00:00:01
„მე და მამა ერთნი ვართ“.00:00:03
00:00:04
თუ ვინმე მსახურებაში ბიბლიიდან
ამ სიტყვებს მოგიყვანდათ00:00:09
00:00:09
ან მორწმუნე ადამიანთან მოგიწევდათ
ამ აზრზე მსჯელობა,00:00:12
00:00:13
მათი მიზანი რა იქნებოდა?00:00:15
00:00:15
ხშირ შემთხვევაში, ისინი ფიქრობენ, რომ
იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები არ არიან,00:00:21
00:00:21
რადგან თვლიან, რომ იესოს
ღმერთად არ ვაღიარებთ.00:00:24
00:00:25
მათ, ვისაც სამების მოძღვრების სჯერათ,00:00:28
00:00:28
ეს მუხლი ხშირად მოჰყავთ იმის დასამტკიცებლად,00:00:32
00:00:32
რომ იეჰოვა და იესო ერთარსნი არიან.00:00:35
00:00:36
ასეთ დროს, რისი თქმა შეგვიძლია მათთვის?00:00:39
00:00:39
მოდი დღეს ამ თემაზე ერთად ვიმსჯელოთ.00:00:42
00:00:42
ამაში ინგლისური ბიბლიის
სასწავლო გამოცემა დაგვეხმარება.00:00:46
00:00:46
თუ თქვენს ენაზეც არის ხელმისაწვდომი,00:00:48
00:00:48
ერთად ვნახოთ იოანეს 10:30.00:00:51
00:00:51
თუ თან არ გაქვთ, შეგიძლიათ მერე გადაამოწმოთ.00:00:54
00:00:55
ამ მუხლთან ძალიან კარგი დამატებითი მასალაა მოცემული,00:00:58
00:00:58
რომელიც დიდ დახმარებას გვიწევს.00:01:01
00:01:01
მოდი ვნახოთ, რა აზრია მოცემული.00:01:03
00:01:03
ამოვიკითხავ.00:01:04
00:01:05
„ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც ერთნი, 00:01:08
00:01:08
მამრობით სქესს არ აღნიშნავს ანუ ერთ პიროვნებას არ გულისხმობს. 00:01:13
00:01:13
ეს სიტყვა საშუალო სქესზე მიუთითებს ანუ ერთ საგანს აღნიშნავს.00:01:19
00:01:19
აქედან გამომდინარე, მამა და ძე ერთარსნი კი არ არიან,
არამედ ერთი მიზანი აერთიანებთ“.00:01:26
00:01:26
მართლაც, რა კარგად და მარტივად არის გადმოცემული.00:01:30
00:01:31
ეს აზრი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე,00:01:34
00:01:34
თუ რა გაგებით არიან იეჰოვა და იესო ერთნი – ისინი ერთობაში არიან.00:01:39
00:01:39
ეს დამატებითი მასალა გვეხმარება,00:01:42
00:01:42
სხვებს მარტივად ავუხსნათ ამ მუხლის მნიშვნელობა,00:01:45
00:01:45
რისთვისაც გრამატიკის ცოდნა არ გჭირდება.00:01:48
00:01:48
განვაგრძოთ:00:01:49
00:01:49
„იესო იმაზე კი არ მიანიშნებს, რომ ის მამის ტოლი და სწორია,00:01:53
00:01:53
არამედ იმაზე, რომ მათ ერთი საქმე და მიზანი აერთიანებთ.00:01:58
00:01:58
ეს კარგად ჩანს იოანეს მე-17 თავში ჩაწერილი იესოს ლოცვიდან.00:02:03
00:02:03
როცა მიმდევრებზე ლოცულობდა,
იესომ მამას სთხოვა: „ისინიც ჩვენსავით ერთნი იყვნენ“.00:02:10
00:02:10
ასე რომ, ამ აზრის ასახსნელად,00:02:12
00:02:12
სულაც არ არის საჭირო ბერძნული ენის გრამატიკის ცოდნა,00:02:16
00:02:16
მათ, ვინც ამბობს, რომ იესო ღმერთია,00:02:18
00:02:18
შეგვიძლია იოანეს მე-17 თავი ვუჩვენოთ და იმაზე დავაფიქროთ,00:02:23
00:02:23
რაც იესომ თავის მიმდევრებზე თქვა.00:02:25
00:02:25
როცა მამას სთხოვა, ჩვენსავით ერთნი იყვნენო,00:02:28
00:02:28
რა იგულისხმა, რომ ერთარსნი ყოფილიყვნენ?00:02:32
00:02:33
დამატებითი მასალის ბოლოს 1 კორინთელების 3:8 არის მოყვანილი.00:02:39
00:02:39
სიტყვა ერთი ამ მუხლშიც არის გამოყენებული.00:02:42
00:02:42
ზოგ თარგმანში ნათქვამია,
რომ „დამრგველი და მომრწყველი ერთნი არიან“.00:02:46
00:02:47
მოდი ვნახოთ, რა წერია ამ მუხლში:00:02:49
00:02:49
„დამრგველიცა და მომწყველიც ერთი საქმისთვის ირჯებიან“.00:02:53
00:02:53
გამოდის რომ, ისინი ერთ საქმეს აკეთებენ,00:02:56
00:02:56
საერთო მიზნისთვის არიან გაერთიანებული.00:02:59
00:02:59
ეს მუხლი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის,00:03:01
00:03:01
რა იგულისხმება სიტყვა ერთში და
სამსჯელოდაც შეგვიძლია მისი გამოყენება.00:03:06
00:03:07
როცა ვინმე სამების საკითხს წამოჭრის და იოანეს 10:30-ს მოიშველიებს,00:03:14
00:03:14
ისიც მოსალოდნელია,
რომ სხვა მუხლი გამოიყენოს თავისი აზრის გასამყარებლად.00:03:19
00:03:20
მაგალითად, იოანეს 1:1.00:03:22
00:03:23
ამ მუხლიდან შეიძლება ის მონაკვეთი ამოგიკითხონ,
სადაც ნათქვამია: „სიტყვა იყო ღმერთი“.00:03:29
00:03:29
მერე გითხრან: სიტყვა ხომ იესოა, გამოდის რომ, იესო ღმერთია.00:03:34
00:03:35
ასეთ დროს როგორ მოვიქცეთ? რა ვუპასუხოთ?00:03:38
00:03:39
იოანეს 1:1-თან საინტერესო დამატებითი მასალაა მოცემული.00:03:43
00:03:44
თუმცა დროის სიმცირის გამო, დღეს ყველა აზრს არ ამოვიკითხავთ.00:03:48
00:03:49
აქ რამდენიმე მიზეზია მოყვანილი იმის დასადასტურებლად,00:03:53
00:03:53
რომ მუხლში მოცემული სიტყვა
ყოვლისშემძლე ღმერთის ეკვივალენტი არ არის.00:03:58
00:03:58
შემდეგ ისიც წერია, რომ ბიბლიის სხვა ზოგიერთ თარგმანში,00:04:02
00:04:03
მაგალითად, ინგლისურში, ფრანგულში და გერმანულში00:04:07
00:04:07
ფრაზა „სიტყვა იყო ღმერთი“ იმავე აზრს ატარებს,00:04:11
00:04:11
რასაც ახალი ქვეყნიერების თარგმანი 00:04:13
00:04:13
და გულისხმობს ღვთის მსგავსს, ღვთიურს.00:04:18
00:04:18
ესეც კარგი მხარეა მათთან სასაუბროდ.00:04:21
00:04:22
თუმცა დამატებით მასალაში სხვა მიზეზებიც არის მოყვანილი,00:04:26
00:04:26
რაც იმ შემთხვევაშიც გამოგვადგება, თუ ვინმე გვეტყვის: 00:04:29
00:04:29
ღვთაებრივი ხომ ისაა, რაც ღმერთს ახასიათებს,00:04:32
00:04:32
გამოდის, ღმერთზე მიდის საუბარი.00:04:34
00:04:34
კოლოსელების 2:9 შეგვიძლია მოვიშველიოთ.00:04:37
00:04:37
მოდი ერთად მოვძებნოთ.00:04:39
00:04:40
ესე იგი, კოლოსელები 2:9.00:04:44
00:04:45
დააკვირდით, მუხლში იესოზეა საუბარი.00:04:48
00:04:48
აქ ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:00:04:51
00:04:51
„მასში სრულად წარმოჩინდება ღვთიური თვისებები“.00:04:55
00:04:56
აქ ღვთიური თვისებები იესოსთან მიმართებით არის ნათქვამი.00:05:00
00:05:01
რას უნდა ნიშნავდეს? რომ ის ღმერთია?00:05:04
00:05:04
ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ,00:05:06
00:05:06
დამატებით მასალაში კიდევ ერთი მუხლია მოყვანილი.00:05:09
00:05:09
2 პეტრეს 1:4, მოდი შევადაროთ.00:05:13
00:05:13
აქ მათზეა საუბარი, ვინც ქრისტესთან ერთად იმმართველებდა.00:05:17
00:05:17
2 პეტრეს 1:4-ში წერია,00:05:20
00:05:20
პირველი ნაწილი ვნახოთ:00:05:22
00:05:22
„ამის წყალობით მან ძვირფასი და დიდებული დაპირებები მოგვცა,00:05:27
00:05:27
რათა ღვთაებრივი ბუნების
მოზიარენი გახდეთ“.00:05:30
00:05:31
ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ:00:05:33
00:05:33
თუ ვინმე გეკამათებათ და გეუბნებათ, რომ იესო ღმერთია,00:05:37
00:05:37
რადგან ის ღვთაებრივია და ღვთიური თვისებები აქვს,00:05:41
00:05:41
მაშინ მის თანამმართველებზე რაღას ვიტყვით?00:05:44
00:05:44
ისინიც ხომ ღვთაებრივი ბუნების
მოზიარენი გახდებიან?00:05:48
00:05:48
რა გამოდის, რომ ისინიც ღმერთები არიან?!00:05:51
00:05:51
შეიძლება ადამიანმა ამის შემდეგაც არ შეიცვალოს თავისი აზრი00:05:56
00:05:56
და ასეთი რამ გვითხრას:00:05:58
00:05:58
„ახალი ქვეყნიერების თარგმანშიც ხომ წერია,
რომ სიტყვა იყო ღმერთი“.00:06:02
00:06:03
შეგვიძლია ასეთ დროს მარტივი
მაგალითი მოვუყვანოთ.00:06:06
00:06:07
მაგალითად, შეიძლება ვინმეზე თქვან: რა ეშმაკია!00:06:11
00:06:12
ან კიდევ: ნამდვილი სატანაა!00:06:15
00:06:16
რა გამოდის,
რომ ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ?00:06:21
00:06:21
რა თქმა უნდა, არა!00:06:22
00:06:22
ასეთ დროს ადამიანს შეგვიძლია ვუთხრათ,00:06:25
00:06:25
რომ სიტყვა ღმერთი ღვთაებრივის
მნიშვნელობითაც გამოიყენება.00:06:29
00:06:29
როცა ბიბლიაში ვკითხულობთ,
რომ „სიტყვა იყო ღმერთი“,00:06:33
00:06:33
როგორც დამატებითი მასალა ხსნის,00:06:35
00:06:35
ამაში ღვთიური თვისებების მქონე იგულისხმება
და არა თვითონ ღმერთი.00:06:40
00:06:40
ამ სხვაობის დანახვა მარტივია
ბერძნულ ენაში.00:06:44
00:06:44
ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთი“,00:06:46
00:06:46
ღმერთის წინ არანაირი არტიკლი არ გვხვდება.00:06:50
00:06:50
მხოლოდ ჩვენ, იეჰოვას მოწმეებმა, ვიცით ეს? –
არა00:06:54
00:06:54
დამატებითი მასალიდან ჩანს,00:06:57
00:06:57
რომ ეს ფაქტი ბიბლიის სხვა მთარგმნელებისთვისაც არ არის უცხო.00:07:01
00:07:01
ერთი ასეთი თარგმანი მინდა გაჩვენოთ,00:07:03
00:07:03
რომელიც დიდი ხნის წინ გამოიცა.00:07:05
00:07:05
თქვენც ხედავთ.00:07:06
00:07:06
ეს „მთარგმნელის ახალი აღთქმაა“,00:07:09
00:07:09
ბიბლიის თარგმანებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული.00:07:12
00:07:13
ამ თარგმანის გამოცემაზე
ბრიტანეთისა და უცხოეთის ბიბლიურმა საზოგადოებამ იზრუნა.00:07:19
00:07:19
ამ ორგანიზაციის მიზანი ის არის,00:07:22
00:07:22
რომ მთელ მსოფლიოში ბიბლია სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს,00:07:26
00:07:26
გავრცელდეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.00:07:30
00:07:31
ეს ბიბლია იმითაა გამორჩეული,
რომ ის იმ მთარგმნელებისთვის მომზადდა,00:07:36
00:07:36
ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არაა.00:07:39
00:07:39
მისი საშუალებით საკუთარ ენაზე ბიბლიის თარგმნა უფრო იოლია.00:07:44
00:07:44
მთარგმნელის ახალი აღთქმა მარტივი და გასაგებია.00:07:48
00:07:48
მასში მოცემული განმარტებები
რთული მუხლების თარგმნას აადვილებს.00:07:53
00:07:53
ერთ-ერთი ასეთი მუხლი იოანეს 1:1-ია.00:07:57
00:07:57
„მთარგმნელის ახალი აღთქმის“ მიხედვით,
ეს მუხლი შეიძლება ასე ითარგმნოს:00:08:02
00:08:03
„სიტყვა იყო ღმერთთან და იყო მისი მსგავსი“.00:08:06
00:08:07
საინტერესოა!00:08:08
00:08:09
შემდეგ გრძელდება:00:08:11
00:08:12
„ბერძნულ ტექსტში ფრაზებს შორის: „სიტყვა იყო ღმერთთან“00:08:16
00:08:16
და „სიტყვა იყო ღმერთი“ განსხვავება შესამჩნევია.00:08:20
00:08:20
პირველ შემთხვევაში, ღმერთის წინ განსაზღვრული არტიკლია,00:08:24
00:08:24
ხოლო მეორე შემთხვევაში, „სიტყვა იყო ღმერთი“,00:08:28
00:08:28
მის წინ არტიკლი არ არის.00:08:31
00:08:31
ზოგიერთ თარგმანში
ამ ორ აზრს შორის სხვაობის დანახვა რთულია.00:08:35
00:08:35
პირველი ფრაზა ყოვლისშემძლე ღმერთზე მიუთითებს,00:08:38
00:08:38
ხოლო მეორეში უარტიკლოდ დაწერილი „თეოს“ ნიშნავს:
„სიტყვა იყო ღვთაებრივი“.00:08:45
00:08:46
მათ, ვინც ამ ბიბლიაზე იმუშავა, სამების სჯერათ.00:08:50
00:08:50
თუმცა გვერდი არ აუვლიათ იმ ფაქტისთვის,00:08:53
00:08:53
რაც სიმართლეა: რომ ამ მუხლში იესოს
ღვთიურ თვისებებზეა საუბარი00:08:59
00:08:59
და არა იმაზე, რომ ის ღმერთია.00:09:01
00:09:01
ამიტომ თუ ამ თემაზე ვინმე ისეთთან მოგვიწევს საუბარი,00:09:05
00:09:05
ვინც ბერძნული მეტ-ნაკლებად მაინც იცის,00:09:09
00:09:09
ვკითხოთ: ეთანხმები იმას, რომ მუხლში მოცემული ღმერთი00:09:12
00:09:12
შეიძლება ღვთიურადაც ითარგმნოს?00:09:16
00:09:17
თუ გულწრფელები იქნებიან, არ უარყოფენ.00:09:19
00:09:20
მაგრამ მაინც, თუ იოანეს 1:1-თან დაკავშირებული ეს მსჯელობა00:09:25
00:09:25
ვინმესთვის საკმარისი არგუმენტი არ იქნებოდა იმის დასამტკიცებლად,00:09:29
00:09:29
იესო ღმერთია თუ არა,00:09:31
00:09:31
შეგვეძლო ბიბლიიდან სხვა მუხლებიც მოგვეშველიებინა.00:09:35
00:09:36
ასე სხვებს სრული სურათის დანახვაში დავეხმარებოდით.00:09:40
00:09:41
ასე რომ, როგორც დავინახეთ, 00:09:43
00:09:43
ბიბლიის სასწავლო გამოცემა მართლაც დიდ დახმარებას გვიწევს.00:09:48
ჯეფრი ჯექსონი: „მე და მამა ერთნი ვართ“ (იოან. 10:30)
-
ჯეფრი ჯექსონი: „მე და მამა ერთნი ვართ“ (იოან. 10:30)
„მე და მამა ერთნი ვართ“.
თუ ვინმე მსახურებაში ბიბლიიდან
ამ სიტყვებს მოგიყვანდათ
ან მორწმუნე ადამიანთან მოგიწევდათ
ამ აზრზე მსჯელობა,
მათი მიზანი რა იქნებოდა?
ხშირ შემთხვევაში, ისინი ფიქრობენ, რომ
იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები არ არიან,
რადგან თვლიან, რომ იესოს
ღმერთად არ ვაღიარებთ.
მათ, ვისაც სამების მოძღვრების სჯერათ,
ეს მუხლი ხშირად მოჰყავთ იმის დასამტკიცებლად,
რომ იეჰოვა და იესო ერთარსნი არიან.
ასეთ დროს, რისი თქმა შეგვიძლია მათთვის?
მოდი დღეს ამ თემაზე ერთად ვიმსჯელოთ.
ამაში ინგლისური ბიბლიის
სასწავლო გამოცემა დაგვეხმარება.
თუ თქვენს ენაზეც არის ხელმისაწვდომი,
ერთად ვნახოთ იოანეს 10:30.
თუ თან არ გაქვთ, შეგიძლიათ მერე გადაამოწმოთ.
ამ მუხლთან ძალიან კარგი დამატებითი მასალაა მოცემული,
რომელიც დიდ დახმარებას გვიწევს.
მოდი ვნახოთ, რა აზრია მოცემული.
ამოვიკითხავ.
„ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც ერთნი,
მამრობით სქესს არ აღნიშნავს ანუ ერთ პიროვნებას არ გულისხმობს.
ეს სიტყვა საშუალო სქესზე მიუთითებს ანუ ერთ საგანს აღნიშნავს.
აქედან გამომდინარე, მამა და ძე ერთარსნი კი არ არიან,
არამედ ერთი მიზანი აერთიანებთ“.
მართლაც, რა კარგად და მარტივად არის გადმოცემული.
ეს აზრი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე,
თუ რა გაგებით არიან იეჰოვა და იესო ერთნი – ისინი ერთობაში არიან.
ეს დამატებითი მასალა გვეხმარება,
სხვებს მარტივად ავუხსნათ ამ მუხლის მნიშვნელობა,
რისთვისაც გრამატიკის ცოდნა არ გჭირდება.
განვაგრძოთ:
„იესო იმაზე კი არ მიანიშნებს, რომ ის მამის ტოლი და სწორია,
არამედ იმაზე, რომ მათ ერთი საქმე და მიზანი აერთიანებთ.
ეს კარგად ჩანს იოანეს მე-17 თავში ჩაწერილი იესოს ლოცვიდან.
როცა მიმდევრებზე ლოცულობდა,
იესომ მამას სთხოვა: „ისინიც ჩვენსავით ერთნი იყვნენ“.
ასე რომ, ამ აზრის ასახსნელად,
სულაც არ არის საჭირო ბერძნული ენის გრამატიკის ცოდნა,
მათ, ვინც ამბობს, რომ იესო ღმერთია,
შეგვიძლია იოანეს მე-17 თავი ვუჩვენოთ და იმაზე დავაფიქროთ,
რაც იესომ თავის მიმდევრებზე თქვა.
როცა მამას სთხოვა, ჩვენსავით ერთნი იყვნენო,
რა იგულისხმა, რომ ერთარსნი ყოფილიყვნენ?
დამატებითი მასალის ბოლოს 1 კორინთელების 3:8 არის მოყვანილი.
სიტყვა ერთი ამ მუხლშიც არის გამოყენებული.
ზოგ თარგმანში ნათქვამია,
რომ „დამრგველი და მომრწყველი ერთნი არიან“.
მოდი ვნახოთ, რა წერია ამ მუხლში:
„დამრგველიცა და მომწყველიც ერთი საქმისთვის ირჯებიან“.
გამოდის რომ, ისინი ერთ საქმეს აკეთებენ,
საერთო მიზნისთვის არიან გაერთიანებული.
ეს მუხლი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის,
რა იგულისხმება სიტყვა ერთში და
სამსჯელოდაც შეგვიძლია მისი გამოყენება.
როცა ვინმე სამების საკითხს წამოჭრის და იოანეს 10:30-ს მოიშველიებს,
ისიც მოსალოდნელია,
რომ სხვა მუხლი გამოიყენოს თავისი აზრის გასამყარებლად.
მაგალითად, იოანეს 1:1.
ამ მუხლიდან შეიძლება ის მონაკვეთი ამოგიკითხონ,
სადაც ნათქვამია: „სიტყვა იყო ღმერთი“.
მერე გითხრან: სიტყვა ხომ იესოა, გამოდის რომ, იესო ღმერთია.
ასეთ დროს როგორ მოვიქცეთ? რა ვუპასუხოთ?
იოანეს 1:1-თან საინტერესო დამატებითი მასალაა მოცემული.
თუმცა დროის სიმცირის გამო, დღეს ყველა აზრს არ ამოვიკითხავთ.
აქ რამდენიმე მიზეზია მოყვანილი იმის დასადასტურებლად,
რომ მუხლში მოცემული სიტყვა
ყოვლისშემძლე ღმერთის ეკვივალენტი არ არის.
შემდეგ ისიც წერია, რომ ბიბლიის სხვა ზოგიერთ თარგმანში,
მაგალითად, ინგლისურში, ფრანგულში და გერმანულში
ფრაზა „სიტყვა იყო ღმერთი“ იმავე აზრს ატარებს,
რასაც ახალი ქვეყნიერების თარგმანი
და გულისხმობს ღვთის მსგავსს, ღვთიურს.
ესეც კარგი მხარეა მათთან სასაუბროდ.
თუმცა დამატებით მასალაში სხვა მიზეზებიც არის მოყვანილი,
რაც იმ შემთხვევაშიც გამოგვადგება, თუ ვინმე გვეტყვის:
ღვთაებრივი ხომ ისაა, რაც ღმერთს ახასიათებს,
გამოდის, ღმერთზე მიდის საუბარი.
კოლოსელების 2:9 შეგვიძლია მოვიშველიოთ.
მოდი ერთად მოვძებნოთ.
ესე იგი, კოლოსელები 2:9.
დააკვირდით, მუხლში იესოზეა საუბარი.
აქ ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:
„მასში სრულად წარმოჩინდება ღვთიური თვისებები“.
აქ ღვთიური თვისებები იესოსთან მიმართებით არის ნათქვამი.
რას უნდა ნიშნავდეს? რომ ის ღმერთია?
ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ,
დამატებით მასალაში კიდევ ერთი მუხლია მოყვანილი.
2 პეტრეს 1:4, მოდი შევადაროთ.
აქ მათზეა საუბარი, ვინც ქრისტესთან ერთად იმმართველებდა.
2 პეტრეს 1:4-ში წერია,
პირველი ნაწილი ვნახოთ:
„ამის წყალობით მან ძვირფასი და დიდებული დაპირებები მოგვცა,
რათა ღვთაებრივი ბუნების
მოზიარენი გახდეთ“.
ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ:
თუ ვინმე გეკამათებათ და გეუბნებათ, რომ იესო ღმერთია,
რადგან ის ღვთაებრივია და ღვთიური თვისებები აქვს,
მაშინ მის თანამმართველებზე რაღას ვიტყვით?
ისინიც ხომ ღვთაებრივი ბუნების
მოზიარენი გახდებიან?
რა გამოდის, რომ ისინიც ღმერთები არიან?!
შეიძლება ადამიანმა ამის შემდეგაც არ შეიცვალოს თავისი აზრი
და ასეთი რამ გვითხრას:
„ახალი ქვეყნიერების თარგმანშიც ხომ წერია,
რომ სიტყვა იყო ღმერთი“.
შეგვიძლია ასეთ დროს მარტივი
მაგალითი მოვუყვანოთ.
მაგალითად, შეიძლება ვინმეზე თქვან: რა ეშმაკია!
ან კიდევ: ნამდვილი სატანაა!
რა გამოდის,
რომ ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ?
რა თქმა უნდა, არა!
ასეთ დროს ადამიანს შეგვიძლია ვუთხრათ,
რომ სიტყვა ღმერთი ღვთაებრივის
მნიშვნელობითაც გამოიყენება.
როცა ბიბლიაში ვკითხულობთ,
რომ „სიტყვა იყო ღმერთი“,
როგორც დამატებითი მასალა ხსნის,
ამაში ღვთიური თვისებების მქონე იგულისხმება
და არა თვითონ ღმერთი.
ამ სხვაობის დანახვა მარტივია
ბერძნულ ენაში.
ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთი“,
ღმერთის წინ არანაირი არტიკლი არ გვხვდება.
მხოლოდ ჩვენ, იეჰოვას მოწმეებმა, ვიცით ეს? –
არა
დამატებითი მასალიდან ჩანს,
რომ ეს ფაქტი ბიბლიის სხვა მთარგმნელებისთვისაც არ არის უცხო.
ერთი ასეთი თარგმანი მინდა გაჩვენოთ,
რომელიც დიდი ხნის წინ გამოიცა.
თქვენც ხედავთ.
ეს „მთარგმნელის ახალი აღთქმაა“,
ბიბლიის თარგმანებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული.
ამ თარგმანის გამოცემაზე
ბრიტანეთისა და უცხოეთის ბიბლიურმა საზოგადოებამ იზრუნა.
ამ ორგანიზაციის მიზანი ის არის,
რომ მთელ მსოფლიოში ბიბლია სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს,
გავრცელდეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ეს ბიბლია იმითაა გამორჩეული,
რომ ის იმ მთარგმნელებისთვის მომზადდა,
ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არაა.
მისი საშუალებით საკუთარ ენაზე ბიბლიის თარგმნა უფრო იოლია.
მთარგმნელის ახალი აღთქმა მარტივი და გასაგებია.
მასში მოცემული განმარტებები
რთული მუხლების თარგმნას აადვილებს.
ერთ-ერთი ასეთი მუხლი იოანეს 1:1-ია.
„მთარგმნელის ახალი აღთქმის“ მიხედვით,
ეს მუხლი შეიძლება ასე ითარგმნოს:
„სიტყვა იყო ღმერთთან და იყო მისი მსგავსი“.
საინტერესოა!
შემდეგ გრძელდება:
„ბერძნულ ტექსტში ფრაზებს შორის: „სიტყვა იყო ღმერთთან“
და „სიტყვა იყო ღმერთი“ განსხვავება შესამჩნევია.
პირველ შემთხვევაში, ღმერთის წინ განსაზღვრული არტიკლია,
ხოლო მეორე შემთხვევაში, „სიტყვა იყო ღმერთი“,
მის წინ არტიკლი არ არის.
ზოგიერთ თარგმანში
ამ ორ აზრს შორის სხვაობის დანახვა რთულია.
პირველი ფრაზა ყოვლისშემძლე ღმერთზე მიუთითებს,
ხოლო მეორეში უარტიკლოდ დაწერილი „თეოს“ ნიშნავს:
„სიტყვა იყო ღვთაებრივი“.
მათ, ვინც ამ ბიბლიაზე იმუშავა, სამების სჯერათ.
თუმცა გვერდი არ აუვლიათ იმ ფაქტისთვის,
რაც სიმართლეა: რომ ამ მუხლში იესოს
ღვთიურ თვისებებზეა საუბარი
და არა იმაზე, რომ ის ღმერთია.
ამიტომ თუ ამ თემაზე ვინმე ისეთთან მოგვიწევს საუბარი,
ვინც ბერძნული მეტ-ნაკლებად მაინც იცის,
ვკითხოთ: ეთანხმები იმას, რომ მუხლში მოცემული ღმერთი
შეიძლება ღვთიურადაც ითარგმნოს?
თუ გულწრფელები იქნებიან, არ უარყოფენ.
მაგრამ მაინც, თუ იოანეს 1:1-თან დაკავშირებული ეს მსჯელობა
ვინმესთვის საკმარისი არგუმენტი არ იქნებოდა იმის დასამტკიცებლად,
იესო ღმერთია თუ არა,
შეგვეძლო ბიბლიიდან სხვა მუხლებიც მოგვეშველიებინა.
ასე სხვებს სრული სურათის დანახვაში დავეხმარებოდით.
ასე რომ, როგორც დავინახეთ,
ბიბლიის სასწავლო გამოცემა მართლაც დიდ დახმარებას გვიწევს.
-