JW subtitle extractor

იეჰოვასთვის ძვირფასი ხარ!

Video Other languages Share text Share link Show times

ყურადღება, ყურადღება,
მოგესალმებათ თქვენი სუპერდირექტორი.
აბა როგორი განწყობა გაქვთ წინასაახალწლოდ?
ემზადებით წვეულებისთვის?
წინ მაგარი ამბები გველის,
თამაშები, ტკბილეული და ასე შემდეგ.
მოკლედ ყველანი გავერთობით.
მაგრად გავერთობით.
ყველაფერს გადავჭამ.
აბა დაწყნარდით, გეყოფათ.
ხვალ შევხვდებით.
წვეულებაზე გნახავ თათია.
მოიცა, შენ ხო ვერ მოდიხარ?!
დღეისთვის სულ ეს იყო.
აა, აა, ხო,
დამავიწყდა, მადლობა.
სანამ წახვალთ, მინდა გამოვაცხადო,
თვის საუკეთესო მოსწავლის ჯილდო გადაეცა.
ძალიან მაგარია მათე.
ვაა, ყოჩაღ მათეს.
კაი ძამიკო მყავს.
იეჰოვა ეხმარება, რომ კარგად ისწავლოს.
იეჰოვაზე ლაპარაკი მიყვარს.
მზად ხარ შესწავლისთვის?
კი, წიგნს ავიღებ,
გარეთ შეგხვდები.
კარგი.
ლიკაა
მაშოო
აქ რას აკეთებ?
მმ, მე უნდა შევხვდე
თათიას.
მაგასთან რატომ მეგობრობ?
ის ხომ ძალიან, მმ
რაა?
უცნაურია.
არ იცი, როგორია?
საერთოდ არაფრით ერთობა.
ლიკა, შენ განსხვავებული ხარ,
გართობა მაინც იცი.
ჩვენთან უნდა იმეგობრო,
მაგ ლუზერთან კი არა.
მაშო, ახლავე კლასში შემოდი.
მერე გნახავ ლიკა.
საერთოდ არ გადარდებს,
სხვები რას ფიქრობენ შენზე?
ვერ მივხვდი.
ბავშვები შენზე ამბობენ,
რომ ძალიან უცნაური ვინმე ხარ
და საერთოდ არაფრით ერთობი.
ჰა?
ეგ სისულელე ვინ თქვა?
გართობა ძაან გვიყვარს.
ალბათ განსხვავებული ვჩანვართ,
მაგრამ რაღაცით კარგიცაა.
იესოს ვბაძავთ.
იესოს რანაირად?
ჩვეულებრივად, სულ მაგაზე
ვსაუბრობთ ოჯახურზე.
იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ
არ ყოფილიყვნენ ქვეყნიერების ნაწილი.
თქვენ რას ფიქრობთ ბავშვებო,
რას გულისხმობდა იესო?
10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1.
გაშვება.
კარგი ვერსიაა,
მაგრამ კოსმოსში გაფრენა არაა საჭირო.
იესოს ის კი არ უგულისხმია,
რომ ქვეყნიერება დაგვეტოვებინა.
სინამდვილეში,
ქვეყნიერების ნაწილი არ უნდა ვყოფილიყავით.
მართალი ხარ, დე.
გახსოვთ კიდევ რა თქვა იესომ?
„ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი,
როგორც მე არ ვარ ქვეყნიერების ნაწილი“.
როგორ ახერხებდა იესო ამას?
დავფიქრდეთ.
სხვებისგან იესოც განსხვავდებოდა
და მისი მეგობრებიც.
და რით აჩვენებდა, რომ განსხვავებული იყო?
თავისი საქმეებით,
საუბრით და შეხედულებებით.
მართლაა? როგორ?
როცა განსხვავებული ხარ,
რთულია სხვებს თავი მოაწონო.
იესოს ხალხის დახმარება სურდა,
მაგრამ ეს ზოგს აღიზიანებდა,
თანაც ძალიან.
უნდოდათ, რომ იესოც მათნაირი ყოფილიყო.
მაგრამ იესო მათ ყურადღებას არ აქცევდა
და ეს იმიტომ, რომ კარგი
მისაბაძი მაგალითი ჰყავდა.
იეჰოვა.
მართალი ხარ.
იეჰოვამ თქვა, რომ ვინც მას დაემორჩილებოდა,
მისთვის ძვირფასი იქნებოდა.
ასე რომ, თუ ემორჩილები იეჰოვას
და ცდილობ არ იყო ქვეყნიერების ნაწილი,
იეჰოვასთვის ძვირფასი ხარ.
თქვენნაირი მე ვერ გავხდები.
მაგას რატომ ამბობ?
კარგით, კარგით დასხედით ბავშვებო.
არ ვიცი,
კაი, წავალ მე.
თუ გიყვარს და ემორჩილები იეჰოვას,
მისთვის ძვირფასი ხარ.
ნახეთ, კეთროვანი.
მოშორდი, აქ აღარ დაგინახოთ.
რას აკეთებს?
ამას აქ რა უნდა?
უფალო, თუკი მოისურვებ
შეძლებ ჩემს განკურნებას.
მსურს,
განიკურნე.
ეს ხომ სასწაულია?
ხედავ რა გააკეთა?
ჩვენს წესებს არ ემორჩილება.
იესო თავისი საუბრით,
საქმეებით და შეხედულებებით განსხვავდებოდა.
რა ცუდია, ბებო რომ დაგეღუპა.
ეს შენ კარგ ხასიათზე დაგაყენებს.
მადლობა.
ამის გამო, ბერს ძალიან სძულდა იესო.
უი, ვერ დაგინახე.
რა მოხდა?
დაგეხმარები.
მეც ეგრე მექცევიან ხოლმე.
რთულია სხვებს თავი მოაწონო,
როცა განსხვავებული ხარ.
ჩვენთან უნდა იმეგობრო,
მაგ ლუზერთან კი არა.
იესოს უნდოდა, რომ მამისთვის მიებაძა.
ამიტომაც იყო იეჰოვასთვის ძვირფასი.
ლიკა, როგორ მიდის შესწავლა?
დე, მოდი რაღაც გაჩვენო.
კარგი.
მზად ხართ წვეულებისთვის?
დღეს ბოლომდე ვერთობით.
ლიკა,
არ წამოხვალ?
მე განახებ, როგორ უნდა.
ბავშვებო.
წვეულებაზე არ ხარ?
არა, მინდა სწორად მოვიქცე.
მაგარია, უფრო მაგრა გავერთობით.
ოჰ, კარგი რა.