JW subtitle extractor

გიყვარდეთ მსახურება – გაიძლიერეთ თვითრწმენა

Video Other languages Share text Share link Show times

ჭეშმარიტებაში არ გავზრდილვარ.
როცა შესწავლა დავიწყე,
ოჯახის წევრებიც და ახლობლებიც
დიდ წინააღდეგობას მიწევდნენ.
საშინელი შეურაცხყოფის ატანა მიწევდა.
ამ ყველაფერმა მსახურებისადმი შიში ჩამინერგა.
ბავშვობიდან პლანტაციებში ვმუშაობდი.
გული მწყდებოდა, როცა
ვხედავდი, რომ სხვები სკოლაში დადიოდნენ.
სულ იმას ვნატრობდი, რომ კითხვა მესწავლა.
დიდი სურვილის მიუხედავად,
სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა
არასდროს მქონია.
მოგვიანებით, როცა მსახურებაში გავდიოდი,
სულ ვნერვიულობდი.
ვფიქრობდი ხოლმე, ნეტა თუ მომისმენენ
ან საერთოდ კარს გამიღებენ-მეთქი.
მშობლებმა ჭეშმარიტებაში გამზარდეს,
მაგრამ რატომღაც, ამის მიუხედავად,
პატარაობიდანვე ძალიან მორცხვი ვიყავი,
მიჭირდა საკუთარი გრძნობებისა თუ აზრების გამოხატვა.
როცა ვცდილობდი სათქმელი ჩამომეყალიბებინა,
ზოგჯერ საერთოდ სხვა რაღაც გამომდიოდა.
პანდემიამ ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა,
რადგან იმ პერიოდში შფოთვითი აშლილობა დამეწყო.
ამის გამო სხვებთან ურთიერთობა კიდევ უფრო მიჭირდა.
თავდაჯერებულობა მაკლდა,
ამიტომ, როცა რომელიმე ძმასთან
ერთად მსახურებაში გავდიოდი,
ვეუბნებოდი, ხალხს შენ დაელაპარაკე,
მე მოგისმენ-მეთქი.
ჩემი მენტალური ჯანმრთელობის გამო
ადამიანებთან საუბრისას უფრო
მეტად ვნერვიულობდი.
ვშიშობდი, რამე ისეთი არ მეთქვა,
რაც არ მოეწონებოდათ ან გააღიზიანებდათ.
ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, მსახურებაზეც
მოახდინა გავლენა,
ძალიან დაძაბული ვიყავი.
ერთხელ მსახურებაში ერთ ქალს შევხვდი,
რომელმაც მითხრა, შენ რა უნდა მასწავლო, კითხვაც არ იციო.
ამან მთელი დღის განწყობა გამიფუჭა.
ლოცვა ძალიან მეხმარებოდა.
როცა მსახურებაში ჩემს თავს შევატყობდი, რომ ვღელავდი,
ეგრევე გულში ლოცვას ვიწყებდი.
ამის მერე დიდ შვებას ვგრძნობდი
და ნერვიულობაც იკლებდა,
თითქოს იეჰოვა ხელს მაგრად მჭიდებდა
და მთელი ის დრო ჩემ გვერდით იყო.
ეს გაბედულებას მმატებდა.
მართალია, კითხვა არ შემეძლო,
მაგრამ სულ იმაზე ვფიქრობდი,
რომ მარტო არ ვიყავი,
იეჰოვა მყავდა გვერდით.
ასე რომ, ნერვიულობისას ლოცვას ვიწყებდი.
ძალიან დამეხმარა ერთი გამოცდილი და,
რომელთანაც ხშირად ვმსახურობდი.
მან გამამხნევა და მითხრა,
რომ მსახურებაში იეჰოვა გვხდის გამოსადეგს და არა ჩვენი ნიჭი,
უნარი თუ შესაძლებლობები.
ძალიან მეხმარებოდა სხვა და-ძმებთან
ერთად მსახურებაც.
ისინი მიყვებოდნენ გამამხნევებელ შემთხვევებს
და იმას, თუ როგორ მატებდა იეჰოვა
მათ გაბედულებას.
ეს მოტივაციას მაძლევდა.
ვფიქრობდი, თუ იეჰოვა მათ ეხმარება,
ესე იგი, მეც დამეხმარება-მეთქი.
ზოგჯერ ნერვიულობისგან მსახურებაში
ბევრს ვლაპარაკობდი.
მერე იმაზე დავფიქრდი, რომ იესო პირიქით იქცეოდა,
სულ წმინდა წერილებს იყენებდა.
როცა ეს გავაანალიზე,
ვცდილობდი, რომ მეც მიმებაძა იესოსთვის და ნაკლები მელაპარაკა.
როცა მსახურებაში ვარ,
ვცდილობ სათქმელი მარტივად ვთქვა.
ზოგჯერ მობინადრეს ვეუბნები ხოლმე:
რა ლამაზი ეზო გაქვთ,
ალბათ ამისთვის ბევრს შრომობთ,
მეც ძალიან მიყვარს ყვავილები.
მერე კი ვეუბნები,
ბიბლიის შესწავლა გვეხმარება, უფრო
მეტად დავაფასოთ
ის ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა-მეთქი.
ძალიან მამხნევებს იესო სიტყვები:
„თქვენთან ვიქნები ქვეყნიერების აღსასრულამდე!“.
როცა მან ქადაგება დაგვავალა,
საკუთარი თავის იმედად არ დავუტოვებივართ.
ამაზე ფიქრიც მეხმარება გაბედულების მოკრებაში.
მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, რომლებმაც კითხვა არ იციან:
გულს ნუ გაიტეხთ,
დღეს უამრავი რამ გვაქვს, რასაც
შეგიძლიათ მოუსმინოთ.
ძალიან სასიამოვნოა, როცა ღვთის სიტყვაზე მეტს ვიგებთ.
არც მე ვიცოდი კითხვა,
მაგრამ მაინც გავიგე ღვთის სახელი.
ასე რომ, ეს ხელს ვერ შეგიშლით.
იეჰოვას ხალხის დახმარებით კითხვაც ვისწავლე.
ძალიან მეამაყება, რომ ვიცნობ
ჩვენს ზეციერ მამას და ვიცი მისი სახელი.
ერთ დროს ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი.
ძალიან ბედნიერი ვარ.
იეჰოვამ პირადად დამანახა,
რომ ყოველთვის ამართლებს თავისი
სახელის მნიშვნელობას.
ის იმად გვაქცევს, რადაც საჭიროა.
მართალია, ბუნებით მორცხვი ვარ,
მაგრამ ვგრძნობ, რომ იეჰოვა
დიდ გაბედულებას მაძლევს.
ძალიან ვაფასებ,
რომ იეჰოვას ხალხს შორის ვარ.
მიხარია, რომ მას უფრო დავუახლოვდი.
დიდ სიამოვნებას მანიჭებს,
როცა ამ მრავალფეროვან სულიერ საზრდოს სხვებსაც ვუზიარებ.
ახლა უკვე დიდ სიხარულს მანიჭებს ქადაგება,
რადგან ვიცი, რომ იეჰოვა მიდგას მხარში
და ის მხდის გამოსადეგს.
მინდა, რომ მისი სიყვარული სხვებმაც
იგრძნონ საკუთარ თავზე.