JW subtitle extractor

ბიბლიის სასწავლო კურსის მიმოხილვა

Video Other languages Share text Share link Show times

თქვენ იწყებთ ბიბლიის შესწავლას.
მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სიამოვნებით გადის
ბიბლიის ინტერაქტიულ სასწავლო კურსს.
იმედი გვაქვს შესწავლის პროცესი თქვენც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
რას გაიგებთ შესწავლის შედეგად?
თქვენ გაიგებთ, როგორ გქონდეთ ბედნიერი ოჯახი;
შეიტყობთ, როგორ გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ საწუხარს;
გაიგებთ, როგორ დაუახლოვდეთ ღმერთს
და შეიტყობთ იმასაც, რატომ შეგიძლიათ გქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი
როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?
შეიძლება თქვენმა მასწავლებელმა შესწავლის დასაწყისში ილოცოს.
ამის შემდეგ თქვენ განიხილავთ გაკვეთილის პირველ ნაწილს.
წაიკითხეთ აბზაცი და იმსჯელეთ კითხვაზე, რომელიც წინ უძღვის.
შემდეგ განიხილეთ მომდევნო აბზაცი.
ბევრგან მნიშვნელოვანი ბიბლიური მუხლები
თუ აზრები მუქი შრიფტითაა მოცემული.
მასწავლებელთან ერთად სხვა ბიბლიურ მუხლებსაც განიხილავთ,
განსაკუთრებით იმ მუხლებს, რომლებზეც მითითებულია „წაიკითხეთ“.
ამის შემდეგ წაიკითხეთ და განიხილეთ შემდეგი ნაწილი „გაიღრმავეთ ცოდნა“.
თქვენ წაიკითხავთ მითითებულ ბიბლიურ მუხლებს და იმსჯელებთ კითხვებზე.
აგრეთვე უყურებთ ვიდეორგოლებს.
ასეთი განხილვა დაგანახვებთ, პირადად თქვენ როგორ დაგეხმარებათ
გაკვეთილში მოცემული აზრები.
დასასრულ, მას შემდეგ, რაც შეაჯამებთ გაკვეთილს,
მასწავლებელმა შეიძლება კვლავ ილოცოს.
რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩატარდეს შესწავლა
და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს?
ეს თქვენზეა დამოკიდებული.
მაგრამ საუკეთესო იქნება, თუ კვირაში ერთ გაკვეთილს მაინც განიხილავთ.
ვერსად იპოვით ისეთ რჩევებს, როგორებსაც ბიბლიაში ვხვდებით.
ბიბლია დაგეხმარებათ, გაიხაროთ ცხოვრებით.
ამაში ამ სასწავლო კურსის განმავლობაშიც დარწმუნდებით.