JW subtitle extractor

„არასოდეს დაგვავიწყდება, რა თბილად მიგვიღეს!“

Video Other languages Share text Share link Show times

გავიზარდე ერთ პატარა ქალაქში.
ლაღი ბავშვობა მქონდა.
მშობლები პატარაობიდანვე მინერგავდნენ
ღვთის და ბიბლიის სიყვარულს.
ჩვენ ეკლესიის აქტიური მრევლი ვიყავით.
მე კერძო სკოლაში დავდიოდი და ყოველდღიურად
ბიბლიის გაკვეთილებს ვესწრებოდი.
ყველაფრის მიუხედავად, ისეთი შეგრძნება მქონდა,
რომ რაღაც მაკლდა.
15 წლის ასაკში ჩემი ცხოვრება მომენტალურად შეიცვალა.
ერთ დღეს მაღალ ხეზე ვიყავი ასული.
მოულოდნელად ტოტი, რომელზეც ჩამოკიდებული ვიყავი,
მოტყდა და მიწას დავენარცხე.
ერთ დროს ლაღი და მარდი ბიჭუნა
კისერს ქვემოთ პარალიზებული გავხდი.
მგრძნობელობა საერთოდ დავკარგე.
18 წლის ასაკში მკლავებში საკმარისი ძალა დამიბრუნდა
და უკვე შემეძლო დამოუკიდებლად ცხოვრება.
უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში გადავედი.
ჩემი ცხოვრება კიდევ ერთხელ დადგა თავდაყირა.
დავიწყე ნარკოტიკების მიღება,
მივეძალე ალკოჰოლს და უზნეო ცხოვრებას მივყავი ხელი.
მიუხედავად ამისა, ყოველ ღამით მაინც ვკითხულობდი ბიბლიას.
ჯერ კიდევ მჯეროდა ღმერთის.
მაგრამ, როცა ვლოცულობდი და დასაძინებლად მივდიოდი,
ყოველთვის მახსენდებოდა ის, რასაც ბავშვობიდან
მასწავლიდნენ ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ.
ვფიქრობდი, რომ ამ ცეცხლოვან საწამებელში მოვხვდებოდი.
ამ პერიოდში გავიცანი ჯული, რომელზეც ცოტა ხანში დავქორწინდი.
ისიც ჩემსავით ჰიპი იყო.
ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ თუ ოჯახის შენარჩუნება გვინდოდა,
უნდა მიგვეტოვებინა ცუდი წრე.
გულით გვინდოდა, ღმერთი გვეპოვა და მისთვის გვემსახურა.
ერთ დღეს პარკში ვიჯექი, ულამაზეს გარემოში,
წინ ტბა მოჩანდა, უკან კი მთები.
მაშინ ღმერთს ლოცვით მივმართე და ვუთხარი,
რომ გვსურდა, მისთვის გვემსახურა, ოღონდ არ ვიცოდით, როგორ.
სულ რაღაც 10 წუთში ერთი ბიჭი მომიახლოვდა
და იმაზე დამიწყო ლაპარაკი,
რომ მალე დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა.
ყველაფერი, რაც მან თქვა, აზრიანი მომეჩვენა.
მანამდე ამის შესახებ წაკითხულიც მქონდა.
ყველაზე მეტად მომეწონა ახსნა ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ.
ძალიან ლოგიკურად ჟღერდა და ყველაფერი დღესავით ნათელი იყო.
ამან ძალიან დამაფიქრა.
მან სამეფო დარბაზში დაგვპატიჟა,
სადაც მომდევნო დღეს კრების შეხვედრა ტარდებოდა
და ჩვენც წავედით.
მე და ჩემს მეუღლეს არასოდეს დაგვავიწყდება ის პირველი შეხვედრა,
რომელსაც 37 წლის წინ დავესწარით.
მაშინ გრძელი თმა მქონდა და დახეული ჯინსები მეცვა,
მგონი ფეხშიშველიც კი ვიყავი.
ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ალბათ ძმა, რომელიც სცენაზე იდგა,
ზიზღით გვიყურებდა.
მაგრამ, ჩვენდა გასაოცრად, შეხვედრის დასრულების შემდეგ,
იგი ჩვენთან მოვიდა, მოგვესალმა და სახლშიც მიგვიპატიჟა.
მართალია, საერთოდ არ გვახსოვს, რა ითქვა კრებაზე,
მაგრამ არასდროს დაგვავიწყდება, რა თბილად მიგვიღეს.
უმალვე დავიწყეთ კრების შეხვედრებზე სიარული
და იმ ძმასთან ბიბლიის შესწავლა,
რომელიც პარკში გავიცანი.
შეუძლებელი იყო, ერთ დღეში მოგვეხდინა ცვლილები.
მადლობლები ვართ, რომ ძმები სიყვარულსა და მოთმინებას ავლენდნენ.
ჩვენმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა.
მეტად აღარ ვგრძნობდი სიცარიელეს, რომელიც წლების მანძილზე მტანჯავდა.
მივხვდით, რომ მეტად აღარ უნდა გვეცხოვრა მხოლოდ საკუთარი თავისთვის.
ჩვენ შევიძინეთ და-ძმები, გავიცანით იეჰოვა,
რომლისთვისაც უნდა გვემსახურა.
მალე თავი მივუძღვენით იეჰოვას და მოვინათლეთ.