00:00:00
დღევანდელი დღის მუხლის კომენტარი იმაზე ამახვილებს ყურადღებას,00:00:05
00:00:05
თუ რა იგულისხმება კარგ საქმეში.00:00:07
00:00:07
და-ძმებო, ორგანიზაციაში ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ,00:00:11
00:00:11
რისთვისაც შექებას იმსახურებთ.00:00:13
00:00:14
თუმცა ამ დილით, მოდი იმაზე ვისაუბროთ,00:00:16
00:00:17
თუ რა მოტივი დგას ამ კარგი საქმეების მიღმა.00:00:19
00:00:20
ერთ რამეზე დავფიქრდეთ: რას რატომ და რა მიზნით ვაკეთებთ.00:00:24
00:00:26
ამ მოხსენებაში იმ კითხვაზე ვიმსჯელოთ,00:00:28
00:00:28
რომელიც იეჰოვამ ტყვეობიდან გათავისუფლებულ ისრაელებს დაუსვა.00:00:32
00:00:33
მოდი ზაქარიას 7:5-ზე გადავშალოთ და ვნახოთ ეს კითხვა.00:00:38
00:00:39
ზაქარიას მეშვეობით იეჰოვა ისრაელებს ასეთ რამეს ეუბნება:00:00:43
00:00:44
„გადაეცი ამ მიწის მკვიდრთ და მღვდლებს:00:00:47
00:00:47
„როცა 70 წლის მანძილზე მე-5 და მე-7 თვეს მარხულობდით და მოთქვამდით“, 00:00:54
00:00:54
და აი კითხვაც,00:00:56
00:00:56
„განა ჩემთვის მარხულობდით?!“00:00:58
00:01:00
ისრაელები მარხულობდნენ და მოთქვამდნენ ყველა იმ უბედურების გამო,00:01:05
00:01:05
რაც მათ იეჰოვა ღმერთმა სასჯელად მოუვლინა.00:01:08
00:01:09
თუმცა ღმერთი არ იწონებდა ასეთ მარხვებს.00:01:12
00:01:12
მათ უნდა ემხიარულათ სამშობლოში დაბრუნების გამო.00:01:15
00:01:15
ეს უნდა ყოფილიყო მათი მარხვის მიზეზი 00:01:18
00:01:18
და არა ის ცუდი საქმეები, რის გამოც ამ მდგომარეობამდე მივიდნენ.00:01:22
00:01:22
გამოდის რომ, სასჯელის გამო მარხულობდნენ.00:01:25
00:01:26
ამიტომაც უთხრა იეჰოვამ მათ,00:01:28
00:01:28
განა ჩემთვის მარხულობდითო.00:01:30
00:01:31
მართალია, იეჰოვამ ეს კითხვა გადასახლებიდან დაბრუნებულ ისრაელებს დაუსვა,00:01:35
00:01:36
თუმცა ღირს, ჩვენც დავფიქრდეთ ამ კითხვაზე.00:01:39
00:01:39
როცა რაიმე დავალებას ვასრულებთ,00:01:42
00:01:42
ამ დროს რა მოტივი გვამოძრავებს?00:01:44
00:01:44
ვის გამო ვიხარჯებით ამ საქმეში?00:01:47
00:01:47
ამას მართლა იეჰოვასთვის ვაკეთებთ?00:01:50
00:01:50
ღირს დაფიქრება.00:01:52
00:01:53
ბევრი თქვენგანი სრული დროით მსახურებაში ხართ ჩართული ამა თუ იმ ფორმით,
რაც კარგი საქმეა.00:01:59
00:01:59
ამის გამო თითოული შექებას იმსახურებთ.00:02:02
00:02:03
თუმცა ალბათ დროდადრო ისე ხდება,
რომ ჩვენი დავალების შესრულებისას 00:02:08
00:02:08
ერთი საქმე არ გვაქვს დამთავრებული, რომ მეორეზე გადავერთვებით ხოლმე.00:02:12
00:02:12
ამიტომ სრულიად ბუნებრივია,00:02:15
00:02:15
რომ ასეთ რეჟიმში მხედველობიდან გამოგვრჩეს,00:02:18
00:02:18
რატომ, რისთვის ვასრულებთ ამ საქმეს.00:02:21
00:02:22
ვკითხოთ საკუთარ თავს:00:02:24
00:02:24
რა მიზნით ვემსახურები იეჰოვას?00:02:27
00:02:27
რატომ ვარ ბეთელში?00:02:28
00:02:28
რატომ ვმსახურობ მიმომსვლელ ზედამხედველად?00:02:31
00:02:32
რატომ ვიღებ მონაწილეობას თეოკრატიული შენობების მოვლა-პატრონობაში
თუ მათ მშენებლობაში?00:02:38
00:02:38
როგორც თეოკრატიული სკოლების ინსტრუქტორს, მახსოვს ჩემი მიზანი?00:02:43
00:02:44
იეჰოვა ჩვენს მსახურებას მხოლოდ იმით არ აფასებს,00:02:47
00:02:47
რას და რამდენს ვაკეთებთ მისთვის.00:02:50
00:02:50
იეჰოვასთვის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი მოტივებია.00:02:54
00:02:55
ის გულების შემმოწმებელია.00:02:57
00:02:58
მოდი ბიბლიიდან ერთი ასეთი შემთხვევა შევიხსენოთ.00:03:01
00:03:02
სამუელს იეჰოვას დავალებით ისრაელის მეორე მეფე უნდა შეერჩია.00:03:06
00:03:06
1 სამუელის 16:7 ვნახოთ.00:03:09
00:03:09
ალბათ ყველას გვახსოვს ეს მომენტი.00:03:11
00:03:12
ამ მუხლში იეჰოვა სამუელს ასეთ რამეს ეუბნება:00:03:15
00:03:16
„ნუ უყურებ მის გარეგნობას“,
აქ ელიაბი იგულისხმება,00:03:20
00:03:21
„და მის სიმაღლეს, რადგან არ ამირჩევია იგი“.00:03:24
00:03:25
რა მიზეზით არ აირჩია იეჰოვამ ელიაბი?00:03:28
00:03:28
სიმაღლის გამო? – არა.00:03:31
00:03:31
იეჰოვა არ უყურებდა მის სიმაღლეს.00:03:34
00:03:34
მან ელიაბის გული დაინახა.00:03:36
00:03:36
მასში მეომარს კი ხედავდა,00:03:38
00:03:38
მაგრამ მეფეს – არა.00:03:40
00:03:40
ელიაბს მეფისთვის აუცილებელი ორი რამ აკლდა:00:03:44
00:03:44
მას არ ჰქონდა საკმარისი გაბედულება,
ეს ერთი, 00:03:47
00:03:47
და მეორე, განსჯის უნარი აკლდა.00:03:50
00:03:51
ეს კარგად ჩანს 1 სამუელის 17:11-დან.00:03:54
00:03:54
ელიაბი მათ შორის იყო,
ვინც ფილისტიმელმა გოლიათმა დააფრთხო.00:03:59
00:03:59
მას სიმამაცე არ ეყო.00:04:00
00:04:01
შემდეგი მუხლებიდან ჩანს, როგორ იცავს დავითი იეჰოვას სახელს 00:04:05
00:04:05
და მთელი გაბედულებით ამბობს:00:04:08
00:04:08
„ვინ არის ეგ ფილისტიმელი, ცოცხალი ღვთის ლაშქარს რომ დასცინის!“.00:04:12
00:04:12
ამ სიტყვების გაგონებაზე ელიაბს ეჭვი შეაქვს დავითის მოტივებში
და კადნიერებაში სდებს ბრალს.00:04:19
00:04:19
ჩანს, რომ განსჯის უნარი აკლდა,
მეფობისთვის შესაფერისი არ იყო.00:04:24
00:04:24
ის ბრძოლის ველზე კი იდგა,
მაგრამ აღარ ახსოვდა, ვისთვის იბრძოდა.00:04:28
00:04:29
ამიტომაც უთხრა იეჰოვამ სამუელს ის სიტყვები,
რომლებიც 16:7-ში გრძელდება:00:04:36
00:04:36
„ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი,
რადგან ადამიანი გარეგნობას ხედავს, იეჰოვა კი – გულს“.00:04:44
00:04:44
ასე რომ, აქედან კარგად ჩანს,
რას აქცევს იეჰოვა ყურადღებას, როცა მის საქმეს ვასრულებთ.00:04:51
00:04:51
ჩვენ ასე ვთქვათ, ბრძოლის ველზე ვართ.00:04:54
00:04:54
იმას, რასაც ვაკეთებთ, იეჰოვა ძალიან აფასებს.00:04:58
00:04:58
თუმცა ღვთისთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისთვის ვიბრძვით.00:05:02
00:05:04
იერემიას 17:10-ში წერია:00:05:06
00:05:08
„მე, იეჰოვა, ვიკვლევ გულს და ვამოწმებ ფიქრებს,00:05:13
00:05:13
რათა თითოეულს თავისი გზისამებრ, თავისი საქმისამებრ მივუზღა“.00:05:18
00:05:19
ერთ-ერთ თარგმანში კი ნათქვამია:00:05:21
00:05:22
„გულთამხილავი ვარ, ზრახვათა გამომცნობელი,00:05:25
00:05:26
თითოეულს იმის მიხედვით მივუზღავ, როგორიც სინამდვილეშია 00:05:30
00:05:30
და არა იმის, როგორადაც თავს წარმოაჩენს“.00:05:33
00:05:34
ეს აზრი უკეთ რომ გავიგოთ,00:05:36
00:05:37
ვნახოთ, რა იყო ნათქვამი ერთ-ერთ „საგუშაგო კოშკში“.00:05:40
00:05:40
სტატიაში „რა აღგძრავს, ემსახურო ღმერთს?“, ასეთი რამ ეწერა:00:05:45
00:05:45
„არასრულყოფილ ადამიანს ახასიათებს, განსაჯოს სხვები საქმეების მიხედვით00:05:50
00:05:50
და არა იმის მიხედვით, როგორები არიან ისინი.“00:05:54
00:05:54
დროდადრო, შესაძლოა, საკუთარ თავსაც ასე განვსჯით.00:05:58
00:05:59
საქმეებს შეუძლია ისე შეგვიპყროს,00:06:01
00:06:01
რომ თითქოს ეს ჩვენი სულიერობის ერთადერთი კრიტერიუმია.00:06:05
00:06:06
შეიძლება დაგვავიწყდეს საკუთარი მოტივების შემოწმების აუცილებლობა.00:06:10
00:06:10
ასე ვთქვათ, მხედველობიდან გამოგვრჩეს ის, თუ ვისთვის ვიბრძვით.00:06:15
00:06:16
ამ სიტყვების მოსმენაზე შეიძლება ჩვენი თავი გაგვახსენდა.00:06:20
00:06:21
ზოგჯერ საქმეში ისე გადავეშვებით ხოლმე,00:06:24
00:06:24
რომ გვავიწყდება საკუთარ თავს ვკითხოთ:00:06:27
00:06:27
რატომ? რა მიზნით?00:06:29
00:06:29
რა მოტივით ვაკეთებ ამას?00:06:31
00:06:31
მახსოვს ვისთვის ვიხარჯები?00:06:33
00:06:34
ვისთვის ვიბრძვი?00:06:35
00:06:37
ერთმა დამ აღნიშნა:00:06:38
00:06:39
„ვქადაგებდი, დავდიოდი შეხვედრებზე, ვლოცულობდი,00:06:44
00:06:44
მაგრამ ყველაფერს ავტომატურად ვაკეთებდი, 00:06:47
00:06:47
ყოველგვარი გრძნობის გარეშე“.00:06:49
00:06:51
დავფიქრდეთ, ჩვენ რა აღგვძრავს ღვთის მსახურებისკენ: მიღებული დავალება?00:06:56
00:06:57
თუ მიზანი, რომ ზედამხედველს თავი მოვაწონოთ?00:07:00
00:07:00
მხოლოდ მარადიული სიცოცხლის სურვილი ხომ არა?00:07:03
00:07:03
ნებისმიერ საქმეში ჩვენი მოტივაციის წყარო
იეჰოვას სიყვარული უნდა იყოს.00:07:09
00:07:10
იესოს სიტყვები კარგად აღწერს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს იეჰოვა.00:07:14
00:07:14
მოდი მარკოზის 12:30 წავიკითხოთ.00:07:19
00:07:20
აქ წერია:
„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით,00:07:25
00:07:26
მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“.00:07:33
00:07:35
ბიბლიის სასწავლო გამოცემაში
ამ მუხლში მოხსენიებულ ასეთ ძლიერ სიყვარულზე ნათქვამია:00:07:42
00:07:44
„აქ გამოყენებული სიტყვები: გული,სული, გონება და ძალა ერთმანეთს ავსებენ,00:07:58
00:07:58
ერთმანეთში არიან გადაჯაჭვული,00:08:01
00:08:02
რაც იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა მთელი არსებით უნდა გვიყვარდეს“.00:08:06
00:08:07
რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია? 00:08:09
00:08:09
იეჰოვასადმი ძლიერ სიყვარულს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში უნდა ვაჩვენებდეთ.00:08:15
00:08:16
სწორედ ასეთი ძლიერი გრძნობა უნდა აღგვძრავდეს, რომ ვემსახუროთ იეჰოვას.00:08:20
00:08:21
ეს სიყვარული ოთხივე მხარეს უნდა მოიცავდეს.00:08:25
00:08:26
იეჰოვა ჩვენგან მოელის, რომ ის მთელი გულით,
სულით, გონებით და ძალით გვეყვარება.00:08:32
00:08:32
გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ კარგად იცის ჩვენი აგებულება,00:08:38
00:08:38
ახსოვს, რომ მტვერი ვართ.00:08:40
00:08:41
ამიტომ მხოლოდ იმის გაკეთებას ითხოვს, რაც შეგვიძლია.00:08:45
00:08:45
ჩვენი შესაძლებლობები თუ მდგომარეობა შეიძლება წლიდან წლამდე შეიცვალოს,00:08:51
00:08:51
ზოგჯერ მოულოდნელადაც.00:08:53
00:08:53
იგავების 21:2-დან ჩანს, რომ იეჰოვასთვის მთავარი ჩვენი მოტივებია
და არა საქმის რაოდენობა.00:09:01
00:09:01
მას კარგად ესმის, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენს ძალებს აღემატება 00:09:06
00:09:06
და იცის, რომ ბოლომდე ვერ გავაკონტროლებთ ჩვენს ფინანსურ,00:09:09
00:09:09
ფიზიკურ თუ ემოციურ მდგომარეობას.00:09:11
00:09:12
იეჰოვა სრულყოფილია, თუმცა სრულყოფილებას არ გვთხოვს.00:09:16
00:09:16
ჩვენი ღმერთი იმაზე მეტს არ მოელის და არ გვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია.00:09:22
00:09:23
თუ იეჰოვა მთელი გულით გვეყვარება,00:09:26
00:09:26
როგორც არ უნდა შეიცვალოს ჩვენი მდგომარეობა,00:09:29
00:09:29
შევძლებთ, ბოლომდე დავიხარჯოთ მისთვის.00:09:33
00:09:33
ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია.00:09:35
00:09:36
ასე რომ, დავფიქრდეთ: რატომ, რა მიზნით,
რა მოტივებით ვემსახურებით იეჰოვას და ვასრულებთ მის დავალებას.00:09:48
00:09:49
როცა იეჰოვა ჩვენც გკითხავს, მართლა მისთვის ვმარხულობდით თუ არა,00:09:54
00:09:54
თამამად ვუპასუხებთ, რომ კი.00:09:56
00:09:57
ასე რომ, ყველა იმ საქმეს, რასაც მოგვანდობენ,00:10:01
00:10:01
მისადმი მადლიერება და საფუძვლად ძლიერი სიყვარული ექნება.00:10:06
ენტონი გრიფინი: მარხულობთ იეჰოვასთვის? (ზაქ. 7:5)
დღევანდელი დღის მუხლის კომენტარი იმაზე ამახვილებს ყურადღებას,
თუ რა იგულისხმება კარგ საქმეში.
და-ძმებო, ორგანიზაციაში ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ,
რისთვისაც შექებას იმსახურებთ.
თუმცა ამ დილით, მოდი იმაზე ვისაუბროთ,
თუ რა მოტივი დგას ამ კარგი საქმეების მიღმა.
ერთ რამეზე დავფიქრდეთ: რას რატომ და რა მიზნით ვაკეთებთ.
ამ მოხსენებაში იმ კითხვაზე ვიმსჯელოთ,
რომელიც იეჰოვამ ტყვეობიდან გათავისუფლებულ ისრაელებს დაუსვა.
მოდი ზაქარიას 7:5-ზე გადავშალოთ და ვნახოთ ეს კითხვა.
ზაქარიას მეშვეობით იეჰოვა ისრაელებს ასეთ რამეს ეუბნება:
„გადაეცი ამ მიწის მკვიდრთ და მღვდლებს:
„როცა 70 წლის მანძილზე მე-5 და მე-7 თვეს მარხულობდით და მოთქვამდით“,
და აი კითხვაც,
„განა ჩემთვის მარხულობდით?!“
ისრაელები მარხულობდნენ და მოთქვამდნენ ყველა იმ უბედურების გამო,
რაც მათ იეჰოვა ღმერთმა სასჯელად მოუვლინა.
თუმცა ღმერთი არ იწონებდა ასეთ მარხვებს.
მათ უნდა ემხიარულათ სამშობლოში დაბრუნების გამო.
ეს უნდა ყოფილიყო მათი მარხვის მიზეზი
და არა ის ცუდი საქმეები, რის გამოც ამ მდგომარეობამდე მივიდნენ.
გამოდის რომ, სასჯელის გამო მარხულობდნენ.
ამიტომაც უთხრა იეჰოვამ მათ,
განა ჩემთვის მარხულობდითო.
მართალია, იეჰოვამ ეს კითხვა გადასახლებიდან დაბრუნებულ ისრაელებს დაუსვა,
თუმცა ღირს, ჩვენც დავფიქრდეთ ამ კითხვაზე.
როცა რაიმე დავალებას ვასრულებთ,
ამ დროს რა მოტივი გვამოძრავებს?
ვის გამო ვიხარჯებით ამ საქმეში?
ამას მართლა იეჰოვასთვის ვაკეთებთ?
ღირს დაფიქრება.
ბევრი თქვენგანი სრული დროით მსახურებაში ხართ ჩართული ამა თუ იმ ფორმით,
რაც კარგი საქმეა.
ამის გამო თითოული შექებას იმსახურებთ.
თუმცა ალბათ დროდადრო ისე ხდება,
რომ ჩვენი დავალების შესრულებისას
ერთი საქმე არ გვაქვს დამთავრებული, რომ მეორეზე გადავერთვებით ხოლმე.
ამიტომ სრულიად ბუნებრივია,
რომ ასეთ რეჟიმში მხედველობიდან გამოგვრჩეს,
რატომ, რისთვის ვასრულებთ ამ საქმეს.
ვკითხოთ საკუთარ თავს:
რა მიზნით ვემსახურები იეჰოვას?
რატომ ვარ ბეთელში?
რატომ ვმსახურობ მიმომსვლელ ზედამხედველად?
რატომ ვიღებ მონაწილეობას თეოკრატიული შენობების მოვლა-პატრონობაში
თუ მათ მშენებლობაში?
როგორც თეოკრატიული სკოლების ინსტრუქტორს, მახსოვს ჩემი მიზანი?
იეჰოვა ჩვენს მსახურებას მხოლოდ იმით არ აფასებს,
რას და რამდენს ვაკეთებთ მისთვის.
იეჰოვასთვის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი მოტივებია.
ის გულების შემმოწმებელია.
მოდი ბიბლიიდან ერთი ასეთი შემთხვევა შევიხსენოთ.
სამუელს იეჰოვას დავალებით ისრაელის მეორე მეფე უნდა შეერჩია.
1 სამუელის 16:7 ვნახოთ.
ალბათ ყველას გვახსოვს ეს მომენტი.
ამ მუხლში იეჰოვა სამუელს ასეთ რამეს ეუბნება:
„ნუ უყურებ მის გარეგნობას“,
აქ ელიაბი იგულისხმება,
„და მის სიმაღლეს, რადგან არ ამირჩევია იგი“.
რა მიზეზით არ აირჩია იეჰოვამ ელიაბი?
სიმაღლის გამო? – არა.
იეჰოვა არ უყურებდა მის სიმაღლეს.
მან ელიაბის გული დაინახა.
მასში მეომარს კი ხედავდა,
მაგრამ მეფეს – არა.
ელიაბს მეფისთვის აუცილებელი ორი რამ აკლდა:
მას არ ჰქონდა საკმარისი გაბედულება,
ეს ერთი,
და მეორე, განსჯის უნარი აკლდა.
ეს კარგად ჩანს 1 სამუელის 17:11-დან.
ელიაბი მათ შორის იყო,
ვინც ფილისტიმელმა გოლიათმა დააფრთხო.
მას სიმამაცე არ ეყო.
შემდეგი მუხლებიდან ჩანს, როგორ იცავს დავითი იეჰოვას სახელს
და მთელი გაბედულებით ამბობს:
„ვინ არის ეგ ფილისტიმელი, ცოცხალი ღვთის ლაშქარს რომ დასცინის!“.
ამ სიტყვების გაგონებაზე ელიაბს ეჭვი შეაქვს დავითის მოტივებში
და კადნიერებაში სდებს ბრალს.
ჩანს, რომ განსჯის უნარი აკლდა,
მეფობისთვის შესაფერისი არ იყო.
ის ბრძოლის ველზე კი იდგა,
მაგრამ აღარ ახსოვდა, ვისთვის იბრძოდა.
ამიტომაც უთხრა იეჰოვამ სამუელს ის სიტყვები,
რომლებიც 16:7-ში გრძელდება:
„ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი,
რადგან ადამიანი გარეგნობას ხედავს, იეჰოვა კი – გულს“.
ასე რომ, აქედან კარგად ჩანს,
რას აქცევს იეჰოვა ყურადღებას, როცა მის საქმეს ვასრულებთ.
ჩვენ ასე ვთქვათ, ბრძოლის ველზე ვართ.
იმას, რასაც ვაკეთებთ, იეჰოვა ძალიან აფასებს.
თუმცა ღვთისთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისთვის ვიბრძვით.
იერემიას 17:10-ში წერია:
„მე, იეჰოვა, ვიკვლევ გულს და ვამოწმებ ფიქრებს,
რათა თითოეულს თავისი გზისამებრ, თავისი საქმისამებრ მივუზღა“.
ერთ-ერთ თარგმანში კი ნათქვამია:
„გულთამხილავი ვარ, ზრახვათა გამომცნობელი,
თითოეულს იმის მიხედვით მივუზღავ, როგორიც სინამდვილეშია
და არა იმის, როგორადაც თავს წარმოაჩენს“.
ეს აზრი უკეთ რომ გავიგოთ,
ვნახოთ, რა იყო ნათქვამი ერთ-ერთ „საგუშაგო კოშკში“.
სტატიაში „რა აღგძრავს, ემსახურო ღმერთს?“, ასეთი რამ ეწერა:
„არასრულყოფილ ადამიანს ახასიათებს, განსაჯოს სხვები საქმეების მიხედვით
და არა იმის მიხედვით, როგორები არიან ისინი.“
დროდადრო, შესაძლოა, საკუთარ თავსაც ასე განვსჯით.
საქმეებს შეუძლია ისე შეგვიპყროს,
რომ თითქოს ეს ჩვენი სულიერობის ერთადერთი კრიტერიუმია.
შეიძლება დაგვავიწყდეს საკუთარი მოტივების შემოწმების აუცილებლობა.
ასე ვთქვათ, მხედველობიდან გამოგვრჩეს ის, თუ ვისთვის ვიბრძვით.
ამ სიტყვების მოსმენაზე შეიძლება ჩვენი თავი გაგვახსენდა.
ზოგჯერ საქმეში ისე გადავეშვებით ხოლმე,
რომ გვავიწყდება საკუთარ თავს ვკითხოთ:
რატომ? რა მიზნით?
რა მოტივით ვაკეთებ ამას?
მახსოვს ვისთვის ვიხარჯები?
ვისთვის ვიბრძვი?
ერთმა დამ აღნიშნა:
„ვქადაგებდი, დავდიოდი შეხვედრებზე, ვლოცულობდი,
მაგრამ ყველაფერს ავტომატურად ვაკეთებდი,
ყოველგვარი გრძნობის გარეშე“.
დავფიქრდეთ, ჩვენ რა აღგვძრავს ღვთის მსახურებისკენ: მიღებული დავალება?
თუ მიზანი, რომ ზედამხედველს თავი მოვაწონოთ?
მხოლოდ მარადიული სიცოცხლის სურვილი ხომ არა?
ნებისმიერ საქმეში ჩვენი მოტივაციის წყარო
იეჰოვას სიყვარული უნდა იყოს.
იესოს სიტყვები კარგად აღწერს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს იეჰოვა.
მოდი მარკოზის 12:30 წავიკითხოთ.
აქ წერია:
„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით,
მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“.
ბიბლიის სასწავლო გამოცემაში
ამ მუხლში მოხსენიებულ ასეთ ძლიერ სიყვარულზე ნათქვამია:
„აქ გამოყენებული სიტყვები: გული,სული, გონება და ძალა ერთმანეთს ავსებენ,
ერთმანეთში არიან გადაჯაჭვული,
რაც იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა მთელი არსებით უნდა გვიყვარდეს“.
რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია?
იეჰოვასადმი ძლიერ სიყვარულს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში უნდა ვაჩვენებდეთ.
სწორედ ასეთი ძლიერი გრძნობა უნდა აღგვძრავდეს, რომ ვემსახუროთ იეჰოვას.
ეს სიყვარული ოთხივე მხარეს უნდა მოიცავდეს.
იეჰოვა ჩვენგან მოელის, რომ ის მთელი გულით,
სულით, გონებით და ძალით გვეყვარება.
გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ კარგად იცის ჩვენი აგებულება,
ახსოვს, რომ მტვერი ვართ.
ამიტომ მხოლოდ იმის გაკეთებას ითხოვს, რაც შეგვიძლია.
ჩვენი შესაძლებლობები თუ მდგომარეობა შეიძლება წლიდან წლამდე შეიცვალოს,
ზოგჯერ მოულოდნელადაც.
იგავების 21:2-დან ჩანს, რომ იეჰოვასთვის მთავარი ჩვენი მოტივებია
და არა საქმის რაოდენობა.
მას კარგად ესმის, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენს ძალებს აღემატება
და იცის, რომ ბოლომდე ვერ გავაკონტროლებთ ჩვენს ფინანსურ,
ფიზიკურ თუ ემოციურ მდგომარეობას.
იეჰოვა სრულყოფილია, თუმცა სრულყოფილებას არ გვთხოვს.
ჩვენი ღმერთი იმაზე მეტს არ მოელის და არ გვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია.
თუ იეჰოვა მთელი გულით გვეყვარება,
როგორც არ უნდა შეიცვალოს ჩვენი მდგომარეობა,
შევძლებთ, ბოლომდე დავიხარჯოთ მისთვის.
ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია.
ასე რომ, დავფიქრდეთ: რატომ, რა მიზნით,
რა მოტივებით ვემსახურებით იეჰოვას და ვასრულებთ მის დავალებას.
როცა იეჰოვა ჩვენც გკითხავს, მართლა მისთვის ვმარხულობდით თუ არა,
თამამად ვუპასუხებთ, რომ კი.
ასე რომ, ყველა იმ საქმეს, რასაც მოგვანდობენ,
მისადმი მადლიერება და საფუძვლად ძლიერი სიყვარული ექნება.
-