00:00:01
ხსნა, როგორი დამაიმედებელი სიტყვაა!00:00:05
00:00:05
ერთი ლექსიკონის თანახმად, 00:00:08
00:00:08
ეს სიტყვა განიმარტება, როგორც ტყვეობიდან, 00:00:10
00:00:10
მონობიდან, ჩაგვრისგან 00:00:13
00:00:13
ან ნებისმიერი რამისგან გათავისუფლება, 00:00:16
00:00:16
რაც გვზღუდავს.00:00:17
00:00:18
თუ გვინდა, რომ იმედი
არასდროს დავკარგოთ 00:00:21
00:00:21
და ის სანდო და მტკიცე
ღუზასავით იყოს ჩვენთვის, 00:00:24
00:00:24
უნდა ვეცადოთ, რომ რწმენა
უფრო მეტად გავიძლიეროთ 00:00:28
00:00:28
და ეჭვი არასდროს შეგვეპაროს იმაში, 00:00:31
00:00:31
რომ ჩვენი ხსნა დღითიდღე ახლოვდება.00:00:35
00:00:35
ეს მხოლოდ იმას არ გულისხმობს, 00:00:37
00:00:37
რომ ოპტიმისტური განწყობა გვქონდეს. 00:00:40
00:00:40
ეს ნიშნავს, გონების თვალით
რეალურად წარმოვიდგინოთ ის დღე, 00:00:45
00:00:45
როცა თითოეული ჩვენგანი
საბოლოოდ გათავისუფლდება.00:00:49
00:00:50
თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა: 00:00:52
00:00:52
რისგან უნდა გავთავისუფლდეთ? 00:00:55
00:00:55
პირადად თქვენ ყველაზე მეტად
რისგან გსურთ გათავისუფლება? 00:00:59
00:00:59
მოდი სამ მხარეს შევეხოთ. 00:01:02
00:01:02
პირველი: ქრონიკული დაავადებები.00:01:06
00:01:06
ართრიტი, დიაბეტი, ასთმა, 00:01:11
00:01:11
კიბო, დეპრესია, გაფანტული სკლეროზი, 00:01:15
00:01:15
პარკინსონის დაავადება 00:01:17
00:01:17
და კიდევ ვინ მოთვლის,
რამდენი რამ ტანჯავს ადამიანებს.00:01:21
00:01:21
ზოგჯერ შეიძლება თავს ისე ვგრძნობდეთ, 00:01:23
00:01:23
რომ ტყვეობაში ვართ
და ვერ ვთავისუფლდებით. 00:01:27
00:01:27
რა დაგვეხმარება,
რომ გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას? 00:01:31
00:01:31
რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, 00:01:33
00:01:33
უნდა ვეცადოთ, რომ ვიზრუნოთ
ჩვენს ჯანმრთელობაზე 00:01:37
00:01:37
და გავუფრთხილდეთ მას. 00:01:39
00:01:39
თუმცა უფრო მეტია საჭირო. 00:01:41
00:01:41
ძლიერი რწმენა უნდა შევინარჩუნოთ.00:01:44
00:01:44
სულ გონებაში უნდა გვქონდეს ის დღე,
როცა გავთავისუფლდებით, 00:01:48
00:01:48
როცა ჩვენი ღმერთი იეჰოვა 00:01:51
00:01:51
საბოლოოდ გვიხსნის ყველანაირი
ქრონიკული დაავადებისგან 00:01:55
00:01:55
და მათ წარსულს ჩააბარებს.00:01:57
00:01:57
ბიბლიაში ერთი
შესანიშნავი ისტორიაა ჩაწერილი, 00:02:01
00:02:01
რომელიც გვეხმარება, წარმოვიდგინოთ,
რამხელა შვებას ვიგრძნობთ. 00:02:05
00:02:06
მოვძებნოთ მარკოზის 5:25.00:02:09
00:02:09
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ეს ისტორია:00:02:12
00:02:12
„მათ შორის იყო ერთი ქალი, 00:02:14
00:02:14
რომელიც 12 წელი სისხლდენით იტანჯებოდა“.00:02:17
00:02:17
ანუ ქრონიკული დაავადება ჰქონდა. 00:02:19
00:02:19
განვაგრძოთ კითხვა:00:02:21
00:02:21
„გაწამებული იყო ექიმებისგან; 00:02:23
00:02:23
მთელი სახსრები დახარჯვოდა, 00:02:26
00:02:26
მაგრამ გამოკეთების ნაცვლად 00:02:28
00:02:28
უარეს დღეში ჩავარდნილიყო. 00:02:31
00:02:32
იესოს ამბავი რომ გაიგო, 00:02:35
00:02:35
ზურგიდან მიუახლოვდა მას 00:02:38
00:02:38
და მოსასხამზე შეეხო, 00:02:40
00:02:40
რადგან თავისთვის ამბობდა, 00:02:43
00:02:43
მოსასხამზეც რომ შევეხო,
გამოვჯანმრთელდებიო“.00:02:47
00:02:47
დიდი რწმენა ჰქონდა. 00:02:49
00:02:49
ბევრ თქვენგანს შესაძლოა
კარგად გესმით ამ ქალის. 00:02:53
00:02:53
შეიძლება წლებია,
ქრონიკულ დაავადებას ებრძვით, 00:02:57
00:02:57
არაერთ ექიმს მიმართეთ 00:02:58
00:02:58
და არაერთი მკურნალობის მეთოდი მოსინჯეთ, 00:03:01
00:03:01
მაგრამ გამოკეთების ნაცვლად 00:03:04
00:03:04
მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.00:03:06
00:03:06
სისხლდენით გატანჯული ქალიც
ასეთ მდგომარეობაში იყო, 00:03:10
00:03:10
მაგრამ სჯეროდა, 00:03:12
00:03:12
რომ ერთ დღესაც ამ საშინელი
დაავადებისგან გათავისუფლდებოდა. 00:03:16
00:03:16
ვნახოთ 29-ე მუხლი 00:03:18
00:03:18
და გავიგოთ, როგორ განვითარდა მოვლენები:00:03:21
00:03:22
„სისხლდენა მაშინვე შეუჩერდა 00:03:26
00:03:26
და იგრძნო, რომ მძიმე
დაავადებისგან განიკურნა“.00:03:30
00:03:30
მისი იმედი გამართლდა, 00:03:32
00:03:32
ის გათავისუფლდა. 00:03:34
00:03:34
დადგა დღე, რომელსაც ელოდა 00:03:37
00:03:37
და როგორც წავიკითხეთ,
ქალმა მაშინვე იგრძნო ეს.00:03:41
00:03:41
იგრძნო, რომ გათავისუფლთა დაავადებისგან. 00:03:44
00:03:44
რამხელა შვება იქნებოდა მისთვის, 00:03:47
00:03:47
მის ტანჯვას წერტილი დაესვა!00:03:50
00:03:50
წარმოიდგინეთ ის დღე, 00:03:52
00:03:52
როცა თქვენც გათავისუფლდებით. 00:03:54
00:03:54
ის მომენტი, როცა იგრძნობთ,
რომ განიკურნეთ 00:03:58
00:03:58
და იეჰოვამ დაგიხსნათ ამ ტანჯვისგან. 00:04:01
00:04:01
ხშირად უნდა წარმოვიდგინოთ ეს, 00:04:03
00:04:03
სულ თვალწინ უნდა გვედგას, 00:04:05
00:04:05
გონებაში უნდა გვიტრიალებდეს ეს მომენტი, 00:04:08
00:04:08
რადგან ეს მხოლოდ ლამაზი ოცნება არაა, 00:04:11
00:04:11
ძვირფასო და-ძმებო, ეს რეალობაა! 00:04:15
00:04:15
ხსნის დღე ახლოვდება 00:04:18
00:04:18
და იეჰოვა აუცილებლად გამოგაჯანმრთელებთ.00:04:22
00:04:22
კიდევ რისგან გავთავისუფლდებით? 00:04:25
00:04:25
მტკივნეული მოგონებებისგან. 00:04:27
00:04:27
ესაა მეორე მხარე. 00:04:29
00:04:29
ცხოვრებაში არაერთი სასიამოვნო
მოგონება გვიგროვდება. 00:04:33
00:04:33
ეს მოგონებები განსაკუთრებით
რთულ მომენტებში გვეხმარება, 00:04:37
00:04:37
არაერთ სირთულეს გვატანინებს. 00:04:40
00:04:40
მაგრამ ერთიც უნდა აღინიშნოს: 00:04:42
00:04:42
მტკივნეული მოგონებებიც ხშირად
გვიმძიმებს გულს.00:04:46
00:04:46
ვხედავთ, რა მდგომარეობაა დღეს:00:04:49
00:04:49
გამანადგურებელი სტიქიები, ომები, 00:04:52
00:04:52
ძალადობა, დაპირისპირებები, 00:04:55
00:04:55
სამოქალაქო არეულობები. 00:04:57
00:04:57
მთელ მსოფლიოში არასტაბილური სიტუაციაა. 00:05:00
00:05:00
ბევრი ისეთი რამ ხდება,
რაც ტკივილს გვაყენებს 00:05:03
00:05:03
და შესაბამისად, მტკივნეული
მოგონებებიც გვიგროვდება.00:05:07
00:05:07
შეიძლება ვცდილობთ, რომ ყურადღება 00:05:10
00:05:10
დადებითზე გადავიტანოთ
და არ ვიფიქროთ უარყოფითზე, 00:05:14
00:05:14
მაგრამ ზოგჯერ შეიძლება
პატარა დეტალებმაც კი00:05:17
00:05:17
გააღვიძოს ჩვენში მტკივნეული მოგონება. 00:05:20
00:05:20
ეს შეიძლება იყოს რაიმე ნივთი, 00:05:22
00:05:22
სურნელი ან რაიმე ნაცნობი გარემო. 00:05:26
00:05:26
ზოგჯერ ასეთი მძიმე მოგონებები 00:05:29
00:05:29
სიმშვიდეს გვაკარგვინებს.00:05:31
00:05:31
რა გვინდა ასეთ დროს? 00:05:34
00:05:34
გვინდა, რომ გავთავისუფლდეთ, 00:05:36
00:05:36
თავი დავაღწიოთ ამ მოგონებებს, 00:05:39
00:05:39
თანაც ერთხელ და სამუდამოდ. 00:05:41
00:05:41
გვინდა, რომ წაიშალოს ჩვენი გონებიდან 00:05:44
00:05:44
და აღარასდროს გაგვახსენდეს ის, 00:05:46
00:05:46
რამაც ტკივილი მოგვაყენა.00:05:48
00:05:48
რა დაპირებას გვაძლევს ბიბლია? 00:05:51
00:05:51
მოდით ვნახოთ.00:05:52
00:05:52
მოვძებნოთ ესაიას 65-ე თავი, 00:05:55
00:05:55
მე-17 მუხლი. 00:05:56
00:05:57
კარგი სიტყვებია, 00:05:58
00:05:59
აქ წერია:00:06:00
00:06:01
„აი, ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას;00:06:04
00:06:05
წინათ მომხდარი აღარავის გაახსენდება00:06:09
00:06:10
და გულსაც არავის დაუმძიმებს“.00:06:13
00:06:13
როგორი დამაიმედებელი,
შესანიშნავი დაპირებაა! 00:06:17
00:06:17
იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ 00:06:19
00:06:19
განკურნავს ჩვენს გულსა და გონებას 00:06:22
00:06:22
და მტკივნეული მოგონებები
აღარასოდეს შეგვახსენებს თავს.00:06:26
00:06:26
წარმოიდგინეთ მომენტი, 00:06:28
00:06:28
როცა მიხვდებით, რომ გათავისუფლდით მათგან 00:06:31
00:06:31
და თქვენი ტკივილი სამუდამოდ
ჩაჰბარდა წარსულს.00:06:36
00:06:36
ეს მომენტი ნამდვილად
შთამბეჭდავი იქნება.00:06:40
00:06:40
მესამე: ესაა ცოდვილი მიდრეკილებები.00:06:45
00:06:45
ფსალმუნის 51:5-ში დავითი ამბობს:00:06:49
00:06:49
„დანაშაულით დავიბადე00:06:51
00:06:51
და ცოდვილი ჩავესახე დედაჩემს“.00:06:54
00:06:54
ესაა რეალობა,
ყველანი არასრულყოფილები ვართ, 00:06:58
00:06:58
დაბადებისთანავე
ცოდვა გვერგო მემკვიდრეობად, 00:07:01
00:07:01
ცუდისკენ ვართ მიდრეკილი
და ხშირად ვცდებით.00:07:05
00:07:05
მოციქულმა პავლემაც აღწერა თავისი გრძნობები, 00:07:09
00:07:09
თუ როგორ უჭირდა, სწორად მოქცეულიყო. 00:07:12
00:07:12
მოვძებნოთ რომაელების მე-7 თავი 00:07:15
00:07:15
და წავიკითხოთ 21-დან 23-ის ჩათვლით:00:07:19
00:07:19
„ამრიგად, ასეთ კანონს ვემონები: 00:07:23
00:07:23
მინდა ვაკეთო, რაც სწორია, 00:07:25
00:07:25
მაგრამ თან მდევს ცუდი.00:07:27
00:07:27
შინაგანად მართლაც მსიამოვნებს
ღვთის კანონი, 00:07:31
00:07:31
მაგრამ ჩემს სხეულში 00:07:33
00:07:33
სხვა კანონს ვხედავ, 00:07:35
00:07:35
რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს 00:07:38
00:07:38
და ცოდვის ეს კანონი, 00:07:40
00:07:40
ჩემს სხეულში მყოფი, 00:07:42
00:07:42
თავის ტყვეობაში მაქცევს“.00:07:45
00:07:45
როგორც პავლე ამბობს, თითოეულ ჩვენგანს 00:07:48
00:07:48
შინაგანი ბრძოლა გვაქვს: 00:07:50
00:07:50
ერთ მხარეს იეჰოვას სიყვარული 00:07:53
00:07:53
და მისი მაღალზნეობრივი ნორმებია, 00:07:55
00:07:55
მეორე მხარეს კი თანდაყოლილი
ცოდვილი მიდრეკილებები.00:07:59
00:07:59
შესაძლებელია გავთავისუფლდეთ ცოდვისგან 00:08:03
00:08:03
და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს 00:08:05
00:08:05
ჩვენს გულსა და გონებაში გაჩაღებული
გამუდმებული ბრძოლა? 00:08:10
00:08:10
კი, როცა ქრისტეს გამოსასყიდი 00:08:13
00:08:13
საბოლოოდ მიაღწევს თავის მიზანს, 00:08:16
00:08:16
ცოდვილი მიდრეკილებები
წარსულს ჩაჰბარდება, 00:08:19
00:08:19
ისევე როგორც სხვა ყველაფერი ცუდი 00:08:21
00:08:21
და შინაგანი ბრძოლაც დასრულდება.00:08:24
00:08:24
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, 00:08:26
00:08:26
რამხელა სიხარულს იგრძნობთ, 00:08:28
00:08:28
როცა ცოდვის ტყვეობისგან გათავისუფლდებით.00:08:31
00:08:31
მართლაც საოცარი შეგრძნება იქნება! 00:08:35
00:08:35
ხსნა, გათავისუფლება,00:08:39
00:08:39
ნამდვილად სასიამოვნო სიტყვებია. 00:08:42
00:08:42
ეს აბსოლუტური რეალობაა, 00:08:44
00:08:44
რომელიც თითოეული ჩვენგანის
შემთხვევაში გამართლდება.00:08:48
00:08:48
მოდი სულ გონებაში გვქონდეს ის დრო, 00:08:51
00:08:51
როცა ჩვენი ღმერთი იეჰოვა 00:08:53
00:08:53
გაგვათავისუფლებს ქრონიკული დაავადებებისგან, 00:08:55
00:08:55
მტკივნეული მოგონებებისგან, 00:08:58
00:08:58
ცოდვილი მიდრეკილებებისგან 00:09:00
00:09:00
და ყველა იმ საშინელებისგან, 00:09:02
00:09:02
რაც ტკივილს გვაყენებს.00:09:04
00:09:04
პირადად თქვენ
რისგან გსურთ გათავისუფლება? 00:09:07
00:09:07
რაც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ:00:09:10
00:09:10
ხსნის დღე აუცილებლად დადგება 00:09:13
00:09:13
და ის დღითი დღე უფრო გვიახლოვდება.00:09:16
მარკ სანდერსონი: ახლოვდება თქვენი ხსნა (ლუკ. 21:28)
-
მარკ სანდერსონი: ახლოვდება თქვენი ხსნა (ლუკ. 21:28)
ხსნა, როგორი დამაიმედებელი სიტყვაა!
ერთი ლექსიკონის თანახმად,
ეს სიტყვა განიმარტება, როგორც ტყვეობიდან,
მონობიდან, ჩაგვრისგან
ან ნებისმიერი რამისგან გათავისუფლება,
რაც გვზღუდავს.
თუ გვინდა, რომ იმედი
არასდროს დავკარგოთ
და ის სანდო და მტკიცე
ღუზასავით იყოს ჩვენთვის,
უნდა ვეცადოთ, რომ რწმენა
უფრო მეტად გავიძლიეროთ
და ეჭვი არასდროს შეგვეპაროს იმაში,
რომ ჩვენი ხსნა დღითიდღე ახლოვდება.
ეს მხოლოდ იმას არ გულისხმობს,
რომ ოპტიმისტური განწყობა გვქონდეს.
ეს ნიშნავს, გონების თვალით
რეალურად წარმოვიდგინოთ ის დღე,
როცა თითოეული ჩვენგანი
საბოლოოდ გათავისუფლდება.
თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა:
რისგან უნდა გავთავისუფლდეთ?
პირადად თქვენ ყველაზე მეტად
რისგან გსურთ გათავისუფლება?
მოდი სამ მხარეს შევეხოთ.
პირველი: ქრონიკული დაავადებები.
ართრიტი, დიაბეტი, ასთმა,
კიბო, დეპრესია, გაფანტული სკლეროზი,
პარკინსონის დაავადება
და კიდევ ვინ მოთვლის,
რამდენი რამ ტანჯავს ადამიანებს.
ზოგჯერ შეიძლება თავს ისე ვგრძნობდეთ,
რომ ტყვეობაში ვართ
და ვერ ვთავისუფლდებით.
რა დაგვეხმარება,
რომ გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას?
რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად,
უნდა ვეცადოთ, რომ ვიზრუნოთ
ჩვენს ჯანმრთელობაზე
და გავუფრთხილდეთ მას.
თუმცა უფრო მეტია საჭირო.
ძლიერი რწმენა უნდა შევინარჩუნოთ.
სულ გონებაში უნდა გვქონდეს ის დღე,
როცა გავთავისუფლდებით,
როცა ჩვენი ღმერთი იეჰოვა
საბოლოოდ გვიხსნის ყველანაირი
ქრონიკული დაავადებისგან
და მათ წარსულს ჩააბარებს.
ბიბლიაში ერთი
შესანიშნავი ისტორიაა ჩაწერილი,
რომელიც გვეხმარება, წარმოვიდგინოთ,
რამხელა შვებას ვიგრძნობთ.
მოვძებნოთ მარკოზის 5:25.
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ეს ისტორია:
„მათ შორის იყო ერთი ქალი,
რომელიც 12 წელი სისხლდენით იტანჯებოდა“.
ანუ ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
განვაგრძოთ კითხვა:
„გაწამებული იყო ექიმებისგან;
მთელი სახსრები დახარჯვოდა,
მაგრამ გამოკეთების ნაცვლად
უარეს დღეში ჩავარდნილიყო.
იესოს ამბავი რომ გაიგო,
ზურგიდან მიუახლოვდა მას
და მოსასხამზე შეეხო,
რადგან თავისთვის ამბობდა,
მოსასხამზეც რომ შევეხო,
გამოვჯანმრთელდებიო“.
დიდი რწმენა ჰქონდა.
ბევრ თქვენგანს შესაძლოა
კარგად გესმით ამ ქალის.
შეიძლება წლებია,
ქრონიკულ დაავადებას ებრძვით,
არაერთ ექიმს მიმართეთ
და არაერთი მკურნალობის მეთოდი მოსინჯეთ,
მაგრამ გამოკეთების ნაცვლად
მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.
სისხლდენით გატანჯული ქალიც
ასეთ მდგომარეობაში იყო,
მაგრამ სჯეროდა,
რომ ერთ დღესაც ამ საშინელი
დაავადებისგან გათავისუფლდებოდა.
ვნახოთ 29-ე მუხლი
და გავიგოთ, როგორ განვითარდა მოვლენები:
„სისხლდენა მაშინვე შეუჩერდა
და იგრძნო, რომ მძიმე
დაავადებისგან განიკურნა“.
მისი იმედი გამართლდა,
ის გათავისუფლდა.
დადგა დღე, რომელსაც ელოდა
და როგორც წავიკითხეთ,
ქალმა მაშინვე იგრძნო ეს.
იგრძნო, რომ გათავისუფლთა დაავადებისგან.
რამხელა შვება იქნებოდა მისთვის,
მის ტანჯვას წერტილი დაესვა!
წარმოიდგინეთ ის დღე,
როცა თქვენც გათავისუფლდებით.
ის მომენტი, როცა იგრძნობთ,
რომ განიკურნეთ
და იეჰოვამ დაგიხსნათ ამ ტანჯვისგან.
ხშირად უნდა წარმოვიდგინოთ ეს,
სულ თვალწინ უნდა გვედგას,
გონებაში უნდა გვიტრიალებდეს ეს მომენტი,
რადგან ეს მხოლოდ ლამაზი ოცნება არაა,
ძვირფასო და-ძმებო, ეს რეალობაა!
ხსნის დღე ახლოვდება
და იეჰოვა აუცილებლად გამოგაჯანმრთელებთ.
კიდევ რისგან გავთავისუფლდებით?
მტკივნეული მოგონებებისგან.
ესაა მეორე მხარე.
ცხოვრებაში არაერთი სასიამოვნო
მოგონება გვიგროვდება.
ეს მოგონებები განსაკუთრებით
რთულ მომენტებში გვეხმარება,
არაერთ სირთულეს გვატანინებს.
მაგრამ ერთიც უნდა აღინიშნოს:
მტკივნეული მოგონებებიც ხშირად
გვიმძიმებს გულს.
ვხედავთ, რა მდგომარეობაა დღეს:
გამანადგურებელი სტიქიები, ომები,
ძალადობა, დაპირისპირებები,
სამოქალაქო არეულობები.
მთელ მსოფლიოში არასტაბილური სიტუაციაა.
ბევრი ისეთი რამ ხდება,
რაც ტკივილს გვაყენებს
და შესაბამისად, მტკივნეული
მოგონებებიც გვიგროვდება.
შეიძლება ვცდილობთ, რომ ყურადღება
დადებითზე გადავიტანოთ
და არ ვიფიქროთ უარყოფითზე,
მაგრამ ზოგჯერ შეიძლება
პატარა დეტალებმაც კი
გააღვიძოს ჩვენში მტკივნეული მოგონება.
ეს შეიძლება იყოს რაიმე ნივთი,
სურნელი ან რაიმე ნაცნობი გარემო.
ზოგჯერ ასეთი მძიმე მოგონებები
სიმშვიდეს გვაკარგვინებს.
რა გვინდა ასეთ დროს?
გვინდა, რომ გავთავისუფლდეთ,
თავი დავაღწიოთ ამ მოგონებებს,
თანაც ერთხელ და სამუდამოდ.
გვინდა, რომ წაიშალოს ჩვენი გონებიდან
და აღარასდროს გაგვახსენდეს ის,
რამაც ტკივილი მოგვაყენა.
რა დაპირებას გვაძლევს ბიბლია?
მოდით ვნახოთ.
მოვძებნოთ ესაიას 65-ე თავი,
მე-17 მუხლი.
კარგი სიტყვებია,
აქ წერია:
„აი, ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას;
წინათ მომხდარი აღარავის გაახსენდება
და გულსაც არავის დაუმძიმებს“.
როგორი დამაიმედებელი,
შესანიშნავი დაპირებაა!
იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ
განკურნავს ჩვენს გულსა და გონებას
და მტკივნეული მოგონებები
აღარასოდეს შეგვახსენებს თავს.
წარმოიდგინეთ მომენტი,
როცა მიხვდებით, რომ გათავისუფლდით მათგან
და თქვენი ტკივილი სამუდამოდ
ჩაჰბარდა წარსულს.
ეს მომენტი ნამდვილად
შთამბეჭდავი იქნება.
მესამე: ესაა ცოდვილი მიდრეკილებები.
ფსალმუნის 51:5-ში დავითი ამბობს:
„დანაშაულით დავიბადე
და ცოდვილი ჩავესახე დედაჩემს“.
ესაა რეალობა,
ყველანი არასრულყოფილები ვართ,
დაბადებისთანავე
ცოდვა გვერგო მემკვიდრეობად,
ცუდისკენ ვართ მიდრეკილი
და ხშირად ვცდებით.
მოციქულმა პავლემაც აღწერა თავისი გრძნობები,
თუ როგორ უჭირდა, სწორად მოქცეულიყო.
მოვძებნოთ რომაელების მე-7 თავი
და წავიკითხოთ 21-დან 23-ის ჩათვლით:
„ამრიგად, ასეთ კანონს ვემონები:
მინდა ვაკეთო, რაც სწორია,
მაგრამ თან მდევს ცუდი.
შინაგანად მართლაც მსიამოვნებს
ღვთის კანონი,
მაგრამ ჩემს სხეულში
სხვა კანონს ვხედავ,
რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს
და ცოდვის ეს კანონი,
ჩემს სხეულში მყოფი,
თავის ტყვეობაში მაქცევს“.
როგორც პავლე ამბობს, თითოეულ ჩვენგანს
შინაგანი ბრძოლა გვაქვს:
ერთ მხარეს იეჰოვას სიყვარული
და მისი მაღალზნეობრივი ნორმებია,
მეორე მხარეს კი თანდაყოლილი
ცოდვილი მიდრეკილებები.
შესაძლებელია გავთავისუფლდეთ ცოდვისგან
და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს
ჩვენს გულსა და გონებაში გაჩაღებული
გამუდმებული ბრძოლა?
კი, როცა ქრისტეს გამოსასყიდი
საბოლოოდ მიაღწევს თავის მიზანს,
ცოდვილი მიდრეკილებები
წარსულს ჩაჰბარდება,
ისევე როგორც სხვა ყველაფერი ცუდი
და შინაგანი ბრძოლაც დასრულდება.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ,
რამხელა სიხარულს იგრძნობთ,
როცა ცოდვის ტყვეობისგან გათავისუფლდებით.
მართლაც საოცარი შეგრძნება იქნება!
ხსნა, გათავისუფლება,
ნამდვილად სასიამოვნო სიტყვებია.
ეს აბსოლუტური რეალობაა,
რომელიც თითოეული ჩვენგანის
შემთხვევაში გამართლდება.
მოდი სულ გონებაში გვქონდეს ის დრო,
როცა ჩვენი ღმერთი იეჰოვა
გაგვათავისუფლებს ქრონიკული დაავადებებისგან,
მტკივნეული მოგონებებისგან,
ცოდვილი მიდრეკილებებისგან
და ყველა იმ საშინელებისგან,
რაც ტკივილს გვაყენებს.
პირადად თქვენ
რისგან გსურთ გათავისუფლება?
რაც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ:
ხსნის დღე აუცილებლად დადგება
და ის დღითი დღე უფრო გვიახლოვდება.
-