ
და სულ იმაზე ვიფიქროთ,
რაც უარყოფით გრძნობებს იწვევს ჩვენში.
დავფიქრდეთ იეჰოვას მაგალითზე.
სამწუხაროდ, მასაც
არაერთხელ გაუცრუეს იმედი.
როგორ იგრძნობდა თავს,
როცა პირველმა ადამიანებმა
ნების თავისუფლება ბოროტად გამოიყენეს?
თუმცა მას ამ ყველაფრის მიუხედავად
ბიბლია ბედნიერ ღმერთს უწოდებს.
იეჰოვა იმაზე კი არ ფიქრობდა,
როგორ ატკინეს მას გული,
არამედ თავისი განზრახვის
შესრულებაზე კონცენტრირდა.
ასე რომ, იმედი ჩვენს გონებას იცავს,
როგორც მუზარადი მეომარს.
მესამე მიზეზზე, თუ რატომ არის
იმედი მნიშვნელოვანი,
მოციქული პავლე
ებრაელების 6:19-ში საუბრობს.
6:19. აქ ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:
„ეს სანდო და მტკიცე იმედი
ღუზასავით არის ჩვენთვის“.
მიაქციეთ ყურადღება,
რას ადარებს აქ პავლე იმედს?
ღუზას.
და რა არის მისი დანიშნულება?
ძლიერი შტორმის დროს გემს
უჭირს წონასწორობის შენარჩუნება.
ბობოქარი ტალღები მას
აქეთ-იქით აქანავებს.
ასეთ დროს საშიშროებაა,
რომ ის კლდეს დაეჯახოს ან ამობრუნდეს.
ღუზა კი ეხმარება გემს,
რომ ქარის მიმართულებით იმოძრაოს
და ტალღებმა არ გაიტაცოს.
ის გემს წონასწორობას უნარჩუნებს
და ეხმარება, რომ არ დაიმსხვრეს
ან არ ჩაიძიროს.
ზოგჯერ შეიძლება იმედგაცრუება
ჩვენთვისაც შტორმივით იყოს.
მიზეზი შეიძლება იყოს ცვლილებები,
რწმენის გამოცდები
ან სხვადასხვა სირთულე.
ასეთ დროს შეიძლება წუხილმა
ან შიშმა მოგვიცვას
და ისეთი გრძნობა გვქონდეს,
თითქოს ბობოქარ ტალღებს ვებრძვით.
მაგრამ, როგორც ღუზა აკავებს გემს
შტორმის დროს,
ასეა იმედიც, რთულ დროს
ემოციურ ბალანსს გვინარჩუნებს.
როგორც მე-3 სიმღერაშია ნათქვამი,
იეჰოვამ ძვირფასი იმედი გვიბოძა
და გვინდა, რომ ამ იმედზე მთელ ხალხებს ვამცნოთ.
თუმცა ამავე სიმღერაში
ისიც ნახსენებია, რომ ცხოვრება
ქარტეხილებს გვატეხს,
რაც ჩვენს გულში შიშს ბადებს,
ზოგჯერ მშფოთვარე ფიქრებიც
ჩრდილავს იმედს, ნათელს.
როცა იმედი გვიცრუვდება,
ასე ვგრძნობთ თავს.
მაგრამ როცა ამ სირთულეებს
ერთგულად ვიტანთ,
ჩვენი იმედი უფრო და უფრო მტკიცდება.
ის ძალღონით გვავსებს
და გვეხმარება არ დავნებდეთ,
იცავს ჩვენს გონებას,
ისევე როგორც მუზარადი მეომარს
და ღუზასავითაა ჩვენთვის,
ანუ სირთულეების დროს ემოციურ
სტაბილურობას გვინარჩუნებს.
და რატომ არის ჩვენი იმედი უტყუარი?
როგორც ზემოთ ნახსენები
სიმღერის სათაური ამბობს,
იეჰოვაა ჩვენი რწმენა,
ძალა და ჩვენი იმედი.
იეჰოვა კი იმედს არ გაგვიცრუებს.