JW subtitle extractor

ბოლომდე მოვითმენთ (სიმღერა 129)

Video Other languages Share text Share link Show times

გვსურს, რომ განსაცდელს
გავუძლოთ იესოს მსგავსად.
ტკივილის მიღმა
ის დიდ სიხარულს ხედავდა.
ღვთის სიტყვას, ღვთის აღთქმას
ის არ ივიწყებდა.
ჩვენ გვმართებს მოთმინება,
რწმენის დაცვა მტკიცედ.
ვიცით, რომ ღმერთს ვუყვარვართ,
ღვთის წყალობით ბოლომდე მოვითმენთ.
ჩვენ ახლა ვებრძვით
მწუხარებას, დარდს და ტკივილს,
ზოგჯერ ცრემლებით,
თუმცა ღვთის ერთგულნი ვრჩებით.
მოთმენით მივიღებთ
ძღვენს უწყვეტ სიცოცხლის.
ჩვენ გვმართებს მოთმინება,
რწმენის დაცვა მტკიცედ.
ვიცით, რომ ღმერთს ვუყვარვართ,
ღვთის წყალობით ბოლომდე მოვითმენთ.
არ დავნებდებით
და შიშით ფარ-ხმალს არ დავყრით.
ვემსახურებით
იეჰოვას ერთგულებით.
გვმართებს მოთმინება,
ღვთის დღე ახლოს არის.
ჩვენ გვმართებს მოთმინება,
რწმენის დაცვა მტკიცედ.
ვიცით, რომ ღმერთს ვუყვარვართ,
ღვთის წყალობით ბოლომდე მოვითმენთ.