JW subtitle extractor

იეჰოვა გაბედულებას შეგმატებს!

Video Other languages Share text Share link Show times

თათია, რას კითხულობ?
ეე, მომეცი ჩემი ქუდი,
მომეცი-მეთქი.
ძალიან მეცოდება ეკა, ბებია მოუკვდა.
იეჰოვაზე მინდოდა, მექადაგა,
მაგრამ ვერ გავბედე.
ეჰ, უფრო გაბედული მინდა, ვიყო.
თათია, შენ ამას შეძლებ.
იცი, რაა, ერთი კარგი აზრი მომივიდა.
მინდა, ერთი გოგონა გაგაცნო.
ისიც შენსავით იყო.
აუ, როგორ მგავს.
ხო, ბევრ რამეში გგავს.
რა ქვია?
იცი, ეს ბიბლიაში არ წერია?
ბიბლიაში?
ხო.
რატომაა შეშინებული?
ის უცხო ადგილასაა,
სახლიდან ძალიან შორს,
იმ ხალხში, ვინც არ ემსახურება იეჰოვას.
ის ოჯახს მოსწყვიტეს და აიძულეს,
ერთი ძლიერი მეომრის, ნაამანის, მსახური გამხდარიყო.
მონობაში ყოფნა ძალიან რთული იყო,
მით უმეტეს ამ პატარა გოგოსთვის.
ნაამანი ძლიერი და უშიშარი კაცი იყო,
ის ყველა მტერს ამარცხებდა.
მაგრამ ერთხელ ისეთი დაავადება შეეყარა,
რომელსაც ვერაფრით ვერ მოერია.
მის ქვეყანაში ვერავინ განკურნა იგი.
აქ რას აკეთებ? წადი, იმუშავე!
ბატონი ძალიან ცუდადაა.
არანაირი იმედი აღარ არსებობს,
ვერცერთმა ღმერთმა ვერ განკურნა.
იეჰოვა განკურნავს.
რა თქვი?
მმ, იეჰოვა.
ეს სახელი აღარ ახსენო!
არ იცი, სად ხარ?
ჩვენ ისრაელის ღმერთს არ ვეთაყვანებით.
აი, ჩვენი ღმერთები.
მეე, მე იმის თქმა...
ენაზე კბილის დაჭერა უნდა ისწავლო!
მამიკო, მამიკო,
არა!
მამიკო ავადაა.
აქ ვიქნები რა.
დედიკო გთხოვ.
მაპატიე.
არა.
ოო, ძვირფასო.
ბატონო, ვიცი რა გიშველით.
რა?
ეს სახელი აღარ ახსენო!
ენაზე კბილის დაჭერა უნდა ისწავლო!
საჭმელს ხომ არ მიირთმევთ?
კარგი.
იეჰოვა, ძალიან მეშინია.
ძალიან მენატრება დედიკო და მამიკო.
დედამ მითხრა, ყოველთვის შემიძლია დახმარება გთხოვო,
მაგრამ აქ არავინ მალაპარაკებს შენზე.
ვიცი, შეგიძლია ნაამანის განკურნება.
გთხოვ, განკურნე,
რომ შეძლოს თავის პატარებთან თამაში.
მომეცი გაბედულება, შენზე
რომ დაველაპარაკო მას.
ეს სახელი აღარ ახსენო!
ენაზე კბილის დაჭერა უნდა ისწავლო!
ვიცი, ვის შეუძლია ბატონის განკურნება.
ვის?
იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, ჩემს ღმერთს.
მის წინასწარმეტყველთან წავიდეს
და ის განკურნავს ბატონს.
ქალბატონო, ქალბატონო, ვაი, ვაი,
ბატონი დაბრუნდა.
ჰაა, განიკურნე.
მამიკო, მამიკო
ჩემო ძვირფასო.
შეიძლება ჩაგეხუტო?
რა თქმა უნდა, ჩემო პატარა, მოდი.
მამიკო, იცი როგორ მომენატრე?
ახლა კი ნამდვილად ვიცი,
რომ იეჰოვას გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი.
მადლობა, პატარავ!
მადლობა, იეჰოვა, რომ გაგვაცანი.
გოგონამ არ იცოდა, რა მოჰყვებოდა მის ლაპარაკს.
მაგრამ დარწმუნებული იყო,
რომ რაც არ უნდა მომხდარიყო,
იეჰოვა მასთან იქნებოდა.
იეჰოვა შენ გვერდითაც იქნება თათია.
ეჰ, მასავით გაბედული ვერასდროს ვიქნები.
როგორ არ იქნები თათია,
უბრალოდ უნდა მოემზადო
და მერე შენც აღარაფრის შეგეშინდება.
გახსოვს, რა გვაქვს დღეს საღამოს?
ოჯახური თაყვანისცემა?
მართალია.
გინდა, დღეს სამზარეულო
შენ საკლასო ოთახად ვაქციოთ?
მე ეკა ვიქნები.
მამიკო და მათე კი სხვა ბავშვები.
ერთად გავითამაშოთ გაბედულად ქადაგების სცენა
და ხვალ ეკასთან დალაპარაკება აღარ გაგიჭირდება.
მეგონა, ვერასდროს გავხდებოდი გაბედული.
მაგრამ ებრაელი გოგონასგან ბევრი რამე ვისწავლე.
ის ჩემსავით გაუბედავი იყო,
მაგრამ იეჰოვამ გაბედულება შემატა.
რა ცუდია ბებო, რომ დაგეღუპა.
აი, ეს შენ,
კარგ ხასიათზე დაგაყენებს.
მადლობა!
ხვალამდე.
კარგად.
ნიკა, გინდა, განახო
რას ვკითხულობდი ავტობუსში?
მიდი, აბა.
ეს წიგნი იეჰოვაზე ასწავლის.
იეჰოვაზე?
ხო, ეს ღმერთის სახელია,
აქ გაიგებ, რომ მალე დედამიწაზე
ბედნიერად ვიცხოვრებთ.
თანაც ამ სურათებით უკეთ გაიცნობ ღმერთს.
ვაა, ძაან მაგარია, მადლობა.
კარგად.
მინდა, სკოლაში ბევრს ვუქადაგო იეჰოვაზე.
თუ ოდესმე კიდევ შემეშინდება,
ზუსტად ვიცი, იეჰოვა დამეხმარება.
ის ხომ ჩემი მეგობარია!