JW subtitle extractor

როგორ გამოვიყენოთ სახელმძღვანელო „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“

Video Other languages Share text Share link Show times

2021 წლიდან მოყოლებული,
რაც გამოიცა სახელმძღვანელო
„იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“,
მილიონობით ადამიანმა შეისწავლა
ბიბლია მისი მეშვეობით,
ხოლო ერთ მილიონზე მეტი მოინათლა.
მოდი მიმოვიხილოთ, როგორაა
ეს პუბლიკაცია შედგენილი
და როგორ გვეხმარება, რომ შესწავლამ
თავის მიზანს მიაღწიოს.
თავიდან გაკვეთილის პირველ ნაწილზე ვისაუბროთ.
პირველ ნაწილში მოცემულია
მთავარი ბიბლიური პრინციპები,
რომლებზეც გაკვეთილია დაფუძნებული.
წაახალისეთ შემსწავლელი, წინასწარ
მოემზადოს ამ ნაწილისთვის.
ამ შემთხვევაში აბზაცების წაკითხვა აღარ მოგიწევთ.
პირველ ნაწილზე დიდ დროს ნუ დახარჯავთ,
რადგან შემდგომში ეს აზრები ისედაც ვითარდება.
ერთად იმსჯელეთ აბზაცის კითხვებზე
და ამოიკითხეთ წასაკითხი მუხლები.
ასე მეტი დრო დაგრჩებათ დანარჩენი
მასალის განსახილველად.
ახლა შევეხოთ მეორე ნაწილს,
„გაიღრმავეთ ცოდნა“.
ამ ნაწილის მეშვეობით უკეთ გაიგებთ,
რას ფიქრობს ან რას გრძნობს შემსწავლელი.
ამაში დაგეხმარებათ ბიბლიური მუხლები,
სურათები და ვიდეოები.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ, ძირითადად,
შემსწავლელმა უნდა ისაუბროს
და არა მასწავლებელმა.
ერთ საკითხზე დიდხანს ნუ გაჩერდებით.
ვიდეოებზე რისი თქმა შეიძლება?
ილოცეთ და წინასწარ განსაზღვრეთ,
რომელ ვიდეოს აჩვენებთ შემსწავლელს.
შეგიძლიათ გამოტოვოთ ის ვიდეო,
რომელიც მის სიტუაციას არ მიესადაგება.
თუ ვიდეოებზე ხელი არ მიგიწვდებათ, არ იდარდოთ,
მიზანს მაინც მიაღწევთ,
თუ წიგნში მოცემულ მასალას განიხილავთ.
ახლა მესამე ნაწილს შევეხოთ.
ამ ნაწილის მიზანია, შემსწავლელმა დაიმახსოვროს
და პრაქტიკულად გამოიყენოს ნასწავლი.
წაიკითხეთ შეჯამება,
დასვით გასამეორებელი კითხვები
და მიმოიხილეთ დავალება ან მიზანი.
რისი თქმა შეიძლება ჩარჩოზე „გაიგეთ მეტი“?
ამ ნაწილის მიზანია, უპასუხოთ შემსწავლელის კითხვებს
ან დაეხმაროთ ნასწავლის გამოყენებაში.
მისი განხილვა შესწავლისას საჭირო არაა.
ძირითად შემთხვევებში შემსწავლელს თავად შეუძლია
გადახედოს იქ მოცემულ მასალას,
თუმცა, თუ საჭირო იქნება,
ერთ-ორ აზრზე შეგიძლიათ მოკლედ იმსჯელოთ.
როგორც დავინახეთ, ეს სახელმძღვანელო
ისეა შედგენილი,
რომ თითო გაკვეთილი ერთჯერზე განიხილოთ,
თუმცა გასათვალისწინებელია
შემსწავლელის შესაძლებლობებიც.
შეიძლება საჭიროდ ჩათვალოთ,
რომ ზოგ გაკვეთილს შედარებით მეტი დრო დაუთმოთ,
მაგრამ ეცადეთ, დიდხანს არ ისაუბროთ
მეორეხარისხოვან აზრებზე
ან იმ საკითხებზე, რომლებიც
შემსწავლელისთვის კარგად ნაცნობია.
ზოგჯერ შეიძლება გადაწყვიტოთ,
რომ თანმიმდევრობას არ მიჰყვეთ
და სულ სხვა გაკვეთილი განიხილოთ
ან რომელიმე გაკვეთილს ისევ მიუბრუნდეთ.
ზოგჯერ შეიძლება ისიც ჩათვალოთ საჭიროდ,
რომ საერთოდ არ განიხილოთ რომელიმე გაკვეთილი.
მაგალითად, ადგილობრივი კულტურიდან გამომდინარე,
ზოგი საკითხი შემსწავლელისთვის შეიძლება
საერთოდ არ იყოს აქტუალური.
როგორ უნდა მოიქცეთ,
თუ შემსწავლელი ისეთ საკითხს წამოჭრის,
რომელიც განსახილველ გაკვეთილში არაა მოცემული?
ჯერ იმაზე დაფიქრდით, რამდენად
აუცილებელია, იმ მომენტშივე უპასუხოთ.
შეეშლება სულიერ ზრდაში ხელი,
თუ მაშინვე არ ეცოდინება პასუხი?
თუ არა, აჩვენეთ, თავად როგორ მოძებნოს ამ კითხვაზე პასუხი
ან ურჩიეთ, რომ გასამეორებელ ნაწილში
ჩამოწეროს კითხვები,
რომლებსაც მოგვიანებით, გამეორების დროს, მიუბრუნდებით.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ შემსწავლელი
შესწავლის დასრულებამდე მოინათლება?
კარგი იქნება, თუ ნათლობის შემდეგაც
განაგრძობთ შესწავლას,
სანამ სახელმძღვანელოს ბოლომდე არ განიხილავთ.
ეს სახელმძღვანელო შესწავლის პროცესს
უფრო ამარტივებს და სასიამოვნოს ხდის.
გვჯერა, იეჰოვას დახმარებით
კიდევ ბევრი ადამიანი გაიგებს ჭეშმარიტებას
და მარადიული სიცოცხლის გზას დაადგება.