JW subtitle extractor

იყავი სტუმართმოყვარე

Video Other languages Share text Share link Show times

ეეე,
იყავი სტუმართმოყვარე!
ჰმმ, ეს სიტყვა რას ნიშნავს?
იცი, ამ თვისებაზე ბიბლია საუბრობს.
იყო სტუმართმოყვარე,
ნიშნავს კეთილად მოეპყრო სხვებს
და თბილად მიიღო ისინი.
გიხარია, როცა სხვები რაღაცას გაძლევენ?
სტუმართმოყვარეობაც ამას ნიშნავს.
თუმცა მასში ცოტა უფრო მეტიც იგულისხმება.
იმაზეც უნდა დავფიქრდეთ რატომ და რა განწყობით ვაკეთებთ ამას.
სხვები გვიყვარს და იმიტომ.
სტუმართმოყვარეობა შეგიძლია სხვადასხვანაირად გამოავლინო.
მაგალითად, კრებაზე მოსულ სტუმრებს გულთბილად მიესალმო.
გამარჯობა,
მე თათია ვარ,
მიხარია თქვენი გაცნობა.
გულთბილად მოგესალმებით ჩვენს კრებაში.
მე მათე მქვია.
გიყვარს დინოზავრები?
მაგრად.
სტუმართმოყვარეობას მაშინაც გამოვავლენთ,
თუ სხვებს სახლში დავპატიჟებთ
და რამით გავუმასპინძლდებით.
მმმ, კიდევ ველოდებით ვინმეს?
ჰო, მთელი კრება დავპატიჟე სტუმრად.
უბრალოდ აუცილებელია, მშობლებისგან ნებართვა აიღო,
სანამ ვინმეს დაპატიჟებ.
და გახსოვდეს,
სტუმართმოყვარე რომ იყო,
სულაც არაა ბევრი რამ საჭირო.
ყველაზე ძვირფასი,
რაც შეგვიძლია სხვებისთვის გავცეთ,
ჩვენი დრო და ყურადღებაა.
ანუ შეიძლება სტუმარი დავპატიჟოთ?
გთხოოოვ,
რა თქმა უნდა.
ვინ გინდათ, რომ დაპატიჟოთ?
შენ.
ყოჩაღ, ძალიან მაგარი იდეაა.