JW subtitle extractor

დაიცავით შვილები

Video Other languages Share text Share link Show times

შვილებო,
იეჰოვას სურს, ბედნიერები და დაცულები იყოთ.
მაგრამ ზოგს უნდა,
რომ ზიანი მოგაყენოთ.
იეჰოვამ სინდისი მოგცათ.
ის განგაშის სიგნალის მსგავსია,
რომელიც საშიშროებისგან გიცავთ
და სწორის არასწორისგან გარჩევაში გეხმარებათ.
მე და დედა
ახლა შევამოწმებთ, როგორ მუშაობს
თქვენი განგაშის სიგნალი.
მზად ხართ?
თუ ვინმე ისეთ რამეს გეტყვის,
რაც თავს უხერხულად
გაგრძნობინებს ან შეგაშინებს,
როგორ უნდა მოიქცე?
არ ვიცი, მაგრამ ვეტყვი:
გაჩერდი!
ყოჩაღ!
უთხარი, თავი დაგანებოს
და მერე მე და დედას გაგვაგებინე.
სხვებმა რაც არ უნდა გითხრან,
ჩვენ არასდროს დაგვიმალო.
თუ ვინმე ისეთ რამეს გთხოვს,
რაც თავს უხერხულად გაგრძნობინებს,
რას გააკეთებ?
ვეტყვი, არა!
სწორია.
უნდა უთხრა, არა! და გაეცალო.
და თუ ეცდება, იქ შეგეხოს,
სადაც არ შეიძლება,
მაშინ?
უფლებას არ მივცემ და გავიქცევი.
ყოჩაღ, მათე.
თუნდაც ეს უფროსი იყოს,
ვისაც იცნობ და ენდობი,
უთხარი, არა! და გაიქეცი.
ამ დროს უნდა იყვირო:
გაჩერდი, თორემ სხვებს ვეტყვი!
გაჩერდი, თორემ სხვებს ვეტყვი!
დღეს საფრთხეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით.
მაგრამ თქვენ მარტო არა ხართ.
გახსოვდეთ, თქვენ გაქვთ სინდისი,
გყავთ დედ-მამა,
რომელთაც უყვარხართ
და გყავთ იეჰოვა.