JW subtitle extractor

როგორ გამოვიყენოთ კვლევაში დამხმარე თემატური საძიებელი?

Video Other languages Share text Share link Show times

მოდი, კვლევაში დამხმარე თემატური საძიებლის
რამდენიმე ფუნქცია მიმოვიხილოთ.
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ,
რომელი თემის მოძებნა გინდათ,
აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა
მოძებნეთ „ბიბლიოთეკის“ განყოფილება
და შემდეგ საძიებო ველში
თქვენთვის სასურველი თემა ჩაბეჭდეთ.
მაგალითად, თუ ჩაწერთ „დავითს“,
გამოჩნდება სხვადასხვა წყარო,
რის შემდეგაც აირჩიეთ „კვლევაში დამხმარე თემატური საძიებელი“.
ამ პუბლიკაციის მოძებნა სხვანაირადაც შეიძლება.
„ბიბლიოთეკის“ განყოფილებაში
მოძებნეთ საძიებლების კატეგორია
და აირჩიეთ „კვლევაში დამხმარე თემატური საძიებელი“.
აქ თემები ანბანურად არის დალაგებული.
სასურველი თემის მარტივად მოსაძებნად
აირჩიეთ სიტყვის პირველი ასო.
თუ კონკრეტულ თემას ვერ მიაგენით,
საძიებო ველში იმავე მნიშვნელობის სხვა სიტყვა ჩაწერეთ.
თუ მოძებნით სიტყვას „დავითი“,
ნახავთ ქვესათაურებს, რომლებიც თემატურადაა დაყოფილი,
ისეთებს, როგორებიცაა „ზოგადი ინფორმაცია“ და „გაკვეთილი“.
დააჭირეთ „გაკვეთილს“
და შემდეგ მოძებნეთ თქვენთვის
სასურველი ქვეკატეგორია.
შესაბამის წყაროზე დაწკაპუნებით
გაიხსნება სტატია ან ვიდეო.
გამოტანილი წყაროს დასახურად
შეგიძლიათ დააჭიროთ დამატებითი მასალის ღილაკს.
თუ ინფორმაცია დავითის ოჯახის
წევრებზე გაინტერესებთ,
შეგიძლიათ შესაბამისი ქვესათაური აირჩიოთ.
ზოგ შემთხვევაში წყაროს ნაცვლად
დამატებითი ქვესათაურები დაგხვდებათ,
რომელზე დაწკაპუნების შემთხვევაშიც
უკვე წყარო გამოჩნდება.
როდესაც ჩამოტვირთავთ „თემატურ საძიებელს“,
წყაროები ბიბლიურ მუხლებთან
დამატებითი მასალის ველშიც გამოჩნდება.
ამისთვის უნდა დააჭიროთ შესაბამის მუხლს
და ალმასის სიმბოლო აირჩიოთ,
რის შემდეგაც სასურველ წყაროს ნახავთ.
ეს ამ ახალი პუბლიკაციის რამდენიმე
ძირითადი ფუნქციაა.
„კვლევაში დამხმარე თემატური
საძიებელი“ კარგი საშუალებაა იმისთვის,
რომ უფრო სიღრმისეული პირადი შესწავლა გქონდეთ
და ბევრი სულიერი მარგალიტი აღმოაჩინოთ.