JW subtitle extractor

ღვთის სამეფო 1914 წელს დაარსდა

Video Other languages Share text Share link Show times

მას შემდეგ, რაც ადამიანებმა აღარ მოისურვეს
იეჰოვა ყოფილიყო მათი მმართველი,
უსამართლობასა და ტანჯვას ბოლო არ უჩანს.
თუმცა იესომ კაცობრიობას იმედი ჩაუსახა.
ის ასწავლიდა, რომ როგორც ღვთის სამეფოს მეფე,
მშვიდობასა და სამართლიანობას აღადგენდა.
მაგრამ როდის დაარსდებოდა ღვთის სამეფო?
ბიბლიას იმ დასკვნამდე მივყავართ,
რომ ის უკვე მმართველობს.
გავიხსენოთ, რა მოხდა დაახლობით 2 600 წლის წინ.
იეჰოვამ ბაბილონის მეფე ნაბოქოდონოსორს
წინასწარმეტყველური სიზმარი ახილვინა.
ნაბუქოდონოსორმა სიზმარში ცად აწვდენილი
უზარმაზარი ხე იხილა.
ხე მოჭრეს, ძირკვი კი მიწაში დატოვეს.
შვიდი დროის გასვლის შემდეგ
ხე ისევ გაიზარდა.
ბიბლიიდან ვიგებთ,
რომ ამ სიზმარს ორი შესრულება ჰქონდა.
პირველად ეს სიზმარი თავად მეფე
ნაბოქოდონოსორზე შესრულდა.
ამ ცად აწვდენილი ხის მსგავსად
მისი მეფობაც დიდებული იყო.
მაგრამ რას ნიშნავდა, რომ შვიდი დროის მანძილზე ხე
მოჭრილი უნდა ყოფილიყო?
მეფე ნაბუქოდონოსორი ჭკუიდან შეიშალა
და 7 წლის მანძილზე ვეღარ მმართველობდა.
შვიდი დროის გასვლის შემდეგ ნამუქოდონოსორი
გამოჯანმრთელდა და მეფობა დაუბრუნდა.
სწორედ ასე შესრულდა პირველად
ეს წინასწარმეტყველური სიზმარი.
ეს წინასწარმეტყველება მეორედაც შესრულდა,
ამჯერად ღვთის მმართველობაზე.
ბიბლიიდან ვიგებთ,
რომ ებრაელი მეფეები იეჰოვას ტახტზე ისხდნენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
ისინი ღვთის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.
თუმცა ამ მეფეთა უმეტესობა არ ემორჩილებოდა იეჰოვას.
მათ კვალს მიჰყვებოდა ხალხიც.
ამის გამო ღმერთმა ისრაელები
ბაბილონელებს ჩაუგდო ხელში.
მათ ძვ. წ. 607 წელს
ქალაქი იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს.
იმ დროიდან მოყოლებული
იერუსალიმში იეჰოვას ტახტზე აღარავინ იჯდა.
ამგვარად, ძვ. წ. 607 წელს დაიწყო შვიდი დროის ათვლა,
როცა ღვთის მმართველობა შეწყვეტილი უნდა ყოფილიყო.
ეს პერიოდი მანამ გაგრძელდებოდა,
სანამ იეჰოვა თავის წარმომადგენლად
ახალ მეფეს დანიშნავდა
და ამჯერად მას ზეცაში გაამეფებდა.
როდის მოხდებოდა ეს?
ამ შემთხვევაში შვიდი დრო
7 წელზე გაცილებით დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო.
რატომ მივდივართ ამ დასკვნამდე?
ერთი მიზეზი ისაა,
რომ იერუსალიმის განადგურებიდან 7 წლის შემდეგ
ღვთის მმართველობასთან დაკავშირებით
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
ამასთანავე, საუკუნეების გასვლის შემდეგ
იესომაც მიანიშნა,
რომ შვიდი დრო ჯერ არ იყო დასრულებული.
როცა იესომ ბოლო დღეების შესახებ იწინასწარმეტყველა,
მან ისიც თქვა, რომ იერუსალიმი,
რომელიც ღვთის მმართველობას წარმოადგენდა,
გათელილი იქნებოდა უცხოტომელთა მიერ,
სანამ უცხოტომელთათვის დანიშნული
დროები არ დასრულდებოდა.
უცხოტომელთათვის დანიშნული დროები იგივე შვიდი დროა.
როდის დასრულდებოდა ეს პერიოდი?
ბიბლიის წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ,
რომ სამ-ნახევარი დრო 1 260 დღეს შეადგენს.
ამგვარად, თუ ამ რიცხვს ორზე გავამრავლებთ,
მივიღებთ 2 520 დღეს
ანუ შვიდ დროს.
ზოგჯერ ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში
დღე წლის ეკვივალენტია.
სწორედ ამის მაგალითია ეს წინასწარმეტყველებაც.
გამოდის, რომ შვიდი დრო 2 520 წელს შეადგენს.
თუ ძვ. წ. 607 წლიდან 2 520 წელს გადმოვთვლით,
ახ. წ. 1914 წლამდე მივალთ.
სწორედ ამ წელს დასრულდა შვიდი დრო
და იესო ზეცაში ღვთის სამეფოს მეფე გახდა.
აქედან დაიწყო ის პერიოდი,
რომელსაც ბიბლიაში „ბოლო დღეები“ ეწოდება.
მალე იესო ზეცაში
ყველა თავის თანამმართველს შეკრებს.
ღვთის სამეფო ყველა იმ პრობლემას დაუსვამს წერტილს,
რომლებიც ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს
ცხოვრებას გვირთულებს.
წარმოიდგინეთ, როგორი იქნება ცხოვრება მაშინ,
როცა ისეთი მმართველი გეყოლებათ,
რომელიც ნამდვილად იზრუნებს თქვენზე.