JW subtitle extractor

ისწავლე იეჰოვას მეგობრებისგან – მეფიბოშეთი

Video Other languages Share text Share link Show times

ეეე, არ წამართვა!
ეგ ხო ჩემია!
ეს რა წესია?!
ეჰ, ამან იეჰოვას მეგობარი მეფიბოშეთი გამახსენა.
მასაც ცუდად მოექცნენ,
მაგრამ თვითონ რა გააკეთა?
მოდი ერთად ვნახოთ, რა მოხდა.
მეფიბოშეთი ისრაელში, სამეფო ოჯახში, დაიბადა.
ხუთი წლის იყო, როცა მამამისი და პაპამისი დაიღუპნენ,
თვითონ კი უბედური შემთხვევის გამო
ორივე ფეხით დაკოჭლდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც ბედნიერი იყო.
როცა წამოიზარდა,
მეფიბოშეთი მეფე დავითის სასახლეში მიიწვიეს.
მეფე არაფერს არ აკლებდა მას
და ბევრი რამითაც დააჯილდოვა.
მეფიბოშეთი ძალიან აფასებდა მეფის სიკეთეს.
ერთხელ, როცა მეფე დავითი საფრთხეში იყო და გაქცევა მოუწია,
მასთან ერთი კაცი მივიდა და მეფიბოშეთზე ტყუილები უთხრა.
მეფემ მისი ტყუილები დაიჯერა.
ამის გამო მეფიბოშეთმა ყველაფერი დაკარგა,
რაც კი მეფემ აჩუქა.
ეს ხომ დიდი უსამართლობა იყო!
მაგრამ, როგორ მოიქცა მეფიბოშეთი?
ის ამის გამო არ გაბრაზებულა.
როცა დაინახა,
რომ მეფე დავითი, იეჰოვას მეგობარი,
შინ მშვიდობით დაბრუნდა,
ძალიან გაუხარდა.
ის აფასებდა იმას, რაც ჰქონდა
და არ დარდობდა იმაზე, რაც დაკარგა.
იეჰოვას მეგობრები ბედნიერი არიან იმით, რაც აქვთ,
თუნდაც სხვები ცუდად მოექცნენ.
გაინტერესებთ, მერე რა მოხდა?
წაიკითხეთ და გაიგეთ,
დაიბრუნა თუ არა მეფიბოშეთმა ის, რაც დაკარგა.
ყოველდღე ისწავლე რაღაც იეჰოვას მეგობრებისგან.
ბავშვებო,
როგორ დაამტკიცა მეფიბოშეთმა, რომ იეჰოვას მეგობარი იყო?
რა დაგეხმარებათ ბედნიერი იყოთ, თუნდაც სხვები ცუდად მოგექცნენ?
თქვენ რისთვის ხართ მადლიერი?
მეფებოსეთი, მაფეშოთეთი, მიფებოშეში
აუ, ვინმე დამეხმარეთ რა ამის წაკითხვაში!