JW subtitle extractor

ისწავლე იეჰოვას მეგობრებისგან – ელისე

Video Other languages Share text Share link Show times

ძალიან მაგარ რაღაცას ვაკეთებ.
ასეთი ანგელოზებსაც ჰქონდათ.
ანგელოზების დანახვა ჩვენ არ შეგვიძლია,
მაგრამ ელისემ დაინახა ისინი.
მაგარი იქნებოდა!
მოემზადეთ,
ეს ისტორია უნდა მოგიყვეთ.
ელისე წლები ელიას გვერდით იყო
და მისგან ბევრ რამეს სწავლობდა.
მაგრამ ერთ დღესაც
ელია ზეცაში ქარიშხალმა აიტაცა
და სხვა მხარეში გადაიყვანა,
სადაც წინასწარმეტყველება გააგრძელა.
ისრაელში კი წინასწარმეტყველი ელისე გახდა.
ის ძალიან ბევრ სასწაულს ახდენდა.
წარმოიდგინეთ, ერთხელ ბავშვიც კი გააცოცხლა.
ელისე ისრაელის ჯარსაც იცავდა.
ის მაცნეს უგზავნიდა ღვთის ხალხს
და წინასწარ აფრთხილებდა,
რომ სირიელების თავდასხმისგან დაეცვა.
ამან სირიის მეფე ძალიან გააბრაზა
და ელისეს შეპყრობა ბრძანა.
ელისე და მისი მსახური ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
თითქოს არავინ ჩანდა, ვინც მათ დაეხმარებოდა.
მსახურს ძალიან შეეშინდა,
რადგან ის ვერ ხედავდა იმას,
რასაც მისი ბატონი.
ამიტომ ელისემ დაამშვიდა ის და უთხრა:
„ნუ გეშინია,
ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან“.
ელისემ ილოცა და მისმა მსახურმაც დაინახა ის,
რასაც მანამდე მხოლოდ თავად ხედავდა.
ირგვლივ იეჰოვას ანგელოზები იყვნენ
ცეცხლოვანი ეტლებით,
რომლებიც ელისეს და მის მსახურს იცავდნენ.
იეჰოვას მეგობრებს ეჭვი არ ეპარებათ,
რომ ანგელოზები ყოველთვის მზად არიან მათ დასაცავად.
გაინტერესებთ, როგორ გაგრძელდა ეს ამბავი?
გადაურჩნენ ისინი სირიელთა ჯარს?
წაიკითხე ელისეს ისტორია და წარმოიდგინე, რომ შენც იქ ხარ.
ყოველდღე ისწავლე რაღაც ახალი იეჰოვას მეგობრებისგან.
ბავშვებო,
როგორ დაამტკიცა ელისემ, რომ იეჰოვას მეგობარი იყო?
ელისეს მსახურივით თქვენც შეგშინებიათ რამის?
თქვენ რა გარწმუნებთ,
რომ იეჰოვა ყოველთვის დაგეხმარებათ?