JW subtitle extractor

მომზადებულნი სხვების დასახმარებლად

Video Other languages Share text Share link Show times

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ დარბაზები სუფთა და მოვლილი იყოს.
გვინდა, რომ აქ მოსულ სტუმრებს კარგი წარმოდგენა შეექმნათ.
ძალიან ვაფასებთ, რომ გვაქვს პატივი დარბაზებზე ვიზრუნოთ.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს დარბაზების
მოვლა-პატრონობის სპეციალური პროგრამაც.
როცა სტიქიური უბედურებები ხდება,
იმ კრებებს, რომლებიც ამ პროგრამაში იღებენ მონაწილეობას,
შესაძლებლობა ეძლევათ, სწრაფად დაეხმარონ
თავიანთ ტერიტორიაზე მცხოვრებ და-ძმებს.
ისინი, ვინც დარბაზების მოვლა-პატრონობაში იღებენ მონაწილეობას,
არაერთ მნიშვნელოვან რამეს სწავლობენ.
მაგალითად, თუ როგორ შეასრულონ თავიანთი საქმე უფრო უსაფრთხოდ
და როგორ გამოიყენონ ახალი მეთოდები ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად.
ეს და-ძმები დახმარებას სტიქიური უბედურების შემდეგაც შეძლებენ,
რადგან ისწავლეს, თუ როგორ ავიდნენ სახურავზე,
როგორ გადაჭიმონ ბრეზენტი,
როგორ გამოიყენონ სამუშაო იარაღები უსაფრთხოდ.
ასეთი რთული სიტუაციებისთვის მომზადება ნამდვილად საჭიროა.
ვინც რეგულარულად ეხმარება დარბაზების მოვლა-პატრონობაში,
მოხალისეებსაც ხშირად მათგან ირჩევენ.
ეს იმიტომ, რომ ისინი კარგად იცნობენ უსაფრთხოების წესებს
და იციან, როგორ შეასრულონ სხვადასხვა ტექნიკური სამუშაო.
გაზაფხულზე მოზამბიკში ციკლონი დაგვატყდა თავს,
რამაც დიდი ზიანი მიაყენა ყველას.
ვფიქრობ, ამან კარგად დაგვანახა,
რამდენად მნიშვნელოვანია ძმების გადამზადება.
ადგილობრივი ძმები მაშინვე შეუდგნენ საქმეს.
ზოგიერთმა ძმამ დაზარალებულთა დახმარების კომიტეტში დაიწყო მსახურება,
სხვები კი ამ ძმებს მაქსიმალურად ეხმარებოდნენ.
ისინი აწვდიდნენ ზუსტ ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ
და შემდეგ აღდგენით სამუშაოებს ზედამხედველობდნენ.
ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილების მიერ
გადამზადებული და-ძმების გარეშე
გაგვიჭირდებოდა საჭირო ინფორმაციის მიღება, რომ და-ძმებს დავხმარებოდით.
ჩვენი ორგანიზაცია სხვებს არ ჰგავს.
როცა ხედავ, სხვები რა მდგომარეობაში არიან
და ჩვენს და-ძმებს, როგორ დახმარებას უწევენ,
რამხელა სიყვარულს ავლენენ მათ მიმართ,
ხვდები, რა საოცარია იეჰოვა.
რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს,
ერთმანეთის გვერდში დგომა სულ უფრო მეტად გვჭირდება.
გადამზადებული და კარგად ორგანიზებული და-ძმები,
რომლებიც სწრაფ რეაგირებას ახდენენ დაზარალებულთა დასახმარებლად,
ამართლებენ იგავების 27:10-ში ჩაწერილს.
აქ წერია:
„მეზობელი შორს მცხოვრებ ძმას სჯობია“.
მართალია, შორს მცხოვრები ძმის იმედი გვაქვს,
მაგრამ შესაძლოა ზუსტად იმ დროს ვერ დაგვეხმაროს.
თუ გვყავს, ასე ვთქვათ მეზობელი,
რომელიც კარგად მომზადებულია და აქვს დახმარების სურვილი,
ის სათანადო რეაგირებას დროულად მოახდენს.
ფაქტია, ზოგს არ შეუძლია ფიზიკური სამუშაოს შესრულება,
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავიანთი წვლილის შეტანას ვერ შეძლებენ.
მაგალითად, ამ საქმეს მხარს დაუჭერენ,
თუ სხვებს წაახალისებენ, ჩაერთონ ამ პროგრამაში,
სტუმართმოყვარეობას გამოავლენენ
ან უბრალოდ დახმარების სურვილს გამოთქვამენ.
მნიშვნელობა არ აქვს მოხალისედ მსახურობთ
თუ თქვენი დარბაზის მოვლა-პატრონობაში იღებთ მონაწილეობას,
ყველა ერთ საქმეს ვასრულებთ.
ბევრს შეიძლება ასეთი კითხვაც გაგიჩნდეთ:
როგორ ჩავერთო დაზარალებულთა დახმარების საქმეში?
გვინდა, გითხრათ, რომ დარბაზების მოვლა-პატრონობის
სპეციალური პროგრამა მოგამზადებთ,
სწრაფი და სათანადო დახმარება აღმოუჩინოთ
თქვენს ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს.
ასე რომ, მთელი გულით მოგიწოდებთ,
მიიღოთ მონაწილეობა დარბაზების მოვლა-პატრონობის პროგრამაში.
მადლობას გიხდით, რომ ავლენთ მზადყოფნის სულს,
თქვენი ძალისხმევით და თავდაუზოგავი შრომით და-ძმების კეთილდღეობაზე ზრუნავთ
და რაც მთავარია, იეჰოვას განადიდებთ.