JW subtitle extractor

შესაწირავები განადიდებს იეჰოვას

Video Other languages Share text Share link Show times

ძვირფასო, და-ძმებო,
გვინდა, ხელმძღვანელი საბჭოს სახელით
მადლობა გითხრათ
თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის.
ამით არა მხოლოდ გულს უხარებთ იეჰოვას,
არამედ მის სახელსაც განადიდებთ.
შესაწირავის გაღებისას
შეიძლება გაგჩენიათ კითხვა:
ნეტავ რისთვის გამოიყენებს ორგანიზაცია
ჩემს მიერ გაღებულ თანხას?
მოდი ვიმოგზაუროთ რამდენიმე ქვეყანაში.
ვნახოთ იმის მაგალითები,
თუ რა მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას
ხმარდება ჩვენი შესაწირავები.
აგრეთვე გავიგებთ,
რას გრძნობენ ახალგაზრდები მაშინ,
როცა შესაწირავს იღებენ.
თავდაპირველად ვესტუმროთ კოსტა-რიკას.
როცა 2025 წლის ოქტომბრის
სამადლობელი წერილი წავიკითხე,
ძალიან გამახარა იმის გაგებამ,
რომ სულ უფრო მეტ ენაზე გამოიცემა
ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.
როგორც წერილში ეწერა, მოზამბიკში,
ტშვა ენაზე მოსაუბრე და-ძმებსაც
უკვე აქვთ ღვთის სიტყვა თავიანთ ენაზე.
როცა ეს წავიკითხე, მაშინ გავაცნობიერე,
რომ ამაში პატარა წვლილი
მეც მიმიძღვის.
ამის გაგებამ სურვილი გამიძლიერა,
რომ კიდევ გავიღო შესაწირავი.
მივხდი, რომ იეჰოვას შეუძლია
ჩემი გაღებული მცირე შესაწირავიც კი
თავისი ნების შესასრულებლად გამოიყენოს.
ამ მნიშვნელოვანი საქმის მხარდაჭერა
დიდ სიხარულს მანიჭებს.
ამ დის მსგავსად
შეიძლება თქვენც შეგინიშნავთ,
რომ, როცა შესაწირავს ელექტრონულად იღებთ,
იმ თვეში სამადლობელი წერილი მოგდით.
ეს წერილები ბევრისთვის გამამხნევებელია,
ზოგი კი მას ოჯახური თაყვანისცემის
დროსაც განიხილავს.
ეს წერილები ნათლად გვანახებს,
როგორ უწყობს ხელს ჩვენი შესაწირავები
მთელ მსოფლიოში ღვთის სახელის განდიდებას.
ამჯერად კამერუნს ვესტუმროთ.
როცა მშობლები სახარჯო ფულს მაძლევენ,
ვცდილობ, რომ ყოველთვის რაღაც ნაწილი
შესაწირავებისთვის გადავდო.
მეც მინდა, რომ რითაც შემიძლია
მხარი დავუჭირო იეჰოვას საქმეს.
ამიტომ, როცა ჩემი მშობლები
ფულს მაძლევენ
რაღაც ნაწილს დარბაზში
შესაწირავების ყუთში ვაგდებ.
ზოგჯერ კი ფულს ვინახავ
და კონგრესზე როცა ვარ,
მაშინ ვაგდებ ყუთში.
როცა ბეთელში მივედით
და ახალი მუზეუმები ვნახეთ,
იმ დღეს ძალიან გახარებული ვიყავი.
იქ მითხრეს, რომ ეს გამოფენები
ჩვენი გაღებული შესაწირავებით მოეწყო.
მაშინ მივხვდი,
რომ ჩემი შესაწირავიც შეიძლება
მსგავსი საქმისთვის გამოიყენეს.
მუზეუმში გავეცანით იეჰოვას მოწმეების
ისტორიას კამერუნში.
ამ ყველაფრის მოსმენამ
რწმენა უფრო გამიძლიერა.
თქვენც გაქვთ შესაძლებლობა,
რომ ასეთი სიხარული განიცადოთ.
როცა თქვენს ტერიტორიაზე
ფილიალს სტუმრობთ,
ან ისმენთ, რა საქმეები კეთდება იქ,
ნუ დაგავიწყდებათ ერთი რამ,
რომ ეს ყველაფერი
თქვენი შესაწირავებით მიიღწევა.
ახლა კი ტაილანდს ვესტუმროთ.
ჩვენს ვებსაიტზე ერთ-ერთ სტატიაში
საუბარი იყო იმაზე,
თუ როგორ ხმარდება ჩვენი შესაწირავები
იესოზე ფილმის გადაღებას.
მიუხედავად იმისა,
რომ ეს უზარმაზარი პროექტია,
ძალიან დიდ დროს,
ძალისხმევას და თანხებს მოითხოვს,
და-ძმები შესანიშნავად უწევენ
ამ ყველაფერს ორგანიზებას
და ზრუნავენ, რომ ყველამ
სიხარულით შეასრულოს საქმე.
ეს ფილმი მეხმარება,
უკეთ ჩავწვდე,
თუ როგორი ახლო ურთიერთობა აქვთ
იეჰოვას და იესოს ერთმანეთთან.
ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ.
და რაც ყველაზე მთავარია,
ამ ფილმმა
იეჰოვას და იესოს თვისებები
უფრო უკეთ დამანახა
და მათთან უფრო დამაახლოვა.
ალბათ თქვენც მოუთმენლად ელით,
როდის ნახავთ
ამ ფილმის ახალ სერიებს.
რომ არა თქვენი შესაწირავები,
ასეთ ფილმებს ვერ გადავიღებდით.
ვერ შევასრულებდით მთარგმნელობით საქმეს
და ვერც გამოფენები მოეწყობოდა.
თუ გაინტერესებთ, კიდევ რა
საქმეებს ხმარდება თქვენი შესაწირავები,
შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს ვებსაიტს JW.ORG
და განყოფილებიდან „ბიბლიოთეკა“
გახსნათ „სტატიათა სერიები“,
შემდეგ კი აირჩიოთ რუბრიკა,
„რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?“.
ამ სტატიებიდან გაიგებთ,
როგორ მიიწევს წინ
სამეფო საქმე თქვენი შესაწირავებით.
იმ ყველაფრის მხარდაჭერა,
რაც იეჰოვას განადიდებს,
ჩვენთვის დიდი პატივია.
იმავეს გრძნობდა მეფე დავითიც,
როცა ტაძრისთვის შესაწირავს იღებდა.
ნახეთ, რას ამბობს 1 მატიანის 29:14-ში.
აი როგორ განადიდებს ის იეჰოვას:
„ვინ ვარ მე და
ვინ არის ჩემი ხალხი,
რომ ამდენის გაღება შევძელით?!
ყველაფერი შენგანაა
და შენგანვე ბოძებული მოგეცით“.
დიახ, მართალია, ყველაფერი
ისედაც იეჰოვას ეკუთვნის,
მაგრამ ჩვენც გვაძლევს იმის შესაძლებლობას,
რომ მხარი დავუჭიროთ მის საქმეს.
ის ძალიან აფასებს
ჩვენს ნებაყოფლობით შესაწირავებს,
მისთვის ეს მხოლოდ
ფინანსური მხარდაჭერა არაა,
ამაში თქვენს სიყვარულს ხედავს.
ამგვარად, შესაწირავები თაყვანისცემის ნაწილია
და ზეციერ მამას განადიდებს.
და ბოლოს, ხელმძღვანელი საბჭო
მადლიერია თქვენი გულუხვობისთვის.
ჩვენ კი იეჰოვას ვემადლიერებით,
რომ შესაძლებლობა მოგვცა,
მისთვის მისგანვე ბოძებული
გულუხვად გავიღოთ.