JW subtitle extractor

როგორია იეჰოვა?

Video Other languages Share text Share link Show times

სად ხარ?
რატომ იმალები?
სად დაიკარგე?
ჰმ! სად გაქრა?
ვაა!
აბა გადაკოტრიალდი.
მაგარია!
ბავშვებო, მზად ხართ?
წამოიღე შენი სათამაშოები და წავედით.
თათია წავედით.
მოვდივარ.
მამიკო, იეჰოვა საჭმელს ჭამს?
არა, მაგრამ გემრიელი საჭმელი ჩვენთვის შექმნა.
იეჰოვა იძინებს ხოლმე?
არა, იეჰოვა არ იძინებს,
მაგრამ უნდა, რომ შენ კარგად გამოიძინო.
უყვარს იეჰოვას გართობა?
როგორ არა,
გართობა ხომ მან მოიგონა.
მამიკო, როგორია იეჰოვა, ჩვენნაირია?
იეჰოვა სულია,
როგორც ანგელოზებს ვერ ვხედავთ,
ისე იეჰოვას ვერ დავინახავთ.
მაგრამ, როცა ანგელოზები იეჰოვას უყურებენ,
რას ხედავენ?
ვაა, რა საინტერესო კითხვები გაქვს.
წარმოდგენა არ მაქვს,
მაგრამ ვიცი, რისი დანახვაც შეგვიძლია.
რომაელების 1:20
თათი, შეგიძლია წაგვიკითხო?
ახლავე: „მისი უხილავი თვისებები –
მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა –
ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან მოყოლებული,
რადგან ეს ყოველივე შექმნილის მეშვეობით შეიცნობა...“.
ანუ როცა შემოქმედებას ვუყურებთ,
იეჰოვას ვხედავთ?
მართალი ხარ,
როცა მის შექმნილ ამდენ სილამაზეს ვხედავთ,
ვხვდებით, როგორი კეთილი ღმერთია ის.
ხედავ, როგორ ანათებენ?
სკოლაში გვითხეს, რომ ამას ბიოლუმინესცენცია ჰქვია.
მართლა გასაოცარი ღმერთია იეჰოვა,
ყველაფერი, რაც შექმნა, ძალიან ლამაზია.
ვაა!
იეჰოვას შემოქმედებიდან ყველაზე მეტად რა მოგწონს?
ყველაზე მეტად მომწონს
კოსმოსი.
ვაუ!
ეს უზარმაზარი მოლეკულური ღრუბლებია,
სადაც ვარსკვლავები იბადებიან.
აუ, რამდენი ვარსკვლავია!
ეს ვარსკვლავები
უზარმაზარ ენერგიას წარმოქმნიან.
აუ, რა ლამაზია!
ეგრეა,
თან იეჰოვამ ყველა ვარსკვლავს სახელი დაარქვა.
იეჰოვა ძალიან ძლიერია.
რა?
აა?
ვაუ!
შენ რას იტყვი თათი,
შენ რა მოგწონს ყველაზე მეტად?
ტვინი.
მეც.
ტვინის ამ უჯრედებს ნეირონები ჰქვია.
ეე, მიღუტუნებს.
მათეს ნეირონები ერთმანეთს ინფორმაციას გადასცემენ,
ნახე, რამდენია.
მაგარია, იეჰოვა ძალიან ჭკვიანია.
ღმერთს რობოტებივით არ შევუქმნივართ,
ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ.
იეჰოვამ ისეთი ტვინი მოგვცა,
რომ შეგვიძლია გავიხაროთ იმით,
რაც ჩვენ გარშემოა.
იმიტომ, რომ ვუყვარვართ.
მართალი ხარ.
პატარა რაღაცაა თუ დიდი,
ყველაფერში შეგვიძლია,
რომ იეჰოვას თვისებები დავინახოთ.
სწორედ ეს წერია რომაელების 1:20-ში.
რა კარგია, რო ვაშლიც შექმნა.
მამიკო,
შენ რა გიყვარს ყველაზე მეტად?
იცი, რა მიყვარს ყველაზე მეტად?!
ის, რომ იეჰოვამ ადამიანები
თავის მსგავსებად შეგვქმნა.
მან ჩვენში ის თვისებები ჩადო,
რაც თავად აქვს.
ასე რომ, როცა ვინმეს ვპატიობთ,
როცა სხვებს სიკეთეს ვუკეთებთ
ან სიყვარულს ვავლენთ,
ვხედავთ, როგორია იეჰოვა.
მამიკო, ვიცი, რომ იეჰოვა კარგი ღმერთია,
მაგრამ მისი დანახვაც მინდა.
ჰმ,
მართლა გინდა მისი დანახვა?
იცი, მათე, იეჰოვა ბიბლიაში
სხვადასხვა შედარებას და მაგალითს იყენებს,
თავისი თავი რომ გაგვაცნოს და დაგვანახოს,
როგორ ზრუნავს ჩვენზე.
შენც შეგიძლია ამის დანახვა,
უბრალოდ, უნდა დააკვირდე.
ვაკვირდები
ოღონდ, ეგრე არა.
წარმოიდგინე.
♪ სად არის იეჰოვა,
თუ არსებობს ის? ♪
♪ მასწავლეს, მან შექმნა
ჩვენთვის ყველაფერი. ♪
♪ ვსწავლობ ყოველ დღე ♪
♪ და ვუსმენ ჩემს ღმერთს. ♪
♪ ის ხედავს, როცა ვბრაზობ,
მას ესმის ჩემი ხმა, ♪
♪ მეხმარება ვიყო,
კარგი შვილი და ძმა. ♪
♪ ვსწავლობ ყოველდღე ♪
♪ და ვუსმენ ჩემს ღმერთს. ♪
♪ როცა ცუდად ვხდები, ♪
♪ არ მინდა თამაში. ♪
♪ ვგრძნობ, მარტო არ ვრჩები, ♪
♪ შენ მეხმარები. ♪
♪ ძვირფასო ღმერთო,
მჯერა არსებობ. ♪
♪ ჩემთან მეგობრობ,
არ მტოვებ მარტო. ♪
♪ გულში მიხუტებ
და ხელს არ მიშვებ, ♪
♪ მეგობარო, შენ
ზრუნავ ჩემზე. ♪
♪ თათიასთან ერთად
დავდივარ სკოლაში. ♪
♪ იქ ჩვენს კლასელებს უნდათ,
ავყვეთ ცუდ თამაშში. ♪
♪ ამ დროს იეჰოვა
ისმენს ჩვენს ლოცვას, ♪
♪ ის გვიცავს. ♪
♪ როცა მარტო ვრჩები ♪
♪ და მოწყენილი ვარ, ♪
♪ იეჰოვა მხედავს
და უცებ მეხმარება. ♪
♪ ძვირფასო ღმერთო,
მჯერა არსებობ. ♪
♪ ჩემთან მეგობრობ,
არ მტოვებ მარტო. ♪
♪ გულში მიხუტებ
და ხელს არ მიშვებ, ♪
♪ მეგობარო, შენ
ზრუნავ ჩემზე. ♪
♪ მეგობარო, შენ
ზრუნავ ჩემზე. ♪
ამინ!
ამინ!
ძილი ნებისა, მათე.
ძალიან მიყვარხარ, იეჰოვა.
მათე, ძალიან მიყვარხარ.