JW subtitle extractor

სეთ ჰაიატი: „დავინახე უამრავი ხალხი“ (გამოცხ. 7:13, 14)

Video Other languages Share text Share link Show times

1935 წლის 1-ელი აპრილის „საგუშაგო კოშკში“ საინტერესო განცხადება გაკეთდა.
ეს იყო მოწვევა, რომელიც ხალხს მნიშვნელოვან შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებდა.
ეს განცხადება ასეთი შინაარსის იყო:
„საგუშაგო კოშკი“ კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს,
რომ იეჰოვას მოწმეებისა და იონადაბების კონგრესი გაიმართება ვაშინგტონში,
1935 წლის 30 მაისიდან 3 ივნისამდე.
იმედი გვაქვს, ამ კონგრესზე დასწრებას ყველა შეძლებს“.
ამ ჟურნალში აგრეთვე ეწერა:
„დღემდე არცთუ ისე ბევრ იონადაბს ჰქონდა კონგრესზე დასწრების შესაძლებლობა,
ასე რომ, ვაშინგტონში ჩატარებული კონგრესი მათ ძალიან გაამხნევებს
და სარგებლობას მოუტანს“.
გულთბილი მოწვევაა, არა?
შეიძლება კითხვებიც გაგვიჩნდეს:
ვინ იყვნენ იონადაბები?
რა მხრივ გამხნევდებოდნენ ისინი,
ვინც ამ კონგრესს დაესწრებოდა?
და ბოლოს,
როგორ მოეფინა ნათელი გამოცხადების 7-ში ჩაწერილ სიტყვებს,
საიდანაც დღევანდელი დღის განსახილველი მუხლებია აღებული?
მოდი განვიხილოთ.
1935 წლისთვის ღვთის ხალხი ფიქრობდა,
რომ არსებობდა 3 სხვადასხვა ჯგუფი, ვინც გადარჩებოდა.
1-ელ ჯგუფში 144 000 ცხებული ქრისტიანი შედიოდა.
ისინი ქრისტესთან ერთად ზეცაში იმმართველებდნენ.
სწორედ ამ 144 000 ცხებულ ქრისტიანზეა საუბარი გამოცხადების 7:1–8-ში.
მე-2 ჯგუფს კი ისინი მიეკუთვნებოდნენ,
ვისაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი ჰქონდათ.
საინტერესოა, რომ 1932 წლის „საგუშაგო კოშკში“
ამ იმედის მქონე ხალხი იონადაბთან იყო შედარებული.
ის იეჰოვას ცხებულ მეფეს, იეჰუს უჭერდა მხარს.
ასე რომ, 1932 წლიდან ეს ჯგუფი იონადაბების სახელით მოიხსენიებოდა.
თუმცა ვაშინგტონში ჩატარებულ კონგრესამდე ერთი წლით ადრე, 1934 წელს,
იონადაბებმა „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი სტატიიდან
მნიშვნელოვანი სიახლის შესახებს შეიტყვეს –
მათ იეჰოვა ღმერთისთვის თავი უნდა მიეძღვნათ და მონათლულიყვნენ.
ჩვენ ორ ჯგუფზე ვისაუბრეთ, 144 000-ზე და იონადაბებზე.
მე-3 ჯგუფს ვინ წარმოადგენდა?
ეს უამრავი ხალხია.
მათ შესახებ გამოცხადების 7:9-დან ვიგებთ.
ახლა დააკვირდით ილუსტრაციას, სადაც დეტალურად ჩანს ის, რასაც იოანე გამოცხადების 7:9-ში ამბობს.
მოდი წავიკითხოთ ეს მუხლი:
„ამის შემდეგ“,
ანუ 144 000 ცხებულის ხილვის შემდეგ,
„გავიხედე და დავინახე უამრავი ხალხი,
რომლის დათვლა არავის შეეძლო“,
ანუ მისი ზუსტი რაოდენობა განსაზღვრული არაა.
ისინი ყველა ერიდან, ტომიდან, ხალხიდან და ენიდან არიან.
მაგრამ სად იდგნენ ისინი?
ან როგორ იყვნენ შემოსილები?
პასუხს ისევ მუხლიდან ვიგებთ:
„იდგნენ ისინი ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი,
ხელში პალმის ტოტები ეჭირათ და ხმამაღლა ამბობდნენ:
„ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით!“.
მათი თეთრი სამოსელი იმის სიმბოლოა, რომ ისინი თავს იცავენ უწმინდური ქვეყნიერებისგან.
ხსნას იეჰოვასა და ღვთის კრავს უმადლიან, რომელსაც ერთგულებას უცხადებენ.
ხელში პალმის ტოტებიც უჭირავთ,
რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სიხარულით ეგებებიან იეჰოვას ცხებულ მეფეს.
მოდი ახლა გამოცხადების 7:13-დან განვაგრძოთ კითხვა.
გთხოვთ, ჩემთან ერთად მიადევნოთ თვალი ამ მონაკვეთს:
„მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მკითხა:
„ვინ არიან ეს თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი და საიდან მოვიდნენ?“
მე მაშინვე მივუგე: „ჩემო ბატონო, ეგ შენ იცი“.
მან კი მითხრა: „ამათ დიდი გასაჭირი გამოიარეს“,
ეს ჩვენი დღევანდელი დღის მუხლის სიტყვებია,
„გრძელი სამოსელი გაირეცხეს და კრავის სისხლით გაათეთრეს.
ამიტომაც დგანან ტახტის წინ;“.
შემდეგ ასე გრძელდება:
„ისინი მისივე ტაძარში ემსახურებიან მას დღე და ღამე;
ტახტზე მჯდომი თავის კარავს გაუშლის მათ“.
რას ფიქრობთ,
ვინ უნდა ყოფილიყო უამრავი ხალხი?
მოდი ამაზეც ვიმსჯელოთ.
ამ კითხვაზე პასუხს ღვთის ხალხი წლების მანძილზე ეძებდა.
მიაჩნდათ, რომ ეს იყო ზეციური მოწოდების მქონე მეორეხარისხოვანი კლასი,
რადგან ისინი ტახტებზე კი არ ისხდნენ,
ღვთისა და კრავის ტახტის წინ იდგნენ.
აქედან გამომდინარე, ის, რომ ისინი ფეხზე იდგნენ,
ბიბლიის მკვლევრებს აფიქრებინებდა,
რომ ეს ჯგუფი მთელი სერიოზულობით არ ეკიდებოდა ღვთისადმი მორჩილებას
და ნაკლებ ერთგულებას ავლენდა.
მაგრამ იყო კი მათი თვალსაზრისი სწორი?
ამ კითხვას პასუხი 1935 წლის მაისში ვაშინგტონში გამართულ კონგრესზე გაეცა.
ძმა რუტერფორდმა წარმოთქვა მოხსენება, „უამრავი ხალხი“.
რაზე გამახვილდა ყურადღება ამ მოხსენებაში?
რუტერფორტმა ახსნა, ვინ იგულისხმებოდა უამრავ ხალხში.
მან აღნიშნა, რომ ზეციური მოწოდების მქონე მეორეხარისხოვანი კლასი
საერთოდ არ არსებობდა.
ამ მოხსენებამ კიდევ ერთ დეტალს მოჰფინა ნათელი.
უამრავი ხალხი თანამედროვე იონადაბებისგან შემდგარი ჯგუფი იყო.
მათაც ისეთივე ერთგულება და მორჩილება უნდა გამოევლინათ ღვთისადმი,
როგორსაც 144 000 ცხებული ქრისტიანი ავლენდა.
კონგრესის კულმინაციურ მომენტში რუტერფორდმა აუდიტორიას მიმართა:
„გთხოვთ, ფეხზე წამოდგეთ ყველა,
ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი გაქვთ“.
ერთი ძმა იხსენებდა:
„ამის მოსმენის შემდეგ 10 000-ზე მეტი ადამიანი წამოდგა ფეხზე.
„შეხედეთ, აი, უამრავი ხალხი“, განაცხადა რუტერფორდმა.
საოცარი მომენტი იყო“.
ერთმა დამსწრემაც ასეთი რამ აღნიშნა:
„სიჩუმე ჩამოვარდა.
შემდეგ სიხარულის ხმამაღალი და ხანგრძლივი შეძახილები გაისმა“.
მართალია, ეს კონგრესი დიდი ხნის წინ ჩატარდა,
მაგრამ დღემდე არ გვავიწყდება, რაც იქ მოხდა.
ამ კონგრესს შედეგად ის მოჰყვა,
რომ ღვთის ხალხმა გულმოდგინედ დაიწყო ქადაგება.
ერთმა დამ თქვა:
„ჩვენს ტერიტორიებზე ენთუზიაზმით აღსავსენი დავბრუნდით,
რომ მოგვეძებნა ცხვრისმაგვარი ადამიანები,
რომლებიც ჯერ კიდევ უნდა შეკრებილიყვნენ“.
კონგრესის შემდეგ ზოგიერთმა გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღება შეწყვიტა.
რატომ?
რადგან ისინი მიხვდნენ, რომ მათ დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდათ
და ამისთვის იეჰოვას ძალიან ემადლიერებოდნენ.
ბოლოს, ერთ დეტალზეც გავამახვილოთ ყურადღება.
ამ კონგრესამდე პუბლიკაციები, მეტწილად, იესოს სულითცხებულ მიმდევრებს ეხებოდა,
თუმცა 1935 წლიდან ეს ასე აღარ იყო.
„საგუშაგო კოშკი“ და სხვა ლიტერატურა ცხებულების გარდა
უამრავი ხალხისთვისაც იყო განკუთვნილი.
გამოდის რომ, ეს ორი ჯგუფი იეჰოვას ერთად ემსახურება.
ჩვენზე მართლდება იესოს ის სიტყვები, რომლებიც იოანეს 10:16-შია ჩაწერილი.
აქ იესო ასეთ რამეს ამბობს:
„მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო.
ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“.
რამხელა პატივია, რომ ვიყოთ ამ ფარეხის ნაწილი
და ვუსმენდეთ ჩვენი მწყემსის და ერთგული და გონიერი მონის ხმას,
რომელიც მან დაგვინიშნა.
ერთი ძმა, რობერტ საიმონსი, რომელიც 1935 წლის კონგრესს ესწრებოდა,
თავის თავს ამ უამრავ ხალხს შორის წარმოიდგენდა.
მას დიდ სიხარულს ჰგვრიდა იმის ცოდნა, რომ ისიც ამ ხალხის ნაწილი იყო.
ამ ძმამ აღტაცება ასეთი სიტყვებით გამოხატა:
„სასტუმროსკენ მიმავალი ყველას ვეუბნებოდი,
იცით, მეც ამ უამრავ ხალხს შორის ვარ-მეთქი“.
რობერტს სიხარულის მიზეზი მართლაც ჰქონდა.
იმის მიუხედავად, თუ რომელ ჯგუფს მივეკუთვნებით,
ბედნიერნი ვართ იმ მომავლის გამო, რასაც იეჰოვა გვპირდება.
ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე,
ყველანაირად უნდა ვეცადოთ,
გული და გონება უფლის საღამოსთვის განვაწყოთ.