JW subtitle extractor

ისწავლე იეჰოვას მეგობრებისგან – რუთი

Video Other languages Share text Share link Show times

ესეც ასე!
მგონი მაგარი ნახატი გამოვიდა.
ჰმ, კიდევ ხომ არ დავახატო რამე?
მინდა მეგობარი გავახარო.
რუთიც ასე მოიქცა.
გახსოვთ რუთის ისტორია?
წამო, მის ამბავს მოგიყვებით.
რუთის დედამთილს ნაომი ერქვა.
მას ორი ვაჟი ჰყავდა.
ერთის ცოლს რუთი ერქვა,
მეორისას კი – ორფა.
ყველანი ერთად ცხოვრობდნენ მოაბში.
სამწუხაროდ, ნაომის ვაჟები დაიღუპნენ.
ყველანი ძალიან დამწუხრდნენ.
ნაომიმ ისრაელში დაბრუნება გადაწყვიტა.
ფიქრობდა, რომ იეჰოვა იქ უფრო კარგად
იზრუნებდა მასზე.
მას რუთი და ორფაც გაჰყვნენ,
რადგან მისი მარტო დატოვება არ უნდოდათ.
გზაში ნაომიმ თავის რძლებს უთხრა,
რომ მასთან ერთად ყოფნა გაუჭირდებოდათ
და სთხოვა, რომ სახლში
დაბრუნებულიყვნენ
და ახალი ცხოვრება დაეწყოთ.
ორფამ დაუჯერა მას.
მაგრამ როგორ მოიქცა რუთი?
მან გადაწყვიტა, რომ ნაომი არ მიეტოვებინა
და ისრაელში გაჰყოლოდა.
რუთმა უთხრა:
„სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ.
შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება
და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთი“.
მათ ერთად დაიწყეს ისრაელში ახალი ცხოვრება.
რუთი ყველანაირად ზრუნავდა დედამთილზე.
ის ნამდვილად ერთგული მეგობარი იყო.
იეჰოვას მეგობრები გაჭირვების დროს ერთმანეთს არ ტოვებენ.
გინდათ გაიგოთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა რუთს?
მაშინ წაიკითხეთ მისი ისტორია.
მე წავედი, მეგობარი უნდა გავახარო.
უი მართლა,
ყოველდღე ისწავლე რაღაც იეჰოვას მეგობრებისგან.
ბავშვებო,
როგორ დაამტკიცა რუთმა,
რომ იეჰოვასთან მეგობრობა უნდოდა?
ხომ არ გახსენდებათ ვინმე, ვინც მოწყენილია?
რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის?