JW subtitle extractor

როგორ გამოვიყენოთ ჩარჩოები ციფრულ ვერსიაში

Video Other languages Share text Share link Show times

ამ პუბლიკაციის ციფრულ ვერსიაში
შეგხვდებათ ეკრანზე ნაჩვენები მსგავსი ნიშანი.
თუ მას დააჭერთ,
გარკვეული სახის ინფორმაცია ჩამოიშლება.
ეს ზუსტად ის ინფორმაციაა,
რასაც ამ პუბლიკაციის
ბეჭდური ვერსიის ჩარჩოებში ვხვდებით.
აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა
შეგიძლიათ ტექსტი მონიშნოთ
ან დაურთოთ კომენტარები.
ზუსტად ისე, როგორც სხვა ტექსტებში.
ეს ინფორმაცია შეგიძლიათ დამალოთ,
თუ ძირითად ტექსტზე გსურთ ყურადღების გამახვილება.
ზოგიერთ აბზაცში შეიძლება სხვა
გვერდზე მოცემული ჩარჩოს ბმულიც შეგვხვდეს.
ბმულზე დაჭერით შესაბამისი ჩარჩო გაიხსნება.
ხოლო თუ ჩარჩოს ქვემოთ
მოცემულ ბმულს დააწვებით,
კვლავ იმ აბზაცს დაუბრუნდებით,
რომელსაც კითხულობდით.
ზოგიერთ ასეთ ჩარჩოში
დამატებითი ინფორმაციაცაა მოცემული.
აქ ტექსტის სახით გვხვდება ის ინფორმაცია,
რომელიც რუკებზე, სქემებზე და დიაგრამებზე ჩანს.
ეს კარგი საშუალებაა მათთვის,
ვინც ეკრანის წამკითხველი პროგრამით სარგებლობს
ან უბრალოდ ტექსტის წაკითხვა ურჩევნია.
JW ბიბლიოთეკაში ტექსტის მონიშვნა
და კომენტარების დასმა
დამატებით ინფორმაციაშიც შესაძლებელია.
პუბლიკაციის ციფრულ ვერსიაში მოცემული ჩარჩოები
სიღრმისეულ კვლევაში დაგეხმარებათ
და ინფორმაციის მოძიებასაც გაგიმარტივებთ.