JW subtitle extractor

პიტერ პრაისი: შეინარჩუნეთ ერთგულება ემოციური წნეხის მიუხედავად (იობ. 2:9,10)

Video Other languages Share text Share link Show times

იეჰოვას ხალხი ყოველთვის ვცდილობთ,
რომ საკითხებს მისი თვალით ვუყუროთ.
განსაკუთრებით მაშინ,
როცა ჩვენი რწმენა იცდება.
ხოლო როცა რაღაც საკითხების შეფასებას
ადამიანური გადასახედიდან ვიწყებთ,
როგორც დღევანდელი მუხლიდან ჩანს,
არსებობს საშიშროება,
რომ იეჰოვას აზროვნებას ჩამოვშორდეთ.
ხშირად სატანის პირდაპირ თავდასხმებს
მომზადებული ვხვდებით ხოლმე,
მაგალითად, დევნას, წინააღმდეგობას,
თუ რწმენის გამოცდებს.
ვიცით, ამ დროს
რომელი პრინციპები გამოვიყენოთ
ან როგორ ვუპასუხოთ სხვებს.
მაგალითად, ვითვალისწინებთ 1 პეტრეს 3:15-ს,
რომელიც მოგვიწოდებს,
რომ ყოველთვის მზად ვიყოთ,
პასუხი გავცეთ მათ,
ვინც ახსნა-განმარტებას გვთხოვს.
ამას იმიტომ არ ვაკეთებთ,
რომ თავდაჯერებულები ვართ
ან სხვებზე მეტი ვიცით.
არამედ იმიტომ,
რომ იეჰოვას ვენდობით.
იგავების 3:5, 6-იც
ხომ ამისკენ მოგვიწოდებს,
რომ საკუთარი გონების ნაცვლად
იეჰოვას მივენდოთ.
როცა მას ვენდობით,
ქვეყნიური აზროვნება
ჩვენზე გავლენას ვეღარ ახდენს
და დაცულები ვართ იმისგან,
რომ საკუთარ სურვილებსა და
ემოციებს ავყვეთ.
მაგრამ რა ხდება მაშინ,
როცა სატანა ფარულად გვესხმის თავს?
ეს შეიძლება იმაში გამოიხატებოდეს,
რომ ოჯახის წევრები არ გვიჭერდნენ მხარს.
არის საფრთხე,
რომ ასეთმა ემოციურმა წნეხმა
წონასწორობა დაგვაკარგვინოს.
განსაკუთრებით, თუ ოჯახში
რთული სიტუაცია გვაქვს.
შეიძლება ყოველთვის ვერ მივხვდეთ,
რომ ასეთი წნეხი რწმენის გამოცდაა
და დავასკვნათ,
რომ ეს ოჯახური გაუგებრობებია,
რომლებიც ტკივილს გვაყენებს.
მაგრამ იეჰოვამ იცის, რომ ასეთი სიტუაცია
შეიძლება რწმენის გამოცდად გვექცეს.
ამიტომაც შემოგვინახა
იმ ღვთის მსახურების ისტორია,
რომლებმაც შეძლეს და ემოციური
წნეხის მიუხედავად, ერთგულები დარჩნენ.
ერთ-ერთი იყო იობი,
რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი
დაკარგა, რაც კი გააჩნდა.
ამას ისიც დაემატა, რომ იობს
ყველაზე ახლო ადამიანი,
ცოლიც კი არ უჭერდა მხარს.
ფაქტია, ორივე საკმაოდ
რთულ სიტუაციაში იყო.
მოდი შევიხსენოთ ამის ფონზე
რა სიტყვები უთხრა ცოლმა იობს.
იობის 2:9,
იობის 2:9.
დარდისგან გამწარებული
ის ასეთ რამეს ამბობს:
„ისევ ერთგულობ ღმერთს?!
დაგმე ღმერთი და მოკვდი!“.
მძაფრად გამოხატავს სათქმელს.
თუმცა ეს არ იყო ბოროტი
განზრახვით ნათქვამი სიტყვები.
ეს სულგამწარებული ადამიანის
გამოძახილი იყო.
თუმცა იობისთვისაც ძალიან
მტკივნეული იყო ამ სიტყვების მოსმენა.
მით უმეტეს ასეთი ახლობელი ადამიანისგან,
საკუთარი ცოლისგან.
თქვენც ხომ არ ყოფილხართ
მსგავს სიტუაციაში?
შეიძლება მშობელი გყავთ საავადმყოფოში
ან ახლახან გარდაგეცვალათ.
ოჯახის ყველა წევრი დიდ განცდებშია.
მერე რომელიმე, შეიძლება და ან ძმა,
ასეთ რამეს გეუბნებათ.
„მეტ ყურადღებას რატო არ აქცევდი?!
შენთვის ოჯახზე მნიშვნელოვანი
შენი დავალებებია“.
ასეთი სიტყვები ახლობლებისგან
ძალიან მტკივნეულია.
შეიძლება ფიქრობთ,
რომ ამას არ იმსახურებდით.
მათ ხომ სინამდვილეში არც კი იციან,
როგორ გინდოდათ,
მეტი დრო გაგეტარებინათ ოჯახთან.
არც ის იციან,
რამდენს ლოცულობდით ამ საკითხზე
და ამაზე ფიქრში
რამდენი ღამე გაათენეთ.
ასეთ დროს ადვილი არაა,
რომ ემოციები გააკონტროლო.
იობს რომ დავუბრუნდეთ,
მისთვის მხოლოდ ცოლს
არ უთქვამს გულსატკენი სიტყვები.
არც მისი მეგობრები
გამოირჩეოდნენ კეთილი სიტყვით.
ელიფაზმა უთხრა, რომ ალბათ
რაღაც ბოროტება ჰქონდა ჩადენილი.
ცოფარმა ურჩია,
რომ შეეწყვიტა ცოდვის ჩადენა.
ბილდადმა კი უთხრა, რომ მისი შვილები
მის გამო დაიხოცნენ,
მაგრამ ეს მათი პირადი მოსაზრებები იყო
და შორს იყო სიმართლისგან.
მოგვიანებით, 42:7-ში
იეჰოვა ელიფაზს ასეთ რამეს ეუბნება:
„განრისხებული ვარ შენზე
და შენს ორ მეგობარზე,
რადგან ჩემი მსახურისგან განსხვავებით,
არ ილაპარაკეთ ჩემზე სიმართლე“.
დახმარების ნაცვლად,
მათ გული ატკინეს იობს.
ზოგჯერ შეიძლება ჩვენც დაგვადანაშაულონ
სრულიად უსამართლოდ.
მაგალითად, ოჯახის წევრებმა,
რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს რწმენას.
შეიძლება უკვე წლებია,
რაც სპეციალურ მსახურებაში ხართ.
მაგრამ ახლა დავალება
შეგეცვალათ და ფიქრობთ,
იქნებ შეძლოთ და
პიონერად გააგრძელოთ მსახურება.
მაგრამ ოჯახის წევრები გეუბნებიან:
„ისევ მსახურებაზე ფიქრობ?!
მე მგონი უკვე დროა,
რომ ცოტა შენს მომავალზეც იზრუნო“.
ისინი ვერ ხვდებიან,
რატომ ვაყენებთ იეჰოვას მსახურებას
პირველ ადგილას.
მათმა სიტყვებმა შეიძლება დაგვაეჭვოს
კიდეც ჩვენს გადაწყვეტილებაში.
განსაკუთრებით მაშინ,
როცა ცვლილებების გამო
ცოტათი დაბნეულები ვართ.
თუმცა იობის მეგობრებისა არ იყოს,
მათი რჩევებიც მხოლოდ პირად მოსაზრებებზეა დაფუძნებული.
თუ მათ ნათქვამს
გულთან ახლოს მივიტანთ,
ღვთის აზროვნებას ვეღარ ავირეკლავთ.
ასეთმა ფარულმა რწმენის გამოცდებმა
შეიძლება ადვილად დაგვაკარგვინოს წონასწორობა.
იობმა შეძლო –
გაუძლო დიდ ემოციურ წნეხს
და ბოლომდე ერთგულება შეინარჩუნა.
მიუხედავად იმისა, რომ არ ესმოდა,
რატომ დაატყდა თავს
ამხელა უბედურება.
ჩვენ რას გვასწავლის იობის მაგალითი?
მოდი სამ მხარეს შევეხოთ.
პირველი: ვსწავლობთ, რომ
ღვთიური სიბრძნით ვიხელმძღვანელოთ
და არ დავეყრდნოთ
ადამიანურ აზროვნებას თუ ემოციებს.
იობის ცოლმა ვერ გაუძლო ამ ტკივილს
და მას უთხრა, რომ დანებებულიყო.
იობს კი არც თავის მართლება დაუწყია
და არც გაბრაზებულა.
მან თქვა, რომ
ვერაფერი შეურყევდა ერთგულებას.
მოდი ვნახოთ,
როგორ უპასუხა იობმა ცოლს.
2:10.
„მან მიუგო:
„რა უგუნური ქალივით ლაპარაკობ!
მარტო კარგი უნდა მივიღოთ ღვთისგან
და ცუდი — არა?!“
ყველაფრის მიუხედავად
სიტყვითაც კი
არ შეუცოდავს იობს“.
იობი მიხვდა, რომ
მის ცოლს ტკივილი ალაპარაკებდა.
არ შეკამათებია,
არც გული უტკენია მისთვის.
მან მშვიდად უპასუხა.
ემოციებს არ აჰყვა
და არც ადამიანურ აზროვნებას დაეყრდნო.
თუ ვინმე გულგატეხილობის გამო
მწარე სიტყვებს გვეტყვის,
უნდა თანავუგრძნოთ და ვეცადოთ,
იეჰოვას აზროვნება ავირეკლოთ.
ნაცვლად იმისა, რომ თავი ვიმართლოთ,
აჯობებს, ვაჩვენოთ,
რომ იეჰოვას ვენდობით
და ჩვენს სიყვარულშიც დავარწმუნოთ.
მეორე: იობი ერთგულების
კარგ მაგალითს გვაძლევს,
როცა არ გვესმის, რატომ ხდება
ჩვენს ცხოვრებაში ესა თუ ის ცვლილება.
მეგობრებმა საკუთარი
გადმოსახედიდან შეაფასეს ის
და უსამართლოდ დასდეს ბრალი.
მართალია, მძიმე მდგომარეობის გამო
იობმა რაღაცები დაუფიქრებლად თქვა,
მაგრამ მისი საუბრიდან ჩანდა, რომ
იეჰოვას მზრუნველობას ძალიან აფასებდა.
მიაქციეთ ყურადღება,
რას ამბობს იობი 10:12-ში:
„სიცოცხლე მიბოძე
და ურყევი იყო
შენი სიყვარული ჩემდამი,
მზრუნველობას არ მაკლებდი
და მიცავდი“.
ამ დროს იობმა
ჯერ კიდევ არ იცოდა,
რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი მის თავს.
ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო,
მაგრამ ღვთის ნდობა არ დაუკარგავს.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც
იმას ეუბნებოდა თავის მეგობრებს,
როგორ უყვარდა იეჰოვა და
რამდენად მადლიერი იყო მისი.
ზოგჯერ ჩვენც შეიძლება
თავს ცუდად ვგრძნობდეთ,
როცა დიდი ხნის შემდეგ
დავალება გვეცვლება
და ამას ისიც ემატება,
რომ ოჯახის მხრიდან
ზეწოლას ვგრძნობთ.
მაგრამ ამ დროსაც შეგვიძლია,
რომ იეჰოვასადმი
ჩვენი სიყვარული
და მადლიერება გამოვხატოთ.
შეიძლება ჩვენს არაიეჰოვას მოწმე
ოჯახის წევრებს ყოველთვის არ ესმოდეთ,
რატომ ვაყენებთ სულიერს პირველ ადგილზე,
მაგრამ იეჰოვა ძალიან
გვიფასებს ასეთ არჩევანს.
მესამე: რასაც იობისგან ვსწავლობთ, ისაა,
რომ რთულ სიტუაციებში
მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას.
იობმა არ იცოდა თავისი ტანჯვის მიზეზი,
თუმცა ერთგული დარჩა.
დააკვირდით,
რას ამბობს ის 19:25-ში,
19:25.
აქ ვკითხულობთ:
„კარგად ვიცი, რომ
ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი,
ის ჩემ შემდეგ მოვა
და მიწაზე წამოიმართება“.
მართალია, იობი ასეთ რთულ მდგომარეობაში
რამდენიმე თვე ან შესაძლოა
თითქმის წელიწადიც კი იყო,
მაგრამ ამ მუხლიდან ჩანს,
რომ ის იეჰოვაზე
სრულად იყო მინდობილი.
სჯეროდა, რომ მისთვის ძვირფასი იყო
და ის აუცილებლად იმოქმედებდა.
ამიტომ მოთმინებით ელოდა მას.
როცა მოულოდნელად სიტუაცია გვეცვლება
ან საყვარელ ადამიანს ვკარგავთ,
ტკივილი შეიძლება ჩვენც დიდხანს გაგვყვეს
და დრო დაგვჭირდეს,
სანამ ძალებს აღვიდგენთ.
მაგრამ იობის მსგავსად,
ჩვენც უნდა დაველოდოთ იეჰოვას.
გვჯეროდეს, რომ ის ხედავს
ჩვენს ერთგულებას,
მოთმინებას და ამას არ დაგვივიწყებს.
იობის მაგალითიდან ვხედავთ,
რომ ემოციური წნეხი
ახლობელი ადამიანებისგან
შეიძლება რწმენის დიდ გამოცდად გვექცეს.
მაგრამ ვსწავლობთ იმასაც,
რომ იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება
ურთულეს სიტუაციებშიც კი შესაძლებელია.
რთულ მომენტებში მნიშვნელოვანია,
რომ სიტუაცია ჩვენი
გადმოსახედიდან არ შევაფასოთ,
ემოციებზე მაღლა
იეჰოვას სიბრძნე დავაყენოთ;
ერთგულები დავრჩეთ მაშინაც,
როცა რაღაცები არ გვესმის;
დაველოდოთ იეჰოვას
და გვჯეროდეს, რომ
ის შენიშნავს ჩვენს მოთმინებას.
მან იობი დიდად
აკურთხა ერთგულებისთვის.
არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი!