JW subtitle extractor

რატომ მწამს – სიყვარული იმარჯვებს უსამართლობაზე

Video Other languages Share text Share link Show times

რატომ დაინტერესდი თანასწორობის საკითხით?
სამხრეთ აფრიკაში
წარსულში
რასიზმი კანონიერად იყო დაშვებული.
დღეს ეს ასე აღარ არის,
თუმცა
ისიც ადვილი შესამჩნევია, რომ ადამიანები
ბოლომდე ვერ გათავისუფლდნენ
წინასწარ შექმნილი აზრისგან
და ეს შეიძლება
ბევრ სხვადასხვა რამეში გამოვლინდეს.
მაგალითად, ისინი გვკარნახობენ,
როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ,
ან რაზე ვილაპარაკოთ...
მეგონა, ჩემი ადგილი არსად იყო.
მივხვდი, რომ ადამიანები ელემენტარულ
საჭიროებებსაც კი ვერ იკმაყოფილებდნენ.
ბევრს ნორმალური საცხოვრებელი
პირობები არ ჰქონდა,
ზოგან წყალიც კი არ იყო.
მინდოდა, ასეთ ხალხს დავხმარებოდი.
ზოგიერთი პოლიტიკური
პარტია დაპირებებს იძლეოდა,
რომ არსებულ პრობლემებს მოაგვარებდა
და მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლიდა.
მართალია, ამას ხმამაღლა
არავისთან ვამბობდი,
მაგრამ გულის სიღრმეში
თითქოს მათ მხარს ვუჭერდი.
ზოგადად პროტესტს დიდი
გავლენის მოხდენა შეუძლია.
ამ დროს ძალიან დიდი მუხტი მოდის.
როცა ხედავ სხვადასხვა კანის ფერის,
კულტურის,
სქესის ადამიანს,
რომლებიც ერთად არიან თავმოყრილი
და თანასწორობისთვის იბრძვიან,
ამის შემხედვარე
მომინდა, მათ გვერდით მდგარიყავი.
რა ცვლილებები შენიშნე საკუთარ თავში?
კოვიდ პანდემიის გამო,
ძირითადად, სახლში მიწევდა ყოფნა.
მართალია, ვცდილობდი
დაკავებული ვყოფილიყავი,
მაგრამ ტელევიზორსთანაც
დიდ დროს ვატარებდი.
ახალ ამბებში აშუქებდნენ, თუ რა
უსამართლოდ ექცეოდნენ ქალებს,
ბავშვებს,
მოხუცებს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს,
რასაც მანამდე მსახურებაში
ვხედავდი ხოლმე.
ამის შემხედვარე მინდოდა,
რაღაც გამეკეთებინა.
ჩემი სკოლაც იღებდა
პროტესტში მონაწილეობას.
მე, როგორც იეჰოვას მოწმე,
აქციაზე ვერ წავიდოდი.
ამის გამო თავს ისე ვგრძნობდი,
თითქოს ხელფეხშეკრული ვიყავი.
ისე გამოდიოდა,
თითქოს შორიდან ვაკვირდებოდი მოვლენებს
და ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო.
არ მინდოდა, ასე ეფიქრათ.
ჩემმა მშობლებმა შეამჩნიეს,
რომ ამ ყველაფრით ძალიან ვიყავი მოცული.
ზოგჯერ ხმამაღლაც კი მითქვამს,
რატომ ექცევიან-თქო ამ
ადამიანებს ასე უსამართლოდ,
მაგრამ მშობლები ძალიან დამეხმარნენ.
ისინი ამ თემაზე JW მაუწყებლობიდან
სხვადასხვა ვიდეოს მაჩვენებდნენ ხოლმე.
ამ საკითხს ოჯახურზეც განვიხილავდით.
განსაკუთრებით დამამახსოვრდა
2019 წლის რეგიონული კონგრესი
„სიყვარული არასოდეს მთავრდება“.
ძალიან მომეწონა მოხსენება,
სადაც ხაზი გაესვა იმას,
რომ სიყვარულს ყველაფერი სწამს.
თუ გვიყვარს და-ძმები,
ისიც უნდა გვჯეროდეს,
რომ მათ ჩვენთვის კარგი უნდათ.
მივხვდი, რომ უარყოფითი და კრიტიკული
დამოკიდებულება უნდა მომეშორებინა.
ამან გამიადვილა სხვადასხვა კულტურისა და
წარმომავლობის ადამიანთან დამეგობრება.
ჩვენ
იეჰოვას ხალხი
ერთმანეთის მიმართ დიდ
სიყვარულს გამოვხატავთ.
ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს.
ძალიან დამეხმარა იერემიას
10:23-ში ჩაწერილი სიტყვები,
სადაც ნათქვამია, რომ
კაცს საკუთარი ცხოვრების
წარმართვა არ შეუძლია.
ამ სიტყვებზე რომ ვფიქრობდი,
მივხვდი, რომ
რეალურად ადამიანებს
ბევრი არაფერი შეუძლიათ.
ეს წარსულშიც ასე იყო
და, პრინციპში, დღესაც არაფერი შეცვლილა.
მივხვდი, რომ
რამის გაპროტესტებას,
თუნდაც სოციალური ქსელებით,
არანაირი აზრი არ ჰქონდა.
ეს იგივე იქნებოდა, რომ
ნახევრად ჩაძირული გემის შეღებვა დამეწყო.
ეს ქვეყნიერებაც იძირება,
შესაბამისად, ყოველგვარი
პროტესტი აზრს კარგავს.
რას აკეთებ უსამართლობასთან საბრძოლველად?
დღეს უკვე სხვანაირად ვფიქრობ.
აღარ ვთვლი, რომ მოვლენებს
უბრალოდ შორიდან ვაკვირდები.
ისეთი შეგრძნება აღარ მაქვს, რომ
თითქოს მდგომარეობა უიმედოა.
ვცდილობ, ადამიანები ბიბლიაში
ჩაწერილი მომავლის იმედით ვანუგეშო.
ახლა იმდენ დროს აღარ ვუთმობ
საინფორმაციო საშუალებებს
და მთელი ყურადღება
მსახურებაზე მაქვს გადატანილი.
სრული დროით ვმსახურობ
და ხალხის დახმარებას ასე ვცდილობ.
მინდა, მათ იეჰოვა გავაცნო,
ჭეშმარიტება გავაგებინო
და ვუთხრა, რომ მალე
თავისი სამეფოს მეშვეობით
ღმერთი მათ ყველა პრობლემას გადაჭრის.
მახსოვს, როცა მამა ბიბლიას მასწავლიდა,
განვიხილეთ წინასწარმეტყველებები
და მათი შესრულება.
მაშინ მივხვდი,
რომ იეჰოვა თავის დაპირებებს
100 პროცენტით ასრულებს,
ამიტომ მჯერა,
რომ ის, რასაც სამომავლოდ აპირებს,
უეჭველად შესრულდება.
იეჰოვას ხალხს უყვარს ერთმანეთი.
მართალია, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ
და სხვადასხვა ენაზე საუბრობენ,
მაგრამ ეს მათ ხელს არ
უშლის, რომ გასაჭირში
ერთმანეთს გვერდში ამოუდგნენ.
ეს მარწმუნებს, რომ მომავალში,
როცა ღვთის სამეფო
დედამიწაზეც იმმართველებს,
მსოფლიოში აბსოლუტურად ყველა
ადამიანს ასე ეყვარება ერთმანეთი.