JW subtitle extractor

ორგანიზაცია წინ მიიწევს – 2025 წლის სამეფო მსახურების სკოლა

Video Other languages Share text Share link Show times

1959 წელს ნიუ-იორკში
ახლად ჩამოყალიბებული სკოლის
პირველი კლასი ჩატარდა.
თუმცა მომდევნო წლებში
უკვე სხვა ქვეყნებშიც დაიწყო ამ სკოლების ჩატარება.
ის მიზნად ისახავდა უხუცესების და მომსახურეების მომზადებას,
რომ უკეთ ეზრუნათ სამწყსოზე.
გასულ სამსახურებრივ წელს სამეფო მსახურების სკოლა
მთელ მსოფლიოში ჩატარდა.
იქ სწავლის შესაძლებლობა ათასობით სარაიონო ზედამხედველს,
უხუცესს და მომსახურეს მიეცა.
საინტერესოა, როგორ გაეწია ორგანიზება ამ სკოლის ჩატარებას
და რაში დაეხმარა ძმებს ეს პროგრამა.
სამეფო მსახურების სკოლის ჩატარებაზე
ხელმძღვანელი საბჭოს სამსახურებრივი კომიტეტია პასუხისმგებელი
და უკვე ათწლეულებია, რაც ამ სკოლას ის აორგანიზებს.
მთელ მსოფლიოში პასუხისმგებელი ძმების მოსამზადებლად
ეს სასწავლო კურსი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.
2025 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო.
რამდენიმე მიზეზი აღვნიშნოთ,
რითაც ეს სკოლა განსხვავებული იყო.
მაგალითად, პირველად გამოიყო შესაწირავები,
რომ ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს და მათ დამხმარეებს
სხვადასხვა ტერიტორიაზე სკოლა ჩაეტარებინათ.
გარდა ამისა, სარაიონო ზედამხედველებს ბოლო 10 წლის მანძილზე
პირველად მიეცათ აქ სწავლის შესაძლებლობა.
კიდევ ერთი განსაკუთრებული მომენტი ის იყო,
რომ ბოლო ორ მოხსენებაზე დასწრების შესაძლებლობა
ძმების მეუღლეებსაც მიეცათ.
ძალიან სასიამოვნო იყო აუდიტორიაში სარაიონო ზედამხედველების,
უხუცესების, მომსახურეების და მათი მეუღლეების ერთად დანახვა.
მათი ღიმილიანი სახეების დანახვაზე და მადლიერების სიტყვების მოსმენაზე
კიდევ ერთხელ დავინახეთ,
რა ძლიერ უყვარს იეჰოვას ისინი.
ჩვენი ფილიალის ტერიტორიაზე პირველად მოხდა,
რომ სამეფო მსახურების სკოლაში
ყველა სარაიონო ზედამხედველი ერთად სწავლობდა.
ყველა აღფრთოვანებული და გაოგნებული იყო.
არ ელოდნენ, რომ მათთან ერთად
ხელმძღვანელი საბჭოს წევრიც იქნებოდა.
პირადად მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,
როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე.
ძალიან გაგვამხნევა იმის დანახვამ,
თუ როგორ შრომობენ ეს ძმები და მათი მეუღლეები.
მათ ძალიან ვაფასებთ.
მათი დამსახურებით ხელმძღვანელმა საბჭომ მეტად დაინახა,
თუ რა სჭირდებათ და-ძმებს.
მათთან ერთად ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო.
ბევრი მეგობარი შევიძინეთ. ყველანი გამხნევებული ვიყავით.
ამ სკოლის წამყვანი მუხლი 78-ე ფსალმუნის 72-ე მუხლია:
„ერთგულად მწყემსავდა ის ხალხს
და ბრძნულად მიუძღოდა მათ“.
სასწავლო კურსი ყველას დაეხმარა,
უკეთ მიებაძათ იეჰოვასთვის და იესოსთვის.
ძმებმა დაინახეს, რომ თანამგრძნობები
და მომთმენები უნდა იყვნენ
და კარგი მაგალითიც მისცენ სხვებს.
უკეთ დავინახე, რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას.
ჩანს, როგორ მიიწევს ორგანიზაცია წინდაწინ.
პროგრამამ დაგვანახა, რომ მარტო არ ვართ ამ საქმეში,
იეჰოვა გვეხმარება თავისი სულით.
ზოგან ფილიალის კომიტეტის წევრებმაც მიიღეს
სკოლის ჩატარებაში მონაწილეობა
და დიდად გაამხნევეს პასუხისმგებელი ძმები.
მადლიერი ვართ, რომ უხუცესები თავს არ ზოგავენ და ამდენს შრომობენ.
მთელი გულით ვაფასებთ იმ შრომას,
რასაც სარაიონო ზედამხედველები,
უხუცესები და მომსახურეები სწევენ.
ჩვენთვის დიდი პატივია ამ სკოლების დაორგანიზება,
ძმების გამხნევება, მათთვის იმის თქმა,
რომ ძალიან გვიყვარს, ვაფასებთ და ვემადლიერებით მათ.
მართალია, გარკვეულ დროს და ფინანსებს მოითხოვს,
მაგრამ სულიერი ძღვნის გაზიარება ამად ნამდვილად ღირს.
დიდად გემადლიერებით თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის,
რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ ეს სკოლა ჩაგვეტარებინა.
2025 წელს ჩატარებული სამეფო მსახურების სკოლა უმნიშვნელოვანესი იყო.
ამ სკოლამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა,
რა გამორჩეულად უყვარს ჩვენს ზეციერ მამას თავისი ხალხი.