JW subtitle extractor

კრისტოფერ მეივორი: მოთმინებით დაელოდეთ იეჰოვას დღეს (მათ. 24:13)

Video Other languages Share text Share link Show times

დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ,
რომ ყოველდღიურად
არაერთ სირთულესთან გვიწევს ჭიდილი.
თანაც დრო ისე მიქრის,
რომ მისთვის ფეხის აწყობა რთულია.
ბევრ რამეს, რაც გვინდა,
სამწუხაროდ, ვერ ვასწრებთ.
ამან შეიძლება აგვაფორიაქოს
და თუ ფრთხილად არ ვიქნებით,
შეიძლება იეჰოვას დღის დადგომამდე
მოთმინების გამოვლენა
და ლოდინი ძალიან გაგვიჭირდეს.
ისიც კი ვიფიქროთ, რომ იეჰოვა აყოვნებს
და რომ აგვიანებს მისი დღე.
მაგრამ სინამდვილეში
მოუთმენლობა სახიფათოა
და ასეთი ფიქრების მიღმა
დიდი საფრთხე იმალება.
ამაში დასარწმუნებლად იგავების წიგნი
მოვძებნოთ და 14:29 წავიკითხოთ.
ამ მუხლში ასეთ რამეს ვკითხულობთ:
„ვინც ადვილად არ რისხდება, გამჭრიახია“,
და დააკვირდით ბოლო ნაწილს:
„მოუთმენელი კი უგუნურია“.
ბიბლიაში არაერთი გამაფრთხილებელი მაგალითია,
თუ როგორი დამღუპველია მოუთმენლობა.
მაგალითად, პირველი ადამიანები ადამი და ევა
არ დაეკითხნენ ღმერთს
და ნაჩქარევად იმოქმედეს.
ყველამ ვიცით, რაც მოჰყვა ამას.
მოუთმენლობაზე შეიძლება
მეფე საულიც გაგახსენდეთ.
ის არ დაემორჩილა იეჰოვას,
არ დაელოდა სამუელს
და ზედმეტი აიღო საკუთარ თავზე.
მას ეს საკმაოდ ძვირად დაუჯდა,
იეჰოვამ სხვა აირჩია მეფედ.
ალბათ გვახსენდება ისრაელებიც,
რომლებიც არ დაელოდნენ მოსეს და იეჰოვას
და ამის გამო აღთქმულ მიწაზე
შესვლა ვეღარ შეძლეს.
ასე რომ, ვხედავთ,
რამდენად სახიფათოა მოუთმენლობა
და თუ არ ვიფრთხილებთ,
რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
მაშ, რა დაგვეხმარება,
რომ გარშემო არსებულმა სიტუაციამ
სულსწრაფები და მოუთმენლები არ გაგვხადოს?
ერთი სახელმძღვანელო ბიბლიური პრინციპი.
ისევ იგავების წიგნი მოვძებნოთ,
ოღონდ ამჯერად მე-16 თავი,
წავიკითხოთ მე-20 მუხლი:
„ვინც საქმეში გამჭრიახობას იჩენს,
წარმატებას მიაღწევს;
ბედნიერია ის, ვინც იეჰოვაზეა მინდობილი“.
ასე რომ, ხანდახან
საჭიროა იმაზე დავფიქრდეთ,
როგორ უყურებს საკითხებს იეჰოვა
და მისი თვალსაზრისი ავირეკლოთ.
ეს დაგვეხმარება, დავძლიოთ მოუთმენლობა,
განსაკუთრებით, როცა საქმე
იეჰოვას დღის მოლოდინს ეხება.
ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა
2 პეტრეს 3:12
სადაც ასეთი სიტყვები წერია:
„ვინც ელით და ვისაც ყოველთვის
გახსოვთ იეჰოვას დღე“.
რა იგულისხმება ამ სიტყვებში,
რომ ყოველთვის გვახსოვდეს
ეს მნიშვნელოვანი დღე?
ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე,
რას ნიშნავს ეს დღე ჩვენთვის,
რა შედეგებს მოგვიტანს.
გავთავისუფლდებით
ცოდვისა და სიკვდილისგან,
საკუთარი თვალით ვნახავთ,
როგორ გადააქცევს იეჰოვა
დედამიწას სამოთხედ,
სადაც მარადიული სიცოცხლით გავიხარებთ.
ეს და უამრავი სხვა მიზეზი გვაქვს,
რის გამოც დიდი სიხარულით
ველით იეჰოვას დღეს.
და საიდან ვიცით, რომ ეს დაპირება
ნამდვილად შესრულდება?
ამაში არაერთი რამ გვარწმუნებს.
მაგალითად, 1 ტიმოთეს 1:17.
ამ მუხლში იეჰოვაა აღწერილი.
დასაწყისშივე ის მარადიულობის მეფედ
არის მოხსენიებული.
ეს იმას ნიშნავს, რომ მას არც
დასაწყისი აქვს და არც დასასრული.
ის ყოველთვის არსებობდა;
იქამდე, სანამ იესოს
და სხვა ქმნილებებს შექმნიდა
და მომავალშიც მარადიულად იარსებებს.
ის არის ერთადერთი პიროვნება,
რომელიც აუცილებლად განახორციელებს
თავის გეგმებს და წინ ვერავინ დაუდგება.
მას განზრახვას ვერავინ შეაცვლევინებს.
ყოველთვის განახორციელებს თავის ჩანაფიქრს.
ამაზე საუბრობს საქმეების 17:31,
სადაც წერია, რომ იეჰოვას
დანიშნული აქვს დღე,
როცა სამართლიანად გაასამართლებს მსოფლიოს.
ანუ მან ზუსტად იცის, როდის მოიყვანს
სისრულეში თავის განზრახვას.
კონკრეტული დრო აქვს დადგენილი
და ამ დროს არ გადააცილებს.
იეჰოვა უბრალოდ კი არ იმედოვნებს,
რომ შეასრულებს თავის განზრახვას,
არამედ ზუსტი დრო აქვს
ამისთვის დადგენილი.
მას აბსოლუტურად ვერაფერი შეაფერხებს:
ვერც კლიმატის ცვლილება,
ვერც პოლიტიკური არეულობა
თუ სხვა სახის პრობლემები;
ვერავინ და ვერაფერი
წინ ვერ აღუდგება იეჰოვას გეგმებს,
ის მარადიულობის მეფეა.
მან მისცა დროს დასაბამი
და ის არის მისი განმკარგველი.
აქედან გამომდინარე, ყველაფერი
სრულად ექვემდებარება მის კონტროლს
და ის თავის დროზე იმოქმედებს.
თუმცა ერთიც უნდა ითქვას:
არასრულყოფილ ადამიანებს ზოგჯერ
გვიჭირს მოთმინებით ლოდინი.
მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი გვერგო,
ამიტომ უამრავ პრობლემასთან გვიწევს ჭიდილი.
სრულიად ბუნებრივია, თუ ძალიან გვინდა,
რომ იეჰოვას დღე მალე მოვიდეს
და ამ ყველაფერს თავი დავაღწიოთ.
ერთი სული გვაქვს,
როდის ამოვისუნთქებთ შვებით.
მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს,
რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში
დროებით ვართ.
სინამდვილეში რა ეტაპზეა ახლა
იეჰოვას განზრახვა?
როგორც აბაკუმის 2:3-დან ვიგებთ,
ის შესრულებისკენ იჩქარის.
სოფონიას 1:14-შიც მსგავს აზრს ვხვდებით,
აქ ვკითხულობთ:
„ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე,
ახლოს არის და სწრაფად მოდის!“.
შეიძლება გაგახსენდეთ გამოცხადების 22:20-ში ჩაწერილი
იესოს სიტყვებიც: „მალე მოვალ!“.
ეს მუხლები უკეთ გვანახვებს,
თავად როგორ მოელის
იეჰოვა ამ დღის დადგომას
და რომ მისი განზრახვა
აუცილებლად შესრულდება.
სწორედ ეს არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან,
რომ იეჰოვას თავადაც ერთი სული აქვს,
როდის აღმოფხვრის ჩვენს პრობლემებს.
თუ ამაზე ხშირად ვიფიქრებთ,
სწორი ხედვა გვექნება
და ემოციურადაც
უკეთ ვიგრძნობთ თავს.
ეს დაგვეხმარება, იეჰოვას თვალით
ვუყუროთ დროის სვლას.
უკეთ რომ ჩავწვდეთ ამ საკითხს,
დავფიქრდეთ ასტრონავტებზე,
რომლებიც საერთაშორისო
კოსმოსურ სადგურში მუშაობენ.
ეს კოსმოსური სადგური დედამიწის ორბიტას
ყოველ 90 წუთში ერთხელ უვლის გარს.
გამოდის, რომ ისინი 24 საათში
მზის ამოსვლას და ჩასვლას 16-ჯერ ხედავენ.
როგორ ახერხებენ ისინი,
რომ დროში ორიენტაცია არ დაკარგონ?
როგორ ხვდებიან, რამდენი ხანია,
რაც კოსმოსში არიან?
ან იმას, როდის რა უნდა გააკეთონ?
მაგალითად, როდის დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს,
ან მისიის კონტროლის ცენტრს
და, ზოგადად, მიჰყვნენ ყოველდღიურ რუტინას.
კოსმოსურ სადგურში ასტრონავტები
ერთ-ერთი დროის სარტყელით ხელმძღვანელობენ,
კონკრეტულად გრინვიჩის საშუალო დროით.
მიუხედავად იმისა,
რომ ისინი დიდი სისწრაფით
მოძრაობენ დედამიწის ირგვლივ,
ზუსტად იციან, რომელი საათია იქ,
სადაც ცხოვრობენ.
ჩვენზე რისი თქმა შეიძლება?
უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენც ასე ვთქვათ,
იეჰოვას სასაათო სარტყელით ვიხელმძღვანელოთ.
ის საჭირო ინფორმაციას გვიმხელს
იმისთვის, რომ მივხვდეთ,
რა დროში ვცხოვრობთ
და ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ.
თუ ყოველთვის გვემახსოვრება,
რომ იეჰოვას დღე ახლოვდება,
რაღაცებზე ზედმეტად აღარ ვიწუხებთ
და მოთმინებით ლოდინიც გაგვიადვილდება.
თანაც იეჰოვამ დავალება მოგვცა,
რომ ბევრი ვიშრომოთ მის საქმეში,
ამიტომ დროს ფუჭად არ ვხარჯავთ.
დღეს საკუთარი თვალით ვხედავთ,
რამდენი რამ კეთდება ორგანიზაციაში
და როგორ აჩქარებს იეჰოვა საქმეს.
აშკარაა, რომ სრულდება ესაიას მე-60 თავის
22-ე მუხლში ჩაწერილი სიტყვები:
„მცირე ათასად გადაიქცევა“.
ამიტომ დღეს, როგორც არასდროს,
უმნიშვნელოვანესია,
არ ჩამოვშორდეთ იეჰოვას ორგანიზაციას,
დავინახოთ, როგორ გვინათებს იეჰოვა
სავალს გონიერი მონის მეშვეობით
და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ იმ ცვლილებებს,
რომლებიც დროის სვლასთან ერთად
ღვთის ორგანიზაციაში ხდება.
იეჰოვა ამ ბოლო დღეებში
გვაწვდის სულიერ საზრდოს
და ნათელს ჰფენს სხვადასხვა საკითხს.
ასე გვიწევს ის ხელმძვანელობას
და გვეხმარება,
რომ მასთან ვითანამშრომლოთ.
ამ კონტექსტში ღირს დავფიქრდეთ:
გვაქვს მიზეზი ვწუხდეთ იმაზე,
რა როგორ მოხდება მომავალში,
როგორ განვითარდება მოვლენები
დიდი გასაჭირის დროს?
გავიხსენოთ, რა უთხრა იესომ
თავის მოწაფეებს:
იოანეს მე-16 თავის მე-12 მუხლი.
მოდი წავიკითხოთ ეს სიტყვები
და ჩვენს კითხვაზე პასუხიც მივიღოთ:
16:12.
აქ ვკითხულობთ,
იესო ამბობს:
„კიდევ ბევრი რამ მაქვს
თქვენთვის სათქმელი,
მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით“.
იეჰოვას რომ ფეხი ავუწყოთ,
ამისთვის დღეს ყველაფერი გვაქვს.
ის მომავალშიც გაგვიმჟღავნებს
სხვადასხვა საკითხს,
როცა ამის დრო დადგება.
ამიტომ ნამდვილად არ გვაქვს მიზეზი,
ვიწუხოთ იმაზე, თუ რა როგორ მოხდება.
სწორედ ასე მოხდა მოწაფეების შემთხვევაშიც.
მას შემდეგ, რაც იესო ზეცად ამაღლდა
და მათ დამხმარე,
წმინდა სული გაუგზავნა,
ყველაფერს ჩასწვდნენ.
ისიც აშკარა გახდა მათთვის,
როგორ უნდა გადარჩენილიყვნენ
იერუსალიმის განადგურებისას.
საკმაოდ ნათელი მითითებები მიიღეს.
ისინი მზად იყვნენ,
მიჰყოლოდნენ ამ ხელმძღვანელობას
და ღვთის განზრახვის შესაბამისად ემოქმედათ.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს შემთხვევაშიც ასე ხდება.
იეჰოვა თავისი წმინდა სულის
და ორგანიზაციის მეშვეობით გვეხმარება.
არ დაგვავიწყდეს,
რა დროში გვიწევს ცხოვრება.
თუ ეს გვემახსოვრება, შევძლებთ,
რომ ზედმეტად აღარ ვიწუხოთ
და მოთმინებით დაველოდოთ
იეჰოვას დღეს.
ჩვენ ყველანაირი მიზეზი გვაქვს,
რომ მშვიდად ვიყოთ,
რადგან ვიცით, რომ იეჰოვას დღე
აუცილებლად დადგება
და ის დაპირებული
ჭეშმარიტი სიცოცხლით დაგვაჯილდოებს.