00:00:12
ჩვენ ლიმაში ვცხოვრობთ,00:00:13
00:00:13
სადაც სამსახურის შოვნა რთული არაა.00:00:16
00:00:16
დაშორებულ ტერიტორიაზე გადასვლა სულ გვინდოდა, 00:00:19
00:00:19
ამაზე არაერთხელ გვისაუბრია,00:00:21
00:00:21
მაგრამ თან გვეფიქრებოდა, 00:00:22
00:00:22
იქ თავის რჩენას როგორ შევძლებდით.00:00:25
00:00:25
თავიდან როცა ჯერემიმ მითხრა, 00:00:27
00:00:27
პიონერული მსახურება ხომ არ განგვეახლებინაო, 00:00:30
00:00:30
ვიფიქრე: ეს იდეა საიდანღა მოუვიდა-მეთქი?!00:00:34
00:00:34
პიონერებად კი ვმსახურობდით,
მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ. 00:00:38
00:00:38
თანაც ხუთ შვილს ვზრდიდით. 00:00:40
00:00:40
გარდა ამისა, ჯერემის მამასაც ჰქონდა 00:00:43
00:00:43
ჯანმრთელობის პრობლემები და მამაჩემსაც.00:00:45
00:00:46
სკოლის დამთავრებისთანავე პიონერობა დავიწყე. 00:00:49
00:00:49
სადღაც ერთი წლის შემდეგ გავიგე,00:00:51
00:00:51
რომ ზურგის ტვინის დაავადება მქონდა, 00:00:53
00:00:53
რამაც ყოველდღიური საქმეების
კეთებაც კი გამირთულა. 00:00:57
00:00:57
იძულებული გავხდი, შემეწყვიტა
სრული დროით მსახურება.00:01:01
00:01:01
ბავშვობიდან სულ ვოცნებობდი პიონერობაზე,00:01:05
00:01:05
მინდოდა, მეტი მეკეთებინა იეჰოვასთვის,00:01:08
00:01:08
მაგრამ უცებ თითქოს ჩიხში აღმოვჩნდი.00:01:10
00:01:10
გამოსავალი არ ჩანდა.00:01:13
00:01:14
იაკობის მაგალითზე ვფიქრობდი, 00:01:16
00:01:16
მახსენდებოდა, როგორ
ეჭიდებოდა ის ანგელოზს, 00:01:19
00:01:19
გაჩერებას არ აპირებდა,
სანამ კურთხევას არ მიიღებდა. 00:01:23
00:01:23
მისი მაგალითი მახსენებდა,
რომ ხშირად კურთხევების მისაღებად 00:01:27
00:01:27
დიდი ძალისხმევა, მსხვერპლი
და რა თქმა უნდა ლოცვაა საჭირო.00:01:32
00:01:32
ფსალმუნის 34:8-ზე დავფიქრდით:00:01:36
00:01:36
„იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა!“00:01:38
00:01:38
ანუ გამოდის, რომ ის მათ აკურთხებს, 00:01:41
00:01:41
ვინც მზად არის ნაბიჯების გადასადგმელად.00:01:44
00:01:44
პირადი შესწავლის დროს
ღარიბი ქვრივის მაგალითზე დავფიქრდი. 00:01:48
00:01:48
მან იმდენი გაიღო, რამდენიც შეეძლო.00:01:51
00:01:51
ეს დამეხმარა, გამეაზრებინა, რომ
იეჰოვას კარგად ესმის ჩემი მდგომარეობა 00:01:56
00:01:56
და ძალიან ახარებს,
როცა მთელი გულით ვაკეთებ იმას, 00:01:59
00:01:59
რისი გაკეთებაც შემიძლია.00:02:01
00:02:01
როცა ჩვენს უფროსებს სამსახურიდან
წასვლაზე დაველაპარაკეთ, 00:02:05
00:02:05
ხელფასის გაორმაგება შემოგვთავაზეს. 00:02:07
00:02:07
მაგრამ უკვე გადაწყვეტილი
გვქონდა დაშორებულზე გადასვლა. 00:02:11
00:02:11
მსახურებისთვის მეტი დრო რომ გვქონოდა, 00:02:13
00:02:13
მზად ვიყავით ნებისმიერი სამუშაოსთვის, 00:02:16
00:02:16
იქნებოდა ეს ქუჩების დაგვა
თუ რაღაცეების გაყიდვა.00:02:19
00:02:19
ახალ ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ, 00:02:22
00:02:22
რომ ხალხს ძალიან სიამოვნებდა
ღვთის სიტყვის მოსმენა 00:02:25
00:02:25
და ბევრი ბიბლიის შესწავლაც დავიწყეთ. 00:02:28
00:02:28
ხშირად მსახურებაში დილით ადრე გავდიოდით00:02:31
00:02:31
და გვიან ღამით ვბრუნდებოდით.00:02:33
00:02:33
ოჯახში ერთი საერთო კალენდარი გვაქვს.00:02:36
00:02:36
ამ კალენდარზე ყველა ვწერთ,
როდის რა გვაქვს დაგეგმილი. 00:02:40
00:02:40
ეს გვეხმარება, დრო გონივრულად გამოვიყენოთ, 00:02:43
00:02:43
უფრო ორგანიზებულები ვიყოთ 00:02:45
00:02:45
და ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ.00:02:47
00:02:47
მივხვდი, რომ ყველაფრის მიუხედავად00:02:49
00:02:49
შემეძლო, პიონერული სული არ დამეკარგა. 00:02:52
00:02:52
ყოველთვე ვცდილობ წინასწარ დავგეგმო, 00:02:55
00:02:55
როდის ვიმსახურებ და-ძმებთან
ვიდეოკონფერენციით. 00:02:59
00:03:00
ხანდახან, როცა ნათესავებს
მოვიკითხავ ხოლმე, 00:03:03
00:03:03
ბიბლიურ აზრებსაც ვუზიარებ. 00:03:06
00:03:07
ზოგჯერ კი, როცა თავს
შედარებით უკეთ ვგრძნობ, 00:03:10
00:03:10
ვცდილობ, კარდაკარ მსახურებაშიც წავიდე.00:03:13
00:03:13
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ
ფული შემოგველია. 00:03:17
00:03:17
იეჰოვას ლოცვაში ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა, 00:03:19
00:03:19
მისი საქმე კვლავაც
პირველ ადგილზე დაგვეყენებინა 00:03:22
00:03:22
და მერე მსახურებაში გავედით. 00:03:24
00:03:24
მსახურებას რომ ვამთავრებდით, 00:03:26
00:03:26
წარმოიდგინეთ, ერთ-ერთმა მობინადრემ
ბოსტნეულით სავსე ჩანთა მოგვცა, 00:03:30
00:03:30
მეორე მეზობელმა კი პროდუქტებით
სავსე კალათა გამოგვატანა.00:03:34
00:03:34
არ დამავიწყდება, მაშინ რაც მითხარი: 00:03:36
00:03:36
იეჰოვამ ყველაფერი მოგვცა,
რაც გვინდოდა, 00:03:39
00:03:39
მარტო ხორცი აკლია-მეთქი. 00:03:41
00:03:41
მაგრამ იცით რა მოხდა?!00:03:43
00:03:43
როცა სახლში დავბრუნდით,
ჩვენი დის შვილმა ხორციც შემოგვაწოდა. 00:03:47
00:03:47
ცრემლები ვერ შევიკავეთ. 00:03:49
00:03:49
ვხედავდით, როგორ სრულდებოდა ჩვენზე00:03:51
00:03:51
ფსალმუნის 34:8-ში ჩაწერილი სიტყვები. 00:03:54
00:03:54
საკუთარ თავზე გამოვცადეთ,
რამდენად კარგია იეჰოვა.00:03:58
00:03:58
ახლა ჩვენს სამ შვილთან ერთად
პიონერებად ვმსახურობთ. 00:04:02
00:04:02
უმცროს გოგონებსაც მიზნად აქვთ
დასახული პიონერული მსახურება, 00:04:07
00:04:07
როცა სკოლას დაამთავრებენ. 00:04:09
00:04:09
ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, 00:04:12
00:04:12
რომ მთელი ოჯახი
ერთად ვემსახურებით იეჰოვას.00:04:15
00:04:15
ვცდილობ, მსახურებაში მეტად დავიხარჯო. 00:04:18
00:04:18
ეს მეხმარება, საკუთარ პრობლემებზე
არ ვიყო კონცენტრირებული. 00:04:22
00:04:22
ბიბლიის შესწავლაც მაქვს,
რაც ძალიან მახარებს. 00:04:26
00:04:26
ძირითადად ვიდეოკონფერენციით
ვატარებთ შესწავლას, 00:04:29
00:04:29
მაგრამ თვეში ერთხელ ჩემთან მოდის,00:04:32
00:04:32
რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა.00:04:34
00:04:34
შეხვედრებზე კომენტარების გაკეთებაც დაიწყო. 00:04:37
00:04:37
როცა ვხედავ, როგორ უახლოვდება იეჰოვას 00:04:40
00:04:40
და როგორ იზრდება სულიერად, 00:04:41
00:04:41
ეს უდიდეს სიხარულს მანიჭებს.00:04:43
00:04:43
ზოგჯერ მართლა არის
ისეთი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, 00:04:47
00:04:47
როცა მეტის კეთება არ შეგვიძლია. 00:04:49
00:04:49
მაგრამ ხანდახან ჩვენს გონებაში 00:04:51
00:04:51
თავად ვქმნით დაბრკოლებებს. 00:04:53
00:04:53
ზოგჯერ უბრალოდ უნდა დაიწყო 00:04:55
00:04:55
და იეჰოვა შეგაძლებინებს.00:04:58
გიყვარდეთ მსახურება – მეტად დაიხარჯეთ იეჰოვასთვის
-
გიყვარდეთ მსახურება – მეტად დაიხარჯეთ იეჰოვასთვის
ჩვენ ლიმაში ვცხოვრობთ,
სადაც სამსახურის შოვნა რთული არაა.
დაშორებულ ტერიტორიაზე გადასვლა სულ გვინდოდა,
ამაზე არაერთხელ გვისაუბრია,
მაგრამ თან გვეფიქრებოდა,
იქ თავის რჩენას როგორ შევძლებდით.
თავიდან როცა ჯერემიმ მითხრა,
პიონერული მსახურება ხომ არ განგვეახლებინაო,
ვიფიქრე: ეს იდეა საიდანღა მოუვიდა-მეთქი?!
პიონერებად კი ვმსახურობდით,
მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ.
თანაც ხუთ შვილს ვზრდიდით.
გარდა ამისა, ჯერემის მამასაც ჰქონდა
ჯანმრთელობის პრობლემები და მამაჩემსაც.
სკოლის დამთავრებისთანავე პიონერობა დავიწყე.
სადღაც ერთი წლის შემდეგ გავიგე,
რომ ზურგის ტვინის დაავადება მქონდა,
რამაც ყოველდღიური საქმეების
კეთებაც კი გამირთულა.
იძულებული გავხდი, შემეწყვიტა
სრული დროით მსახურება.
ბავშვობიდან სულ ვოცნებობდი პიონერობაზე,
მინდოდა, მეტი მეკეთებინა იეჰოვასთვის,
მაგრამ უცებ თითქოს ჩიხში აღმოვჩნდი.
გამოსავალი არ ჩანდა.
იაკობის მაგალითზე ვფიქრობდი,
მახსენდებოდა, როგორ
ეჭიდებოდა ის ანგელოზს,
გაჩერებას არ აპირებდა,
სანამ კურთხევას არ მიიღებდა.
მისი მაგალითი მახსენებდა,
რომ ხშირად კურთხევების მისაღებად
დიდი ძალისხმევა, მსხვერპლი
და რა თქმა უნდა ლოცვაა საჭირო.
ფსალმუნის 34:8-ზე დავფიქრდით:
„იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა!“
ანუ გამოდის, რომ ის მათ აკურთხებს,
ვინც მზად არის ნაბიჯების გადასადგმელად.
პირადი შესწავლის დროს
ღარიბი ქვრივის მაგალითზე დავფიქრდი.
მან იმდენი გაიღო, რამდენიც შეეძლო.
ეს დამეხმარა, გამეაზრებინა, რომ
იეჰოვას კარგად ესმის ჩემი მდგომარეობა
და ძალიან ახარებს,
როცა მთელი გულით ვაკეთებ იმას,
რისი გაკეთებაც შემიძლია.
როცა ჩვენს უფროსებს სამსახურიდან
წასვლაზე დაველაპარაკეთ,
ხელფასის გაორმაგება შემოგვთავაზეს.
მაგრამ უკვე გადაწყვეტილი
გვქონდა დაშორებულზე გადასვლა.
მსახურებისთვის მეტი დრო რომ გვქონოდა,
მზად ვიყავით ნებისმიერი სამუშაოსთვის,
იქნებოდა ეს ქუჩების დაგვა
თუ რაღაცეების გაყიდვა.
ახალ ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ,
რომ ხალხს ძალიან სიამოვნებდა
ღვთის სიტყვის მოსმენა
და ბევრი ბიბლიის შესწავლაც დავიწყეთ.
ხშირად მსახურებაში დილით ადრე გავდიოდით
და გვიან ღამით ვბრუნდებოდით.
ოჯახში ერთი საერთო კალენდარი გვაქვს.
ამ კალენდარზე ყველა ვწერთ,
როდის რა გვაქვს დაგეგმილი.
ეს გვეხმარება, დრო გონივრულად გამოვიყენოთ,
უფრო ორგანიზებულები ვიყოთ
და ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ.
მივხვდი, რომ ყველაფრის მიუხედავად
შემეძლო, პიონერული სული არ დამეკარგა.
ყოველთვე ვცდილობ წინასწარ დავგეგმო,
როდის ვიმსახურებ და-ძმებთან
ვიდეოკონფერენციით.
ხანდახან, როცა ნათესავებს
მოვიკითხავ ხოლმე,
ბიბლიურ აზრებსაც ვუზიარებ.
ზოგჯერ კი, როცა თავს
შედარებით უკეთ ვგრძნობ,
ვცდილობ, კარდაკარ მსახურებაშიც წავიდე.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ
ფული შემოგველია.
იეჰოვას ლოცვაში ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა,
მისი საქმე კვლავაც
პირველ ადგილზე დაგვეყენებინა
და მერე მსახურებაში გავედით.
მსახურებას რომ ვამთავრებდით,
წარმოიდგინეთ, ერთ-ერთმა მობინადრემ
ბოსტნეულით სავსე ჩანთა მოგვცა,
მეორე მეზობელმა კი პროდუქტებით
სავსე კალათა გამოგვატანა.
არ დამავიწყდება, მაშინ რაც მითხარი:
იეჰოვამ ყველაფერი მოგვცა,
რაც გვინდოდა,
მარტო ხორცი აკლია-მეთქი.
მაგრამ იცით რა მოხდა?!
როცა სახლში დავბრუნდით,
ჩვენი დის შვილმა ხორციც შემოგვაწოდა.
ცრემლები ვერ შევიკავეთ.
ვხედავდით, როგორ სრულდებოდა ჩვენზე
ფსალმუნის 34:8-ში ჩაწერილი სიტყვები.
საკუთარ თავზე გამოვცადეთ,
რამდენად კარგია იეჰოვა.
ახლა ჩვენს სამ შვილთან ერთად
პიონერებად ვმსახურობთ.
უმცროს გოგონებსაც მიზნად აქვთ
დასახული პიონერული მსახურება,
როცა სკოლას დაამთავრებენ.
ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა,
რომ მთელი ოჯახი
ერთად ვემსახურებით იეჰოვას.
ვცდილობ, მსახურებაში მეტად დავიხარჯო.
ეს მეხმარება, საკუთარ პრობლემებზე
არ ვიყო კონცენტრირებული.
ბიბლიის შესწავლაც მაქვს,
რაც ძალიან მახარებს.
ძირითადად ვიდეოკონფერენციით
ვატარებთ შესწავლას,
მაგრამ თვეში ერთხელ ჩემთან მოდის,
რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა.
შეხვედრებზე კომენტარების გაკეთებაც დაიწყო.
როცა ვხედავ, როგორ უახლოვდება იეჰოვას
და როგორ იზრდება სულიერად,
ეს უდიდეს სიხარულს მანიჭებს.
ზოგჯერ მართლა არის
ისეთი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში,
როცა მეტის კეთება არ შეგვიძლია.
მაგრამ ხანდახან ჩვენს გონებაში
თავად ვქმნით დაბრკოლებებს.
ზოგჯერ უბრალოდ უნდა დაიწყო
და იეჰოვა შეგაძლებინებს.
-